Jump to content

Samsung ხუთჯერ სწრაფი Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს


urekeli_l

Recommended Posts

Samsung Electronics-ში შემუშავებული ახალი Wi-fi ტექნოლოგიის მეშვეობით, არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებში მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ხუთჯერ გაზრდა გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

60 გიგაჰერციანი Wi-fi-ის მეშვეობით 1 გიგაბაიტიან ფილმი სამ წამზე მოკლე დროში გადაეცემა მოწყობილობებს შორის. ეს ყველაფერი არაკომპრესირებული მაღალი გარჩევადობის ვიდეოს რეალურ დროში სტრიმინგის საშუალებას იძლევა.

სამხრეთ კორეული კომპანია Suwon-ის განცხადებით, ტექნოლოგია თეორიულ და ფაქტობრივ სიჩქარეს შორის განსხვავებას გამორიცხავს.

,,Samsung-მა წარმატებით გადალახა 60 გიგაჰერციანი Wi-fi ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ბარიერები. ახალი და ინოვაციური ცვლილებები Samsung-ის შემდეგი თაობის მოწყობილობებს დაელოდება,’’ განაცხადა Samsung-ის კვლევის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კიმ ჩენგ იონგმა.

მოსალოდნელია რომ, Samsung-ის ახალი პროდუქციის გამოჩენის შედეგად კონკურენცია Apple-სა და სხვა ჩინურ კომპანიებთან გაიზრდება.

გასულ კვირას კომპანიაში განაცხადეს, რომ მათმა კვარტალური მოგება 60%-ით შემცირდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. სმარტფონების გაყიდვები სტაგნაციას განიცდის. მეორე მხრივ, კომპაიამ 14.5 მილიარდიანი ინვესტიცია სამხრეთ კორეაში ქარხნის ასაშენებლელ პროექტში ჩადო.

Samsung 60 გიგაჰერციანი Wi-fi ტექნოლოგიის კომერციალიზაციას შემდეგ წელს განახორციელებს.

 

zeti.ge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რამე უფრო დეტალური ინფო არის ? რა ტექნოლოგისთან გვაქვს საქმე და რისი შეცვლას აპირებენ 802.11 დარჩება თუ შეიცვლება ?

Link to comment
Share on other sites

მეც არ ვიცი, მე ზეტი.გეზე წავიკითხე, დავაკოპირე და დავდე აქ, ქვემოთ წყარო მივუთითე

Link to comment
Share on other sites

მთელ ინფორმაციას არც გაამხელდნენ ჯერ ამ ეტაპზე... კარგი იქნება ასეთი სიჩქარე, მითუმეტეს კარგი ტემპით ვითარდება სმარტფონები, საშლებს არ ვგულისხმობ  :D

Link to comment
Share on other sites

თემა გადამაქვს ქსელების განყოფილებაში

Link to comment
Share on other sites

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მაჟამად ყველაზე ნავაროჩენი სტანდარტი 108 მბ/წმ სისწრაფეზე მეტს ვერ ანვითარებს, 576 მბ/წმ ფაქტიურად ხუთმაგად სწრაფი გამოდის. იმედია სწრაფად ჩაანაცვლებს და ძველებიც თავსებადი იქნება

Link to comment
Share on other sites

სიხშირე რაც უფრო მაღალია მისი "გამძლეობა" უფრო დაბალია ანუ ერთი ოთახიდან კედლის გავლით მეორეში მაგ სიგნალის დაჭერა საკმაოდ რთული იქნება ასევე შორ მანძილებზე

 

მომავალში გამოდის 802.11 AX  სტანდარტი 5 გიგაჰერცზე რომელსაც უფრო მეტი გამტარობა ექნება  შესაბამისად სამსუნგის ეს 60 გიგაჰერცი ძალიან მომხიბვლელი არ ჩანს

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

რაღაც სისულელეს ჰგავს და ჭორს სამსუნგის ეს წამოწყება.

 

ჯერ 2.4 გიგაჰერცზე რაც არის ის უკეთ აღწევს კედლებში, კარგად ირეკლება და ამის გამოა რო ვერ ეშვებიან.

5გიგაერცი ბევრად უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვას ითხოვს პროცესორისგან, რომ რაღაც დონეზე მაინც აირეკლოს.

24 გიგაჰერცი საერთოდ ფანტასტიკა სფეროა, გემრიელი წვიმა წყვეტს კავშირს.

