Jump to content

Recommended Posts

BF_Hardline_Hero_KeyArt_rating.jpg

 

გუშინ ამ თამაშის ინფორმაცია, Battlelog-ის განახლების შედეგად გავრცელდა ინტერნეტში. მოგვიანებით EA-მ დაამოწმა ინფორმაცია, და რომ თამაშის სრულ ანონსს E3-ზე ვიხილავთ, მაგრამ დღეს ტრეილერიც გაიპარა ქსელში:

 

http://www.youtube.com/watch?v=JELERWnsdeg

აქედან სავარაუდოდ არ წაიშლება ვიდეო

 

თამაში იქმნება Visceral Games-ის მიერ, რომლებიც როგორც ჩანს ისვენებენ დროებით Dead Space-ის სერიისგან. თამაში ორიენტირებული იქნება პოლიციელებისა და მძარცველების დაპირისპირებაზე. თამაშის ინტერნალური კოდური სახელია "Omaha". თამაში სავარაუდოდ გამოვა როგორც PC და ამჟამინდელი თაობის კონსოლებზე (PS4 და Xbox One), ასევე წინა თაობის კონსოლებზეც (PS3 და Xbox 360).

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

counterfield :D

კარგი ჩანს ^_^

Link to comment
Share on other sites

დაერქმიათ მარტო "Hardline", მაგრამ EA-მ ხომ უნდა მოწველოს "Battlefield"...

 

გამოვტოვებ. ალბათ ბეტას ვითამაშებ და პირატულ ერთპირიან კამპანიას, lol

Link to comment
Share on other sites

ცოტა მეტი ინფო... ბერო თუ გინდა პირველ პოსტში გადაიტანე...

 

კომპანია Electronic Arts-მა დაადასტურა Battlefield: Hardline-ის არსებობა. ქსელში გავრცელდა თამაშის გეიმპლეის ვიდეო.

 

df5a579cdab6.jpg

 

კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თამაშის ოფიციალური ანონსი იგეგმება 9 ივნისს EA-ს პრეს-კონფერენციაზე E3-ის გამოფენაზე. 

 

b5ec89f46381.jpg

 

"ჩვენ ვამზადებთ ახალ თამაშს Batlefield-ის ფრანშიზის შიგნით. მოქმედება განვითარდება ბევრისთვის საყვარელ ჟანრში - ომი კრიმინალთან და წინააღმდეგობები ბანდიტებსა და პოლიციელებს შორის. მოთამაშეებს ასევე ელოდებათ მოულოდნელი სიურპრიზები მრავალმომხმარებლურ რეჟიმში", - Visceral Games-ის უფროსმა სტივ პაპუტსისმა.
 

90d3a1d473a0.jpg

 

f01f61e2f4e6.jpg

 

თამაშს ექნება 4 რეჟიმი :
 
 
1.Heist Mode- ამ რეჟიმის დროს მოგიწევთ მოიპაროთ სოლიდური თანხა და მიიმალოთ პოლიციელებისგან.
 
2.Rescue Mode- ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ გაანთავისუფლოთ მძარცველების მიერ შეპყრობილი მძევლები, რომელთა გეგმამაც არ გაამართლა.
 
3.Hotwire Mode- აქ მოგიწევთ იყოთ დევნილი ან დაედევნოთ კრიმინალებს, იმისთვის რომ ამ ციებცხელებაში გადარჩეთ მაქსიმალურად დაგჭირდებათ თქვენი უნარების გამოყენება.
 
4.Blood Money Mode-ეს რეჟიმი არის ნამდვილი "ხორცისჟლეტვა" სადაც ორი დაპირისპირებული მხარე ცდილობს თავის ბაზაზე მიიტანოს ფულადი თანხის დიდი რაოდენობა.
 
 
■ თამაშს რათქმნაუნდა ექნება კამპანია სადაც მთავარ პერსონაჟად ახალგაზრდა მაიამის დტექტივია რომელსაც მოუწევს გააკეთოს არჩევანი დარჩეს პატიოსანი პოლიციელი თუ გახდეს კრიმინალი. თამაშში შეგეძლებათ სხვადასხვა არჩევანის გაკეთების საშუალება,
რომელიც საბოლოოდ ისტორიაზე მოახდენს გავლენას.
 
