Jump to content

Microsoft Lumia - სიახლეები


Recommended Posts

1 hour ago, DZENA said:

რუკები როგორ ვნახო ხო არ იცი ?

სად როგორ ნახო ? :D ტელეფონს აქვს ისედაც აპლიკაციებში და მარკეტში შეგიძლია დამატებით ნახო Maps კატეგორიაში

Link to comment
Share on other sites

Just now, FC BARCELONA said:

სად როგორ ნახო ? :D ტელეფონს აქვს ისედაც აპლიკაციებში და მარკეტში შეგიძლია დამატებით ნახო Maps კატეგორიაში

კი ეგ ვნახე ჰეა მაპს მარა დამატებითი რუკები თუა კიდე საქართველოსი? :დ 

Link to comment
Share on other sites

ზუსტად არ მახსოვს ამ წუთას არ მაქვს ჩემი ლუმია, სხვა მაქვს გამოწერილი და გზაშია ჯერ, Settings ში უნდა ჰქონდეს მგონი 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მიიღებს რომ საერთოდ? :D ბურუსითაა მოცული ყველაფერი ამ ბოლო დროს :D

Link to comment
Share on other sites

კი როგორ არ მიიღებს, მოთმინება იქონიეთ იქნება ყველაფერი :D ბაგებით გატენილს ჯობს კარგი იყოს და გვიან უფრო 

Link to comment
Share on other sites

წარადგინეს 650 და 200 დოლარიო :D Snapdragon 212 ზე იქნება, კარგი კორპუსი და სელფ კამერა აქვს სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული 

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად არ მიღირს 640 იდან გადასლა მითუმეტეს 100 ლარიც არ დამიჯდა 640 ეგ კიდე 600ასზე მეტი გამოვა

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, FC BARCELONA said:

წარადგინეს 650 და 200 დოლარიო :D Snapdragon 212 ზე იქნება, კარგი კორპუსი და სელფ კამერა აქვს სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული 

wtf:D

 

1gb ram :(

Link to comment
Share on other sites

35 minutes ago, FC BARCELONA said:

Ram ს შეეშვი არაფერში გჭირდება მეტი, უბრალოდ Snapdragon 410 მაინც უნდა ჩაედოთ მაგ სმარტში

რატო არ გჭირდება?

ბევრად სწრაფი იქნება

Link to comment
Share on other sites

20 hours ago, პითონი said:

რატო არ გჭირდება?

ბევრად სწრაფი იქნება

ნუ როგორც ჩანს 700 და 800 სერიაში გაიმეტებენ 1.5/2 რამს და 400/600 სერიის ჩიპსეტებს 

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, FC BARCELONA said:

ნუ როგორც ჩანს 700 და 800 სერიაში გაიმეტებენ 1.5/2 რამს და 400/600 სერიის ჩიპსეტებს 

იმედებია

აი სადღაც 400-500 ლარად,რო ვიშოვოთ სადღაც 2გბ რამ,13 კამერიტ და ცოტა ნორმ ჰარდით ძალიან კარგი იქნება.

 

Link to comment
Share on other sites

ეგ რთული თემაა MS ის შემთხვევაში, აი 640 ზე რაც გააკეთეს ეგეთ რამეს ალბათ მომდვენო 18 თვეში თუ გააკეთბენ რამე სხვა სმარტზე , რომ დაბალ ფასად იყოს და ბევრი გადავიდეს მაგ სისტემაზე

მთავარია 10 ბოლომდე დახვეწილი გამოვიდეს და მერე ცოტა აპლიკაციებს და თამაშებს მიხედონ 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

