Jump to content

საქართველოში პირველი LTE 4G ინტერნეტი “სილქნეტისგან“


OpTiMeR

Recommended Posts

ნაძალადევი, ავჭალა, მეტრომშენი, სოფელი დიღომი, ელია, სვანეთის უბანი და ლოტკინი - ეს ის უბნებია, სადაც დღეიდან მოსახლეობა ,,სილქნეტის“ მეოთხე თაობის უკაბელო მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს. აღნიშნულ უბნებში ამ დრომდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და ახალი თაობის ინტერნეტის შეთავაზება თავდაპირველად მათთვის სწორედ ამიტომ მოხდა.

Silk LTE სერვისის მიწოდება WiFi მოდემით ხორციელდება. კომპანია მომხმარებელს 2 პაკეტს სთავაზობს. 28 ლარად თვეში 30 გიგაბაიტ მოცულობის 15მგბ/წმ სიჩქარით მიღებაა შესაძლებელი. მეორე პაკეტი კი 48 ლარად 50 გიგაბაიტ მოცულობას 50 მგბ/წმ სიჩქარით გთავაზობთ. შესაძლებელია დამატებითი გიგაბაიტების ყიდვაც. 3 გიგაბაიტის ფასი 5 ლარია.

 

სერვისის მისაღებად საჭირო აპარატურის შეძენა „სილქნეტის“ სერვის ცენტრებშია შესაძლებელი. მომხმარებელი ყიდულობს Silk LTE მოდემსა და სიმ ბარათს. მოდემის ინსტალაცია მარტივია: მოწყობილობა დენის წყაროს უერთდება და გარკვეულ პერიმეტრზე გადასცემს WiFi სიგნალს. ერთ აპარატურაზე შესაძლებელია რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად ჩართვა როგორც WiFi-ით, ასევე კაბელით. მისი ღირებულება 99 ლარია.

,,პირველი ეტაპისთვის 30 ახალი სადგური დავამონტაჟეთ იმ ადგილებში, სადაც ოპტიკა მისული არ იყო. თუმცა ჩვენი გეგმებით, აპრილის ბოლომდე მთელი ქალაქი უნდა მოვიცვათ,“- ამბობს ,,სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე გიორგი რამიშვილი.

,,LTE-ის ტექნოლოგია ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ტექნოლოგიების დომინანტია. სამომავლოდ, ის ყველა სხვა სტანდარტს უკან ჩამოიტოვებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლიათ,“- აღნიშნავს ,,სილქნეტის“ სტარტეგიუტლი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია ენუქაშვილი.

პროქტის ფარგლებში „სილქნეტის“ პარტნიორია ჩინური კომპანია ZTE.

,,ჩვენთვის ძალიან ბედნიერი დღეა, მოხარულები ვართ რომ ,,სილქნეტთან“ თანამშრომლობა შედგა და შედეგად საქართველოში LTE ტექნოლოგია შემოვიდა. ამისათვის, ორივე მხარემ მძიმე სამუშაო გაწია,“- ამბობს ZTE GEORGIA-ს საოპერაციო განყოფილების დირექტორი რეშატ ტანიში.

,,სილქნეტი“ წელიწადნახევარია აღნიშნულ პროექტზე მუშაობს. კომპანია ახალი მომსახურების გავრცელების არეალს ეტაპობრივად გააფართოვებს. პროექტი აღნიშნული სტანდარტით ფიქსირებული ინტრენეტის შეთავაზებას რეგიონებშიც ითვალისწინებს.

 

Source: ZETI.GE

 

პ.ს - წარმატებად ითვლება უკვე ეს საქართველოსთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია 4G-ზე გადასვლის მცდელობები, დაველოდოთ სატელეფონო ქსელის 4G-საც... მოუთმენლად ველოდები...

Link to comment
Share on other sites

ხო ეგეთი ტარიფები ბდ-ის გადმოსაწერათ დიდათ არ გამოდგება და ტორენტებისთვის მაგრამ ვისაც სწრაფი ინტერნეტი ჭირდება და უბრალო ონლაინ სტრიმინგი უნდა ეყოს თვეში 50გბ ტრაფიკი, მე დღეში ვაკაჩავებ ხოლმე ხანდახან მაგდენს თვეში კი არა, მაქსიმალზე გაცილებით უკეთესი რამე ჩანს სისწრაფე-ფასით თუ ვიმსჯელებთ, მაგათ იმაქსის ინტერნეტს ვგულისხმობ, არ გაამართლა ჩვენთან მაგ ტეხნოლოგიამ საერთოდ

Link to comment
Share on other sites

ხო ეგეთი ტარიფები ბდ-ის გადმოსაწერათ დიდათ არ გამოდგება და ტორენტებისთვის მაგრამ ვისაც სწრაფი ინტერნეტი ჭირდება და უბრალო ონლაინ სტრიმინგი უნდა ეყოს თვეში 50გბ ტრაფიკი, მე დღეში ვაკაჩავებ ხოლმე ხანდახან მაგდენს თვეში კი არა, მაქსიმალზე გაცილებით უკეთესი რამე ჩანს სისწრაფე-ფასით თუ ვიმსჯელებთ, მაგათ იმაქსის ინტერნეტს ვგულისხმობ, არ გაამართლა ჩვენთან მაგ ტეხნოლოგიამ საერთოდ

რუსთავში სილქნეტის ხაზი ხომ არის? 

