Jump to content

Recommended Posts

Posted

Resident-Evil-Revelations-2.jpg

 

კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის პირველი თრეილერი გეიმფლეის ეპიზოდებით. რგოლში შემქმნელებმა გვაჩვენეს სიუჟეტური ხაზის კვანძი. 
 
თამაში მოვლენები განვითარდება Revelations-ის და რაქუნ სითის მოვლენების შემდეგ. მოთამაშეები აღმოჩნდებიან იდუმალ კუნძულზე მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა მონსტრებით. კლერ რედფილდმა რომელიც არის თამაშის მთავარი გმირი და მორია ბერტონმა უნდა იმუშაონ ერთად, რომ გამოაღწიონ იზოლატორიდან ცოცხლებმა და გაარკვიონ თუ ვინ მოიტაცა ისინი. 
 
Resident Evil: Revelations 2 გამოვა ეპიზოდებათ. თამაშს ექნება 4 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეულს ექნება დამაინტრიგებელი კვანძი და სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი გადახვევები.
 
რელიზი დაგეგმილია 2015 წლის დასაწყისში.
 
  • Upvote 5
Posted

მე წინა რეველეიშენსი გამისწორდა ბოლო გამოსული რეზიდენტ იველებიდან ყველაზე ძალიან

ასე რომ ამას ველი და იმედი მაქ წინასავით კარგი იქნება ))

 

თან კლერ რეტფილდია მთავარ როლში <3 

Posted

წინა მართლაც ყველაზე მეტად მომეწონა მეც, მაგრამ 4 მაინც ლეგენდაა რა, ისე ლეონი რომ ყოფილიყო მთავარ როლში ის უფრო მომეწონებოდა მე... ლეონი რულზ...^^

  • 2 weeks later...
Posted

გამოქვეყნდა RESIDENT EVIL: REVELATIONS 2-ის გაფართოვებული ტიზერი

 

b4561d87adb3.jpg

 

კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის ახალი, გაფართოვებული ტიზერის ვიდეო. რგოლში ნაჩვენებია თამაშის "კონცეპტუალური ტიზერის" კადრების დამატებითი წუთი.
 
შემქმნელების სიტყვების მიხედვით ტიზერს თან ახლავს უამრავი მინიშნებები თამაშში განვითარებადი მოვლენების შესახებ. თავიდან შემქმნელები შიშობდნენ, რომ რგოლმა შეიძლება მიანიშნოს სერიის ფანები ბევრ რამეზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს ყველა მინიშნების თავის ადგილზე დატოვება.
 
გამომცემელმა Tokyo Game Show 2014-ზე მიიტანა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია, რომლის მოსინჯვაც შეეძლოთ სტუმრებს. მოთამაშეები ითამაშებენ კლერ რედფილდით, კლერი იმყოფება მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა ზომბებით და მდებარეობს შორეულ კუნძულზე.
 
Resident Evil: Revelations 2-ის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს. თამაში გამოვა PC, Xbox 360, Xbox One, PlayStation 3 და PlayStation 4.
 
  • Upvote 2
Posted

ახალი დეტალები http://gamemag.ru/news/novie-podrobnosti-resident-evil-revelations-2-99749 ვითომ გაამართლებს თუ წინებივით 70-75% დონის იქნება უფრო

  • Upvote 1
Posted

ეს თამაში ძველი ფანატებისთვის არისო და ნომრიანი ვერსიები ეკშენის მოყვარულთათვისო http://www.gametech.ru/news/42888/

  • Upvote 1
Posted

George

წინებს რომლებს გულისხმობ 

შენ რასაც 1 სახელი ქვია ვისი და რისია 1 კატეგორიაში გაგყავს, არ არის ეგრე 

1 შუთერი რომ იყო ის საერთოდ არანაირ შუაში არ იყო რესიდენთ იველთან არც წინებთან და არც უკანებთან ანუ ეგ შეგიძლია გამორიცხო ,

6 იყო მთავარი სერიების გაგრძელება და მაგან აიღო დაბალი ქულები ერთადერთი  ეგ კიდე სხვა არის,

რეველეიშენსი საიდ სთორია და ძალიან მაგარი იყო უბრალოთ 3ds ის პორტი იყო და რა თქმა უნდა სათანადო შეფასებებს, არადა ორიგინალს 3DS-ზე 8,2 აქვს მეტაკრიტიკზ და ძალიან დიდი ნაწილი პოზიტიური

ivn9vPM92UNgE.JPG

 

ასე რომ მარტო ერთ წინა ნაწილს აქვს დაბალი შეფასებები 6-ს და ისიც არ არის ამის წინა ნაწილი

Posted

წინებში მეექვსე ნაწილი და სულ ბოლო ვიგულისხმე პს-ზეც რომ გამოუშვეს და არა 3ds ვერსია

  • 1 month later...
Posted
  • Upvote 1
Posted

ვა ვა კარგია ახალი................