UWP დეველოპერის თვალით

პრეამბულა

იყო და არა იყო რა – ასე იწყება ზღაპრების უმრავლესობა, თუმცა ჩვენ დღეს რეალურ რაღაცაზე ვისაუბრებთ და მას UWP (Universal Windows Platform) ქვია. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, კარგი იქნება თუ ცოტა უკან, წარსულში დავბრუნდებით და გავიხსენებთ დროს, როცა თითქმის ყველა ერთი და იგივე ზომის ეკრანებს ვიყენებდით და ერთი და იგივე ეკრანის რეზოლუციით ვსარგებლობდით. დამეთანხმებით, არ იყო ცუდი დრო, თუმცა ნოსტალგია იქით იყოს და ეს ყველაფერი პრობლემა გახდა როცა მობლურზე პირველად ჩავრთე ინტერნეტი. მახსოვს Sony Ericsson მქონდა, K510. არ ვიცი რას ველოდებოდი, როცა ონლაინ თამაშების საიტზე შევდიოდი. ალბათ Flash Player-ს და პატარა ეკრანისთვის ოპტიმიზებულ საიტს, მაგრამ შევედი, თავისი ჩაშენებული ბრაუზერით. კარგად მახსოვს როგორ დამემსხვრა ოცნებები – მაშინ კომპიუტერი არ მქონდა სახლში, ეს ფუფუნება მხოლოდ დედასთან სამსახურში იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი. თუმცა გავიდა დრო და აღმოვაჩინე საიტები WAP ქვედომენით, რომლებიც სპეციალურად მობილური აპარატებისთვის იყვნენ შექმნილები, ასე რომ ვენები არ გადამიჭრია იმ დღეს. მოგვიანებით კიდევ ერთი განსაცდელი დამატყდა თავს, აღმოვაჩინე OS X, უფრო სწორად მისი აპლიკაციები. მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ სრულიად სხვა სისტემაზე იყო საუბარი და დღეების განმავლობაში ვცდილობდი ამ აპლიკაციების ვინდოუსზე ჩაწერას, თუმცა ნელ-ნელა ამეხილა თვალი. ამ ძიებაში აღმოვაჩინე სიტყვა Cross Plafrom. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, გაჩნდა სიტყვა Cross Browser. ნახევარი დედამიწა მობლურ აპარატებზე გადაერთო და გაჩნდა საიტები რომლებიც ეკრანის ზომის მიხედვით ერგებიან მომხმარებლის აპარატებს. თუმცა თუ ვინმეს გონია, რომ ამით პრობლემა გადაიჭრა, ალბათ ცდება… უფრო სწორად ნახევრად ცდება.

ამბულა

ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ მომავალში მობილურ აპლიკაციებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ ვიდრე საიტებს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიტები გაქრება, ისინი რა თმა უნდა იარსებებენ, მაგრამ უპირატესობას ძირითად შემთხვევებში აშკარად აპლიკაციებს მიენიჭება. და აი მივადექით მტკივნეულ საკითხს. დავბრუნდეთ ჩვენ დროში და წარმოვიდგინოთ, რომ ახალ სერვისს ვაკეთებთ, ნებისმიერი ტიპის.. მაგალითად ონლაინ შეკვეთის აპლიკაციას რესტორანისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა მაქსიმალურად დავფაროთ მომხმარებლები, მაგრამ ეს პრობლემაა. მომხმარებლებს აქვთ პერსონალური კომპიუტერები, ტაბლეტები, ტელეფონები, საათებიც კი. და ყველაზე მტკივნეული ნაწილი: iOS, Android, Windows, Windows RT და Windows Phone (საქართველოში როგორც წესი ფეხებზე კიდიათ, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ნორმალური ხალხი ვართ). ძალიან გართულდა საქმე, ყველა სისტემაზე ცალკ-ცალკე უნდა ავაწყოთ აპლიკაციები და ყველა ზომის ეკრანისთვის ცალკ-ცალკე უნდა გავწეროთ მომხმარებლის ინტერფეისი. მოითმინეთ, არ იჩქაროთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ აპარატს აქვს “თაჩ სქრინი” და ზოგს არა.

ასე და ამ გვარად, ყველა ტიპის მოწყობილობისთვის ცაკლე აპლიკაცია უნდა ავაწყოთ. მეტი აპლიკაცია მეტ დროს ითხოვს. მეტი დრო მეტ ბიუჯეტს (ჩვენი დრო ფული ღირს, ბევრი ფული. დეველოპერებს ვგულისხმობ, ჩვენში) ითხოვს. მეტ ბიუჯეტზე როცა დგება საქმე, დამკვეთი აუცილებლად გაგინახევრებთ სამიზნე აუდიენციის ნახევარს და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენს ქვეანაში პირველები Windows Phone-ს მომხმარებლები იქნებიან.

ახლა კი ერთად წარმოვიდგინოთ სამყარო სადაც ერთი კოდით შეგვიძლია ავაწყოთ ეს ჩვენი გემრიელი აპლიკაცია. ზღაპარივით ჟღერს არა ? ბევრს გონია, რომ არ არსებობს მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი იტყოდა, ნურას უკაცრავად. UWP – Universal Windows Platform არის აპლიკაციის შექმნის ახალი მეთოდი, ჯერ-ჯერობით მთლად დახვეწილიც არა, მაგრამ იმდენად დახვეწილი რომ რეალურად უკვე შეგვიძლია ვნახოთ ასეთი ძალიან საყვარელი აპლიკაციები.

პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ ასეთი პროექტი ერთი და იგივე, ან მინიმალური სხვაობის კოდით იწყობა სხვადასხვა ტიპის და არქიტექტურის მოწყობილობაზე, სიას მოგვიანებით გადავხედოთ. თვითონ UWP როგორც როგორც მექანიზმი ყველა საჭირო ხელსაწყოს შეიცავს იმისთვის, რომ ჩვენი აპლიკაციები მაქსიმალურად ადაპტირებულად ერგებოდნენ სხვადასხვა ზომის ეკრანს, “თაჩსქრინიანსაც” და უბრალოსაც. ვიღაცას შეიძლება ეგონოს რომ ეს არის Responsive Design-ის ვარიანტი აპლიკაციებისთვის, არამც და არამც. ეს ბევრად მეტია, აქ შეიძლება შევცვალოთ კომპონენტის ნებისმიერი მახასიათებელი ეკრანის ზომის მიხედვით. აქ ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი, HTML და ჩემთვის ძალიან საყვარელი Cordova (HTML/CSS/JS ხელსაწყოების ნაკრები მობილური აპლიკაციების ასაწყობად) არაფერია UWP-სთან შედარებით. ეს პლატფორმა რეალურად ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა, ამ გზით შეგვიძლია გავაკეთოთ უამრავი ტიპის აპლიკაცია, დაწყებული ჩვენი სამზარეულოდან, დამთავრებული რთული თამაშებით, რომლებიც იყენებენ გარე კონტროლერებს, მაგალითად ჯოისტიკს. ამას მოგვიანებით თავად გამოიკვლევთ.

პლატფორმების სია

პერსონლური კომპიუტერები

პირველ რიგში ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრები უნდა ვახსენოთ, ზოგჯერ x86 არქიტექტურის პროცესორით, ზოგჯერ x64. სიტყვა აპლიკაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ – Windows 10 პერსონალურ კომპიუტერებს აქვთ ძალიან კარგი Store. ვიცი რომ კომენტარებში აუცლებლად შემახსენებთ რომ სულ 5 აპლიკაცია დევს ამ სთორში მაგრამ არ შეწუხდეთ – თავადაც ვიცი.

hWfSuKoZV5ci.878x0.Z-Z96KYq.jpg

რამდენი აპლიკაციაც არ უნდა იყოს დღეს სთორში, თქვენი ახალი აპლიკაცია იდეალურად „იფრენს“ პერსონალურ კომპიუტერებზე. თუნდაც მაუსით და კლავიატურით, სენსორული ეკრანის გარეშე. კარგი იქნებოდა Groove Music, რომელიც არც მეტი არც ნაკლები უნივერსალური აპლიკაციაა.

Screenshot%20%286%29_8.png

ტაბლეტები

ეს არის ჩვენი საყვარელი ფენა კომპიუტერებიდან, არც დიდი და არც პატარა: ტაბლეტები. ისინი ARM პროცესორზე მუშაობენ ძირითადად მაგრამ თუ გგონიათ, რომ რაიმეს შეცვლა მოგიწევთ თქვენს პროექტში იმისთვის რომ ამ არქიტექტურას მოერგოს თქვენი პროექტი, ცდებით.

Pixi-3-press-1.jpg?itok=YesHGQv4

გამოგიტყდებით და ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ ვიქონიებდი, მაგრამ პროფესიონალიზმი გვმართებს, ამიტომაც ამ აპარატებისთვისაც უნდა გავმართოთ ჩვენი აპლიკაცია. თუმცა ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის კარგი ამბავია, კოდის გადაკეთება არ მომიწევს იმისთვის, რომ ჩემი აპლიკაცია ამ ტაბლეტზე ვამუშაო, სავარაუდოდ რამდენიმე ცვლილება მომიწევს მომხმარებლის ინტერფეისში რომ ეკრანის ზომას კარგად მოვარგო.

სმარტფონები

ტელეფონების გარეშე ბევრი ვერ შეძლებს დღეს ცხოვრებას, ისინი ჩვენი ნაწილი არიან. ისინი მუდმივად გვეხმარებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გვაკავშირებენ ადამიანებთან, რომლებიც ფიზიკურად შორს არიან ჩვენგან. ზოგისთვის ასეთი ადამიანი შეიძლება ყველაზე ძვირფასიც კი იყოს. სწორედ ამიტომ ახლა და აქვე გამოვჭიმავ ჩემს ტელეფონს და ვერავინ ვერ შემიშლის ხელს ამაში.