■ დეველოპერების თქმით პროექტი ყველაზე მაშტაბური იქნება მთელს თამაშის ისტორიაში, მაგრამ რადგან Battlefield Hardline-ს არ ექნება სამხედროებთან შეხება თამაშში არ იქნება ტანკები, ბეტეერები და ასე შემდეგ. დამატებითი ინფორმაცია მომავალ E3-ზე გახდება ცნობილი
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

QA-ს ერთ-ერთ თანამშრომელს გაუვრცელებია ის ტრეილერი ინფორმაცია თამაშის შესახებ (სავარაუდოდ რომ მრავალმომხმარებლიან რეჟიმს DICE ქმნის) ინტერნეტში და გაუგდიათ http://redd.it/26olyx

Link to comment
Share on other sites

არამგონია ამას რამე საერთო ქონდეს 3/4თან სულ სხვა პონტი იქნება

Link to comment
Share on other sites

zV1

 

რაღა მგონია უნდა მაგას... დაწვრილებით არის აღწერილი

Link to comment
Share on other sites

ვიდეო წაიშალა youtube-დან და ვისაც აინტერესებს შეუძლია აქ ნახოს: http://www.liveleak.com/view?i=9de_1401277054

 

ისე კი მაგ ვიდეოში ნაჩვენები კოდი ექვსი თვისწინანდელი ყოფილა visceral-ის ვიცე პრეზიდენტის თქმით. e3-ზე უახლეს ვერსიას აჩვენებენ http://twitter.com/leveluptime/status/471741428637261824

Link to comment
Share on other sites

არაფერი უმარილო არ ჩანს. ამოვიდა ყელში ეს ტანკები ბეტეერები და თვითმფრინავები

Link to comment
Share on other sites

Origin-ის მაღაზიაში უკვე გაჩნდა გვერდი, რომ წინასწარ შეუკვეთოთ Battlefield: Hardline-ი. კომპანია Electronic Arts-მა შექმნა წინასწარ შეკვეთის გვერდი ოფიციალურ ანონსამდე.
 
პროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მაშინ როდესაც ვიდეომ გაჟონა ქსელში, რომელიც შემქმნელების სიტყვების მიხედვით იყო გაკეთებული შიდა გამოყენებისათვის ნახევარი წლის წინ. რგოლი მაშინვე წაშალეს, მაგრამ მალევე Visceral Games-ს მოუწია ეღიარებინა თამაშის არსებობა.

 

124026.jpg

 

ანონსი იგეგმებოდა E3-ის გამოფენაზე და Visceral-ის უფროსის თქმით ინფორმაციის გაჟონვამ შემქმნელები გაანაწყება. ოფიციალური ანონსი ჯერაც არ შემდგარა, მაგრამ მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ თამაში Origin-ში.
 
პროექტი Battlefield: Hardline გახდება შუთერი პირველი პირიდან პოლიციელების და ბანდიტების თემატიკით. თამაშში იქნება ერთი-მოთამაშის კამპანია, კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი მულიტპლეიერი. რელიზი დაგეგმილია 2014 წლის შემოდგომისთვის.
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეს იყო ძველი იდეა. ანუ ეს მიმდინარეობს პარალელურად. BF ს ტექნოლოგიებით. და თამაშის სხვა განხრაა. BF როგორც საჯარო მიმართულება 4 ის მერე გაგრძელდება როგორც წესი და იქნება შემდგომი ნაწილებიც )

 

მე საკმაოდ მომეწონა დეტალიზირება განსაკუთრებით სასროლი თოკი :D ჰაჰ რას ვიკემპერეებ :D

Link to comment
Share on other sites

თამაშის ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმსაც Visceral უძღვება DICE-თან კოლაბორაციით https://twitter.com/leveluptime/status/472471630917029888

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამ თამაშის Gameplay http://vimeo.com/97177528

Link to comment
Share on other sites

ქსელში გავრცელდა Battlefield: Hardline-ის კიდევ ერთი ახალი ვიდეო. რგოლი გვიჩვენებს თამაშის ბეტა-ვერსიის მრავალმომხმარებლურ რეჟიმს.
 
