Jump to content

Recommended Posts

11 hours ago, G1ORG1 said:

რამე ნორმალური საიტი მითხარით სურათები რომ ავტვირთო და დავდო აქ, ისე რომ გამოჩდეს და მარტო საიტის მისამართი არ ჩანდეს, რასაც ვიყენებდი ყველა დახურულია.

აქ უკვე ხომ გვაქვს სურათების ატვირთვის ფუნქცია მაგას არ იყენებ? მე მაგას ვიყენებ ხოლმე სულ.

Link to comment
Share on other sites

კი არის ეგეთი რაღაცა დამატებული ამ ფორუმზე, მაგრამ არ შემიმოწმებია რამდენი აქვს ლიმიტი წაშლის გარეშე რომ ატვირთო სკრინშოტები, ადრე ცოტა ქონდა და ეხლა შეიძლება გაიზარდა ატვირთვის ლიმიტი, მე ამას მიწერს ფაილებზე და რამდენათ ნაღდია არ დამიტესტია:

Max total size: 4.88 MB
Max file size: 4.88MB

Accepted file types: gif, jpeg, jpe, jpg, png, webp, mp4, 3gp, mov, ogg, ogv, mpg, mpeg, flv, webm, wmv, avi, m4v

მაგ ჰოსტინგებზე კიდე 1000 სკრინშოტი მექნება დაგდებული და უმრავლესობა დღემდე ცოცხალია, წლები არ იშლება ხოლმე რომ ატვირთავ, გააჩნია რამდენს ტვირთავ მაინც, უფასოთ ეგ

 

Link to comment
Share on other sites

არის აქ მასეთი გუნქცია მაგრამ ყველას ვერ დავტევდი. 10მბს ატვირთვა შემიხლია მარტო.

 

 

Link to comment
Share on other sites

17 hours ago, George said:

ორივე ერთი ნაგავია მე თუ მკითხავ, კარგი არაფერი გაუკეთებიათ ერისთვის, მაგრამ მაგას ვერ გადააყენებ ატომურ იარაღს დაგახლის და იმუქრებიან კიდეც დასავლეთის შესაშინებლათ, შენ თუ დგონია ეგ თუ წავა სხვა უკეთესი მოვა მაგის ადგილას, ცდები, უარესი კაციჭამიები დგანან რიგში, მაგაზე დაუნდობლები, თან რომ იძახიან ზოგიერთები ეგრე ლმობიერათ რატომ ექცევიო უკრაინას, თუმცა მობერდა და ეხლა ვინ მოვა კაცმა არ იცის თუ დარჩა კიდე რამე მაგის შემდეგ, ფაქტია რომ ორივე მხრიდან დაიხოცა საკმარისზე ბევრი ადამიანი და არავის არ უნდა ჩარევა, რახან იმდენი ბალისტიკური რაკეტა აქვს რომ ათ დედამიწას ააოხრებდა ეგ რომ გაესროლა,

