სოსო Posted October 31, 2010 Share Posted October 31, 2010 ამ თემაში ვეცდები ავხსნა როგორ მუშაობს ეს ორი პროგრამა SetFSB და ClockGen საერთოდ პროცესორის აჩქარება (რაზგონი, overclocking) ბიოსიდან ბევრად უფრო მოსახერხებელია როცა დედა დაფას (მაზერი) აქვს შესაბამისი ფუნქციები, თუმცა ბევრ დედა დაფას (განსაკუთრებით ძველ დედა დაფებს) არა აქვს ბიოსში აჩქარების ფუნქცია. ასევე არა აქვს აჩქარების ფუნქციები ე.წ. ბრენდის კომპიუტერებს (მაგალითად HP-ს აწყობილ სისტემებს). ამ დროს ჩვენ გვჭირდება პროცესორის აჩქარება (ძალიან გვჭირდება ) და ასეთ შემთხვევებში windows-იდან აჩქარება შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს. ასევე ეს პროგრამები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრემალური აჩქარებისას. ხშირად არის რომ ბიოსიდან აჩქარების რესურსები ამოწურულია, სიტყვაზე ჩვენ შევძელით სისტემის ჩატვირთვა 775 სოკეტზე 600 FSB-თი ხოლო 610-ზე არ იტვირთება სისტემა (მაღალ FSB-ზე ოპერაციული სისტემის OS ჩატვირთვა დიდი დატვირთვაა პროცესორისთვის) ამ შემთხვევაში ჩავტვირთავთ 600-ით და შემდეგ ამ პროგრამების საშუალებით პირდაპირ ვინდოუსიდან შევძლებთ სიხშირეების აწევას, როცა ოპრეაციული სისტემა ჩატვირთულია FSB-ს მომატება პროცესორისთვის ისეთი დიდი დატვირთვა აღარ არის ხოლმე და უფრო ადვილად იტანს სიხშირის მომატებას. ასეთი ტიპის პროგრამები (windows-იდან რომ აკეთებენ აჩქარებას) უკვე უამრავი არსებობს. ფაქტიურად ყველა ახალ დედა დაფას თავისი უტილიტა მოყვება და საკამოდ ეფექტურადაც ასრულებენ თავის ფუნქციას. ამ პროგრამების მუშაობის პრინციპი დედა დაფის manual-ში შეგიძლიათ დაწვრილებით ნახოთ უბრალოდ ხალხს ეზარება ხოლმე ამ manual-ების კითხვა გადავიდეთ საქმეზე ჯერ ვნახოთ SetFSB ოფიციალური საიტი ეს არის თუმცა ამ ბოლო დროს პროგრამა გახდა ფასიანი და ყიდვაა საჭირო http://www13.plala.or.jp/setfsb/ უფასოდ შეგიძლაით ნახოთ პროგრამების პაკეტში გავუშვებთ პროგრამას და გაჩნდება ასეთი ფანჯარა ეხლა რა უნდა ვქნათ აქ ?! საერთოდ ყველა პროცესორს სჭირდება თავისი სიხშირის გენერატორი Clock generator იგივე PLL ყველა დედა დაფაზე უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ე.წ. ICS ჩიპის ნომერი რომელიც შეესაბამება ამ დედა დაფას აი მაგალითად ჩემს დედა დაფაზე არის ესეთი ICS ჩიპი რომელსაც აწერია გენერატორის ნომერი დააჭირეთ გადიდებისთვსი ნომერი არის 9LPRS926EGLF სწორედ ეს ნომერი უნდა მოვძებნო ჩემს დედა დაფაზე ამ პროგრამით რომ დავარაზგონო მოვძებნი clock generator სიაში და დავაჭერ Get FSB კნოპკას და "ვოალია" პროგრამამ სწორად ამოიცნო FSB სიხშირეები და არა მარტო სურათზე ჩანს როგორ არიან სიხშირეები ერთმანეთზე გადაბმული თქევნი დედა დაფის ICS ნომერი შეგიძლიათ თვითონ მაზერზე ეძებოთ ან setFSB პროგრამის დირექტორიაში უნდა იყოს ტექსტური ფაილი setfsb.txt რომელსაც გახსნით და იქ ნახავთ clock generator-ების სიას და შესაბამის დედა დაფების ან ლეპტოპების სიას მაგალითად Acer Aspire 5100 ლეპტოპს შეესებამება გენერატორი ICS951462AGLF და ა.