Jump to content

i7 3770-ზე ხუფის ახდა და თერმოპასტის შეცვლა


Recommended Posts

35 ლარიანი ქულერი მიდგას

35 ლარიანი ქულერი კი არ გიდგას უბრალოდ შენ იყიდე 35 ლარად :)  это не одно и тоже

 

 

რაც არ უნდა იყოს საშვალო კულერზეც არ უნდა ჩაისვაროს მაგ [email protected] გეიმინგში,

4.3 კი არა 3.9-ზეც კაი ხანი არ ჩაისვრის არაფერში, ნებისმიერი სენდი-აივი-ს ი5 ყოფნის ლუბოი თამაშს და ი7-ზე ბაზარიც არაა, მქონდა ი5 მერე ი7 ეხლა ისევ ი5 და თამაშებში სხვაობა 0

Link to comment
Share on other sites


70-იანი არა და 35 ლარიანი ქულერი მიდგას და ჩემთან ადის 60-65-ზე. ამას რო 70 ლარიანი ქულერი რო მიუდგა 55-ზეც დავა.

 


35 ლარიანი ქულერი კი არ გიდგას უბრალოდ შენ იყიდე 35 ლარად  это не одно и тоже
+1 :D

ამოიტანე მათე შენი კეისი ჩემთან და  3.9-ზეც თუ არ გადაახტება 70-ს ნახავ არათუ 4.3-ზე :D

გაზაფხულით ჩეთანაც ეჭირა ყველაზე ცხელ ბირთვს 66 გრადუსი მარა ახლა 80-ს იჭერდა ამ პასტის შეცვლამდე :)  ოთახის ტემპერატურა სასტიკად მოქმედენს თითოეულ გრადუსზე :)

Link to comment
Share on other sites

35 ლარიანი ქულერი კი არ გიდგას უბრალოდ შენ იყიდე 35 ლარად :)  это не одно и тоже

ნუ კაი 40 ლარიანი დავუძახოთ არაფერია

http://www.ebay.com/itm/Thermaltake-Contac-29-CPU-Kuhler-AM2-AM3-1150-1366-/261571383633?pt=DE_Computer_CPUs_K%C3%BChler_CPU_Zubeh%C3%B6r&hash=item3ce6de9151

Link to comment
Share on other sites

EUR 24.90 + ჩამოტანა კაი 65-70 ლარი გამოვიდა :)

Link to comment
Share on other sites

EUR 24.90 + ჩამოტანა კაი 65-70 ლარი გამოვიდა :)

კაი რა მაგ ქულერის ჩამოტანა 24-30 ლარი დაჯდება?  :rofl: თავის დროზე 1.5-2 კილოიან კვებაში გადავიხადე 24 ლარი და ეს მაგაზე ძვირი დაჯდება?

Link to comment
Share on other sites

კაი რა მაგ ქულერის ჩამოტანა 24-30 ლარი დაჯდება?  :rofl: თავის დროზე 1.5-2 კილოიან კვებაში გადავიხადე 24 ლარი და ეს მაგაზე ძვირი დაჯდება?

25 ევრო რამდენი ლარია შენი აზრით? არც ჩამოტანა დაგიჯდება 10-15 ლარზე ნაკლები

Link to comment
Share on other sites

matusala,

ჩემი ქულერი 18 ლარზე მეტი დაჯდა :) 15 ლარი კი დაჯდება ეგეც დაახლოებით,  ასე რომ 35 ლარიანი კი არა 70- ლარიანი ქულერიც კარგაა  :D

Link to comment
Share on other sites

25 ევრო რამდენი ლარია შენი აზრით? არც ჩამოტანა დაგიჯდება 10-15 ლარზე ნაკლები

ფუ ბლიად EUR აწერია :D წავედი დავისვენო ძაან გადავიღალე :D

Link to comment
Share on other sites

matusala,

ვერაა ეგ შენი ქულერი მძიმეწონოსანი, მაგრამ როგორც ჩანს 8 მილიმეტრიანი სპილენძის მილაკები და საკმაოდ კარგი ფანი თავის საქმეს აკეთებს :)