გაირჩა უკვე ბევრჯერ მაგათი ატომური პოტენციალი. ამერიკელებს ეგ იმაზე კარგად ეცოდინებათ ვიდრე თვითონ რუსებს :D რაც საბჭოებს ქონდათ იმის 30%-ზე მეტი არ იქნება აქტიურიო, ეგეც საკითხავია თუ ვარგაო მაგდენი. ქონით რათქმაუნდა აქვს და სროლაც შეუძლიათ, მაგრამ ვერ ისვრის. ესეც დამტკიცდა უკვე. კონსტიტუციაში უწერიათ რომ თუ რუსეთის ტერიტორიას ემუქრება საფრთხე ისვრიან. პუტანაც ყოველთვის მაგით იმუქრებოდა, მაგრამ უკრაინამ გვანახა რომ ეგ ყველაფერი არის ბლეფი. ხერსონი როცა დაიბრუნა უკრაინამ კონსტიტუციით რუსეთის ტერიტორია იყო, მაგრამ რათქმაუნდა ვერ ისროლეს, მერე ენგელსი დაუბომბეს, პიტერი, მოსკოვის შემოგარენი, ლამის ყოველკვირა უბომბავს უკრაინა რუსებს ქალაქებს (სტრატეგიულ ადგილებს რათმქმაუნდა და არა ღორებივით სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს) რუსეთის 10 ოლქი იბომბება უკრაინის მიერ, მაგრამ ნათელია რომ ატომს ვერცერთი მხარე ვერ ისვრის. ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი. იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, გერმანელებმა გააჟღერეს უკვე დასავლეთის აზრი ამაზე ჩვენთვისო წითელი ხაზი მანდ არ არსებობსო, რასაც უნდათ იმას მივაწვდით სანამ დასჭირდებათო. მოლდოვაში აღვივებს ეხლა რუსეთი კონფლიქტს, გამოაგორეს მანდაც ქოცებივით რუსეთუმეები, მაგრამ მანდ მთავრობა არაა რუსული, როგორც ჩვენთან და საზღვარზევე აჩერებენ რუსებს. ყველაზე ცუდი ისაა რომ ბელორუსი, რუსეთი და საქართველო სამივე შეიყვანეს საშიშ ქვეყნების სიაში, რადგან რუსული გავლენების მქონე ქვეყნებია. მოლდოვაში რომ ტყვია გავარდეს, უკრაინიდან და რუმინეთიდან მიმდგარია უკვე ჯარები და 1 დღეში გაწმენდენ იქაურობას რუსეთისგან და სამუდამოდ დაკარგავს რუსეთი მაგ ოკუპირებულ ტერიტორიას. მაგათ გაუმართლათ ტერიტორიულად კარგ ადგილას არიან ჩვენ ვიკითხოთ თორე. ნელ-ნელა ეტაპობრივად შლიან რუსეთს. რუსეთის ძალა და გავლენები ახლოსაც ვერ მივა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ მშვენივრად დაშალეს საბჭოები. თვითონ პუტანას მარჯვენა ხელიც კი ისეთ განცხადებებს ავრცელებს უკვე ზრუნავს საკუთარ თავზე კადიროვი. ისიც კი თქვა რომ რუსეთმა დაგვიპყროო და სად იყო დასავლეთი მაშინო. ფულის გამო რომ არის პუტანასთან ეგეც თქვა. ეკონომიკურად მოგუდეს 2023 წელს იანვარჩი 40%-თ ნაკლები შემოსავალი ქონდათ 2022-ს იანვართან შედარებით ნავთობ გაზში. ყოველ დღე 100-ობით მილიონ $-ს კარგავსო უკვე რუსეთიო და ჯერ მხოლოდ 1-ხელ გადახედეს ნავთობზე დაწესებულ ზედა ზღვარს. მომავალში კიდევ უფრო მოგუდავენ და ფიზიკურად ვერ გაძლებს ქვეყანა მასე. ხალხიც აუჯანყდება ისედაც არაა მანდ წყნაერი სიტუაცია გარეუბნებში საშინლად ცხოვრობს ხალხი და ეს სიტუაცია დიდ მუხტს აწევს. მდიდარ მხარეებში ისედაც არის ჭორები რომ უკვე საუბრობენო თუ რატომ გადის სიმდიდრე მოსკოვში და მერე უკან მაგის 1% ბრუნდება მხოლოდო. მემგონი დიდი ცვლილებები გველოდება წინ და რუსეთის დაშლისკენ მიდის ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეტაპობრივად. ეგ ამბავი კიდევ ჩვენზე მეტად ჩინელებს გაუხარდებათ, ხელათ წაიღებენ აღმოსავლეთ ნაწილს. მაგათ ტერიტორიაც უნდათ და რესურსებიც განვითარებისთვის. ისედაც ბლომად ჩინელი ყოფილა მაგ ტერიტორიებზე და რუსების საყვარელი რეფერენდუმი რომ ჩაატარო მაგ მხარეებში ისედაც უმეტესობა ჩინეთს მისცემს ხმას :D ეს ომი კიდევ ჯერ 1 წლამდე შეიძლებაო კიდევ გავრცელდესო როგორც ექსპერტები ამბობენ. ვნახოთ დანაკარგები კი რომ არ ენანება რუსეთს ჩანს ბახმუტში რაც ხდება. აყრის და აყრის საზარბაზნე ხორცს. მსხვერპლი უკრაინელებსაც რომ აქვთ ნათელია ომია, თუმცა რუსებს მანდ დღეში 700 კაცს უკლავენ და 3 მაგდენი ითვლება დაჭრილ დასახიჩრებულად. ეგ ომისთვის არანაერი უპირატესობა არაა, მხოლოდ ის რომ მისი ბიდლო გაახაროს რომ აგე ბახმუტი ავიღეთო. მოტივაციაც და მიზანიც კი არ აქვთ და კიდევ უფრო ურთულებთ ეგ საქმეს, რისთვის ომობენ არ იციან. უკრაინელი კი თავის სახლ-კარს, ახლობლებს და სამშობლოს იცავს. მაგაზე დიდი მოტივაცია რაღა უნდა ქონდეს მებრძოლს.