Windows-10-Phone-Lumia-830-blue-hero.jpg

ახლა კი სენტიმენტებს შევეშვათ და რეალურად შევხედოთ ყველაფერს: დედამიწის ნახევარი უკვე გადაერთო პერსონალური კომპიუტეერებიდან ტელეფონებზე. ტელეფონი დღეს არის ყველაზე გამოყენებადი მოწყობილობა დედამიწაზე და ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ჩვენი აპლიკაციის პირველი სამიზნე ტელეფონები უნდა იყოს. ტექნიკურად რომ მივუდგეთ, ისინიც ARM პროცესორზე მუშაობენ ძირითადად და დიახ, აქაც კოდის შეუცვლელად იმუშავებს თქვენი აპლიკაცია.

Groove-Music

გახსოვთ ალბათ მუსიკის აპლიკაცია ზემოდან, ამ სურათზე ზუსტად იგივე აპლიკაციაა ოღონდ ამჯერად ტელეფონზე. უნივერსალური აპლიკაციები არ იწერებიან ახლიდან სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ საზიარო კოდიც კი არ აქვთ ძირითადად (თუმცა ამ გზითაც არის შესაძლებელი აპლიკაციის გაკეთება – თითო პლატფორმა თითო პროექტი და საზიარო კოდი), ისინი მხოლოდ ერგებიან სხვადასხვა ეკრანს.

სათამაშო კონსოლი

ხო, თამაში კარგია.. ასე რომ შეგიძლიათ შექმნათ თამაში როგორც უნივერსალური აპლიკაცია, თქვენ თავისუფლად შეძლებთ გამოიყენოთ კონსოლის კონტროლერი და მისცეთ მომხმარებელს საშუალება თავისი კონტროლერით ითამაშოს ის Xbox-ზე.

7aae8f0b-f364-4113-b5d4-b1b5c7aa5cd6.png

მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, კონსილის გარდა ეს მოწყობილობა არის იდეალური მედია ცენტრი, აქ შეიძლება ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა და ასე შემდეგ. მართალია, ჩვენი რესტორნის აპლიკაციისთვის ეს არც თუ ისე იდეალურია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ვინმემ დიდ ეკრანზე გადაწყვიტოს საჭმლის არჩევა, ჩვენი რა მიდის, მხოლოდ ეკრანის ზომებს უნდა მოვარგოთ აპლიკაცია.

IoT

საინტერესო ადგილს მივადექით. წარმოიდგინეთ რომ ჩვენი რესტორანი ისე გაფართოვდა რომ ქუჩაში გადაწყვიტა კიოსკის ტიპის აპარატების დადგმა საიდანაც მომხმარებელს შეეძლება შეუკვეთოს თავისი გემრიელობები. სრული იდიოტიზმია მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. მოდი დავფიქრდეთ, ლეპტოპის აქ ვერ გამოვიყენებთ, კონსოლის და სტაციონარული კომპიუტერის გამოყენება ამ შემთხვევისთვის არც თუ ისე გონივრულია, ტაბლეტი პატარაა. კარგი ვარიანტი არის Intel NUC რომელიც ზომით პატარაა მაგრამ მუშაობს როგორც დიდი კომპიუტერი, აი ამ ბატონზეა საუბარი:

new-intel-nuc-hard-drive-645x499

არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ მთელი საქმე იმაშია რომ საუკეთესო არ არის. მსგავსი ტექნიკით შეგვეძლო დიდი კომპიუტერის ჩადგმაც ამ ჩვენს შესაკვეთ აპარატში და Embedded სისტემა ჩაგვეწერა, რომელიც ერთადერთ მიზანს მოემსახურება და ეს იქნება ჩვენი აპლიკაციის გაშვება. მაგრამ… გამოგიტყდებით და უკეთესი ვარიანტიც გვაქვს. აპლბათ ყველამ იცით და ყველას გიყვართ ციცქნა და საყვარელი Raspberry PI 2, ARM პროცესორით. ასევე შესაძლოა გსმენიათ ოპერაცულ სისტემაზე რომელსაც ქვია Windows 10 IoT, და სიურპრიზი, ამ სისტემას ჩვენი აპლიკაციის გაშვება შეუძლია !

rpi-2-model-b_5-600x454

ვერავინ უარყოფს რომ 35$ ღირებულების მინი კომპუტერზე უკეთესი რაღაცით შეიძლება მსგავსი აპარატის აწყობა. ძალიან ბევრი რესურისის დაზოგვა შეიძლება ასე, მაგალითად Intel NUC-ის ფასი 250$-დან 2000$-მდე მერყეობს.