შ. (მინდა ავღნიშნო რომ ჩემს დედა დაფაზე სიაში ICS9LPRS926EGLF ამის გვერდით რამოდენიმე გენერატური უპრობლემოდ მუშაობს და შემიძლია სხვა გენერატორებითაც დავარაზგონო ასე რომ მარტო ერთი ნომერი არ მუშაობს ხოლმე) გაჩნდა ორი მწვანედ შემოხაზული ჯოხი რომლის გადაადგილებითაც მომეატება სიხშირე ან ლურჯად ხაზგასმული კნოპკები რომლებითაც უფრო ფაქიზად ხდება სიხშირეეების მომატება ფაქტიურად 1 FSB სიზუსტით არ დაგავიწყდეთ Ultra თოლია ("პწიჩკა") რომელიც არის Get FSB კნოპკის გვერდით რომელსაც თუ მონიშნავთ გაიზრდება სიხშირის მომატების შესაძლებლობა ანუ უფრო მეტი FSB-ს დადების საშუალებას მოგცემთ ზედა ხაზით ხდება FSB-ს და შესაბამისად ოპერატიულის (RAM) სიხშირის მატება ხოლო ქვედა ხაზით PCI-e და PCI სიხშირეების მომატება რომელიც ჩემთან 99.8/33.3 MHz წერია ექსტრემალური რაზგონისას ამათი მომატებაც დაგეხმარებათ მაღალი FSB-სთვის მოუმატებთ სიხშირეს და შემდეგ დააჭერთ კნოპკას Set FSB (არ ეგერიოთ ერთია Get FSB და მეორე Set FSB) მაგალითისთვის დავარაზგონებ ჩემს პროცესორს და მოვუმატებ FSB-ს 333-იდან 340-მდე და ვანხოთ შედეგი როგორც ხედავთ CPU-z-ში სწორად მაჩვენა მოიმატა FSB სიხშირემ გახდა 340 შესაბამისად მოიმატა სიხშირემ და 3160 Mhz-ის მაგივრად მაქვს 3234.4Mhz და ასევე მოიმატა ოპერატიულის სიხშირემ მქონდა 400 და გახდა 408 Mhz (საერთოდ გაითვალსიწინეთ აჩქარებისას ბიოსიდან იქნება თუ ვინდოუსიდან FSB-სთან ერთად RAM სიხშირე აუცილებლად იზრდება) მოკლედ პრინციპი ძალიან მარტივია, მთავარია ვიპოვოთ სწორი ICS ნომერი რომლის მოძებნისთვის რამოდენიმე ხერხი არსებობს 1) ინტერნეტი ანუ Google თუმცა ასე პოვნა ძნელია 2) მთავარი ხერხი შევდივართ საიტზე http://www13.plala.or.jp/setfsb/ და ვნახულობთ Clock Generator (Motherboard) სიას სადაც შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ დედა დაფა და მისი შესაბამისი ICS ნომერი მაგალითად გვინდა P5Q დედა დაფის პოვნა. ინტერნეტ ბორუზერის search ფუნქციით Ctrl+f კომბინაციით ჩავწერთ P5Q-ს და ვიპოვით ასეთ რამეს ICS9LPRS916JGLF (ASUS P5K, P5QL Pro ) ეს მაზერი არ გვაწყობს და (თუმცა გენერატორი მაინც შეიძლება მოერგოს ) ძებნის ფუნქციაში დავაჭერთ Next კნოპკას და ამოაგდებს მომდევნო შედეგს ICS9LPRS918BKL(ASUS P5K/3 Deluxe, P5E, P5Q Deluxe, P5Q-E ) როგორც ხედავთ რამოდენიმე დედა დაფას ერთი და იგივე ნომერი აქვს მოვძებნით SetFSB პროგრამაში ამ ნომერს და შემდეგ უკვე ადვილია ზევით მიწერია რა და როგორ ვქნათ. 