 

პ.ს ხანდახან კიარა ყოველდღე ვიწერ და ვშლი 50 გბ-მდე ფაილებს... მაგრამ ვისაც მხოლოდ ონლაინში აქვს საქმე იმათთვის მისწრებაა

Link to comment
Share on other sites

რუსთავში ოპტიკურიცაა კავკასუსის და სიჯისის და მშვენივრათაც უბერავს, ეხლა მითავდება აქცია ისე კი 30 ლარათ 24 ლარიანი IPTV პაკეტი მქონდა სექტემბრიდან ჩართული და 35 ლარიანი 30მბ.სეკ ოპტიკური და ჩესნათ უბერავს 3800კბ.სეკ-ით აპიც და დაუნიც, ხარვეზებიც კარგა ხანია აღარ ქონია, თავიდან ახურებდა მარტო რუსთავი-თბილისის ავტობანი რომ გაყავდათ და კაბელებს ცვლიდენ სექტემბერ-ოქტიბნერში, ეხლა ალბათ 44 ლარიანზე გადავალ, 9 ლარიანი ქართული არხები და 35 ლარიანი ინტერნეტი, სილკნეტი თუ შემოვიდა რუსთავში ოპტიკური შეიძლება ეგ ჩავრთო მერე აქციები თუ ექნებათ, სიჯისიზე საერთოდ არაა აქციები, კავკასუსზე ვითომ ბონუს ქულები ნულდებაო მთლიანათ 1 იანვრიდან, ეგ ცუდია იმიტომ რომ თებერვლიდან მინდოდა სისწრაფის აწევა 50მბ.სეკ-მდე სამი თვით, ეხლა თუ ქულები გამინულეს ზაფხულამდე აღარ მომივა სისწრაფის მომატება, ეხლა 60 ქულა მაქვს მოგროვილი და კაკრაზ თებევრლისთვის შემეძლო ამეწია უკვე 3 თვით სისწრაფე

Link to comment
Share on other sites

რუსთავში ოპტიკურიცაა კავკასუსის და სიჯისის და მშვენივრათაც უბერავს, ეხლა მითავდება აქცია ისე კი 30 ლარათ 24 ლარიანი IPTV პაკეტი მქონდა სექტემბრიდან ჩართული და 35 ლარიანი 30მბ.სეკ ოპტიკური და ჩესნათ უბერავს 3800კბ.სეკ-ით აპიც და დაუნიც, ხარვეზებიც კარგა ხანია აღარ ქონია, თავიდან ახურებდა მარტო რუსთავი-თბილისის ავტობანი რომ გაყავდათ და კაბელებს ცვლიდენ სექტემბერ-ოქტიბნერში, ეხლა ალბათ 44 ლარიანზე გადავალ, 9 ლარიანი ქართული არხები და 35 ლარიანი ინტერნეტი, სილკნეტი თუ შემოვიდა რუსთავში ოპტიკური შეიძლება ეგ ჩავრთო მერე აქციები თუ ექნებათ, სიჯისიზე საერთოდ არაა აქციები, კავკასუსზე ვითომ ბონუს ქულები ნულდებაო მთლიანათ 1 იანვრიდან, ეგ ცუდია იმიტომ რომ თებერვლიდან მინდოდა სისწრაფის აწევა 50მბ.სეკ-მდე სამი თვით, ეხლა თუ ქულები გამინულეს ზაფხულამდე აღარ მომივა სისწრაფის მომატება, ეხლა 60 ქულა მაქვს მოგროვილი და კაკრაზ თებევრლისთვის შემეძლო ამეწია უკვე 3 თვით სისწრაფე

მე სპეციალურად გადავედი სილქნეტის ოპტიკაზე, თორე ძალიან მომწონდა კავკასუსი, თავის დროზე MyDisk-ზე ერთი პერიოდი allshares-ზეც გააუქმეს სერვერები და ვეღარაფერს ვიწერდი. სილქნეტზე გადავედი და კმაყოფილი ვარ მშვენივრად მუშაობს, არანაირი ხარვეზი არ აქვს. პრინციპში ხარვეზი არც კავკასუსს ჰქონდა, უბრალოდ არ მომეწონა რა პირობები. + მაგას 20 ლარიან პაკეტს ვერ ჩართავდი ზედმეტი 30 ლარი როარ გადაგეხადა აქტივაციის და ახლა 20 ლარად 100 ლარის 100 მეგაბიტი/წამში მაქვს, აქციის ფარგლებში, ახალ წლამდე მეც აქციით ვარ, პლიუს მაგას პერმანენტული iPTV-ს აქცია და 35 ლარად მშვენივრად ვგრძნობ თავს. ისე სილქნეტს ბევრი აქციები აქვს...

