Jump to content

ქართული მობილური ოპერატორების 4G-ს მხარდაჭერა


OpTiMeR

Recommended Posts

მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების (4G) დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული აუქციონის პარალელურად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება დაიწყო. მოდიფიცირების პროცესი ჰარმონიზებულ 800, 900, 1 800 და 2 100 მეგაჰერციან რადიოსიხშირულ დიაპაზონებს შეეხება. მოდიფიცირებისას ერთი მეგაჰერცის ღირებულება 1 700 000 დოლარიდან 2 800 000 დოლარამდე იქნება. 

ჰარმონიზებულ დიაპაზონებში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას მობილური ოპერატორები ,,ჯეოსელი“ და ,,მაგთი“ ფლობენ. მათ ლიცენზიების მოქმედების ვადა მომდევნო 15 წლით განესაზღვრათ, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით. აღნიშნული კომპანიებს საშუალებას მისცემს, დანერგონ მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურება. პროცესის დასაწყებად მათ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ. კომისია 20 სამუშაო დღეში დაკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და მოდიფიცირების პროცესი დაიწყება.

უნდა აღინიშნოს, რომ LTE ქსელის მოწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი ღირს. ამას დამატებული ლიცენზიის ღირებულება. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 364 386 ლარია, ხოლო აუქციონზე ერთი ბიჯი 2 418 219 ლარით განისაზღვრა. შედეგად, მეოთხე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომპანიებს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება მოუწევთ...

 

წყარო: ZETI.GE 

 

პ.ს ამ თემაში განვიხილოთ მომავალი 4G ქსელის სიახლეები...


3G VS 4G - რა არის განსხვავება?


 

4G - ეს არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემა, რომელიც თეორიულად მის წინამორბედ 3G-ზე გაცილებით სწრაფია. 3G-ი 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა. თავდაპირველად მისი სიჩქარე წამში 200 კილობიტი იყო, თუმცა ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს, მაგალითად, ჯეოსელის მტკიცებით, ის მომხმარებლებს მონაცემთა გადაცემისათვის წამში 21 მეგაბიტის სიჩქარის ინტერნეტს სთავაზობს. რაც შეეხება 4G-ის, ეს სისტემა სამ ძირითად ტექნოლოგიად იყოფა, რომელსაც ოპერატორები მომხმარებლებს სთავაზობენ: LTE, WiMAX და HSPA+-ი. დღეისათვის ევროპასა და შეერთებულ შტატებაში ყველაზე აპრობირებული და პოპულარული სისტემა LTE (long term evolution) იგივე გრძელვადიანი ევოლუციაა. სწორედ LTE-ზე გააკეთებენ არჩევენს საქართველოში მომუშავე ოპერატორებიც. თეორიულად მისი საშუალებით, თუ თქვენ მანქანით, მატარებლით, ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო  საშუალებით გადაადგილდებით, ინტერნეტის სიჩქარე 100 მეგაბიტი/წამს მიაღწევს, ხოლო სტატიკურ სიტუაციაში (ასევე ფეხით სიარულისას) ფაილის გადმოწერა 1 გიგაბაიტის სიჩქარით უნდა შეძლოთ, ხოლო ატვირთვა - 500 მეგაბიტის. მსგავსი სიჩქარე 4G-ის საშუალებას აძლევს, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური მხარდამჭერის მქონე სმარტფონების მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციის მოწყობა, HD მობილური ტელევიზია და სხვა ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მომხმარებელი მაღალი ხარისხის ფილმის გადმოწერას ორიოდე წუთში მოახერხებს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიული ინფორმაციაა და ინტერნეტის სიჩქარე მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აითვისებენ ოპერატორები მეოთხე თაობის შესაძლებლობებს პრაქტიკაში და რა მომსახურებას შემოგთავაზებენ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში. იმისათვის, რომ მომხმარებელმა 4G-ით სარგებლობა შეძლოს, მის მოწყობილობას LTE მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს. შესაბამისი მოწყობილობების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. როგორც მობილური ოპერატორები აცხადებენ 4G-ით სარგებლობას რამდენიმე თვეში შევძლებთ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

მობილურში დატა ვეღარ მერთვება ვაფშე და რისი ბრალია არ იცით??? 4გ სიმბარატი რო არ მაწ მაგის ხომ არა?

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, misho-29 said:

მობილურში დატა ვეღარ მერთვება ვაფშე და რისი ბრალია არ იცით??? 4გ სიმბარატი რო არ მაწ მაგის ხომ არა?

parametrrbis migeba undoda backup ro gavakeye adre

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.