რგოლიდან გამომდინარე თამაშში იქნება ასეთი რეჟიმები - "სისხლიანი ფული" და "ძარცვა". გეიმერებს შეეძლებათ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მათ შორის პოლიციის მოტოციკლეტებისა და ვერტმფრენების. კერძოდ კი მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ სამაშველო მანქანები, ყველგანმავლები, მოტოციკლეტები, საპატრულო და სატრანსპორტო ვერტმფრენები და ა.შ.

 

 

c6662f0787f5.jpg

 

რეჟიმ "სისხლიან ფულში" პოლიციელებს მოუწევთ, რომ საშუალება არ მისცენ ბანდიტებს, რომ არ მოიპარონ დიდი ფული. ამავდროულად კი ბანდიტებმა რაც შეიძლება დიდიხნით უნდა შეაჩერონ პოლიციელები, რომ გაიქცნენ ფულთან ერთად. ფაქტია, რომ რეჟიმ "ძარცვაში" კრიმინალებს მოუწევთ ბანკების გაძარვა, ხოლო პოლიციელებმა კი მთელი ძალებით უნდა შეაჩერონ მძარცველები.
 
თამაშში იქნება პერსონაჟების 4 კლასი, მათ შორის ოპერატორი, მექანიკოსი, ინფორსერი და პროფესიონალი, ხოლო მულტიპლეიერის მოქმედებები განვითარდება მთელი ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ლოკაციებში.

 

 

ad933d5b40d9.jpg

 

ვიდეოდან გამომდინარე Battlefield: Hardline-ის მულტიპლეიერი ძალიან გავს Battlefield 4-ის მრავალმომხმარებლურ რეჟიმებს. როგორც ადრე აღნიშნეს შექმნელებმა მულტიპლეიერის შექმნით დაკავებულია სტუდია Visceral Games-ი DICE-ის მხარდაჭერით, ამიტომაც სერიის ფანები უნდა ელოდნენ ბრძოლებს 64 კაციან რუკებზე.
 
EA გეგმავს, რომ Battlefield: Hardline-ის გეიმპლეის შესახებ ისაუბროს 9 ივნისს, E3-ის გამოფენაზე. რელიზი დაგეგმილია PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Windows PC-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. ჭორების მიხედვით Hardline-ი გამოვა 2014 წლის შემოდგომას.

 

https://www.youtube.com/watch?v=71P5eYc-yZ8

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება E3-მდე და EA-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა Battlefield Hardline-ის პირველი თრეილერი. Battlefield Hardline არ იქნება, ისეთი როგორებიც მისი წინა ნაწილები იყო, ახალი ნაწილი შეეხება "ბრძოლას პოლიციელებსა და კრმინალებს შორის" და თამაშს ქმნის Dead Space-ის შემქმნელი სტუდია Visceral Games DICE-ის მხარდაჭერით. თრეილერს თუ დავეყრდნობით Battlefield Hardline გამოვა 21 ოქტომბერს.
 
Hardline არ არის Visceral-ის პირველი თანამშრომლობა DICE-თამ Battlefield სერიებთან დაკავშირებით: სტუდიამ ბოლოს გამოუშვა Battlefield 3-ის ბოლო დამატება.
 
Battlefield Hardline-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი EA-ს პრეს-კონფერენციაზე ორშაბათს.
 
თრეილერი ლინკზე 

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ბერო

 

ბათერფილდ არის ბრძოლის ველი ) ბრძოლა კი შეიძლება კრიმინალურიც იყოს და სამხედროც )))) ნუ აიგივებთ ამ თამაშს ბფ4 თან ის სხვა განზომილებაა

 

 

ბაზა არის ერთიდაიგივე სტილი იქნება სხვადასხვა ) ბფ5 ისევ გამოვა რომელიც იქნება სამხედრო

 

zaqrinio

 

გეიმფლი რაც ვნახე წესით უნდ აგაასწოროს მაგრად 

Link to comment
Share on other sites

ბერო

 

ბათერფილდ არის ბრძოლის ველი ) ბრძოლა კი შეიძლება კრიმინალურიც იყოს და სამხედროც )))) ნუ აიგივებთ ამ თამაშს ბფ4 თან ის სხვა განზომილებაა

 

 

ბაზა არის ერთიდაიგივე სტილი იქნება სხვადასხვა ) ბფ5 ისევ გამოვა რომელიც იქნება სამხედრო