საქმე იმაშია, რომ რაც მაღალია სიხშრე, მით მოკლეა რადიოტალღის სიგრძე, შესაბამისად წინაღობა მეტად მოქმედებს, წვიმის წვეთზე ირეკლება 24 გიგაჰერცი და იცვლის სასტიკად მიმართულებას, ისე, რომ დანიშნულების ადგილამდე ვეღარ აღწევს, 60 გიგაჰერცი საერთოდ სასწაული რამე იქნება, რო წარმოვიდგინოთ უხეშად ჰაერის ტენიანობის, ტემპერატურის  და წნევის ცვალებადობაზე შეიძლება გაითიშოს კონტქატი, აი მაგალიტად გვერძე ოთახში აღწევს ხოოო . . . შეიძლება ზამთარში ვეღარ გააღწიოს, ტენიანობა აიწევს და ვსოოო . ..  წვიმიანი დღე ტენიანობას აწევს და მორჩა შენი გულავი, მიუჯექი მერე WiFi-ს გვერდში :D

 

ელემენტარული ეგ სიხშირე იმდენად მოკლე ტალღებითაა, რომ შეიძლება ტელ ხელში გიჭირავს დააცემინო და გაგიწყვიტოს კავშირი ტელეფონმა ინტერნეტთან ):)

 

მოკლედ მაგარი პრიკოლი სიხშირე იქნება.

აი 60 მეგაჰერცი რო იყოს მაშინ წყალში რო ჩააგდო მაინც უნდა იმუშაოს :D

 

 

ახლა WI-Fi ტექნოლოგიაზე რაც მუშაობა მიდის ყველაზე წარმატებული არის პოლარიზაციების დამატება.

ჯერ ერთი პოლარიზაციით იყვნენ, იმავე სიხშირეზე მეორე პოლარიზაცია ჩაუმატეს, ისე რომ ერთმანეთს სადღა 5-6 პროცენტით უშლიან ხელს მეტით არა.

გამოიყვანეს ფაქტი, რომ ერთი აპარატიდან ორი კანალი გაქვს კავშირის (რათქმაუნდა თუ შენს აპარატსაც შესაბამისად აქვს პოლარიზაციების რაოდენობა.

 

 

ზემოთხსენებულ სიხშირეებთან მქონია საქმე თავისი პოლარიზაციებიანად ანუ.

 

მაგრამ რაც წამიკითხავს ახლა იმას ვიტყვი.

ჭკვიანებმა გააკეთეს ორი პოლარიზაცია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

მოვიდნენ მეორე ჭკვიანების ჯგუფი და ეს პოლარიზაცია გადახარეს ვერტიკალიდან 45 გრადუსით.

გამოვიდა ისევ ორი პოლარიზაცია, მაგრამ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან +45 და -45 გრადუსით გადახრილი, X -ის ფორმით ჰორიზონტალთან.

მესამე ჭკვიანებმა მთლად გაიგიჟეს თავი.

ამ X-ის ფორმის ორ პოლარიზაციაზე ჩაამატეს მესამეც.

ანუ გამოვიდა სამი პოლარიზაცია სამი სიგრტყე რომელსაც იყენებს აპარატურა რადიოსიგნალების გასავრცელებლად, ისე, რომ ერთმანეთს არ შეუშალონ.

ეს სამი არის +45 -45 გრადუსები ჰორიზონტალურ მდგომარეობასთან და ასევე ჰორიზონტალური პოლარიზაციაც დამატებული.

 

 

ეს უკანასკნელი აპარატურა იმდენად ძვირია, რომ სამსახურში მთელი წელია ვიხვეწები და ერთიც ვერ ვაყიდინე უფროსობას :D

 


ახლა მთლად ფანტასტიკა, მეოთხე პოლარიზაცია, ყველა მიხვდებოდით რასაც  გააკეთებდნენ.

 

X ფორმის პოლარიზაცია ანუ ეს არის ორი სიბრტყე ამას დაამატეს +  ის ფორმის პოლარიზაცია.

შედეგი:

ვერტიკალური

ჰორიზონტალური

+45~

-45 გრადუსები

 

ეს საერთოდ სასწაული ფასებისაა, მაგრამ მკიდია, მაინც არავინ მიყიდის :D

 

 

ესაა ერთადერთი ხერხი, გაზარდო კავშირის სიჩქარე სიხშირის შეუცველალად, ტოესტ გაზრდის გარეშე.

სიხშირის ზრდის ზღვარი 5 გიგაჰერცამდე მიიჩნიეს, მაგრამ დაზადნა ბევრმა ფირმამ და ბევრი კიდე მიყვება.

რელურად მოკლე ტალღები ცუდად ვრცელდება, სიხშირის ზრდა ტალღების დამოკლებას იწვევს, ფიზიკის კანონებს კი ჯერჯერობით ვერ აჯობეს.

საქმე ისაა გვერდის ავლას თუ შეძლებს ვინმე ფიზიკის კანონებზე :)

 

 

 

 

აუუუუ . .. 

რამდენი მიქაქანია.

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.