Popular Post Power_VANO Posted February 4, 2011 Popular Post Share Posted February 4, 2011 მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო! ზოგმა იცით, ზოგმაც არა - ამასწინათ ჩემი 8 გბ-იანი OCZ ATV მოკვდა, გულის შეტევით. რაც მთავარია, პირნათლად მემსახურა დაახლოებით ორი წელიწადი და ახლა ჩემს უჯრაში განისვენებს. საჭირო იყო შემცვლელის მოძებნა. რამდენიმედღიანი ძებნის, ტესტების ქექვის და ჩვენი თანაფორუმელების რჩევების გათვალისინებით, შევჩერდი Patriot Xporter XT Rage-ზე, 16 გბ-იან ვარიანტზე. პროდუქტი შევიძინე ამაზონზე, 33 მარადმწვანედ (ახლა 29 ღირს): http://www.amazon.com/Patriot-Xporter-Flash-Drive-PEF16GRUSB/dp/B003WUX6QK/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1296846069&sr=8-1 სამწუხაროდ, დრაივი დაზიანებული ჩამოვიდა - ძვირფასმა USPS-მა როგორც ჩანს ავტომატურ შესაფუთ მანქანაში მოაყოლა საწყალი ფლეშკა, დალეწილი ჩამოვიდა, ჭუჭყიან შეფუთვაში. გადავუგზავნე სურათები მაღაზიას და მათაც ახალი გამოგზავნეს. როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ნანატრი ფლეშ დრაივი, დღეს მივიღე ამანათი მწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება - 4-არხიანი დიზაინი, 27 მბ/წმ-მდე წაკითხვა და 25 მბ/წმ-მდე ჩაწერის სიჩქარე, კომპაქტური ზომები, ლამაზი და გამძლე დიზაინი... მოკლედ, კარგი რამე ჩანს თუმცა, საინტერესო იყო დრაივის რეალური შედეგები - საინტერესოა თუ მივიღებთ მწარმოებლის დანაპირებ სიჩქარეებს. პირველ რიგში, სინთეთიკური ბენჩები - ტესტირება ჩატარდა როგორც FAT32, ასევე NTFS ფაილურ სისტემებზე - ოპ. სისტემა Windows 7 Ultimate 64 ბიტი: ATTO DISK BENCHMARK 2.46 CRYSTAL DISK MARK 3.0.1a EVEREST DISK BENCHMARK სინთეთიკური ტესტები გასაგებია, ახლა ვნახოთ რა ხდება ლაივში. ამ შემთხვევაში სკრინები აღარ მაქვს, ტაიმერით ვზომავდი გადაწერის დროებს და შემდეგ ვთვლიდი სიჩქარეს. რეალური, ე.წ. Read World ტესტები ჩაწერა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება HDD-დან ფლეშ დრაივზე) NTFS - 21.2 მბ/წმ FAT32 - 18.4 მბ/წმ წაკითხვა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება ფლეშ დრაივიდან HDD-ზე) NTFS - 28.7 მბ/წმ FAT32 - 28.6 მბ/წმ კოპირება - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (ფლეშ დრაივიდან ფლეშ დრაივზე, ანუ CTRL+C > CTRL+V) NTFS - 10.9 მბ/წმ FAT32 - 11 მბ/წმ ჩაწერა - 515 მბ მუსიკალური ფაილები, MP3 ფორმატში (საშუალოდ ზომის ფაილები)(HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 11.7 მბ/წმ FAT32 - 9.9 მბ/წმ ჩაწერა - Adobe Photoshop CS5-ის ინსტალირებული ფოლდერები 32 + 64 ბიტი, 784 მბ (შერეული, უმეტესად მცირე და საშუალო ზომს ფაილები) (HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 6.1 მბ/წმ FAT32 - 3.19 მბ/წმ ამ შედეგების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე სინთეთიკურ ბენჩებს. დააკვირდით ATTO Disk Benchmark-ში მიღებულ შედეგებს - დრაივი მაქსიმალურ სიჩქარეებს ავითარებს 64 კილობაიტიანი პაკეტების გადაწერისას. შესაბამისად, ავდექი და მივაფორმატე XT Rage-ი 64 კბ-იანი სექტორებზე (ტესტირება ჩატარებულია 8 კბ-იან სექტორებზე FAT32-ისთვის და 4 კბ-იან სექტორებზე NTFS-ისთვის. ამ ზომებს