Sign in to follow this  
NEIRON

ბორმანქანა ზუსტი სამუშაოსთვის

Recommended Posts

გაგიმარჯოთ

გრავირებისთვის დამჭირდა ბორმანქანა, დრემელი და შტერნი ზუსტ სამუშაოზე ნაკლებად გამომადგებოდა და დავიწყე ძებნა.

ზუსტი ხელსაწყოები აქვს proxonn-ს , თუნდაც მოდელი 12/e , 50e , მაგრამ იმავე ფასი ღირს, რაც სტომატოლოგიური ბორმანქანა, რაც უფრო კომფორტულია,პატარა და ასორტი სტომატოლოგიურ მაღაზიაში ბორების უამრავია.

ასე გამოიყურება 200 ლარიანი ბორმანქანა მისივე ადაპტორით, რომელსაც ცანგების(ბორებს რაზეც აყენებთ) 6 სხვადასხვა ზომა აქვს ამ ფასში

Gravierset.jpg

ასე გამოიყურება შიგნიდან:

800px_Micromot_50_Inners.jpg

ცალკე მიკრომოტორი 120 ლარია, ადაპტორი 80 ლარამდე, რაც არ მომწონს აქ, არის მიკრომოტორის (12 ვოლტზე მუშობს) აკუმლატორიდან ვერ ამუშავებთ ბრუნის რეგულაციას (მარტო მაქსიმუმ ბრუნზე ბრუნავს)

ბრუნი 5000 დან 20 000 წთ/ში

სიმძლავრე 50 ვატი

აქ შესადარებლად არ მომყავს დრემელის ან სხვა სტანდარტული ბორმანქანა, იგი სულ სხვა სამუშაოებისთვისაა, უფრო დიდი და მასიურისთვის, ვიდრე აქ მოყვანილი მოდელები.

ამ მოდელთან (proxxon 50e) მქონდა შეხება და არ მომხიბლა დიდად(სუბიექტური აზრი) და strong 240/102l ის შეძენა გადავწყვიტე.

ერთერთი მიზეზი ამისი იყო, ნახშირები, რაc ძრავს ამუშავებს, storng ის მიკრომოტორს ეცვლება, პროქსონს კი არა, გაცვდება და ბორმანქანა ან სანაგვეში, ან ახალი უნდა იყიდოთ (an Zravi calke)

აქ მხოლოდ ნახშირებს შეცვლი, რაც დამატებით მოყვება ბორმანქანას ყიდვისას.

ბორმანქანა გამოიყურება ასე:

არის ჩინური ზუსტად იმავე მოდელები(არადა ზედ აწერია რომ კორეულია), იაფია და განსხვავება არის ფერში, ორიგინალს ადაპტორის წინა პანელი აქვს წითელი ტონის, + აქვს შტრიხ კოდი დაბლა და მითითებულია რომ დამზადებულია კორეაში ( ჭეშმარიტად)

ფასი 250 ლარი ღირდა სტომატოლოგიურ მაღაზიაში, მოყვება პედალიც, რომელსაც ჩართვა გამორთვის ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მის გარეშეც გამოიყენოთ.

ძრავის სიმძლავრე 65 ვატია, რაც საკმარისზე მეტია ზუსტი საქმეებისთვის, ხმა ჩართულსა და გამორთულ შორის არც არის, უხმოდ, ჩუმად მუშაობს ,ისე რომ ღამითაც იმუშვებ.

ბრუნი: 0 დან 35 000 წთ/ში.

IMG_1655.jpg

ბორმანქნის უკანა ნაწილი(ორიგინალი), ჩინურ ვერსიებს მსგავსი წარწერა უფრო მოკლედ აწერია და ნაკლები წერია ზედ.

IMG_1656.jpg

გამოსაყენებლად იდეალურია, ვიბრაცია არ აქვს და საწერი კალამივით გამოიყენებთ, თავისუფლად, ძალდატანების გარეშე

IMG_1663.jpg

+ საკისრებიზეა ღერძი, რაც დიდი პლიუსია, რადგან საკისრები ცალკე იყიდება და ეცვლება.

მთლიანობაში საკმაოდ კარგი გამოდგა, ცანგა მოყვება 1 ცალი, 2,2 მმ-იანი დიამეტრის, რაზეც მიდის მთელი ბორების უთვალავი რაოდენობა , იმდენი ასორტიმენტია სტომატოლოგიურ მაღზიაში ბორების, გამოსვლა არ მოგინდებათ, ფასები 1,5 ლარიდანაა ალმასის ბორი მაგალითად, საჭრელი დისკო 3 ლარი, პოლირების დისკო 2 ლარი და ასე......

  • Upvote 4

Share this post

Link to post
Share on other sites

აღმაშენებლის 126 ში იყიდება, პოლიციის შენობა როა, გაყოლებაზე, ნახავ სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მაღაზიას, მანდ ვიყიდე

On 9/5/2016 at 11:08 PM, giokimera said:

rogor davukavshirde dilers meilze mainc momceret kimeridze22@gmail.com

Share this post

Link to post
Share on other sites

დრემელ 4000 შევიძინე და რა მაინტერესებს, ხის საჭრელი დისკო არ მოყვა და სად შეილება ცოტა იაფად შეძენა? იბეიზე 3$ არის მარა აშკარად ჩინურებია და ივარგებს ვითომ?