Link to comment
Share on other sites

უკრაინელები სწორ ტაქტიკას აწვებოდენ აქამდე, კი მსხვერპლი მაგათაც ბევრი აქვთ და იმალება ორივე მხრიდან საერთო დახოცილთა რაოდენობა მინიმუმ ჯარისკაცი რამდენი დაეღუპათ + მაგას მიუმატე დობრათ მოხალისეები რაც ორივე მხარეზე ომობს და დახოცილთა რიცხვი კიდე გაიზრდება დონეცკის,ლუგანსკის და ვაგნერის მეომრებსაც რომ მიამატებ და კიდე რამდენიმე ლეგიონს უკრაინის მხრიდან, ჩვენი მხრიდან ოფიციალურათ დაახლოებით 40 კაცამდეა დახოცილი, მაგრამ მეტიც იქნება ალბათ დაბრავოლცებში მსხვერპლი, რაც შეეხება მოლდოვეთს იქ უფრო ამღვრევს ჯერ სიტუაციას რუსეთი ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ეგეც დროებითია, ლუბოი მომენტში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია ჩვენთანაც, მაგრამ თუ დაიშლება რუსეთი რამდენიმე ნაწილათ ეგ ჩვენთვის უკეთესი იქნება, უფრო კარგი შანსები გვექნება მაგ შემთხვევაში ტერიტორიების უკან დაბრუნების, მაბხუტში კი ნამდვილი ადია, დიდი ალბათობით მალე აიღებენ რუსები ბახმუტს მაგრამ მაგ მიმართულებით 10000 კაცზე მეტი ეყოლებათ მკვდარი ბოლო რამდენიმე თვეში, ანუ ძალიან დიდი დანაკარგებით აიღეს ეგეც კი, ტანკებს რაც შეეხება წელიწადში 400-მდე ტანკის მიწოდება შეუძლიაო დასავლეთის ქვეყნებს თეორიულათ საშვალოთ და შეუძლიათ 2-3 წელი გააგრძელონო ტანკების მიწოდება, უარი არავის უთქვია დიდათ თურქეთის და უნგერთის გარდა და კიდე რამდენიმე ევროპული ქვეყნის, ერთადერთი გასათვალისწინებელია ვის რამდენი ტანკი აქვს ეგ მომენტი, ამერიკას რეზერვში 2500-მდე აბრამსი ქონია და მთელ ევროპას მაქსიმუმ 1000 ლეოპარდი ყავსო მარტო, მაგ 3500 ტანკიდან უმრავლესობას პროფილაქტიკა ჭირდება და შეკეთება, მაგრამ გამოგზავნა მაგის შემდეგ შეეძლებათ უკვე მაგ ტანკების და ერთი ეგეთი ტანკი აბრამსი იქნება თუ ლეოპარდ ორი 3 რუსულ ტ72 უდრისო სიმძლავრით, ჩინეთი უყურებს მაგ ყველაფერს და აწყობს რუსეთის დასუსტებაც და ამერიკამაც რომ ხარჯოს მილიარდები, თუმცა 2030-აც კი გაუჭირდებათ ამერიკის დამარცხება + ატომური იარაღის მაგათაც ეშინიათ, ზუსტათ მაგის გამო იკავებენ თავს და არ დასხმიან თავს ტაივანს, ამერიკის ჩარევის ეშინიათ, მაგრამ ეგენიც სწრაფი ტემპებით ძლიელდებიან, კომუნისტური კორეაა კიდე ძალიან აპასნი ქვეყანა, ატომური იარაღია პირველ რიგში საშიში, თორე ისე ვერაფერს უზამენ ტოკიო იქნება თუ სეული, მაგას კიდე ჩინეთი ეხმარება, ირანიც რუსეთს უჭერს მხარს და დობრათ დრონები მიაწოდეს და სანაცვლოთ სუ-35 ითხოვენ, წელს ბევრი რამე გაირკვევა უკვე შემოდგომისთვის მაინც, ანუ ვის ექნება სტრატეგიული უპირატესობა მაგ მომენტისთვის და რა თქმა უნდა იარაღზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული რამდენათ სწრაფათ შეძლებენ დასავლეთის ქვეყნები დანაპირები იარაღის მიწოდებას, რახან რუსეთის გამარჯვება არავის არ სურს დიდათ ევროპაში და შტატებში, მაშინ ჩინეთიც გათავხედდება უფრო სერიოზულათ და მაგიტომ და მოინდომებს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას მომავალში, ისე კი შტატებს რაც შეეხება უკრაინის იარაღით მომარაგებას  დემოკრატები უფრო უჭერენ მხარდს ვიდრე რესპუბლიკელები, ანუ თუ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს შეიძლება შემცირდესო საკმაოთ იარაღის მიწოდება, თუმცა ეგ უფრო 2024 წლის ამბავია, მაშინაა შემდეგი პრეზიდენტის არჩევნები, 100$ მილიარდამდე უკვე გადაცეს და გაგრძელდება კიდე დახმარება, ისტრებიტელებს ჯერ არ აძლევენ მაგრამ მიგები მაინც რომ მიეცათ კარგი იქნებოდა პოლონეთს,ჩეხეთს და სლოვაკიას რაც აქვს, F16 ჯერ არაო, მაგრამ ტანკების მიწოდება უკვე დაიწყო, აბრამსები უფრო მოგვიანებითო, ყველაზე მეტათ ატრაკებენ ევროპული ქვეყნებიდან უნგრეთი და თურქეთი ვინც ნატოს ბლოკში შედის მაგ ქვეყნებიდან, არც ავსტრია და ბალკანეთის ქვეყნები აქტიურობენ, შვეიცარიაც იცავს ნეიტრალიტეტს, გერმანია თავიდან არ იყო ძალზე აქტიური, მაგრამ ეხლა გამოსწორდენ ეგენიც, სკანდინავიის ქვეყნებიც არ იძახიან არაფერზე უარს, ნატო კი კიდე გაიზრდება ფინეთი და შვეცია როცა მიუერთდება მალე, პუტინს კი პირიქით ნატოს დასუსტება უნდოდა და არაფერი გამოუვიდა ჯერ, მოკლეთ კარგი ჯერ არაფერი მოხდება ახლო მომავალში და მერე ვნახოთ როგორ დასრულდება ეგ ყველაფერი, ეხლა უფრო ჩინეთი და ამერიკა იაქტიურებენ მომავალში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს უკვე არაფრის თავი არა აქვს და მაგიტომ და მაგ ქვეყნებთან ჭიდილი კიდე უფრო გაუჭირდება შემდგომ წლებში, რაც აჩვენა კარგათ უკრაინის ომმაც, ახალი უფრო სერიოზული ცივი ომის დაწყებაც სავსებით რეალურია სადაც ჩინეთი და შტატები იქნება ვედუში ქვეყნები, ბევრი რამე ჩინეთზეც იქნება დამოკიდებული ალბათ, თითონ ეგენი კიდე აწვებიან ანგლოსაქსების დასუსტებას სადაც ავტოკრატიას მეტისდ თავი ექნება დემოკრატიაზე და ჩინეთი იქნება შტატებზე ძლიერი

Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

მაგ კუნძულზე ადამიანს 0 გადარჩენის შანსები აქვს, ადგილიც არაა რომ გადაურჩე მაგდენ გველებს, არავინ ერჩის და მოშნათ არიან გამრავლებულები, ისევ ერთმანეთს ჭამენ ალბათ სულ როცა საჭმელს ვერ შოულობენ

 

 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, George said:

მაგ კუნძულზე ადამიანს 0 გადარჩენის შანსები აქვს, ადგილიც არაა რომ გადაურჩე მაგდენ გველებს, არავინ ერჩის და მოშნათ არიან გამრავლებულები, ისევ ერთმანეთს ჭამენ ალბათ სულ როცა საჭმელს ვერ შოულობენ

 

რა საშინელი არსებაა , საბერძნეთში სავსე იყო მდინარეები , კი არაფერს გერჩოდენ მაგრამ მაინც რო დაინახვდი თავისებურათ მოქმედებს, თევზაობა მიყვარს ოღონდ მდინარეებს ვერიდები მაგის გულისთვის

ისე ზღვაზე არარიან , მანდ შეგიძლია თამამად ითევზაო

 

ბარემ თევზაობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთ ისტორიასაც მოვყვები :D 

ნუ მოკლედ ხშირად დავდიოდით ამ მდინარეზე და გაძეძგილი თევზით რა , გადაგდება და თევზი ეგრევე ეტაკებოდა , მოკლედ მაგრა გაგისწორდებოდა , თან ბევრნაირი თევზი , კარასი, საზანი, კრასნაპიორკა ერქვა კიდე,  და  ბევრი სხვადასხვა მოკლედ სავსე 

სადამდეც იქ ვიყავით სულ დავდიოდით ანკესთ ყოველთვის რათქმაუნდა, ბოლოს სანამ წამოვიდოდით კიდე ერთხელ ვიყავით და გადავაგდებ ჩემიფეხები , არც აკვრევინებს, ვიძახი რა ჯანდაბაა სავსე იყო ,მოკლედ მთელი დღე და მარტო ერთი პატარა კარასი თან ზუსტად სათევზაო სეზონია

მერე ერთი ბერძენი კაცი მოვიდა , დაველაპარაკეთ და საერთოდ აღარ იჭირებაო ეს ბოლო პერიოდიაო , ნავით დადიანო თქვენებიო (ანუ საქართველოდან ) რაღაც აპარატი აქვთო და თან ბადეებს აგებენო :D ანუ ყველამ გაიგო რო იქ იქ ბევრი თევზია და ამოხვეტეს , ძირითადათ ლაპარაკია აქაურ წალკელ ბერძნებზე და ქართველებზეც რათქმაუნდა ,აი ესე შეგვარცხვინეს თავიანთი გაუმაძღრობით

მაგარი ქვეყანა იყო, შაბათი -კვირა დასვენება , მიდიოდა გრიალი ყველაფერი ისვენებდა მშენებლობიდან დაწყებული მაღაზიით დამთავრებული , კვირა დღეს პურის მაღაზიაც დაკეტილი იყო მარტო რესტორნები მუშაობდენ, თან სამუშაო გრაფიკი 3 საათამდე იყო, აქ რო 6 მდეა და არც კვირა იციან არც შაბათი, იქ ცხოვრობდი და აქ კიდე გაძლებაზე ხარ

 

 

აი ეს იყო ,თევზიც ბევრი იყო და უხსენებელიც სავსე

 

 

Link to comment
Share on other sites

არიან ზღვაზეც, კრევეტკებზე და თევზებზე ნადირობენ ხოლმე, კასპიის ზღვაში იყნვნენ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ამოვიდა ნაპირზე, ინდოეთშიც პლიაჟები სავსე ყოფილა გველებით 

http://www.abandonthecube.com/blog/wp-content/uploads/2009/07/Caspian-Sea-Snake.jpg

natrix-natrix-4811446_1920.jpg

პირველი კასპიის ზღვიდანაა და მე რომ არ მენახა არ დავიჯერებდი, მეორე ესპანეთშია ანუ შედიან ზღვაშიც შხამიანი და არა მარტო გველებიც, ზღვის გველებს არ ვგულისხმობ

Link to comment
Share on other sites

14 minutes ago, George said:

არიან ზღვაზეც, კრევეტკებზე და თევზებზე ნადირობენ ხოლმე, კასპიის ზღვაში იყნვნენ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ამოვიდა ნაპირზე, ინდოეთშიც პლიაჟები სავსე ყოფილა გველებით 

