zaqrinio Posted August 5, 2014 Posted August 5, 2014 ინტერნეტში გავრცელდა Assassin's Creed: Rogue-ს პირველი თრეილერი. რგოლში ნაჩვენებია ახალი ასასინი, რომელიც გახდება ახალი თამაშის ახალი მთავარი გმირი. ჭორების მიხედვით მოვლენები კვლავ ვითარდება ამერიკაში. სერიის ისტორიაში პირველად პროტაგონისტი იქნება ტამპლიერი, რომელიც გადავიდა ასასინების მხარეს, მან უღალატა თავის კაპიტანს, გადაცურა ატლანტის ოკეანე უკეთესი ცხოვრების საძებნელად. მოვლენები განვითარდება Assassin’s Creed III-სა და Assassin’s Creed: Freedom Cry-ს მოვლენებს შორის, ამიტომაც მოთამაშეები შეიძლება შეხვდნენ ნაცნობ პერსონაჟებს. თრეილერიდან გამომდინარე თამაშის რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 11 ნოემბერს ძველი თაობის კონსოლებზე. 4
PAZA Posted August 6, 2014 Posted August 6, 2014 ■ თამაშში Assassin’s Creed: Rogue გეიმერებს მოუწევთ ასასინებზე ნადირობა. ■ მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა Assassin’s Creed-ის სერიის მორიგი ნაწილის სადებიუტო ტრეილერი, Ubisoft-მა გადაწყვიტა ოფიციალურად დააანონსოს მორიგი თამაში. ■ მოქმედება Rogue-ში ვითარდება 18 საუკუნეში შვიდწლიანი ომის პერიოდში. მოთამაშეები ეწვევიან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებს, მათ შორის ატლანტიკური ოკეანის გაყინულ ჩრდილოეთ რეგიონებს და აპალაჩის მდინარის ხეობას. გეიმფლეის საკვანძო ელემენტი ისევ საზღვაო ბრძოლები გახდება. იმ ხომალდს კი, რომლის მეშვეობითაც გეიმერებს ოკეანის სივრცეებზე მოგზაურობა მოუწევთ „მორიგანი“ ერქმევა. თამაშის მთავარი პერსონაჟი კი გახდება შეი პატრიკ კორმაკი, ყოფილი ასასინი, რომელიც მოძმეების ღალატის შემდეგ, მათზე ნადირობას გადაწყვეტს ■ „1751 წელი. საფრანგეთსა და ინდოეთს შორის მიმდინარე ომის პერიოდში, ასასინების საძმოს უშიშარი წევრი, შეი პატრიკ კორმაკი გადადის ბნელ მხარეზე, რაც სამუდამოდ შეცვლის საძმოს მომავალს. ერთ-ერთი სახიფათო დავალების შერულების დროს, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდება, შეი უღალატებს ასასინებს, რომლებიც შეეცდებიან მის მოკვლას. როდესაც მას უარყოფენ ისინი, ვისაც ის მთელი ცხოვრება ძმებს ეძახდა, შეი გადაწყვეტს გაანადგუროს ყველა ის, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და გახდეს ისტორიისათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მონადირე ასასინებზე“ - ნათქვამია ოფიციალურ პრესს-რელიზში. „წარმოგიდგენთ Assassin’s Creed: Rogue-ს, სერიის ყველაზე ბნელ ნაწილს. შეის როლში, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ გრძელი და რთული გზა და გადაიქცეთ ასასინისგან - მონადირეში. მიჰყევით თქვენ საკუთარ კრედოს, გაემგზავრეთ მოგზაურობაში ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ ატლანტიკის გაყინულ მიწებზე და მიაღწიეთ თქვენ ერთადერთ მიზანს - გაანადგურეთ ასასინების საძმო“ ■ ახალ თამაშზე ერთდროულად 7 სტუდია მუშაობს, მათ შორის Ubisoft Sofia, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს. მათ თავის მხრივ ეხმარებიან სინგაპურის, მონრეალის, კვებეკის, მილანის, ჩენგდუს და ბუქარესტის სტუდიების დეველოპერები. 2
zaqrinio Posted August 6, 2014 Author Posted August 6, 2014 ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს მოთამაშეები დატოვეს მულტიფლეიერის გარეშე Assassin's Creed: Rogue-ს არ ექნება მრავალმომხმარებლური რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის შემდეგ Assassin's Creed-ის თამაშებში იყო შეჯიბრებითი რეჟიმი, Rogue გამონაკლისი იქნება და ექნება მხოლოდ ერთმომხმარებლური რეჟიმი. Ubisoft-ს ჯერ არ აუხსნია, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია ისიც, რომ Assassin’s Creed: Unity-საც არ ექნება შეჯიბრებითი რეჟიმი, რეჟიმი რომელიც შეცვალეს კო-ოპერატიული რეჟიმით 4 ადამიანისთვის. Assassin's Creed: Rogue გამოვა Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე. თამაში გაყიდვაში გამოვა 11 ნოემბერს. 1