Link to comment
Share on other sites

კი მაგიტომ მინდოდა კაკრაზ გადასვლა თორე მე სიჯისითაც კმაყოფილი ვიყავი და IPTV მაგათაც აქვთ უკვე იგივე ფასებში დაახლოებით, როგორ უბერავს არ ვიცი მაგრამ გაუშვეს 1 აგვისტოდან უკვე მაგათმაც და პაკეტებიც ნორმალური აქვთ, ჯმჯ არხები მაგათაც ქონიათ ისე, სილკნეტს მართლა კარგი ბონუსები და აქციები აქვს, ყველაზე კარგი 20 ლარათ 100 მეგაბიტიანი პაკეტი იყო ზაფხულში რომ აქცია ქონდათ, 5 ლარათ 50მბ.სეკ-იც მშვენიერი რამეა ღამის საათებში, თუ შემოვლენ რუსთავში და უფასო ინსტალაცია ექნებათ და ნორმალური შემოთავაზებები შეიძლება გადავიდე ისე კი კავკასუსზე დავრჩები ამ ეტაპზე, მაგაზე გამოდის ყველაზე იაფათ ინტერნეტი და ტელევიზია, თუმცა სიჯისიზე 3 ლარით ძვირია და 40მეგაბიტია უკვე 30-ის მაგივრათ, იქ ცოტა უფრო იაფია 1 ლარით ქართული არხების IPTV პაკეტი, მე უბრალოთ 44 ლარიც მეძვირება რაღაც და აქცია სადmე თუ გაეძრო კარგი ეგრევე მაგას დავიდგამ

Link to comment
Share on other sites

კი მაგიტომ მინდოდა კაკრაზ გადასვლა თორე მე სიჯისითაც კმაყოფილი ვიყავი და IPTV მაგათაც აქვთ უკვე იგივე ფასებში დაახლოებით, როგორ უბერავს არ ვიცი მაგრამ გაუშვეს 1 აგვისტოდან უკვე მაგათმაც და პაკეტებიც ნორმალური აქვთ, ჯმჯ არხები მაგათაც ქონიათ ისე, სილკნეტს მართლა კარგი ბონუსები და აქციები აქვს, ყველაზე კარგი 20 ლარათ 100 მეგაბიტიანი პაკეტი იყო ზაფხულში რომ აქცია ქონდათ, 5 ლარათ 50მბ.სეკ-იც მშვენიერი რამეა ღამის საათებში, თუ შემოვლენ რუსთავში და უფასო ინსტალაცია ექნებათ და ნორმალური შემოთავაზებები შეიძლება გადავიდე ისე კი კავკასუსზე დავრჩები ამ ეტაპზე, მაგაზე გამოდის ყველაზე იაფათ ინტერნეტი და ტელევიზია, თუმცა სიჯისიზე 3 ლარით ძვირია და 40მეგაბიტია უკვე 30-ის მაგივრათ, იქ ცოტა უფრო იაფია 1 ლარით ქართული არხების IPTV პაკეტი, მე უბრალოთ 44 ლარიც მეძვირება რაღაც და აქცია სამდე თუ გაეძრო კარგი ეგრევე მაგას დავიდგამ

აქცია უეჭველი იქნება ახალი წლის დღეებში შანსი არაა როარ იყოს

Link to comment
Share on other sites

დავინტერესდი

Link to comment
Share on other sites

აბსოლუტური უაზრობაა, ვერაფერს გადმოიწერ და ვერც კინოებს უყურებ ონლაინში ვის რად უნდა ეგეთი ნეტი, ეგ 50 გბ გეყოფა რამდენიმე დღე

Link to comment
Share on other sites

აგერ მაგთიც უკვე გვპირდება ახალ წლამდე ჩაირთვებაო, კი ავიღე 4G კარტა,  მარა არსებული ტარიფებით უაზრობაა, ნუ მობილურზე რო გქონდეს თვესი 30 და 50 გბ ისე კი გეყოფა ადამინს მარა რაც სილკმა გააკეთა სახლისთვის ეგ სასაცილოა, მობილურ ინტერნეტზე მალე დაეცემა ტარიფები და გამოვიყენებთ უკვე ადამიანურად, აქამდე მაგთი-ჯეოსელს კონკურენტი არ ყავდა ეხლა ბილაინსაც ექნება 4G და დაუგდებს ფასებს, ეხლა 1გბ 15 ლარი ღირს, აი 10გბ რო გააკეთონ 10 ლარად უკვე საკაიფო იქნება, აქტიურად გამოიყენებ და არა მარტო ფეისბუქში/ვაიბერში შესაძრომად და ფოსტის შესამოწმებლად