3) და საკმაოდ საინტერესო გზა. ვთქვათ ვერ ვიპოვეთ შესაბამისი ICS ნომერი. მაშინ მივდგებით და ყველა ნომერს ვცდით სიაში. პროგრამაში რომელი გენერატორებიც არის ხელით გადავარჩევთ და ვნახავთ მოერგება თუ არა დედა დაფას (და არა პროცესორს) და შევძლებთ თუ არა მისი საშუალებით დარაზგონებას. ამოვირჩევთ, დავაჭერთ Get FSB-ს და შევხედავთ რა სიხშირეებს გვაჩვენებს და მერე ვცდით კიდევაც მომატებას და Set FSB კნოპკას. შეიძლება ამ დროს კომპიუტერი დაეკიდოს, გაითიშოს ან საერთოდ გრძნობა არ ქონდს მაგრამ თუ ძალიან გვინდა აჩქარება პოვნაც შეიძლება. მე მქონია იმედგაცრუება ანუ HP-ს ლეპტოპზე ვერც-ერთი გენერატორი ვერ მოვარგე SetFSB და Clockgen პროგრამებში რომელიც იყო. რამოდენიმეჯერ მაქვს გადამოწმებული მთელი სია და მაინც არ ქნა. თუმცა ჩემი დის Netbook-ზე მქონდა საინტერესო შემთხვევა MSI-ს ფირმის Netbook იყო რომელიც ვერ არ გავხსენი რომ ICS ნომერი მენახა მაზერზე. მივყევი და ხელით გადავარჩიე ყველა ნომერი და ციფრებით არ დამეთხვა არც-ერთი. პროცესორი იყო Atom 270 FSB 133-ით, ხოდა ერთერთმა გენერატორმა დამიწერა FSB 266 აქვსო (ორჯერ მეტი) მაინც ვცადე მომატება და მოემატა და ქულებიც ავიღე http://hwbot.org/result.do?resultId=840446 აი შედეგი FSB 133-დან გავზადე 180-მდე თუმცა რიცხვები SetFSB პროგრამაში არასწორად მაჩვენა. ასე რომ გაითვალისწინეთ. რაც შეეხება clockgen პროგარამს აქაც პრინციპი იგივეა გაუშვებთ პროგრამას და შეიძლება ასეთი სურათი ამოაგდოს ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერაფერს იზავთ ! მაგრამ თუ ასეთი ფანჯარა ამოაგდო ჩათვალეთ მწვანე შუქია შევდივართ Pll setup მენიუში ვარჩევთ ან ვეძებთ ICS ნომერს ვაჭერთ read clocks კნოპკას შემდეგ შევდივართ PLL control მენიუში და აქაც იგივე პრინციპია მომატებისთვის როგორც SetFSB პროგარამში ორი ჯოხია ზედა უმატებს FSB-ს და ქვედა PCI-E სიხშირეს ვაწვებით apply selection და ეგ არის პროცესორი დარაზგონდება ! გირჩევთ აჩქარებისას მოუმატოთ ძალიან ნელნელა, ფაქტიურად ერთი ბიჯით დააფიქსირეთ სიხშირე და ნახეთ თუ მოუმატა CPU-z პროგარამში ასე ნელნელა მოუმატეთ სანამ კომპიუტერი არ გაიჭედება ან არ დაარესტარტებს და თქვენ გეცოდინებათ სადამდე რაზგონდება პროცესორი ვინდოუსიდან და შემდეგ ჩატვირთვაზე მოუმატებთ უფრო ნაკლებ სიხშირემდე. მეტი სიხშირის მისაღწევად დაგჭირდებათ ძაბვის მომატება ბიოსიდან რადგან ამ პროგრამებით ძაბავს ვერ მოუმატებ (ახალი დედა დაფების სპეციალურ ასაჩქარებელ პროგრამებში ძაბვის მომატების ფუნქციაც შედის). ამ პროგრამით შეგიძლიათ ოპერების სიხშირის მომატებაც და მაღალი შედეგების დაფიქსირება ისევე როგორც FSB ზოგჯერ ოპერებიც მაღალ სხშირეზე ვინდოუსის ჩატვრითვას ვერ უძლებენ ბიოსში დაუკლებთ მამარავლს (multiplier თუ აჩქარების მიზანი მარტო ოპერებია) ჩატვირთავთ დაბალ სიხშირეზე და შემდეგ ვინდოუსიდან აჩქარება უფრო ადვილი ასატანია ოპერებისთვისაც. წარმატებულ აჩქარებას (overclocking) გისურვებთ :D 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 მოკლედ ვისაც ბიოსიდან აქვს ამის საშუალება, ბიოსიდან გაკეთება ჯობია მაინც, თუ არა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 მოკლედ ვისაც ბიოსიდან აქვს ამის საშუალება, ბიოსიდან გაკეთება ჯობია მაინც, თუ არა ? აბა რა კაცო სეთფსბ და ქლოქგენი არის ბოლო ფაინ ტუნინგისთვის თორე ისე 100% ბიოსიდან უნდა აკეთო ეს აბა ლეპტოპს იშვიატად აქვს სარაზგონო ბიოსი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 11, 2010 Share Posted November 11, 2010 ისა და ppl ების გადმოწერა არ შეილება ? მარტო მაგეებს ერგება სხვა დედადაფებს ტუ პროცებს არა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 12, 2010 Author Share Posted November 12, 2010 ისა და ppl ების გადმოწერა არ შეილება ? მარტო მაგეებს ერგება სხვა დედადაფებს ტუ პროცებს არა ? რა უნდა გადმოწერო ვერ გავიგე? შენ ვერაფერს გადმოწერ მაზერს აქვს თავისი clock generator-ი და setfsb თუ ცნობს ამ გენერატორს დაარაზგონებ თუ ვერ ცნობს ვერ დარაზგონებ არაფრის გადმოწერა გიშველის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rrazma Posted November 28, 2010 Share Posted November 28, 2010 ეს სურათი თუ ამოაგდო არ დარაზგონდება არანაირი პროგრამით ? _________________________ ბიოსიდან როგორ ხდება ეს ყველაფერი თუა სადმე ახსნილი დამილინკEთ დიდ მადლობას გეტყვით პს:ახალი ვარ ამ საქმეში :შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 28, 2010 Author Share Posted November 28, 2010 ეგ სურათი თუ ამოაგდო მაგ პროგრამით არ დარაზგონდება ბიოსს გააჩნია რა მაზერი გაქვს ან სურათები დადე ბიოსის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rrazma Posted November 29, 2010 Share Posted November 29, 2010 გადავუღე მაინც ყველაფერს მეშველება რამე ? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 29, 2010 Author Share Posted November 29, 2010 advanced CPU configuration აბა მანდ შედი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 29, 2010 Share Posted November 29, 2010 მაზერზესად ვნახო ჩემი ს ქლოქ გენერატორის დასახელება ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 29, 2010 Author Share Posted November 29, 2010 მაზერზესად ვნახო ჩემი ს ქლოქ გენერატორის დასახელება ? დაახლოებით ასე გამოიყურება http://i.hwa.me/articles/large/10299.jpg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 29, 2010 Share Posted November 29, 2010 დაახლოებით ასე გამოიყურება http://i.hwa.me/articles/large/10299.jpg აქ ასე აწერია SWA W1013 NET G NS 982402 magnaeria zustad da am generatorze wava set fsb ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 29, 2010 Author Share Posted November 29, 2010 აქ ასე აწერია SWA W1013 NET G NS 982402 magnaeria zustad da am generatorze wava set fsb ? არ წავა ეგეთი გენერატორი არ იცის პროგრამამ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 29, 2010 Share Posted November 29, 2010 არ წავა ეგეთი გენერატორი არ იცის პროგრამამ ვა რა კომპი მაქ ეგეთI :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rrazma Posted November 30, 2010 Share Posted