zaqrinio Posted August 13, 2014 Author Posted August 13, 2014 გამოქვეყნდა Assassin’s Creed: Rogue-ეს პირველი გეიმფლეი ვიდეო. ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის მთავარი გმირის მოგზაურობა ხომალდით ატლანტის ოკეანეში.შეგახახსენებთ, რომ თამაშის პროტაგონისტი შეი კორმაკია, ყოფილი ასასინი, რომელიც ტამპლიერების მხარეზე გადავა და თავის ყოფილ ძმებზე ნადირობას დაიწყებს. Assassin’s Creed: Rogue გამოვა ძველი თაობის კონსოლებზე, 2014 წლის 11 ნოემბერს. 1
zaqrinio Posted August 14, 2014 Author Posted August 14, 2014 გამოქვეყნდა ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს გეიმფლეის ვიდეორგოლი Ubisoft-მა გამოუშვა Assassin's Creed: Rogue-ს ორი ახალი ვიდეორგოლი. შემქმნელებმა აჩვენეს ახალი გმირის არქტიკული მოგზაურობა, რომელიც არის ყველაზე მრისხანე მონადირე ასასინებზე. შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში გაჩნდებიან სერიის ცნობილი გმირები, მათ შორის ჰეიტემ კენუეი და კონორ კენუეის წინაპარი, Assassin’s Creed IV: Black Flag-ის მთავარი გმირი. მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტამპლიერების მდიდარი არსენალი. Assassin's Creed: Rogue-ს რელიზი დაგეგმილია Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე 2014 წლის 11 ნოემბრისთვის.
zaqrinio Posted August 15, 2014 Author Posted August 15, 2014 მომავალში ASSASSIN'S CREED: ROGUE შეიძლება გამოვიდეს PC-ზეც და ახალი თაობის კონსოლებზეც კომპანია Ubisoft უარს არ ამბობს იმ შესაძლებლობისგან, რომ გამოუშვას Assassin's Creed: Rogue РС-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე. შემქმნელები ჯერ მზად არ არიან რაიმე შეგვპირდნენ, მაგრამ მომავალში მაინც შეუძლიათ გამოუშვან თამაში ახალ პლათფორმებზე. "ჯერ ძალიან ადრე რამეზე საუბარი. ეხლა Unity - ჩვენი ძირითადი თამაშია ახალი თაობის პლათფორმებისთვის. Unity-ს ტექნოლოგია თავდაპირველად იქმნებოდა ნულიდან, რომ გამოგვეყენებინა ახალი მოწყობილობების შესაძლებლობლების მაქსიმუმი და Rogue-ს შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა, რომ მოთამაშეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადავიდნენ ახალ კონსოლებზე, ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ Assassin’s Creed-ის თამაში", - ახსნა Ubisoft Sofia-ს პროდიუსერმა ივან ბალაბანოვმა. "არიან სერიის ჰარდკორული ფანები, რომლებიც მოხარულები იქნებიან ითამაშონ ორივე თამაში. არიან ისინიც, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ახალ პლათფორმებზე გადასვლა და ეს ის ხალხია, რომლებზეც ჩვენ ძალიან ვზრუნავთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მოხარულები იქნებიან ითამაშონ ახალი თამაში თავიანთ Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე". ადრე Ubisoft-მა უკვე გამოუშვა Assassin's Creed: Liberation-ი კონსოლებზე და PC-ზე HD ვერსიაში, მაგრამ თავდაპირველად თამაში გამოვიდა როგორც PlayStation Vita-ს ექსკლუზივი. შემქმნელები არ გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ გამოუშვან Rogue ახალ პლათფორმებზე. Assassin's Creed: Rogue გაყიდვაში გამოვა ძველი თაობის კონსოლებზე 3 ნოემბერს. 1
George Posted August 16, 2014 Posted August 16, 2014 შეიძლება ეს ნაწილიც არაა მთლათ მაღალი დონის და არც გრაფიკით გამოირჩევა დიდათ, ვნახოთ აბა რა შეფასებებს აიღებს როცა გამოვა კონსოლებზე
George Posted September 22, 2014 Posted September 22, 2014 ეს თამაში შეიძლება პს-ზეც გამოვიდესო http://shazoo.ru/2014/09/17/24743/assassins-creed-rogue-mozhet-vyjti-na-pc
George Posted September 29, 2014 Posted September 29, 2014 ამ თამაშის პს ვერსია Uplay უნახიათ http://www.overclockers.ru/softnews/64102/PC-versiya_Assassin_s_Creed_Rogue_byla_zamechena_v_Uplay.html