ვინდოუს 7 სტანდარტულად იძლევა ფორმატირებისას). ესეც იმავე ფოტოშოპის ფოლდერების კოპირების შედეგები, 64 კბ-იანი ფორმატირებით: NTFS - 6.2 მბ/წმ FAT32 - 4.3 მბ/წმ როგორც შედეგებიდან ხედავთ, დრაივი სწრაფია, ნამდვილად სწრაფია. წაკითხვის სიჩქარეები აჭარბებს მწარმოებლის მიერ დაპირებულს, აი ჩაწერის სიჩქარეები კი 25 მბ/წმ-მდე ვერ მივიყვანე სამწუხაროდ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა ტესტში NTFS ფაილური სისტემა FAT32-თან შედარებით სწრაფი აღმოჩნდა. მოკლედ, ფლეშკა რეკომენდიდ, ფასს ამართლებს - ლამაზია, ხარისხიანია, კომპაქტურია და სწრაფია. მე კიდევ ვეცდები ჩაწერის ბენჩებზე წამუშავებას, მაინტერესებს უფრო მაღალ სიჩქარეებს თუ მივიღებ. 25 მბ/წმ-ის მუღამი მაქვს :) 13 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted February 4, 2011 Share Posted February 4, 2011 მაგარ! გაიხარე ვანო! ფიზიკურად პლასტმასი და რეზინა როგორია ხარისხის ამბავში? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 4, 2011 Author Share Posted February 4, 2011 მაგარ! გაიხარე ვანო! ფიზიკურად პლასტმასი და რეზინა როგორია ხარისხის ამბავში? ხარისხი კარგია ძალიან. შავი "მატოვი" ფერის რეზინანარევი პლასტმასია. რაღაც "რბილი პლასტმასის" ეფექტივით აქვს ხელსაც რომ უსვამ ზედ, არც სუფთა პლასტმასის შეგრძნებაა, არც სუფთა რეზინის. ფრჩხილიც გავუსვი და არ იკაწრება, გამძლე ჩანს. ორშაბათს გამოგივლი დილით სამსახურში და გაჩვენებ ლაივში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted February 4, 2011 Share Posted February 4, 2011 ვა კარგია, ამ ფირმის მირჩიეს მეც და ვიყიდე (გზაშია) http://www.amazon.com/gp/product/B0011EA4V4/ref=ord_cart_shr?ie=UTF8&m=ATVPDKIKX0DER აი ესაა, სხვა მოდელია და დიდად განსხვავდება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 4, 2011 Author Share Posted February 4, 2011 არა, დიდი სხვაობა არაა ნამდვილად. ოოოდნავ ნელია XT Boost-ი XT Rage-თან შედარებით, უცხოურ საიტებზე რა ტესტებსაც გადავხედე იმათი მიხედვით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 4, 2011 Share Posted February 4, 2011 კარქი ხარ ვანო კარქი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 4, 2011 Author Share Posted February 4, 2011 ATTO DISK BENCHMARK 2.34 ვერსია, NTFS: არადა აქვეა ზუსტად იგივე ვერსიაზე გატესტილი ტვიკთაუნის მიერ, 32 გბ-იანი ვერსია: http://www.tweaktown.com/reviews/3593/patriot_xporter_xt_rage_usb_2_0_32gb_quad_channel_flash_drive/index3.html ესენი იღებენ 25 მბ/წმ, მე 22 მივიღე ATTO 2.34, FAT32: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted February 4, 2011 Share Posted February 4, 2011 ამის წინამორბედი მაქვს, მშვენიერია. ამას მეტი write-ი აქვს :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 4, 2011 Author Share Posted February 4, 2011 ცოტა კვლევა-ძიების მერე დავასკვენი, რომ სავარაუდოდ USB ქვესისტემის "ბრალია" რომ 25 მბ/წმ ვერ მივიღე. მაზერიდან მაზერამდე USB განსხვავებულად მუშაობს ცოტა, იქ ბიოსი, იქ სხვა რამე... მერე ბიოსსაც ბოლომდე დავააპგრეიდებ და კიდევ მივატესტავ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
