Jump to content

ტელევიზორი + კონსოლი (დამეხმარეთ შერჩევაში)


Recommended Posts

გამარჯობა, მოკლედ ვაპირებ ტელევიზორის და კონოლის ყიდვას. ბევრი არაფერი გამეგება ამ სფეროში და თქვენი დახმარება მჭირდება. 

 

ტელევიზორი: მინიმუმ 40 - 45'' (ინჩი) დიაგონალი. სუფთა ჩვენება. ფასი 1500 ლარი

კონსოლი: Xbox One ან PS4. რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ. ძირითადად თამაშები  მაგრამ ვაპირებ subscription -ის ყიდვასაც ასე რო ფილმები, მუსიკები და ა.შ. 

 

კონსოლზე რაც მაინტერესებს როგორც გადავხედე არის სხვადასხვა "bundle" -ით გამოსული კონსოლები რა განსხვავებაა მაგათ შორის, მონაცემებში თუა სხვაობა და რომელი ჯობია. 

 

ტელევიზორზე მაგ ზომისას ამ ფასში თუ ვერ ვიყიდი ნორმალურს მირჩევნია ცოტათი მოვიცადო და მეტი გადავიხადო ოღონდ რაღაც ხლამი არ შემრჩეს ნაყიდი. (ისე მაგ ფასში სასურველია) 3D პლიუსია...

 

 

Link to comment
Share on other sites

1500 მარტო ტვ ხო ? კი მოგივა კარგი მოდელი მაგ ფასად > მაგალითად UE40H6400 სამსუნგის ძალიან კარგი ტვ თუმცა ცოტა მეტი ღირს სადღაც 1700 მდე და მაგის ალტერნატივაა H6200 ესეც საკამროდ კარგია  200 ჰერციანია და გეყოფა მაინც , უფრო დიდი ზომის ტვ თუ გინდა მაშინ სულ უბრალოდ უნდა იყიდო 3დ ს და ყვეალფრის გარეშე მაგ ფასად 

 

კონსოლს რაც შეეხება აუცულებლად PS4 აიღე

Link to comment
Share on other sites

ხო სწორათ გირჩია ბარსამ, ეს სამსუნგი დაითრიე http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8861 200 გერციანია და 3D აქვს, PS4 ალტაში მარტო ესეთი აქვთ http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8836 გამოწერით თუ ყიდულობ ამაზონიდან კიდე ეს დაითრიე http://www.amazon.com/PlayStation-Black-Friday-Bundle-Remastered-4/dp/B00O9JLAX4 ორი 90%+ იგრაა უკეთესი არც იქნება ალბათ ჯერ

Link to comment
Share on other sites

ტელევიზორს ამ თვეში ვაპირებ, შეიძლება განვადებით გამოვიტანო. 

ანუ PS4 -ს მირჩევთ უფრო ხო? რატო მაგალითად რა სხვაობაა?

აქ თუ ვერ ვნახე გასაყიდი მაშინ თავისთავად გამოწერა მომიწევს. ამ ლარმაც ახლა ააჭირა სადღაც. ცოტა დაიკლოს და გამოვწერ. ახლა ბევრი უწევს ძალიან

Link to comment
Share on other sites

ნუ ამ ეტაპზე ძირითადათ ჰარდშია ანუ პერფორმანსში განსხვავება, ანუ ბევრი პს4-ის იგრები 1080P გამოდიან როცა იგივე თამაშები ბოქსზე 960P ხოლმე, ანუ 1080P 30fps ვეღარ ქაჩავსო, კინექტი მოხსნა უკვე ბოქსმა და ეგრე ვითომ უფრო სწრაფი იქნებაო + ახალი პროცესორი უნდა გამოვიდეს უფრო კარგი პერფორმანსით მოგვიანებით, მაგის გამო უსწრებს პს4 გაყიდვებით ბოქს, ამ ეტაპზე 13 მილიონი პს4 გაუყიდიათ და სადღაც 10 მილიონი ახალი ბოქსი, ეგეც უფრო ბოლო თვეებში ამოქაჩეს ფასდაკლებებით და ჩინეთშიც რომ დაიწყეს გაყიდვები, ზოგადათ პს4-ზე უფრო სერიოზული ექსკლუზივები ეძრობა ხოლმე თუმცა მანდ გემოვნებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული

Link to comment
Share on other sites

მოდი მე გირჩევ ასეთ რამეს, ამ ბოლო დროს საკმაოდ ვარ ჩახედული ტელევიზორებში და პირად გამოცდილებას გაგიზიარებ, არ იყიდო ეგ H6200, დამიჯერე პატარაა 40 ინჩიანი კონსოლზე სათამაშოდ მითუმეტეს ცოტას წამატებით 48 ინჩიანი მოგდის თან უკეთესი მოდელი H6400-ი 400ჰერციანია და გეიმ მოდს რომ ჩართავ პერფორმანსს უფრო მოგიმატებს რაც უფრო მაღალ ჰერციანს აიღებ თივის: აი ეს იყიდე ძალიან მაგარ ფასშია თან 48 ინჩიანია: http://zoommer.ge/category-265/samsung-ua48h6400ar.html განვადებით თუ ყიდულობ დაუფიქრებლად იყიდე ეს მოდელი რაც დაგილინკე, მაგარ ფასში აქვთ ძალიან და ზომაც 40ინჩი არის 1 მეტრი და 2 სანტიმეტრი, ხოლო 48ინჩი არის 1 მეტრი და 22 სანტიმეტრი რაც საკმაოდ დიდი სხვაობას მოგცემს, ასე რომ H6400 იყიდე 48 იNჩიანი, საოცარ ფასში აქვთ... 

კონსოლს რაც შეეხება PS4 იყიდე, უპირატესობები არის უფრო მძლავრი ჰარდი, უფრო კარგი ექსკლუზივები, უფრო მეტი თამაში FULL HD-ი გაფართოებით...

Link to comment
Share on other sites

აქვე ვიკითხავ რა

 

 

ვთქვათ თამაში გავუშვი 

 

40 იანჩიან რომელიც არის 1920-1080

 

და მერე 

 

 

70 ინჩიანზე

ოღონდ ისიც 1920-1080

 

ფპს დააკლდება?

 

წესით არა ხო?

 

ნუ კომპზე მაქ მე საუბარი

 

ანუ ეკრანის სიდიდე,მაგრამ გაფართოება იგივე

Link to comment
Share on other sites

ეხლა აქ პს4 ის ყიდვა სისულელეა რა თუი განვადებით არ გინდა ეგეც , ჯორჯმა რაც დადო ეგ ძალიან მაგარი ვარიანტია , მარტო მაგ 2 ზე თამაში გამო უნდა იყიდო ეგ კონსოლი 

 

ტვ ს რაც შეეხება ზუმერის ვარიანტიც კარგია ნამდვილად , აზიური ვერსიაა მაგრამ რეალურად არაა სხვაობა ჩვენებაში აზროიურსა და ევროპულს შორის , ნუ სხვაგან რომ ყიდულობ უკეთესო გარანტია აქვს თვითონ სამსუნგს , მაგალითად ცოტა ხნის წინ 3 წლის წინანდელი ტვ გაუფუჭდა ერთ ადამიანს ჩემთან და სამსუნგის სერვისცენტრმა გამოუცვალა 3 წლის წინ ნაყიდი ტვ ახალში თანხის დამატებით და ზუმერში ეგ ცოტა გაჭირდება

Link to comment
Share on other sites

TurFen,

არანაირი კლება არ იქნება FPS-ის, გინდ 70-ინჩიანი იყოს და გინდ 105 ინჩიანი, მნიშვნელობა არ აქვს მტავარია ერთი მოდელის ტელევიზორი H6400 სიტყვაზე 40 ინჩიანსა და სიტყვაზე 100ინჩიანს შორის სხვაობა არის 0-ი, მხოლოდ ზომაშია სხვაბა, დანარჩენი ტექნოლოგია, მატრიცა ერთია, ასე რომ ზომა არ ნიშნავს არაფერს როდესაც კომპიუტერით უშვებ  ნებისმიერ ფაილს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გაფართოება, მაგრამ რაც დიდია მით უფრო ქულია ხომ ხვდები... 

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ვისაც ვკითხე მგონი ყველამ PS4 მირჩია და ალბათ მაგაზე შევჯერდები, ამაზონიდან გამოვწერ. (ჯერ ცოტა ლარის კურსი უნდა დარეგულირდეს ოღონდ  :D )

ტელევიზორს რაც შეეხება ხვალ ვაპირებ გასვლას მაღაზიებში ვიზუალურადაც ვნახავ რა სიდიდის უფრო მინდა. რომელ მაღაზიებს მირჩევთ? რომელში უმჯობესია ვიყიდო და რომელს არ გავეკარო?