იქ არ მინახია არასდროს, თან ძაან ხშირად დავდიოდით ზღვაზე, სხვათაშორის ძაან გემრიელი თევზი იყო , მდინარის მაგარი უგემური იყო მაგრამ ზღვის პირიქით მაგარი გემრიელი

აქ ბოლოს როდის ვითევზავე არც მახსოვს, თავისუფალ დროს აქ თბილისის ზღვაზე ავდივართ ხოლმე და ადრე ღორჯო მაინც იყო ეხლა ისიც აღარარი, დაგააგდებ ანკესს და ჭიასაც არ ეკარებიან , სულ შემძულდა თევზაობაც და ნადირობაც, დანის წაღება მიყვარდა ხოლმე ბუნებაში და ისეთი კანონები მიიღეს რო დანა ყოფილა კაცობრიობის საშიშროება და კაროჩე რა სულ შეგაძულებენ ყველაფერს , ეს რა ჯადო ქვეყანაა , ყველაფერი დებილობას აქ შეხვდები, მერე რატო მიდიან ემიგრაციაშიო , ღმერთმა გაუმარჯოს ვინც წავიდა და არაღ ცამოდის

ხო კიდე ძმაკაცი გააჩერეს და მანქანა გაუჩხრიკეს , ბარდაჩოკში უპოვეს დასაკეცი დანა , ეს არის ხელმისაწვდომ ადგილასო და უნდა დავწეროთ 500 ლარიან ჯარიმაო და დანის კომფისკაცია, ანუ ვისაც ბარდაჩოკში გიდევთ დანები გადაიტანეთ ბაგაჭნიკში თორე 500 ლარიანი , ამათი უნამუსო რა, ირანი გახადეს 

Link to comment
Share on other sites

ბიჭებო მუსიკები რა პროგრამით გადავაბა ერთმანეთზე, რამე იოლი პროგი თუ არსებობს.

Link to comment
Share on other sites

კაროჩე წუხელ რო დავწექი ითუბზე ჩავრთე და უსმენდი. ისედაც დაგრუზული ვიყავი და ვაფშე სახე ამახია

 

Link to comment
Share on other sites

სტივენა მაგარი კაცი იყო, ერთი 100ჯერ მაქვს ეგ მოსმენილი მგონი, რუსულად არის კიდე ბევრი ლექციები ასტრონომიაზე, ძალიან საინტერესო, და რომ უფიქრდები ვინ ხარ რა ხარ სად ხარ საერთოდ ან რისთვის ხარ, ამხელა სამყაროში მარტო რატომ ხარ, ძაან გაყავხარ ამ ყველაფერს. ყველაფერი აზრს კარგავს წამიერად.

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, G1ORG1 said:

და რომ უფიქრდები ვინ ხარ რა ხარ სად ხარ საერთოდ ან რისთვის ხარ, ამხელა სამყაროში მარტო რატომ ხარ, ძაან გაყავხარ ამ ყველაფერს. ყველაფერი აზრს კარგავს წამიერად.

საინტერესო თემა წამოიწია 

ყველა ადამიანი ფიქრობს რაღაც მომენტში ამ სამყაროზე, უმეტესობას ჩემ გარშემო არ აინტერესებთ , დაკავებულია ყოველდღიურობით და დინებას მიყვება ასე რომ ვთქვათ

ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა ,აი ჩემებური ხედვა ესეთია 

როგორც ილონ მასკს გონია რო ვირუალურ სამყაროში ვართ ასევე მეც ეგრე ვფიქრობ, ანუ თუ ადამიანს შეუძლია შექმნას ვირტუალური სამყარო თუნდაც თამაშში რატო არ შეილება რო ჩვენც ეგეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ?

აი მაგალითად ძილი , ყველას ქონია რეალური სიზმარი სადაც თავი მართლაც რეალურ სამყაროში ეგონა , მე ხშირად ძილში მეგონა თვი რეალურ სამყაროში და ამ დროს იღვიძებ და ხვდები რო სიზმარში იყავი, ანუ თვითონ ტვინსაც ააქვს უნარი შეგიქმნას ვირტუალური სამყარო , აი როგორც მატრიცაშია ამ მონაკვეთში ძაან საინტერესო მომენტია და დაგაფიქრებს ადამიანს, ეს მატრიცაც რო შეიქმა ფილმი მანდაც ეგ აზრია გატარებული , თვითონ სამყაროც ისე მისტიურათაა შექმნილი რო ვერ გაიგოს ადამიანის ტვინმა სინამდვილეში რა ხდება, ანუ ტვინიც ლიმიტირებულია იმ დონემდე რო მარტო ისე ვიყოთ როგორც ვართ და მეტი ვერ გათვიცნობიერდეს ადამიანი, ისე რაღაც წლების მერე კი გადადის კაცობრიობა განვითარების ეტაპებზე მაგრამ ძაან ნელა, აი აქამდე ხო გვეუბნებოდნენ რო უცხოპლანეტელები არ არსებობენო და ამდროს ოფიციალური ვიდეო დაიდო თან რამდენიმე 