anzori88 Posted February 5, 2011 Share Posted February 5, 2011 საინტერესოა რეალური ტესტები. ნამდვილად კარგი ფლეშ დრაივია. თუ რამე მეც შეიძლება დავითრიო ახლო მომავალში. მადლობა ინფოსთვის ვანო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted February 5, 2011 Share Posted February 5, 2011 რაღა დროს უსბ2.0-ია :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted February 5, 2011 Share Posted February 5, 2011 რაღა დროს უსბ2.0-ია კაია გოროდი ? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 5, 2011 Share Posted February 5, 2011 კაი რამე ყოფილა თუ ფატ ზე და ნტფს ზე სიჩქარეები მიუახლოვდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted February 10, 2011 Share Posted February 10, 2011 მაგარი რამეა, მაგრამ რაში ვყარო ფული აგერ ეს მაქ და თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Hellados Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 შევარჩიე სამი ცალი ფლეშ მეხსიერება 1. Patriot Supersonic Xpress 16GB USB 3.0 Flash Drive Model PSF16GXPUSB http://www.newegg.co...N82E16820220611 25$ 2. Patriot Xporter XT Rage 16GB USB 2.0 Flash Drive Model PEF16GRUSB http://www.platinumm...id=FDPEF16GRUSB 24$ 3. OCZ Rally2 Dual Channel 16 GB Flash USB 2.0 Flash Drive OCZUSBR2DC-16GB http://www.amazon.co...14966693&sr=8-1 25$ სიჩქარე თითქმის ერთნაირები აქვთ ყველას, წაკითხვა 30მბ (Supersonic Xpress 50მბ უსბ 3–ზე) და ჩაწერა 20მბ (XT Rage კი უწერია 25 მარა როგორც ვანო ამბობს 20–21მბ–ზე ზევით არ ანვითარებსო) რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 პირველს ავიღებდი მე... ბოლოსდაბოლოს usb3.0-ზეა და "ოდესღაც" გამოგადგება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Hellados Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 USB 2–ზე იმ სიჩქარეებს ვერ განავითარებს ხომ რასაც usb 3-ზე განვითარებს ანუ ფლეშკას უწერია რომ usb 3 –ზე უწერია რომ წაკითხვა 50მბ–ი აქვსო და ეს ფლეშკა რომ usb2–ზე შეერთდეს იგივე დარჩება სიჩქარე თუ მოიკლებს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted September 2, 2011 Author Share Posted September 2, 2011 შევარჩიე სამი ცალი ფლეშ მეხსიერება 1. Patriot Supersonic Xpress 16GB USB 3.0 Flash Drive Model PSF16GXPUSB http://www.newegg.co...N82E16820220611 25$ 2. Patriot Xporter XT Rage 16GB USB 2.0 Flash Drive Model PEF16GRUSB http://www.platinumm...id=FDPEF16GRUSB 24$ 3. OCZ Rally2 Dual Channel 16 GB Flash USB 2.0 Flash Drive OCZUSBR2DC-16GB http://www.amazon.co...14966693&sr=8-1 25$ სიჩქარე თითქმის ერთნაირები აქვთ ყველას, წაკითხვა 30მბ (Supersonic Xpress 50მბ უსბ 3–ზე) და ჩაწერა 20მბ (XT Rage კი უწერია 25 მარა როგორც ვანო ამბობს 20–21მბ–ზე ზევით არ ანვითარებსო) რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო? მოკლედ, Rally 2-ის სიჩქარეები ბოლია, 15-ზე მეტს ვერ ავითარებს ეგ ფლეშკა ჩაწერას, წაკითხვა კი აქვს 30-მდე, გამიტესტავს. სუპერსონიკი დუალ ჩენელია, ჩაწერის სიჩქარე მაქს. 20 ექნება, ვერ გადააცელ. Xპორტერი ჩემ მაზერზე არ გადაცდა 21-ს, თორემ მეორეც მაქვს ასუსი, იქ 24 დადო ჩაწერის სიჩქარეში Xპორტერი