Hololens

ყველამ სუნთქვა შევიკრათ ერთად და დაველოდოთ სასწაულს, იმიტომ რომ არაფერი ვიცით ჯერ დაზუსტებით და სავარაუდოდ 30 მარტს ბევრ რამეს გავიგებთ Build 2016 კონფერენციაზე, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ სახლიდან ან ტექნოპარკში ჩვენთან ერთად.

13b57736-9875-4332-af9f-dca0accbc331.jpg

ვიცით რომ ეს აპარატი იმუშავებს Windows 10-ის სპეცფიურ ვერსიაზე, რადგანაც ეს არის სათვალის ტიპის მოწყობილობა, არ გააჩნია სენსორული ეკრანი, არ აქვს კლავიატურა და არ აქვს მაუსის ან თაჩპედის მსგავსი მოწყობილობები. ცნობილია რომ აპარატი უნივერსალურ აპებს გაუშვებს, მაგრამ როგორ მოხდება მომხმარებელთან ინტერაქცია, მე პირადად წარმოდგენაც კი არ მაქვს. თუმცაღა ნანახი გვაქვს რამდენიმე დემონსტრაცია, როცა ადამიანები ხელით მართავენ სპეციფიურ სივრცეში მომუშავე აპლიკაციებს.

ცუდი ამბავი

Android, iOS, Linux, OS X, Windows Phone 8/8.1 და Windows 8/8.1 არ შედიან UWP-ს პლატფორმებს სიაში. სიმართლე რომ ვთქვათ Windows Phone და Windows 8 სისტემები უკვე ნახევრად მომაკვდავები არიან რადგან Microsoft-ი ძალიან აგრესიულად აწვება 10-მდე განახლებას, ასე რომ არამგონია ერთი წლის შემდეგ ბევრს ქონდეს ასეთი მოწყობილობები. Linux და OS X-ზე არ ვიცი რა ვთქვა, ალბათ არც არის ძალიან საჭირო აპლიკაციები ამ პლატფორმებზე… მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია. ნამდვილი პრობლემა არის Android და iOS სისტემები რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას.

კარგი ამბავი

ალბათ გსმენიათ Xamarin-ზე, ეს კომპანია გვთავაზობს ერთი და იგივე ან მინიმალური სხვაობის კოდით დავუმიზნოთ აპლიკაციები Android, iOS და Windows Phone ( აწ უკვე Windows 10 Mobile) პლატფორმებს, დაახლოებით UWP-ს ვარიანტია ოღონდ აქ ადაპტრებული ინტერფეისები და სხვა მაგარი ხელსაწყოები არ გვაქვს.

image.png

ამმ… გილცოავთ ! ეს ძალიან გენიალური კომპანია მაიკროსოფტმა იყიდა ცოტა ხნის წინ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ რაღაც დროის შემდეგ UWP-ს პლატფორმების სიას შეიძლება iOS და Android-იც დაემატოს.

კიდევ ერთი კარგი ამბავი არის C# ❤️ ძალიან ბევრ უპირატესობას ანიჭებს Objective C-ს.. გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრჯერ გამომიყენებია C არდუინოს დასაპროგრამებლად, ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვუტანო ამ ენას დღეს:ჯოჯოხეთი. საბედნიეროდ იგივე შეფასების სისტემით C# არის სამოთხე. დიახ, UWP-ს აპლიკაციები C#-ით იწერება. რა საკვირველია ეს არის .NET პლატფორმა და სხვა .NET ენების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად Visual Basic ან Oxygene, მაგრამ არამგონია ვინმემ C# რამეზე გაცვალოს თუ საქმე .NET პლატფორმაზე მიდგება.

 

წყარო: wintimes.ge

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ Build 2016-ზე მობილურებს ყველაზე ნაკლები დრო დაეთმო, Microsoft-ს  Windows 10 Mobile-სთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მაინც აქვს. მათთვის, ვის სმარტფონს Continuum რეჟიმის მხარდაჭერა აქვს, გამოჩნდება Xbox One-ის კონტროლერის, ეკრანის PC-ზე სთრიმინგის და დისტანციურად Win32-აპლიკაციების გაშვების მხარდაჭერა.