კიდევ წინასწარმეტყველება , წინასწარ საინად იციან რა მოხდება ? ამ დროს არიან ხალხი ვინც ლაპარაკობს რო ეს მოხდება , გადის დრო და მართლაც ზუსტად სრულდება , ანუ წინასწარ არის დადგმული კაცობრიობის სცენარი და იმ სცენარს მივყვებით, ანუ მოსახდენი მოხდება მაინც როგორც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს და მოხდა , ანუ იმის თქმა მინდა რო ძალიან გავს ვირტუალურ სამყაროს ეს ყველაფერი

 

დროებით სამყაროში მოვდივართ  სიცოცხლის ლიმიტირებული ორგანიზმით და ისევ უკან მივდივართ

ჩემი აზრით იქ ფასდება განვლილი სიცოცხლე და რაც დააშავა ადამიანმა ან რა სიკეთეც გააკეთა იმის მიხედვით , რო იძახიან ჯოჯოხეთში წავა სიკვდილის მერე ან სამოთხეში

ჯოჯოხეთი ალბათ იგულისხმება ეს ჩვენნაირი პლანეტა,  შიში, დარდი, არასტაბილურობა, კომფლიქტი, ორგანიზმის გამოკვება, მოვლა, შრომა მერე ოჯახის შექმნა და იქ კიდე სხვა სადარდებელი იხსნება, ანუ აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი რო ადამიანი იტანჯოს , რაც არუნდა ბედნიერი იყოს მაინც იმის ფიქრი აქ რო ერთ დღესაც დავბერდები და მოვკვდები, ანუ სულ რაღაცის დარდშია, თან ტანჯვის საფეხურებია , თუ დაიბადები ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა გადიხარ მთლიან კურსს, თუ დაიბადები მაგალითად ამერიკაში იქ შემსუბუქებულია ტანჯვის დოზა იმიტო რო უფრო განვითარებულია და კაი ხელფასებია მაგრამ ავადმყოფობები იქაც არის როგორც ყველგან და იქაც რაღაც დონეზე იტანჯები ოღონდ უფრო ნაკლებად, ანუ სატანჯველი თავის საფეხურებით, თან კიდე მთავარი საშინელება შენი ოჯახისწევრების გარდაცვალებას უყურებ და თან იმასაც ფიქრობ რო ერთ დღესაც შენც იგივე მოგელის 

 

სამოთხე ალბათ უკეთესი პლანეტა უკეთსი ორგანიზმით სადაც ამდენი მოვლა არ ჭირდება და უფრო განვითარებულია ვიდრე ჩვენი , ანუ ამდენი პლანეტები რო არის უმეტესობას ეყოლება თავისი მაცხოვრებლები სადაც მეტი განვითარება იქნება და ამ პლანატას რო შეადარებ სამოთხედ მოგეცვენება, ანუ ისეთ შედარებას ვაკეთებ საქართველოდან  მე საბერძნეთში რო ჩავედი და ისე იყო მოწყობილი რო მართალაც სამოთხეში მეგონა თვი , აქ უშუქობა შიმშილი უმუშევრობა და იქ ყველაფერი ქონდათ და ხალხი გრიალებდა, იმას ვამბობ ყოველთვის რო 1995 წელს ბერძნული სოფელი იმ დონეზე იყო განვითარებული რო საქართველო კიდე ალბათ 20-30 წელი მოუნდება იმ დონემდე რო მივიდეს , მენტალურად და ვიზუალურად ვგულისხმობ, ისიც ან მივა იმ დონემდე და ან არა ეგეც არამგონია

ბევრი დავწერე :D ეს იყო ჩემი აზრი მე როგორ წარმომიდგენია სამყარო

 

სხვების აზრიც საინტერესო იქნება  როგორია სამყარო თქვენი გადმოსახედიდან ?

 

 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Gamer-4ever said:

სხვების აზრიც საინტერესო იქნება  როგორია სამყარო თქვენი გადმოსახედიდან ?

ვისაც სინამდვილის სინამდვილე გვეეჭვება?! :) 

Link to comment
Share on other sites

Interstellar-ის მსგავსი ფილმები თუ იცით, ჩააგდეთ რა სათაურები

Link to comment
Share on other sites

19 minutes ago, მიშკა said:

Interstellar-ის მსგავსი ფილმები თუ იცით, ჩააგდეთ რა სათაურები

რაც გამახსენდა 

2.jpg

9.jpg

3.png

1.png

1 hour ago, მიშკა said:

ვისაც სინამდვილის სინამდვილე გვეეჭვება?! :) 

ჩვენებური ხედვა სამყაროს მიმართ , ყველას ააქვს თავისებური ხედვა ინდივიდუალური და ეგაა საინტერესო

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

On 3/4/2023 at 5:40 PM, Gamer-4ever said:

როგორც ილონ მასკს გონია რო ვირუალურ სამყაროში ვართ ასევე მეც ეგრე ვფიქრობ, ანუ თუ ადამიანს შეუძლია შექმნას ვირტუალური სამყარო თუნდაც თამაშში რატო არ შეილება რო ჩვენც ეგეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ?

აი მაგალითად ძილი , ყველას ქონია რეალური სიზმარი სადაც თავი მართლაც რეალურ სამყაროში ეგონა , მე ხშირად ძილში მეგონა თვი რეალურ სამყაროში და ამ დროს იღვიძებ და ხვდები რო სიზმარში იყავი, ანუ თვითონ ტვინსაც ააქვს უნარი შეგიქმნას ვირტუალური სამყარო , აი როგორც მატრიცაშია ამ მონაკვეთში ძაან საინტერესო მომენტია და დაგაფიქრებს ადამიანს, ეს მატრიცაც რო შეიქმა ფილმი მანდაც ეგ აზრია გატარებული , თვითონ სამყაროც ისე მისტიურათაა შექმნილი რო ვერ გაიგოს ადამიანის ტვინმა სინამდვილეში რა ხდება, ანუ ტვინიც ლიმიტირებულია იმ დონემდე რო მარტო ისე ვიყოთ როგორც ვართ და მეტი ვერ გათვიცნობიერდეს ადამიანი, ისე რაღაც წლების მერე კი გადადის კაცობრიობა განვითარების ეტაპებზე მაგრამ ძაან ნელა, აი აქამდე ხო გვეუბნებოდნენ რო უცხოპლანეტელები არ არსებობენო და ამდროს ოფიციალური ვიდეო დაიდო თან რამდენიმე 

კიდევ წინასწარმეტყველება , წინასწარ საინად იციან რა მოხდება ? ამ დროს არიან ხალხი ვინც ლაპარაკობს რო ეს მოხდება , გადის დრო და მართლაც ზუსტად სრულდება , ანუ წინასწარ არის დადგმული კაცობრიობის სცენარი და იმ სცენარს მივყვებით, ანუ მოსახდენი მოხდება მაინც როგორც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს და მოხდა , ანუ იმის თქმა მინდა რო ძალიან გავს ვირტუალურ სამყაროს ეს ყველაფერი

შეიძლება ვირტუალურ სამყაროშიც ვართ, შეიძლება ბევრად განვითარებული არსებების მიერ შექმნილ სამყაროშიც. არის თეორიები რომ შემთხვევითობით შექმნილ სამყაროშიც კი ვიყოთ და ამ სამყაროს არსებობის შესახებ შემქმნელებმაც კი არ იცოდნენ. იმის ვარაუდიც კი არსებობს რომ ასეთი სამყარო შეიძლება ჩვენც კი შევქმნათ შემთხვევით. ამას ალბათ ძალიან დიდი ხანი ვერ გავიგებთ. განვითარების სულ სხვა საფეხურებია საჭირო ამისთვის. თუ არ გავანადგურეთ საკუთარი თავი ალბათ მივაღწევთ განვითარების მაგ დონეებს.

ქრისტეს მოსვლა ვინ იწინასწარმეტყველა? ეგ ჩანაწერი სადაც წერია წინასწარმეტყველება ვინ იცის ან როდის დაიწერა, ან ვინ დაწერა. უტყუარი მტკიცებულება ამისი არ გვაქვს. ან წარსულში უნდა იმოგზაურო ქრისტეს შობამდე წლებში და მოიკვლიო წინასწარმეტყველებები ან მეორედ მოსვლა მართლა თუ მოხდება ეგ იქნება მაგის დამადასტურებელი საბუთი.

ამის დაბლა რაც დაწერე ეგ უკვე მთლიანად რელიგიისა და სარწმუნოების თემებია ზოგს 17 ქალიშვილი ელოდება სამოთხეში, ზოგს კიდევ სიმშვიდე და სიწყნარე. ეგ არის სიცოცხლის სურვილის გამოხატულება. არავის უნდა რომ სიკვდილის მერე საერთოდ არაფერი იყოს. არადა მეტად სავარაუდოა რომ ისევე იქნება როგორც დაბადებამდე იყო, ანუ არაფერი.

On 3/4/2023 at 10:01 PM, Gamer-4ever said:

რაც გამახსენდა 

2.jpg

9.jpg

3.png

1.png

ჩვენებური ხედვა სამყაროს მიმართ , ყველას ააქვს თავისებური ხედვა ინდივიდუალური და ეგაა საინტერესო

ამ ფილმებში მარსიანელი და გრავიტაცია ზედმეტია. ინტერსტელართან მარტო ის აქვთ საერთო რომ კოსმოსთან აქვთ შეხება, მეტი არაფერი :)

გრავიტაცია მაგარი სულელური ფილმია იმდენი შეცდომაა მანდ რომ მგონია ბიუჯეტი 2 ლარი ქონდათ და ასტრონავტიკისა და კოსმოსის მცოდნენ ვიღაც აფერისტმა გაასაღა თავი და მისი იდეებით გადაიღეს :D

https://www.imdb.com/title/tt5834426/

ეს არის კიდევ საკაიფო ფილმი მაგის მსგავსი იდეით.