FC BARCELONA, ანუ არაუშავს ის რო აზიურია? არ მინდა ისეთი იყოს რო დიდი ეკრანი და ცუდი ხარისხის ჩვენება ქონდეს. + გარანტიაზე როგორც ვიცი ბევრი გაწვალებული მომხმარებელი ყავს ზუმერს. ღირს მანდ ყიდვა? 

Link to comment
Share on other sites

ლარი დაეცა და ფასებმა მოიმატა http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8861 ისე CMR საპორტი თუ აქვს საერთოდ Game mode + მაგ კონსოლზე ყველა თამაში 30ფპს-ზე ძირითადათ 1080P-ში

Link to comment
Share on other sites

ხოდა ევროპულს ყიდიან ყველგან ზუმერის გარდა , ნუ აქვთ აზირუები სხვაგანც მაგრამ 1 წელია გრანტია , მოკლედ რომელიც UE ით იწყება დასახელბა ყველა ევროპულია , უბრალოდ მაგ ფასში H6200 მოგდის 40 ინჩიანი და უფრო დიდი თუ გინდა მაშინ 3დ ს გარეშე უნდა იყიდო 5270 და რავი მე მაინც 6200 ს ავიღებდი უკეთესი ჩვენების გამო 

Link to comment
Share on other sites

არანაირი სხვაობა არ არის UE იქნება თუ UA, იყიდე 6400 თან 48-იანი, რატომ ურჩევთ 6200-სს თან 40-იანს, არაფერი მოუვა...

საყიდლად რომ მიხვალ ერთადერთ RGB ფერებზე შეამოწმებინე, რომ მკვდარი პიქსელი არ ქონდეს და დანარჩენი მეტი ისეთი არაფერი შემოწმება არ ჭირდება, განახლება მაგაზეც მოგივა და UE-ზეც, ასე რომ პრობლემა არაფერია.... იყიდე 6400 48 ინჩიანი...

Link to comment
Share on other sites

Sony 42W817 ამ მოდელზე რას იტყვით? ამას და ევროპის 40 ინჩიან 6400 ს შორის რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

Link to comment
Share on other sites

სამსუნგი ჯობია მაგ ორიდან, ეგ სონი უფრო სამსუნგ F6400 კონკურენტია წინა წლის მოდელის

Link to comment
Share on other sites

Sony 42W817 ამ მოდელზე რას იტყვით? ამას და ევროპის 40 ინჩიან 6400 ს შორის რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

არაა ცუდი , უფრო სწორად ძალიან კარგია მითუმეტეს რომ მისსავე ფირმის კონსოლზე უნდა გამოიყენო , ხო ცოტა წინა მოდელია და მაინც სამსუნგისკენ გადავიხრებოდი მეც + უკეთესი სმარტი აქვს სამსუნგს და 2 წლიანი გარანტია 

Link to comment
Share on other sites

ესეიგი, გავიარე მაღაზიებში. 6400 ვნახე 48 ინჩიანი აზიურიც და ევროპულიც. ჩვენებაში არ არის საერთოდ განსხვავება როგორც გავიგე. უბრალოდ აზიურს არ აქვს რისივერი. არადა 40თან შედარების საკმაოდ დიდია და ეს უფრო მოუხდება ჩემს ოთახს რო წარმოვიდგინე :დ 3 დღის წინ 1850 ღირდა ზუმერში ახლა 2000ზე ავიდა უკვე. ახლა მოუნდება ლარს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში რო არ უქნია ისეთი. 
საბოლოოდ ალბათ 6400 ავიღებ 48 ინჩიან აზიურს თუ ლარის კურსის დარეგულირებამდე რამე უფრო კარგი არ ვნახე. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო აიღე ეგ რადგან ზომა უფრო გაწყობს , რესივერი არ იქნება პრობლემა დამატებით მიაერთებ თუ დაჭირდა 