Share this post

Link to post
Share on other sites
12 hours ago, Rmanjavidze said:

დრემელ 4000 შევიძინე და რა მაინტერესებს, ხის საჭრელი დისკო არ მოყვა და სად შეილება ცოტა იაფად შეძენა? იბეიზე 3$ არის მარა აშკარად ჩინურებია და ივარგებს ვითომ?

ხის საჭრელი იყიდე თუნდაც იყოს ჩინური, ილესება ეგენი, ოღონდ ძალიან დიდი კბილებით არ იყიდო, პატარა კბილებიანი იდეალურია
დიდ კბილებიანმა ჩაკბილვა იცის და ხელს დაიზიანებ, პატარაზე ეგ ძალიან იშვიათად ხდება.

  მომწერე რა საქმისთვის გინდა, რა ხეა და ზუსტად მოგწერ

Share this post

Link to post
Share on other sites

გამარჯობა. სხვა თემა ვერ ვნახე ესეთ საკითხზე, ამიტომ აქ ვიკთხავ :) მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომ იყიდება ეგენი როგორებია ? ცოტ-ცოტა ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყენო ? ვინმეს ხომ არ გქონიათ ფორუმზე ? 

Share this post

Link to post
Share on other sites
On 01.01.2018 at 12:23 PM, STI-228 said:

გამარჯობა. სხვა თემა ვერ ვნახე ესეთ საკითხზე, ამიტომ აქ ვიკთხავ :) მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომ იყიდება ეგენი როგორებია ? ცოტ-ცოტა ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყენო ? ვინმეს ხომ არ გქონიათ ფორუმზე ? 

გაუმარჯოს
მაქედან ყველაზე მეტად, დრემელი გავა მრაფალფუნქციურში(სხვა ბრენდისები, იაფიანები-პაროდიაა ინსტრუმენტის).

სახლში ყველაზე მრავალფუნქციური, მაინც დრელია , დრემელს კიდე იმავე ფასი აქვს რაც ბოშის პერფორატორიან დრელს.

Share this post

Link to post
Share on other sites
2 hours ago, NEIRON said:

გაუმარჯოს
მაქედან ყველაზე მეტად, დრემელი გავა მრაფალფუნქციურში(სხვა ბრენდისები, იაფიანები-პაროდიაა ინსტრუმენტის).

სახლში ყველაზე მრავალფუნქციური, მაინც დრელია , დრემელს კიდე იმავე ფასი აქვს რაც ბოშის პერფორატორიან დრელს.

მადლობა :) ანუ გრავირებას დრემელის გარდა მაქედან ვერცერთი ვერ გააკეთებს ? პატარა საქმეებისთვის დრელის ყიდვას არ ჯობია მრავალფუნქციურის ყიდვა ? Link ესე მინდა პლასტმასი, რომ გავხვრიტო. ვერ ვერკვევი კარგად დრელეებში. პერფორატორიანში დარტყმითი იგულისხმება ? სამსახურში გვაქვს RTRMAX-ის დრელე და ბარგალკა. ორივეს სრულ დატვირთვაზე ვამუშავებთ და კარგად გამოგვადგა.

ბოშში შედარებით დაბალ ფასიანი დრელე რა ჯდება ან ზოგადად სახლის პირობებში რამდენ ვატიანი დამჭირდება ? :) 

Share this post

Link to post
Share on other sites
On 02.01.2018 at 7:14 PM, STI-228 said:

rtr max ის ფირმის ბალგარკა , მე მაინც მაკიტას გირჩევ, 115-120 ლ ჯდება.

მეორე: მასე ბორმანქანით, მაგ ბორმანქანით გაგიჭირდება, ამ იაფიანებს დაცენტვა აქვს ცუდი, არაზუსტი. ცანგა რაც კეტავს ბორს, არის არაზუსტი. მე ეგეთით ვერ ვმუშაობ, ძალიან არაკომფორტულია ვიბრაციის შეგრძნება ხელში და ხელსაც ვერ კიდებ ნორმალურად. 
ის გადამყვანი დამაგრძელებელის დაცენტვრაც მარაზმი აქვს.
მასე სუფთად გახვრეთ დრელით , უფრო კომფორტულია . მაგ ბორმანქანით კიდე, თუ სტომატოლოგიური არაა, ბორს ვერ იხმარ , დაგიტეხავს ან ცალ მხარეს დაგიბლაგვებს.
მე ამ სტომატოლოგიურით, 65 ვატია, მაგრამ ძალიან კარგად ვამუშავებ თითბერს, მეტალსაც, ნატიფ საქმეებზე მაქვს საუბარი.

დრელი, უპერფორატორო ვიგულისხმე , ანუ ჩაქუჩის ფუნქცია აქვს ყველას თითქმის, მაგრამ მარტო სახლში კარგია.
 
  • Thanks 1

Share this post

Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this