საუკეთესო იქნება ქვად ჩენელის გამო USB 2–ზე იმ სიჩქარეებს ვერ განავითარებს ხომ რასაც usb 3-ზე განვითარებს ანუ ფლეშკას უწერია რომ usb 3 –ზე უწერია რომ წაკითხვა 50მბ–ი აქვსო და ეს ფლეშკა რომ usb2–ზე შეერთდეს იგივე დარჩება სიჩქარე თუ მოიკლებს? მოიკლებს რა თქმა უნდა მოკლედ, თუ USB 2.0-ზე უნდა გამოიყენო მხოლოდ ფლეშკა, მაშინ ყველაზე სწრაფი Xპორტერი იქნება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Hellados Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 მოკლედ, Rally 2-ის სიჩქარეები ბოლია, 15-ზე მეტს ვერ ავითარებს ეგ ფლეშკა ჩაწერას, წაკითხვა კი აქვს 30-მდე, გამიტესტავს. სუპერსონიკი დუალ ჩენელია, ჩაწერის სიჩქარე მაქს. 20 ექნება, ვერ გადააცელ. Xპორტერი ჩემ მაზერზე არ გადაცდა 21-ს, თორემ მეორეც მაქვს ასუსი, იქ 24 დადო ჩაწერის სიჩქარეში Xპორტერი საუკეთესო იქნება ქვად ჩენელის გამო მოიკლებს რა თქმა უნდა მოკლედ, თუ USB 2.0-ზე უნდა გამოიყენო მხოლოდ ფლეშკა, მაშინ ყველაზე სწრაფი Xპორტერი იქნება გასაგებია, ესეიგი 1 პლიუსი Patriot Xporter XT Rage–ს შენ რას მირჩევ ვანო 30$–მდე რომელი ფლეშკის ყიდვა სჯობია? ამასწინათ სამსახურმა 16გბ–იანი sandisk cruzer blade –ები მოგვიტანა წაკითხვა 18–20 და ჩაწერა 5 თუ 7მბ–ი ჰქონდა, კატასტროფა ფლეშკები იყო, მერე დამეკარგა კიდეც და ახლა ვეძებ რაიმე ნორმალურს, მირჩიე რამე ) ხო და კიდევ ერთი კითხვა, უსბ 3–ფლეშკებს რომ უწერია 50–70 და 100მბ–ი სიჩქარეები, ეგენი მარტო უსბ 3–ზე ანვითარებენ მაგდენს თუ უსბ2–ზეც იმავე სიჩქარეებით იმუშავებენ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted September 2, 2011 Share Posted September 2, 2011 Patriot Xporter XT Rage ამაზე მეტი ჩაწერა არცერთს არ ექნება და წაკითხვა მშვენიერი აქვს უსბ 3 ახალნდელ ფლეშკებს მაგარი წაკიტხვა აქვს უსბ 3 დამსახურებ8ით და ცუდი ჩაწერა უმეტესად ეგ ექსპორტერი კი 2.0 უსბ სერიის საუკეთესო სტიკია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted March 7, 2012 Share Posted March 7, 2012 მე დღეს ჩამომივიდა rage საკმაოდ კარგი და მოსახერხებელი ფლეშკაა, თან ცოტა უკეთესი შედეგები აჩვენა ვიდრე აქ ჩანს FAT 32-ზე გავატარე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 1, 2012 Share Posted May 1, 2012 სუპერტალენტის დუო ექსპრესი უსბ 3 და უსბ 2 შტეკერზე ფასი 16Gბ 22 ევროესეც სუფთა ჩაწერა დაიწყო 18მბ წმ და დარეგულირდა 19.9-20.4 შორის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 8, 2012 Share Posted May 8, 2012 სუპერტალენტის დუო ექსპრესი უსბ 3 და უსბ 2 შტეკერზე ფასი 16Gბ 22 ევრო ესეც სუფთა ჩაწერა დაიწყო 18მბ წმ და დარეგულირდა 19.9-20.4 შორის usb 3.0-ზე რამდენი აქ ჩაწერის სიჩქარე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 chacera orivegan ertnairia usb 2.0 yofnis ase 35-40 mbyte/sec ze ase rom ar atirmuzbs fleshkas romwlic amaze chkara ar icers Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 4, 2012 Author Share Posted June 4, 2012 დღეს გამძლეობის ტესტი აქვთ ჩემს XT Rage-ებს შარვალთან ერთად მთელი საათი სარეცხ მანქანაში მოხვდნენ სამწუხაროდ... შრებიან ახლა და ვნახოთ, იმედია გადარჩებიან :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.