 

 

პ.ს ბიოსი როცა დეფოლტზე მაქვს პროცი მამრავლს თითქმის არ აგდებს დაბლა Win 8.1-ზე :D   არადა იდეაში სისტემას რა ესაქმება? :)

თან რა დაბალ ვოლტაჟზე ჩამოყავს დროდადრო :D

2rhtt2f.png

Link to comment
Share on other sites

პ.ს ბიოსი როცა დეფოლტზე მაქვს პროცი მამრავლს თითქმის არ აგდებს დაბლა Win 8.1-ზე :D   არადა იდეაში სისტემას რა ესაქმება? :)

თან რა დაბალ ვოლტაჟზე ჩამოყავს დროდადრო :D

ოო ეგ შემთხვევა მე მქონდა ჩემს i3 540-ზე box cooler-ზე როცა ვბენცაობდი. მოკლედ windows-დან გადავრთე performance-ზე და 3.06 GHZ-ზე დაბლა არ ცამოდიოდა. გავგიჟდი კინაღამ რა ხდებოდა ვერ გავიგე. BIOS-ში ყველაფერი სწორად მქონდა speedstep, C1E და მოკლედ ყველაფერი და მაინც არ აგდებდა 1200 MHZ-ზე და მერე როგორც იქნა მივაგენი. windows-ს ეგ ფუნქცია იყო დამნაშავე, გადავრთე თუ არა ეგრევე დააგდო 1200 MHZ-ზე და გაგრილდა პროციკაც :)

 

ხო სქელი მილაკები აქვს და ორივე მხარეს 120 მილიმეტრიანი ქულერები უყენია და მეტი რაღა უნდა :D ქვემოდან ვიდეო უყენია რომელიც მაქსიმუმ 53-55 გრადუსზე ადის. ახლა არ ვთამაშობ შესაბამისად მაქსიმუმ 40-45 და არაფერი არ აცხელებს პროცესორს გარდა ზაფხულისა :D

Link to comment
Share on other sites

matusala,

დავაყენე თუ არა 8.1 ეგრევე შევატყვე ეგ ამბავი :D   საიდან რა გადავრთო მითხარი აბა წესივრად :) 

Link to comment
Share on other sites

მოიცა ახალდაყენებულზევე მასე იყო? მასე არ უნდა ყოფილიყო :D 

 

power მენიუ როა conrol panel-ში მანდ მეყენა მე performance-ზე და ეგ უშლიდა ხელს, მაგრამ ახალდაყენებულ windows-ზე როგორც წესი performance-ზე არ აყენია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

matusala,

რას წარმოვიდგენდი სისტემა თუ რამე შუაში იყო :D

სამსუნგის სსდ-ს სოფტს რომ აყენებ ის რთავს პერფორმანცეზე და ეგ ყოფილა თურმე მიზეზი :D

11ipth2.png

 

არადა ცვლის კი რამეს ან ეგ პერფორმანსზე ყოფნა ან ეს მაღალი მამრავლი ვითომ პროცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რაიმე გავლენას მოახდენს? მგონი არაფერს ხო? :)

 

პ.ს მადლობა :) 

Link to comment
Share on other sites

არაფრის :)

 

არა კაცო რა გავლენა უნდა მოახდინოს. ეგ უბრალოდ იმისთვის რო თუ არაფერს აკეთებ არ გახურდეს და დენი არ დაწვას ბევრი პროცმა. როცა არაა საჭირო რატო იდგეს 3.4-ზე ან 4.3-ზე როცა შეიძლება 1.6-ზე იდგეს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

matusala,

არადა რაც მე მაგას ბიოსში ვეჩალიჩე, მეთქი სისტემა რა შუაში ალბად დაემთხვა და რამე აურიათქო :D 