November 30, 2010 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 1, 2010 Author Share Posted December 1, 2010 არ გამოდის მაგ მაზერით არაფერი რაზგონის ფუნქციები რაც უნდა იყოს advanced მენიუში არის ხოლმე AT Tweacker AI Overclock და რაღაც ამის მსგავსი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio13 Posted December 11, 2010 Share Posted December 11, 2010 სოსო არ გინდა უფასო fetfsb-ს ლინკი განაახლო? სამივე ლინკი წაშლილია 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 12, 2010 Author Share Posted December 12, 2010 სოსო არ გინდა უფასო fetfsb-ს ლინკი განაახლო? სამივე ლინკი წაშლილია http://rapidshare.com/#!download|446l33|436445502|setfsb_2_2_125_92.rar|272 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jondo Posted January 13, 2011 Share Posted January 13, 2011 არის რამე პროგრამა რომითაც შევდზლებ რომ cpu voltage მოუმატო ? :ugly_confused2: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted January 13, 2011 Share Posted January 13, 2011 რა მაზერი გაქვს? სარაზგონო მაზერებს მოყვებათ ხოლმე tool-ი windows-ისთვის რომლითაც ძირითადი პარამეტრების შეცვლა შეგიძლია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jondo Posted January 13, 2011 Share Posted January 13, 2011 რა მაზერი გაქვს? სარაზგონო მაზერებს მოყვებათ ხოლმე tool-ი windows-ისთვის რომლითაც ძირითადი პარამეტრების შეცვლა შეგიძლია მაზერი ძველი 478 სოკეტზე VIA ჩიპსეტზე არის და ვერაფერი ვუშველე 0.2GHz-ზე მეტით ვერ დავარაზგონე ბიოსიდან მოსამატებელი საერთოდ არ აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 13, 2011 Author Share Posted January 13, 2011 მაზერი ძველი 478 სოკეტზე VIA ჩიპსეტზე არის და ვერაფერი ვუშველე 0.2GHz-ზე მეტით ვერ დავარაზგონე ბიოსიდან მოსამატებელი საერთოდ არ აქვს პაილანიკი თუ არ გეხერხება მაშინ დაივიწყე მაგ მაზერზე ძაბვის მომატება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted January 13, 2011 Share Posted January 13, 2011 ფიზიკურად თუ არ აქვს მაზერს ბიოსიდან ვოლტის მომატება, ოპ სისტემიდან როგორღა მოუმატებს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vandal_2006 Posted February 29, 2012 Share Posted February 29, 2012 გაუმარჯოს დამეხმარეთ: MBU: Asus P5LD2-X, CPU: Pentium 4 3.0 631 ვერაფრით ვერ დავარაზგონე... SetFSB-ში ჩემი მაზერის პლლ ნომერი არის, მაგრამ როცა ვნიშნავ და და getfsb ვაჭერ ერორს აგდებს. ბიოსში რათქმაუნა სასარგებლო ვერაფერი ვნახე... რაიმე გამოსავალი არის? პ.ს. იქნებ SetFSB დარეგისტრირებული ვერსია გადმომიგდოთ ვინმემ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted March 7, 2012 Author Share Posted March 7, 2012 customize განყოფილებაში რა გინდა? control-ში მიუთითე PLL მუშა ვერსია აქ არის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.