Shoti Posted July 6, 2014 Share Posted July 6, 2014 გამარჯობა, ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს მეგობარ Bash-Scripting - ზე, დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილება არვიცი რამდენი თქვენგანი იყენებს ბეშს, მაგრამ ვინც იუნიქსს/ლინუქსს იყენებთ აუცილებლად გამონახეთ ცოტაოდენი დრო მის შესასწავლად, თუნდაც იმიტომ, რომ მოიშოროთ რუტინული საქმე და უფრო საინტერესო რამით დაკავდეთ ბეში საკმაოდ დიდი თემაა, ამიტომ $#^#(|დები მოკლედ დავწერო რაარის და რატომ არის ჩვენი მეგობარი. ბეშ სკრიპტინგი საშუალებას გვაძლევს ლინუქსში გარკვეული, ჩვენთვის საჭირო მოქმედებები შევასრულოთ მიმდევრობით. მისი საშუალებით რთული ოპერაციების ჩატარებაც შესაძლებელია, თუმცა მოითხოვს პროგრამირების გარკვეულ დონეზე ცოდნას. ნებისმიერი შელ სკრიპტი უნდა დაიწყოს სტრიქონით სადაც მითითებულია ამ სკრიპტის შემსრულებელი პროგრამის სახელი, ჩვენს შემთხვევაში ეს არის #!/bin/sh - რომელიც პირდაპირი ბმულია /bin/bash-ზე რაც წარმოადგენს Linux, Unix და სხვა მათზე დაფუძნებული საოპერაციო სისტემების უმთავრეს ტერმინალს. ბეშზე რომ ვწეროთ უნდა ვიცოდეთ Linux/Unix - ის ტერმინალის ბრძანებები + ბეშის მარტივი სინტაქსი. ინტერნეტში უამრავი ლიტერატურაა, მე კი გირჩევთ ამ წიგნს : https://www.dropbox.com/s/89sdwktayn7lb4k/TLCL-13.07.pdf ეს წიგნი არაა მხოლოდ ბეშ სკრიტპინგზე, მისი წაკითხვის შემდეგ ძალიან კარგად გეცოდინებათ ლინუქსის ტერმინალიც და ბეშიც იმისთვის რომ უკეთ მიხვდეთ თუ რაზეა საუბარი დავდებ ჩემს დაწერილ ორ მარტივ სკრიპტს: პირველი ძალიან მარტივი სკრიპტია, რომელიც სამსახურისთვის დავწერე და არის მომენტები როდესაც ძალიან მიადვლილებს დეფენენსების პრობლემას რომელიც კომპილაციისთვის სჭირდება სოფტს რომელზეც ვმუშაობ. კოდი მარტივია ძალიან და მიხვდებით ყველაფერს, იდეა შეიძლება ვერ გაიგოთ, სპეციფიურა საქმისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ სინტაქსს ნახავთ. მეორე სკრიპტი შედარებით კომპლექსურია, ესეც სამსახურისთვის დავწერე და დაახლოებით 15 წუთიანი რუტინულ საქმეს მისრულებს ერთ წუთში. ჯერ არ დამიტესტავს, ცოტა ხნის წინ მოვრჩი, მაგრამ უბდა იმუშაოს ვგონებ ეს სკრიპტიც სპეციფიური საქმისთვის მაქვს დაწერილი და კარგად ვერ აგიხსნით რა ხდება, მაგრამ გარჩევა არუნდა გაგიჭირდეთ. ეს ორი მარტივი სკრიპტი დავდე იმიტომ, რომ დაახლოებით შეგქმნოდათ წარმოდგენა რა და როგორ ხდება ბეშში იმედია გაინტერესებთ ვინმეს ეს თემა, ან ახლა დაგაინტერესებთ. ვისაუბროთ მეშზე საინტერესო თემაა, თუ რამე კითხვები გექნებათ $#^#(|დები გიპასუხოთ 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted July 7, 2014 Share Posted July 7, 2014 კაია მეც ვიყენებ ხოლმე bash-ს მართლაც მაგარი რამეა. ეხლა ერთ დიდ სკრიპტზე ვმუშაობ, რომელიც ubuntu-ს ვერსიის მიხედვით დააყენებს პროგრამებს და MAC OS X-ს თემას. 150 ხაზამდე არის უკვე მაგრამ მგონი აჯობებს დავყო ნაწილებად მაინც თემის ინსტალაციისას ზოგჯერ ისედაც აგდებს ერორს და გაწყდება ოპერაცია. რაიმე სამომხმრებლო საინტერესო სკრიპტი თუ გექნება ამ თემაში ჩავამატებ სკრიპტებს. დღეს დავიწყებ და მერე მომაწოდე ხოლმე თუ არ დაიზარებ ცოტა გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted September 5, 2014 Author Share Posted September 5, 2014 მოდერმა ჩემი დაწერილი სკრიპტები წაშალოს რა ამ პოსტს რომ ნახავს. მადლობა წინასწარ. თუ კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ ვითხოვ ამას, მომწერეთ პმ და აგიხსნით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted September 6, 2014 Author Share Posted September 6, 2014 სად ხართ მოდერებო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 7, 2014 Share Posted September 7, 2014 წაგიშალე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted September 7, 2014 Author Share Posted September 7, 2014 წაგიშალე მადლობ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.