Link to comment
Share on other sites

რას წარმოვიდგენდი სისტემა თუ რამე შუაში იყო სამსუნგის სსდ-ს სოფტს რომ აყენებ ის რთავს პერფორმანცეზე და ეგ ყოფილა თურმე მიზეზი

ადრე გახსოვს მე რო დავპოსტე პროცი სუ მაქს მამრავლზეათქო, ჰასველი რო მქონდა, ზნაჩიტ ჩემთანაც იგივე იქნებოდა, 840 ევო მქონდა მაშინ

Link to comment
Share on other sites

matusala,

ვერაა ეგ შენი ქულერი მძიმეწონოსანი, მაგრამ როგორც ჩანს 8 მილიმეტრიანი სპილენძის მილაკები და საკმაოდ კარგი ფანი თავის საქმეს აკეთებს :)

 

 

პ.ს ბიოსი როცა დეფოლტზე მაქვს პროცი მამრავლს თითქმის არ აგდებს დაბლა Win 8.1-ზე :D   არადა იდეაში სისტემას რა ესაქმება? :)

თან რა დაბალ ვოლტაჟზე ჩამოყავს დროდადრო :D

2rhtt2f.png

 

მე კიდე სუ თავიდან ჩემი სისტემა რომ ავაწყვე, Win 7 დავაყენე, CPU-Z-ში სანამ არ დაიტვირთებოდა ბირთვები დაბალ სიხშირეს აჩვენებდა, მგონი 1,6 Ghz-ზე იყო. მერე მვიაყოლე დრაივერები და ყველაფრით რომ გავმართე, საერთოდ აღარ ჩამოდიოდა დაბლა, სულ მაღალ სიხშირეზე იდგა. არადა საერთოდ არაფერი მქონდა გაშვებული, CPU მაინც მაღალ სიხშირეზე მუშაობდა. მერე Win 8.1 დავაყენე და ყველაფერი რიგზე იყო. როცა საჭირო იყო სიხშირე ემატებოდა, ხოლო როცა არა კლებულობდა.

ეხლა ისევ win 7 მიყენია. ბიოსიდან ტურბო გავთიშე და 2,0 GHz-ზე დავაყენე სიხშირე, რადგან ძალიან ცხელდება ქეისი და შესაბამსიად ოთახიც... სუ თავიდან ეს ყველაფერი რაც მიწერია პროფილზე ჩავდე ქეისში კარგად, დავხურე ქეისი და შევდგი კომპიუტერის მაგიდის ქვეშ, ქეისის ადგილას. რამდენიმე წუთში ხელი მოვკიდე ქეისს და ვერასოდეს წარმოვიდგენდი ეგეთი ჯოჯხეთური სიცხე თუ იქნებოდა შიგნით...

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქეისი ღუმელად გადაიქცა. ალბათ ჰაერის ტემპერატურა 70-80 გრადუსი მაინც იქნებოდა შიგნით... ერთი ზამთარში რას იზავს მაგრად მაინტერესებს :D

ბოლო 2 თვეა ეხლა დაბალსიხშირეზე ვამუშავებ და აღარ ცხელდება ძალიან. ქეისი გახსნილი მაქვს და კარგად ნიავდება. სხვათაშორის ოპერებს ცხელი ჰაერის ნაკადი რომ ხვდებოდა ეგეძ ძალიან ახურებდა. თავისით არ ხურდება ძალიან. მხოლოდ თბება.

 

ისე CPU-Z-ს აღარ აჩვენებს ისე დაზუსტებით ყველაფერს როგორც ადრე. ეხლა ბევრი ცდომილებები აქვს ამ ახალ თაობის სისტემებზე...