Link to comment
Share on other sites

ეგეთი ტიპის ტარიფები მოსკოვში მქონდა 10მბ.სეკ ოპტიკაზე ასე 10-12 წლის უკან, ეხლა მართლა ნიტოთ ჟღერს სახლისთვის ლიმიტიანი ტარიფები, ვინც კინოებს და თამაშებს არ აკაჩავებს ძირითადათ მაგათ თუ გამოადგებათ ეგეთი

Link to comment
Share on other sites

მერწმუნეთ არიან ხალხი, რომლებიც დღეში 1 საათითაც არ შემოდიან და ისიც მხოლოდ სოციალური ქსელი

Link to comment
Share on other sites

ხო + ბევრი მარტო საქმისთვის იყენებს ინტერნეტს, მაგათვის ეგ ახალი ინტერნეტი იდეალური ვარიანტი იქნება თუ არაა ჯერ ოპტიკა შეყვანილი

Link to comment
Share on other sites

ეგეთი ტიპის ტარიფები მოსკოვში მქონდა 10მბ.სეკ ოპტიკაზე ასე 10-12 წლის უკან, ეხლა მართლა ნიტოთ ჟღერს სახლისთვის ლიმიტიანი ტარიფები, ვინც კინოებს და თამაშებს არ აკაჩავებს ძირითადათ მაგათ თუ გამოადგებათ ეგეთი

 

მერწმუნეთ არიან ხალხი, რომლებიც დღეში 1 საათითაც არ შემოდიან და ისიც მხოლოდ სოციალური ქსელი

და ეგეთი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქ რა ნეტი და რა სიჩქარე ენება, თუ ონლაინსი არაფერს უყურებს და არც არაფერს იწერს საიტის გასახსნელად მაღალი სიჩქარე არაა საჭირო, 1მბ dsl-იც ეყოფა

ნუ ვიღაც ალბატ დაიყენებს, მარა პოპულარირი ნაღდად არ გახდება ეს სერვისი

Link to comment
Share on other sites

ra chem sirad undad, 4g aris kargi mobilurze da ara kide saxlSi dasayeneblad. 30gb daxarjav 2 kvirashi mere ixade 5-5 lari 3 gb ze an amxel asikcare rat  minda 30 gb amocurav egreve sirobaa chemi azrit,. tan 99 lari girs.

Link to comment
Share on other sites

30gb daxarjav 2 kvirashi

მე პირადად 30 გბ 1 დღეც არ მეყოფა სახლში

ხალხო სილკის დედაც ..., ვინმემ გახსენით თემა მაგთი-ჯეოსელი-ბილაინი-ს 4G-ზე და იქ მოვცხოთ განხილვა მემგონი უფრო საინტერესო და აქტუალურია ეხლა, აგერ პარასკევსაა აუქციონი და დაირიგებენ უკვე სიხშირეებს, 

ჩემი ტელე მგონი არაა თავსებადი მაგათ სიხშირეებთან :(

Link to comment
Share on other sites

ვერ გაამართლებს ეგ ლიმიტირებული პაკეთი 30გბ რა არის ბლიად ულიმიტო დაეყენებინათ

Link to comment
Share on other sites

რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ შეიძენს, მთლად გამჭირვალე და სამართლიანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მთავარია მინდორში და ყანაში იყოს ინტერნეტი :D

Link to comment
Share on other sites

მნიშვნელობა რო არ ქონდეს მაგ აუქციონებს ტყუილად კი არ ჩაატარებდნენ . უფრო სწორად რო ვთქვა , კანონი რო კანონობდეს აქვს აზრი , მაგრამ ახლა ყველას თავისი კრიშა ყავს და რაღა სახელმწიფოს მისცენ ფული , იმ კრიშებს მისცემენ და ისინი კიდე ჯიბეში ჩაითხლიშავენ :D

 

50 მილიონიან საქმეს უკრიშავენ მინიმუმ 2 კომპანიას (მაგთი,ჯეოსელი)  , სამაგიეროდ აგერ ჩვენ გვტენიან 300 ლარიან ნივთზე განბაჟებებს და მაგით ავსებენ "ბიუჯეტს"  . ამიტომ აქვს მნიშვნელობა :)

Link to comment
Share on other sites

ამ ინტერნეტს ტელეფონზე ტუ იხმარ მე თუ ფილმს full hd ზე არ უყურებ ისე რა აზრი აქ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.