Jump to content

vision plus აპლიკაცია უსინათლოებისთვის


Recommended Posts

პროექტი რომელიც ჰაკატონ თბილისის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
Vision Plus ეს არის სათვალე, რომელიც აღიქვავს დაბრკოლებებს და შემდეგ გადასცემს ამ ინფორმაციას მომხმარებელს ყურსასმენების მეშვეობით.
ეს ყველაფერი ხდება შემდეგნაირად: სათვალეზე აყენია ღამურის ხედვის სენსორი, რომელიც მიერთებულია development board ioio-ზე. ioio-დან ხდება სენსორიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, დახარისხება და შემდეგ ბლუთუზით android დივაისისთვის გადაცემა.
 

android აპლიკაცია ტელეფონში გაშვებულია სერვისის სახით, ანუ მომხმარებელს არ მოუწევს მისი ყოველდღიური ჩართვა და დაკონფიგურება. როდესაც ioio და android ტელეფონი და-pair-დებიან ერთმანეთთან, ანდროიდი უკვე ავტომატურად იწყებს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და შემდეგ მას ხმოვან სიგნალად გარდაქმნის, რასაც უკვე მომხმარებელი ყურსასმენებში იღებს.

ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ეს სერვისი უსინათლოებისთვის იყოს ძალიან კომფორტული, ზეტმეტი შემაწუხებლობისგან თავის ასარიდებლად, როდესაც წინ დაბრკოლება არ არის, სათვალე მხოლოდ გარკვეულ ინტერვალში აგზავნის სიგნალებს, ხოლო რაც უფრო მიუახლოვდება უსინათლო დაბრკოლებას, სიგნალების გადაგზავნაც შედარებით უფრო ინტენსიური ხდება.

ხმოვანი სიგნალი არის რამდენიმე ტიპის:

  • მანძილი დაბრკოლებამდე
  • FreeArea
  • STOP!

    ამჟამად არის მუშა დემო რომელიც არის მთლიანი პროექტის პროტოტიპი. რათქმაუნდა შემდგომში მოხდება პროექტის დახვეწა და პროდუქტის სახის მიცემა მისთვის.





    წყარო http://challengepost.com/software/vision-plus
Link to comment
Share on other sites

ეგ ჩემი ძმაკაცია ვიდეოში, ნოდარი.. 
პრეზენტაციის წინა დღეს ioio გაუფუჭდათ ღამის 11 საათზე დამირეკეს, ჩემი გადარჩენილია მოკლედ ეგ პროექტი :D

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.