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

თეორიები ბევრია, მაგრამ დამტკიცებით ჯერ ვერაფერს ამტკიცებენ ბოლომდე, ეგეც განვითარების ამბავია, ვირტუალური რეალობა, პარარელური ალტერნატიული სამყაროები, ტაიმ ტრაველსის თემატიკა, უცხოპლანეტული ბევრათ უფრო განვითარებული არსებები და კიდე ბევრი რამე, როგოროც სამოთხე-ჯოჯოხეთის არსებობა თუნდაც და სიკვდილის შემდეგ არის ცხოვრება თუ არა და თუ კი რა ხდება, ვერ მტკიცდება ნაუჩნი თვალსაზრისით ვერცერთი თეორია ბოლომდე, მარტო მოსაზრებებია და ნაწილობრივ შესწავლილი მოვლენები, მაგრამ რაღაცეებს მაინც მივაღწიეთ 20-21 საუკუნეში მეცნიერების თვალსაზრისით, თუმცა ბევრ რაღაცეებში ჯერ კიდევ ბევრი რაღაცაა გამოსაკლვევი და მაგ ყველაფრის შესწავლას კიდე ბევრი დრო დაჭირდება

Link to comment
Share on other sites

ისე უცხოპლანეტელების თემას რაც შეეხება, ბევრი რამე იმალება მაინც, ამიტომ ბევრი ბაიკა დადის მაგ თემატიკაზე მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი, ეხლაც ვითომ ბევრი ინციდენტი დაფიქსირდაო ბოლო პერიოდში უცხოპლანეტელების აქტივობის, თუმცა სხვა რაღაცეების არ იყოს ბოლომდე არც ეგ თემაა გამოკვლეული, იგივე area 51 და არა მარტო, რუსები და ჩინელებიც ბევრს უჩხუკუნებენ ალბათ ჩუმ-ჩუმათ, მაგრამ მანდ უფრო ისაა საინტერესო რაა რეალობა და რა ფიქსია, თვითონ უფრო მეტი ეცოდინებათ მაგ სლუჟბებში, მაგრამ რაღაცა რომ არსებობს ეგ ფაქტია, თუმცა იმ დონეზე ქონტაქტი არ მომხდარა შეიძლება როგორც ეგ ზოგიერთ სერიალში და ფილმშია ნაამბობი, რამე თუ იყო საინტერესო ყველაფერი იმალება, x-files დობრათ იყო ისე უცხოპლანეტელების თემატიკა გარჩეული და არა მარტო

Link to comment
Share on other sites

მე იმაზე ვკაიფობ, ზოგი რო იმას ამტკიცებს დედამიწა ბრტყელიაო

 

Link to comment
Share on other sites

აი მაგისი კი ნაღდად არ მჯერა, რომ უცხოპლანეტელებმა, რომლებმაც ამოდენა მანძილი დაფარეს, კოსმოსში მოგზაურობის ყველა პრობლემა მოაგვარეს, ხომალდების ტექნოლოგიაც ისე აქვთ განვითარებული რომ ძალიან მაღალ სიჩქარეებს აღწევს (სინათლის სიჩქარეზე სწრაფსაც, ან რამე პორტალის მსგავსს იყენებენ, ან თვითნ ცხოვრობენ უსაშველოდ დიდხანს, ან კრიოკამერები აქვთ), ენერგიის წყაროც ოხრად აქვთ. აი ასეთი განვითარებული რასა ვიღაც ჯუმბერასთან შედის კონტაქტში და ჯუმბერას თხოვნით დანარჩენ 8 მილიარდ ადამიანს უმალავს მოსვლისა და არსებობის შესახებ. მერე კიდე ვიღაცა ნუგზარა ამ ჯუმბერას ბრძანებით ჩამოუგდებს მაგ ხომალდს და ამას ვიღაცა ნელიკო ვერტიკალურ ვიდეოზე გადაიღებს და tiktok-ზე დადებს :D

თუ მოვლენ უცხოპლანეტელები, ეგეთ განვითარებულ არსებებს არამგონია დიდად დედამიწის რესურსები აინტერესებდეს. ალბათ ისევ ჩვენს გადასარჩენად თუ მოვლენ, ეგეც ტექნოლოგიების გადმოცემის გარეშე. ჩვენც ხომ არ ვაძლევთ მაიმუნებს კალაშნიკოვს? :D

დასაპყრობად თუ მოვლენ კიდევ, ალბათ რუსებივით "მოსკოვის გადაწვა" შეგვეძლება. ანუ დედამიწის ჩვენი ხელით განადგურება ყველა ატომური ბომბის აფეთქებით. ეგეც თუ იქნება რამე შემაფერხებელი მაგათთვის საკითხავია.

თვითონ უცხოპლანეტელების არსებობისა კი მჯერა. უბრალოდ სამყარო იმდენად დიდია თუკი ერთხელ მოხდა და აგერ ვართ ამის დამადასტურებელი ფაქტები, არის ალბათობა იმისა რომ მეორედაც მომხდარიყო იქ სადღაც.

Link to comment
Share on other sites

 

 

ამასწინათ მომხვდა თვალში კიდე რაღაც ვიდეო მაგ თემასთან დაკავშირებით, სახელს ვეღარ ვიხსენებ მაგრამ პრასმოტრები საკმარისზე ბევრი ქონდა. რას ბაზრობდა ეგ ტიპი არ ვიცი არ მინახია, მგონი ბოლო პერიოდში უცხოპლანეტური აქტივობა გაიზარდაო თუ რაღაც ეგეთი სათაური ქონდა, ასე 2-3 კვირის წინ მხვდებოდა ეგ ვიდეო ხშირათ უტუბზე, ნიუსი არ იყო, უფრო გარჩევა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.