Jump to content

პრინტერის ყიდვა მინდა, მირჩიეთ PLS...

Recommended Posts

მოგესალმებით ყველას.

ჩემმა პრინტერმა რატომღაც დაყვინა.

 CANON IP4700 მაქვს და არც ისე ბევრს ვაპრინტერებ.

ერთ-ერთი ჩართვისას უარი განაცხადა ბეჭდვაზე.

ციმციმებს  power-ის და  restart-ის ნათურები მონაცვლეობით და ერორს მიწერს პატარა ფანჯარაში.

ინეტში რაც დავძებნე ეს ყოფილა "გალოვკის" პრობლემა. დაერხა თურმე ჩემი პრინტერის გალოვკასაც.

მაგის შეცვლას კი ახალი პრინტერის ყიდვა სჯობია.

ჰოდა რჩევა მინდა ეხლა ისევ ჭავლური ვიყიდო თუ ლაზერული ვიყიდო?

ორივეს პლიუს-მინუსები მაინტერესებს.

ჭავლური ესენი შევარჩიე და მგონი ცუდი არ უნდა იყოს...

ამ პირველს სკანერიც აქვს, მაგრამ როგორც გამიგია თურმე როცა კომბოა (ანუ პრინტერიცაა და სკანერიც) ხარისხი ნაკლებიაო ამბობენ.

ჯობია ცალკე პრინტერის და ცალკე სკანერის ყიდვაო რიავიცი.

თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

ანუ ამ პირველის ყიდვა ღირს რომელსაც სკანერიც აქვს თუ ისევ მხოლოდ პრინტერი რომელიცაა ის ვიყიდო (ანუ მეორე ვარიანტი)?

http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=7271 - Canon PIXMA MG5540

VS

http://iversi.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=61313 - iP7240, CANON ® Printer

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში უნდა დაადგინო პრინტერი ძირითადად რითვის გინდა, სურათების საბეჭდათ თუ ტექსტის?

ჭავლურის ძირითადი დანიშნულება სურათების ბეჭდვა ანუ გრაფიკული გამოსახულებების ფურცელზე გადმოტანა.

ლაზერულის ძირითადი დანიშნულებაა ტექსტის ამობეჭდვა.

არავინ არ ბეჭდავს ჭავლური პრინტერით ტექსტს, ჭავლური პრინტერის კარტრიჯები 2–ჯერ, 3–ჯერ, 4–ჯერ და უფრო მეტჯერაც აღემატება ლაზერული კარტრიჯის ფასებს, გააჩნია პრინტერის მოდელს, კარტრიჯის მოცულობას და ორიგინალია თუ არაორიგინალი.

ლაზერული პრინტერი ძვირი ღირს, მაგრამ ხმარებაში ძალიან იაფია, საგრძნობლად იაფი ჯდება ტონერით დამუხვა, ლაზერულ კარტრიჯებზე, ვიდრე მელნის ყიდვა და კარტრიჯებში ჩასხმა, ეს უკანასკნელი კი რთული და ძნელი გასაკეთებელია, სპეციალური ხელსაწყოები გინდა.

მოკლედ დეტალურად რომ არ ჩავუღრმავდეთ, ჭავლური პრიინტერი იაფია, მაგრამ კარტრიჯები ძვირი! ლაზერული პრინტერი ძვირია მაგრამ კარტრიჯები იაფი.

დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.

ხო კიდე, ის მითი რომ All-In-One (კომბოს რომ ეძახით) პრინტერები ხარისხით ჩამოუვარდება, მარტო პრინტერს ან მარტო სკანერს, ეს დღეს უკვე სასაცილოა.

ყველაზე გამართლებულია სწორედ დღეს ეგეთი პრინტერის ყიდვა, რომელსაც სკანერი, პრინეტრი, ფაქსი, ADF და ა.შ. აქვს ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული. რაც კი გჭირდება ზედ ყველაფერი აქვს, იგივე ხარისხით რაც ცალკე აღებული მხოლოდ სკანერი ან პრინტერი.

სხვა საქმეა თუკი მხოლოდ სკანერი გინდა ან მხოლოდ პრინტერი, მაშინ All in one პრინტერი საჭირო არაა.