Link to comment
Share on other sites

გითხარიი არანაირი სხვაობა არ არისთქო? ზუსტად ვიცი ეგ მოდელები, ხომ გიტხარი 48 ინჩი სულ სხვა დონეათქო, განახლებებიც მოგივა ჩვულებრივად და როცა ბლუ რეი ფილმებს გაუშვებ უფრო მაგარი ხარისხით გადაიყვანს ეგ მაღალ ჰერციანი 6400-ი 60FPS-ში ფილმებს, ზოგადად ვერ ვიტან მე პატარა ზომის ვერც მონიტორს და ვერ ტელევიზორებს, თუ ყიდულობ უნდა იყიდო დიდი და კარგი ხარისხის, კიდევ ერთი რაც შეეხება რესივერს, ჩასენებული რესივერი რომც გქონდეს, არ მოგეწონება ეგ ჩაშენებული რესივერები, FULL HD ხარისხის არხებს რომ რთავ ვერ გადმოსცემს კარგი HD ხარისხით, ამიტომ ჯობს ცალკე დააყენო რესივერი და HD არხების ყურებით დატკბე, ტან 48-ანზე ბევრად უფრო მაგრად გამოიყურება HD არხები ვიდრე 40-იანზე და გინდ 42-იანი ავიღოთ... კიდევ ერთი მაგ ტელევიზორს რომ იყიდი და კონსოლს შეაერთებ, მეორე HDMI-ზე შეაერთე კონსოლი და SYSTEM-ში შედი, შემდეგ GENERAL-ში შედი და GAME MODE ჩართე და კონსოლის თამაშის დროს აგისწრაფებს კადრებს და ბევრად ხარისხიანად და სუფთად გადავა კადრები, არ ექნება საერთოდ ცვლა FPS-სს, თუ აქვს 60FPS თამაშს სულ 60FPS-ზე იქნება გაჭიმული მაშტაბური სცენების დროსაც... მოკლედ იყიდე UA H6400 რა ნორმალური მოდელია და ზომაც კარგია 48-იანი...

 

მაგის გარდა არის კიდევ ერთი ვარიანტი, ლოლ 2099 ღირდა და ამასაც მოუმატია რა უბედურება...

http://megatechnica.ge/catalog/detail.php?IBLOCK_ID=22&ELEMENT_ID=4468&pn=HISENSE-LTDN55K390XWAU3D

აი ძალიან მაგარი ტელევიზორია რა ამ ფასში, 2014 წლის უახლესი მოდელია, მეგატექნიკაში დავტესტე ესმოდელი და მაგრად მოვიხიბლე, თან ანდროიდზე მუშაობს და ჩვენება აქვს სასწაული, თან 55ინჩიანია და ნახე ეს ზომა კიდევ უფრო დიდია და ეს უკვე სულ სხვა დონეა, ძალიან მაგარი მოდელია, მაგრად მოგეწონება რომ ნახავ... 55-იანი დონეა რა ძალიან PS4-ზე მაგრად გაგისწორდება, ნახე ეს მოდელი, დიდუბის მეტროსთან არის ეს მაღაზია, დიდი მაღაზიაა და ნახე ეს მოდელი შეიძლება ნაღდი ანგარიშსწორებით დაგიკლონ...

Link to comment
Share on other sites

FC BARCELONA,  მე მაქვს სამსუნგის ეგ მოდელი მართლა კარგი ტელევიზორია 3დ და სმარტ ფუნქციები აქვს. http://ok-shop.ge/index.php?cat=3&show=10591&leng=geo  ზუსტად მაგ ფასადაა 

Link to comment
Share on other sites

რა აზრი აქვს სამსუნგი ყველგან სამსუნგია , ნუ ერთადერთი ზუმერს აქვს თავისი შემოტანილი დანარჩენი ყველგან ერთია 

Link to comment
Share on other sites

sony 42w817/i  ამ მოდელზე მითხრეს მაღაზიაში რო 2014 -ის არისო.

ვიზუალურადაც მაგრად მომწონს რა.  ან ეს უნდა ვიყიდო ან აზიური 48 ინჩიანი სამსუნგი. ვერ გადავწყვიტე

Link to comment
Share on other sites

ბლექ ფრაიდეიზე ვიყიდე მე ეს TV http://www.bestbuy.com/site/vizio-50-class-49-1-2-diag--led-1080p-240hz-smart-hdtv-black/7501014.p?id=1219275166158&skuId=7501014

და http://www.bestbuy.com/site/sony-playstation-4-500gb-black-friday-bundle-black/8637183.p?id=1219365658942&skuId=8637183&ref=06&loc=01&ci_src=14110944&ci_sku=8637183&extensionType=pla:g&s_kwcid=PTC!pla!!!80286745719!g!!47516520279&kpid=8637183&k_clickid=0ec719d7-c09d-9c69-6a8d-0000049c1405&kpid=8637183&lsft=ref:212,loc:1&ksid=0ec719d7-c09d-9c69-6a8d-0000049c1405&ksprof_id=15&ksaffcode=1149&ksdevice=t.

ტელევიზორის მონაცემებში დიდად ვერ ვერკვევი,მაგრამ საკმაოდ კმაყოფილი ვარ. თბილისში თუ იყიდება ეს მოდელი გირჩევდი რო გენახა.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.