zaqrinio Posted October 13, 2014 Author Posted October 13, 2014 ცნობილი გახდა ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს PC ვერსიის გამოსვლის თარიღი კომპანია Ubisoft-მა გამოაქვეყნა თამაშ Assassin's Creed: Rogue-ს ახალი თრეილერი. თრეილერში გაიჟღერა თამაშის PC ვერსიის გამოსვლის თარიღმაც. თავდაპირველად Assassin's Creed: Rogue დაანონსეს მხოლოდ ძველი თაობის კონსოლებზე, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ჭორები თამაშის PC ვერსიის გამოსვლის შესახებ. თუკი თრეილერს დავუჯერებთ თამაში უნდა გამოვიდეს PC-ზე 2015 წლის დასაწყისში. "დიახ PC ვერსია გამოვა 2015 წელს. РС-ს მფლობელებმა, რომლებმაც ითამაშეს Assassin's Creed III და Assassin's Creed IV: Black Flag შეძლებენ იპოვონ ამ ორ თამაშს შორის დაკარგული თავსატეხების ნაწილები Assassin's Creed: Rogue-ს ისტორიაში", - აღნიშნა Ubisoft-ის წარმომადგენელმა. Assassin’s Creed: Rogue-ს რელიზი შედგება 14 ოქტომბერს ძველი თაობის კონსოლებზე. 2
PAZA Posted October 14, 2014 Posted October 14, 2014 ■ გამოვიდა Assassin’s Creed: Rogue-ს Story თრეილერი,სადაც მოთხრობილია ის ძირითადი მიზეზი თუ რატომ გახდა ასასსინი შეი ტამპლერი.და დაიწყო ნადირობა მის ძმებზე,თამაშში შეხვდებით ისეთ ცნობილ პერსონაჟს როგორიცაა კონორის მამა ჰეითემი. http://www.youtube.com/watch?v=eTbO8ka5uQQ&feature=youtu.be ■ ყველა პოულობს თავის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს.შეის შემთხევაში ეს მისი ყოფილი ძმების დახოცვა აღმოჩნდა და მას ვერაფერი შეაჩერებს სანამ ის თავისი აზრით სამართლიანობას არ აღადგენს... 1
George Posted October 14, 2014 Posted October 14, 2014 ისე თავიდან რაღაც არ უნდოდათ მგონი პს-ზე გამოსვლა, ვარგა ვითომ ეს ნაწილი თუ ეხლა რასაც უშვებენ მაგაზე სუსტი იქნება ნეტა
George Posted November 22, 2014 Posted November 22, 2014 ესეც ამ თამაშის მიმოხილვა პს3-ზე http://www.3dnews.ru/905561 70% დაუწერეს, ესეც დიდი ვერაფერი თამაშია
გიო Posted November 23, 2014 Posted November 23, 2014 ძაანაც კარგი როდის მიხვდება უბისოფთი,რომ ეს ფრენჩიზი უნდა დასრულდეს კოდზე უარესი გახდა :
George Posted December 6, 2014 Posted December 6, 2014 ესეც ამ თამაშის მიმოხილვა ძველ ბოქსზე http://www.ag.ru/games/assassins-creed-rogue/review 75% დაუწერეს ამჯერათ, პს-ზე 2015 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს ანუ პირველ კვარტალში
zaqrinio Posted February 5, 2015 Author Posted February 5, 2015 Ubisoft-მა დააანონსა Assassin's Creed Rogue PC-სთვის თამაში გამოდის 10 მარტს ვრცლად დავწერ მალე. 1
zaqrinio Posted February 6, 2015 Author Posted February 6, 2015 კომპანია Ubisoft-მა გამოაქვეყნა Assassin's Creed: Rogue-ს ახალი თრეილერი. ახალ თრეილერში შემქმნელებმა დაანონსეს თამაშის PC ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ოფიციალურ ანონსამდე ცოტახნით ადრე GameStop Italy-ს ლისტინგში გამოქვეყნდა რელიზის თარიღი. ცხადია, რომ GameStop-მა არ დაელოდა ოფიციალურ ანონსს და რელიზის თარიღათ მიუთითა 2015 წლის 10 მარტი. მოთამაშეების და კრიტიკოსების შეფასებებით Rogue-ს შემქმნელები მათზე დაკისრებულ დავალებას უფრო წარმატებით გაუმკლავდნენ, ვიდრე Unity-ს შემქმნელები. მიუხედავად იმისა, რომ Unity შექმნილი იყო ბოლო თაობის მოწყობილობებისთვის თამაშს აღმოაჩნდა უამრავი ბაგი, რამაც სრულიად გააფუჭა შთაბეჭდილებები. Assassin's Creed: Rogue-ს რელიზი შედგა Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე 2014 წლის 3 ნოემბერს. მოთამაშეებს უფლება მიეცემათ სერიის ისტორიაში პირველად ითამაშონ ტამპლიერით, რომელიც აუჯანყდა მის ყოფილ მასწავლებლებს. ჩასწორდა საკვანძო სიტყვები.
George Posted February 7, 2015 Posted February 7, 2015 Assassin's Creed Rogue Min PC Requirements http://www.guru3d.com/news-story/assassins-creed-rogue-min-pc-requirements.html
Recommended Posts