წყარო: Windowstimes

ამ ეტაპზე მხოლოდ 950 სა და 950 XL ს აქვს ეს ფუნქცია და ალბათ 7XX ან 8XX სერიის ახალ მოდელსაც ექნება 

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Lumia 640 დავარესეტე და ასეთ შარში აღმოვჩნდი, საით გავიქცე მითხარით აბა? :D 

fdaech.png

m91xxc.png

Link to comment
Share on other sites

ვაა საინტერესოა

მეც 640 მაქვს

 

აღარ ვცდი რესეტს;დდდდ

Link to comment
Share on other sites

Find My Phone გქონდა ეტყობა გააქტიურებული, პრაქტიკაში არ მქონაი ეგ შემთხვევა მაგრამ აი ვნახე რაღაც ინფო > https://www.windowsphone.com/en-US/How-to/wp8/settings-and-personalization/protect-my-phone

http://answers.microsoft.com/en-us/mobiledevices/forum/mdlumia-mdaccount/reset-protection-recovery/97e89547-cc33-453c-9b1f-d6a5e0402367

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, FC BARCELONA said:

Find My Phone გქონდა ეტყობა გააქტიურებული, პრაქტიკაში არ მქონაი ეგ შემთხვევა მაგრამ აი ვნახე რაღაც ინფო > https://www.windowsphone.com/en-US/How-to/wp8/settings-and-personalization/protect-my-phone

http://answers.microsoft.com/en-us/mobiledevices/forum/mdlumia-mdaccount/reset-protection-recovery/97e89547-cc33-453c-9b1f-d6a5e0402367

ეგენი მეც ვნახე, მაგრამ თუ კოდი არ ჩავწერე წინ არ მიდის, არ რთავს სისტემას და პარამეტრებიდან ვერაფერს ვიზავ

Link to comment
Share on other sites

Just now, urekeli_l said:

მეილი და პაროლი არ იცი აკაუნტის რომ შეხვიდე და ნახო?

არა, გუშინ ჩამომივიდა New other იყო, ანუ ახალი გახსნილი ყუთით, მაგრამ როგორც ჩანს შესამოწმებლად ჩაურთვია და თავისი ექაუნთი შეუყვანია
ხოდა ვიფიქრე დავარესეტებ ბარემთქო და ....

მივწერე თუ პაროლი დაადე მომწერეთქო და ველოდები პასუხს

დავიჯერო მოხსნის სხვა შანსი არაა? ახლა იმასაც რომ არ ახსოვდეს ან რამე :D 

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, Gogla1990 said:

არა, გუშინ ჩამომივიდა New other იყო, ანუ ახალი გახსნილი ყუთით, მაგრამ როგორც ჩანს შესამოწმებლად ჩაურთვია და თავისი ექაუნთი შეუყვანია
ხოდა ვიფიქრე დავარესეტებ ბარემთქო და ....

მივწერე თუ პაროლი დაადე მომწერეთქო და ველოდები პასუხს

დავიჯერო მოხსნის სხვა შანსი არაა? ახლა იმასაც რომ არ ახსოვდეს ან რამე :D 

აა მეთქი შენი შეყვანილი იყო, ხო ჯერ იმას მოთხოვე თუ არადა Debrand გაუკეთე ბარემ და ეგ პრობლემაც მოგვარდება წესით :) 

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, FC BARCELONA said:

Debrand გაუკეთე ბარემ და ეგ პრობლემაც მოგვარდება წესით :)

ანუ ზოგადად მოგვარებადია ესეიგი და ხელში აგური არ შემრჩება? :D 

დაველოდები დღესაც პასუხს და თუ არ მომწერა მერე იმედია ვიზამ მაგ საქმეს, კი ჩამოვრჩი ტელეებს და მის სისტემებს კარგა ხანია, მაგრამ სხვა რა გზაა უნდა გავაკეთო :D 

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, Gogla1990 said:

ანუ ზოგადად მოგვარებადია ესეიგი და ხელში აგური არ შემრჩება? :D 

დაველოდები დღესაც პასუხს და თუ არ მომწერა მერე იმედია ვიზამ მაგ საქმეს, კი ჩამოვრჩი ტელეებს და მის სისტემებს კარგა ხანია, მაგრამ სხვა რა გზაა უნდა გავაკეთო :D 

გავარკვიე და სამწუხაროდ ეგ არ უშველის სავრაუდოდ, თუმცა რომ სცადო არაფერს დაკარგავ თუ სწორად გააკეთებ ყველაფერს 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.