  • 2 months later...
Posted

თანაშ RESIDENT EVIL: REVELATIONS 2-ის გამოსვლის თარიღი შეიცვალა

 

6e7caf99b8ce.jpg

 

კომპანია Capcom-მა გადაწყვიტა შეეცვალა თამაშ Resident Evil: Revelations 2-ის გამოსვლის თარიღი. მიუხედავად ცუდი ახალი ამბავისა რელიზის თარიღი შეიცვალა სულ რაღაც ერთი კვირით. 
 
თავდაპირველად თამაშის პირველი ეპიზოდი უნდა გამოსულიყო 2015 წლის 17 თებერვალს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემქმნელებს დასჭირდათ ოდნავ მეტი დრო იმისათვის, რომ თამაში იდეალურ დონეზე შექმნან. რელიზის ახალი თარიღი არის 2015 წლის 25 თებერვალი. 
 
შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშს ესაჭიროება "დამატებითი პოლირება და გეიმფლეის ოფტიმიზაცია" და დროის გასაყვანად გეიმერებს შემქმნელები სთავაზობენ სერიის პირველ ნაწილს - Resident Evil REMASTERED HD-ს გაუმჯობესებული გრაფიკით, რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება 20 იანვარს.
 
Revelations 2 იქნება ეპიზოდებათ დაყოფილი. სულ დაგეგმილია 4 ეპიზოდი. გამომცემელი ასევე გამოუშვებს თამაშის მთლიან ვერსიას 20 მარტს.
 
Revelations 2-ის რელიზი შედგება PC-ზე, Xbox 360-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 3-ზე და PlayStation 4-ზე.
 
e0a17a238a48.jpg   6d107db0d936.jpg
 
49b8bdb3f394.jpg   6e3564b381be.jpg
  • Upvote 2
Posted

ისე პირველი RE გამოვიდა პს-ზე უკვე მაგრამ გრაფიკა არ უვარგა, ისე არ ჩანს ცუდი თამაში ეხლაც კი ლამის 20 წლის შემდეგ

  • 3 weeks later...
Posted

იმედია დაიბრუნებს ეს თამაში ძველ სახეს

Posted

რაღაც დაუხვეწავი და  უინტერესო შთაბეჭდილება დატოვა , არადა ველოდებოდი : (

 

 

Posted

იმედია დახვეწავენ გრაფიკას აი ატმოსფეროო რაღცით re4 ისას წააგავს კუნძულზე რო იჩითები

  • 2 weeks later...
Posted

ესეც პირველი ეპიზოდის მიმოხილვა გეიმსპოტზე Xbox one ვერსიის http://www.gamespot.com/reviews/resident-evil-revelations-2-episode-one-review/1900-6416037/ ცუდი არაა მაგრამ არც ძალზე მაღალი დონის გამოუვიდათ, თუმცა ეგ ტენდენცია მაგ სერიაში უკვე მეხუთე ნაწილიდან მოყოლებული გრძელდება


ესეც პირველი ეპიზოდის პრესის შეფასებები : http://www.gametech.ru/news/45461/ ძირითადათ 70-80% ფარგლებში იღებს აცენკებს პირველი ეპიზოდი

Posted

გამოვიდა უკვე პირველი ეპიზოდი

http://tracker.rutor.org/torrent/414681/resident-evil-revelations-2-box-set-2015-pc-steam-rip-ot-r.g-steamgames 

კოდექსმაც დაკრეკა ისე

Posted

http://tracker.rutor.org/torrent/414686/resident-evil-revelations-2-episode-1-box-set-2015-pc-repack-ot-r.g-steamgames

რეფაქი კოდექსის კრეკით და რუსული ტიტრებით

Posted

Resident Evil: Revelations 2 — Episode 1: Penal Colony მიმოხილვა რუსულათ http://www.3dnews.ru/910156 80% დაუწერეს ამჯერათ

Posted

ჯერ მარტო ერთი ეპიზოდია გამოსული და ვხსნი ისევ თემას სანამ ხუთივე ეპიზოდს გამოუშვებდენ

Posted

ესე ეპიზოდებათ რატო უშვებენ ?

მეტ ფულს აკეთებენ ? თუ რაღაც ახალია ? 

1 ეპიზოდი რამდენ საათიანია ?

Posted

ეგრე უფრო აწყობთ თვითონ დეველოპერებს და მაგიტომ როცა ძალიან დიდი პროექტი არაა და დაფინანსებაც შეზღუდულია, შეიძლება ჯამში ცოტა მეტი შემოსავალიც ქონდეთ, მაგრამ ეგ თამაშის ხარისზეც არის დამოკიდებული, ნუ მაგ მხრივ ყველაზე წარმატებული მაინც telltale games არის, ეგ სტუდია თითქმის ყველა თავის თამაშს 5 ეპიზოდში უშვებს ხოლმე ცალცალკე, თუმცა მოგვიანებით მთლიანი ვერსიებიც გამოდის ხოლმე

  • 2 months later...
Posted

გამოვიდა ხუთივე ეპიზოდი უკვე და გადამაქვს ეს ტემაც არქივში

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.