არის ოფისებზე ორიენტირებული პრინტერები, სკანერზე ორიენტირებული და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

ჭავლურის ძირითადი დანიშნულება სურათების ბეჭდვა ანუ გრაფიკული გამოსახულებების ფურცელზე გადმოტანა.

ლაზერულის ძირითადი დანიშნულებაა ტექსტის ამობეჭდვა.

არავინ არ ბეჭდავს ჭავლური პრინტერით ტექსტს, ჭავლური პრინტერის კარტრიჯები 2–ჯერ, 3–ჯერ, 4–ჯერ და უფრო მეტჯერაც აღემატება ლაზერული კარტრიჯის ფასებს, გააჩნია პრინტერის მოდელს, კარტრიჯის მოცულობას და ორიგინალია თუ არაორიგინალი.

ვერ დაგეთახნმები , ჭავლურშიც არის სხვაობა , Epson ის ჭავლური სულ სხვა დონეა , რესურსი ძალიან მაღალი აქვს ფერად პრინტერებს ( 4000 შავი და 6500 ფერადი ) , გარდა ამისა 4 ივე ფერის საღებავი ჯდება 80 ლარამდე და ამ რესურსს თუ გავითვალისწინებთ არაა ძვირი 

ნუ მინუსი აქვს ის რომ საღებავების ჩასხმა და ა.შ ცოტა არააკურატული საქმეა ზოგისთვის , თუმცა ხარისხიც კარგი აქვს ეპსნის ჭავლურებს , თან შეგიძლია ნელ-ნელა დაამატო ფერები

რაც შეეხება ფოტო ბეჭდვას მაგისთვის ცალკე 6 ფეროვანი პრინტერებია და ცოტა მეტი ჯდება მაგრამ ისე ტექსტზეც კარგია ძალიან 

ნუ ფერადი ლაზერული ძვირია და თან უაზროდ დიდი ზომის პრინტერებია ხოლმე როგორც წესი

თემის ავტორს ვთხოვ ზუსტად დაწეროს რამდენი უნდა ბეჭდოს , რამდენის გადახდა შეუძია და რისთვის უნდა პრინტერი 

Link to comment
Share on other sites

მადლობა ჯიგრებო გამოხმაურებისათვის.

ბეჭდვა ძალიან ბევრი არ მიწევს. უბრალოდ სახლის პირობებში ხან ერთ ბავშვს აქვს დასაბეჭდი ხოლმე და ხან მეორეს, ისიც ძირითადად ტექსტები + მცირე ფოტოებითურთ.

იშვიათად რომ სურათები დავბეჭდო ხოლმე.

ჭავლურის კარტრიჯების დატენვა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩამოტანილი მაქვს 100 გრამიანი საღებავები და ადვილად ვავსებ კარტრიჯებს.

ადრე დისკებზე ვხატავდი მუღამის ამბავში, მეტი არაფერი.

ეხლა რადგანაც დაიღუპა ჩემი 4700, ვიფიქრე გაკეთებას ახლის ყიდვა აჯობებს-თქო.

ეს ვარიანტი არის კაი ფასად და ვფიქრობ ხომ არ დავითრიო:

http://forum.ge/?act=ST&f=58&t=34682445

მემგონი ურიგო არ უნდა იყოს. რას იტყვით?

Link to comment
Share on other sites

მე პირადად ქენონს და ჰპ ს არ ვეხები და მირჩევნია Epson ის პრინტერები რომელთაც დიდი წარმადობა აქვთ ბევრად , თუმცა არაორიგნალი საღებავი აფუჭებს ძალიან 

მაგალითად ეს მოდელი > http://www.be.ge/product-127994.html  ყველა ფუნქცია აქვს , ნახე რამხელა რეზოლუცია აქვს , თუ ორიგნალი საღებავების ყოდვა და ცვლა არ გინდა მაშინ ისევ ;აზერულზე იფიქრე და დაატენინე ხოლმე მაგრამ ეს სჯობს ნამდვილად ყველაფრით 

Link to comment
Share on other sites

კაი რამე ჩანს ეგ, მაგრამ კაი კუშიც უნდა. :)

200 გელაზე მეტს ნაღდად ვერ გადავიხდი პრინტერში სახლის პირობებისათვის,,, :)

სავარაუდოდ იმ 220 ლარიან „MG 5540-ს ვიყიდი.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.