 

პ.ს. ნოქტუას თერმოპასტა კაია და ზოგადად მაქის ქულერი მინდა თუ წყლის გაგრილება არ შემომეყიდა... ეხლა რაზგონში ტემპერატურა მალიმიტებს სხვა არაფერი. ბენჩმარკებში როცა ტემპერატურა დასაშვებ მაქსიმუმს მიაღწევს, ეგრევე ტროტლინგი ეწყება და ეფექტურობის 60-70%-ს კარგავს. ბენჩმარკებში განახევრებულ შედეგებს დებს ხოლმე მაგ დროს. იმედია ეგ თერმოპასტა როგორც ბრენდის ხარისხი, კარგად წაგადგება. შედეგები მეც მაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

lasha1616,

კეისში ჰაერის ცირკულაცია ხდება? ოპერებს რატო უბერავს ცხელი ჰაერი? რა ქულერი გიყენია პროცზე? 

Link to comment
Share on other sites

david_888,

ამ i7-ებს hyper threading ახურებს ასე ალბად თორე 3470 მქონდა და ჩემს და შემდეგ უკვე შენს ყოფილ ქულერზე იდიალური ტემპერატურა ეჭირა :) 

Link to comment
Share on other sites

lasha1616,

კეისში ჰაერის ცირკულაცია ხდება? ოპერებს რატო უბერავს ცხელი ჰაერი? რა ქულერი გიყენია პროცზე? 

 

აი სწორედ ეგაა პრობლემა, მაგიდების უმრავლესობა ისეა გაკეთებული ჰაერსი ცირკულაცია თითქმის შეუძლებელია. მითუმეტეს თუ დახურული ქეისი გაქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. ქეისი ისეთი უბრალოა, შიგნით ცირკულაცია თითქმის არ ხდება. გვერდით რომ ნახვრეტები იქიდან უნდა შევიდეს ჰაერი მაგრამ, ეს მაგიდები ისეა გაკეთებული, ცირკულაციის საშუალება არ ეძლევა ქეისებს. ქეისის ნახვრეტებიდან 2–3 სანტიმეტრშია მაგიდის კედლები... ცხელი ჰაერი ისევ შიგნით ტრიალებს და ეგ რათქმაუნდა არ შეიძება.

 

ქულერი სტოკია რაც მოყვა. სხვათაშორის ფენი კარგად ბრუნავს 4 კონტაქტიანია და ტემპერატურის მხიედვით დარეგულირებული მაქვს ბრუნები. ეს ქულერი მის ირგვლივ გამოყოფს ცხელ ჰაერს რომელიც ოპერებამდე აღწევს. ხელს რომ ვკიდებდი, ყოველთვის ის ram იყო ცხელი რომელიც პროცესორთან ახლო იყო. მეორე კი გრილი იყო.

 

ნოქტუას ქულერი მინდა (60-80$–ის ფარგლებში) მაგრამ იგივე ფასად water ქულერიც არის და ვეღარ გადამიწყვეტია... არადა ორივე ერთნაირად აგრილებს.

თანაც ამ სიცხეში, ფანების ტრიალს ეფექტი ეკარგება. +35 გრადუსზე გამთბარმა ჰაერმა როგორ უნდა გააგრილოს რადიატორი... ამიტომ ზაფხულში როცა ჰაერი ძალიან გამთბარია, ნებისმიერ ქულერს გაუჭრდება ეფექტურობის შენარჩუნება. ამ მხრივ ალბათ წყალი უკეთესია ხო?

Link to comment
Share on other sites

ერთი წესიერი ქულერი მაინც დაუყენე უკან გამწოვად თორე შეიბრაწება სისტემა :D

წყალი რათქმაუნდა კარგია მაგრამ ასეთ სიცხეებში არც მისტვისაა ადვილი დაბალი ტემპერატურების დაჭერა, ისიც ხომ ჰაერზე გრილდება ბოლობოლო :D

Link to comment
Share on other sites

გვერდით რომ ნახვრეტები იქიდან უნდა შევიდეს ჰაერი

თავისით არაფერი არ შევა, ნორმალური ცირკულაციისთვის წინა და უკანაც არაა საკმარისი, მე 5 ფანი მიყენია, წინ–უკან 2 მაღლა და 5–ე გვერდიდან, აი ეგ 5–ე რო დავაყენე შეტანაზე გვერდიდან 7–8 გრადუსით დაიკლო ვიდეოს ტემპერატურამ + ჩიპსეტსაც ანიავებს, ქულერიდან წამოსულ თბილ ჰაერს კი უკანა და მაღლითა ფანები ეგრე გარეთ გასტყორცნიან

Link to comment
Share on other sites

ერთი წესიერი ქულერი მაინც დაუყენე უკან გამწოვად თორე შეიბრაწება სისტემა :D

წყალი რათქმაუნდა კარგია მაგრამ ასეთ სიცხეებში არც მისტვისაა ადვილი დაბალი ტემპერატურების დაჭერა, ისიც ხომ ჰაერზე გრილდება ბოლობოლო :D

 

კი ქულერები აუციელებია და მეც მჭირდება. ეხლა ქეისი გახსნილია და ასე ვასტაბილურებ სიტუაციას. უბრალოდ ამ კომპის აფგრეიდს ხომ საზღვარი ააქვს.

აღარ ვიცი საიდან დავიწყო... მე რაც ადრე მქონდა, ყველაფერი გამოვცვალე და კიდევ რამდენი რამე დამრჩა... რამდენი აქსესუარია კიდევ რისი აფგრეიდიც მინდა:

 

2 ტბ HDD

კარგი ქულერი

კარგი კლავიატურა & მაუსი

კარგი ვებ კამერა

ძალიან მაგარი დინამიკები 2.1 ან 5.1 (შემდეგ ხმის კარტა აუცილებლად Creative Sound Blaster ZxR SBX, რა ვქნა ეს მიმართულება ერთადერთია რომელზეც კომპრომისებზე წასვლა არ შემიძლია :D)

ჰო ქეისი დამავიწყდა კიდევ... ქეისიც მინდა რამე full tower და იყოს ნორმალური გარეგნობის.

აბა მარტო ესენი რა დაჯდება, წარმოდგენაც არ მინდა... კომპიუტერი მარტო პროცესორის სისწრაფით ხომ არ იზომება. კომპიუტერმა სიამოვნება უნდა მოგანიჭოს. აი მე ფილმების მოყვარული არ ვარ. რაც კომპიუტერი ვიყიდე, დღემდე ფილმი თავიდან ბოლომდე კომპიუტერში ნაყურები მაქვს 5–6 ჯერ. ახალი კომპით ფილმის საიტზეც კი არ შევსულვარ ყურების მიზნით... რავი რატომღაც ინტერესი არ მაქ არანაირი, გამონაკლისების გარდა. სამაგიეროდ ორმაგ სიამოვნებას ვიღებ სასიამოვნო ჟღერადობის აუდიო სისტემაში, ამიტომაც ვერ მივდვიარ მაღალი ფასის მიხუედავად დათმობაზე...

 

თავისით არაფერი არ შევა, ნორმალური ცირკულაციისთვის წინა და უკანაც არაა საკმარისი, მე 5 ფანი მიყენია, წინ–უკან 2 მაღლა და 5–ე გვერდიდან, აი ეგ 5–ე რო დავაყენე შეტანაზე გვერდიდან 7–8 გრადუსით დაიკლო ვიდეოს ტემპერატურამ + ჩიპსეტსაც ანიავებს, ქულერიდან წამოსულ თბილ ჰაერს კი უკანა და მაღლითა ფანები ეგრე გარეთ გასტყორცნიან

 

მართალი ხარ, თავისით არაფერი არ შევა, ტყუილად არ უყენია იქვე სამაგრები. აი შენ სრული სავინტილაციო სისტემა გქონია ქეისში :thumbsup:  მაგრამ ხმა არააქვს ამდენ ფანს ერთად? თუ ძალიან სასიამოვნოა კომპის ჩართვისას, ფანების ერთდროულად ბრუნვის ხმა რომ ისმის?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.