მე ბრენდ "Battlefield"-თან რა საერთო აქვს ის ვიკითხე და არა სიტყვა-"battlefield-თან", მაგ ლოგიკით ნებისმიერ შუთერს BF შეგიძლია უწოდო

 

ვეტერანებისთვის, BF4/BF3-იც მიუღებელი იყო და BFBC სერია მითუმეტეს, მაგრამ უმეტესობა ასე თუ ისე, მაინც თამაშობდა, მაგრამ ეს, სულ სხვა რაღაცაა. კლასიკური Battlefield-ის შეგრძნება მთლიანად აქვს დაკარგული, რადგან ტექნიკა არ იქნება თამაშის ბირთვული ნაწილი, არამედ ქვეითი. (bf4-ში უკვე მიაღწიეს იმას რომ ქვეითად თამაში უფრო მომგებიანია ვიდრე ტექნიკით).

 

ირონიულად, მაგ ტრეილერში BF-ს მთავარი მუსიკის პატარა ნაწილიც კი არ ისმინება...

 

სიმართლე ის არის, რომ ea-ს როგორღაც უნდა ამოევსო MOH-ის დანაკლისი და BF-ს მიადგნენ ისევ. 18 თვე ქმნიდნენ... https://twitter.com/YaraTwit/status/474703828407681025

 

გამოვტოვებ, bfbc3-ს ველი.

Link to comment
Share on other sites

მალე გამოვა შემდეგი სერია BATTLEFIELD - ის, ამჯერათ მაშტაბური საჯარისო შეტაკებები აღარ იქნება და უფრო დიდი მნიშვენლობა თამაშის ისტორიას მიენიჭება რაც BF -ისთვის უჩვეულოა. (შეგახსენებთ BATTLEFIELD ყოველთვის ონლაინზე აკეთებდა აქცენტს რის შედეგადაც თამაშის ისტორიას მარტივს ხდიდა). 
ვიღაცამ ყველას დაუკითხავად გამოაქვეყნა BF HARDLINE ის თრეილერი, თრეილერი გამოქვეყნდა 1 კვირის წინ თუმცა თამაშის შემქნელი თავის თვითერზე წერს რომ ეს კადრები 6 თვის წინანდელი ალფა ტესტიდან იყო აღებული, ამგვარად BF HARDLINE გამოსვლის შემდეგ იქნება ბერვად დახვეწილი და ბევრად გაუმჯობესებული.

 

467a96a2011c.jpg

 

HARDLINE - ზე მუშაობდა არა დაისი რომელმაც შექმნა ყველა BF ის ვერსია აქამდე არამედ Visceral Games რომელმაც შექმნა DEAD SPACE 1, 2, 3. DICE ისედაც ბევრი პრეოქტი აქვს რომელზეც ამ წუთებშიც მუშაობენ ესენია: MIRORR ADGE 2, STAR WARS BATTLEFRONT, და ჭორების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ BAD COMPANY 3 ამ ტემპის გაძლება კი არავის გაუადვილდება ამიტომაც დაის ეხმარება Visceral Games. 

 

9d8161abe4ae.jpg

 

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ HARDLINE - ს - ეს თამაში იქნება პოლიციელებსა და მძარცველებზე, Blood Money არის HARDLINE ის მოდი რომელზეც თქვენ ირჩევთ იქნებით კრიმინალი თუ იქნებით სამართალდამცავი. 

 

feddaa6920ec.jpg

 

მაშტაბებს გავითვალისწინებთ HARDLINE უფრო დეტალური და დახვეწილი უნდა იყოს ჩვეულებრივი BATTLEFIELD ისგან რადგან დიდი რუკის დამუშავება და დეტალიზაცია ბევრად რთულია ვიდრე მცირე სცენების. სავარაუდოთ HARDLINE იქნება ვიდეოთამაშის SWAT , PAYDAY, BATTLEFIELD და ონლაინ თამაშის ალფადან თუ ვიმსჯელებთ რაღაცით COD ის მულტიფლეიერის მსგავსი.

 

2251ebbd0372.jpg

 

საინტერესო პროექტი ჩანს BATTLEFIELD ხომ არასდროს გაუცრუებია თავის ფანებისთვის მოლოდინი მიუხედავათ იმისა რომ აქ დაისი აღარ ფიგურირებს. 

 

3263abb6efa2.jpg

 

21bad7378b7e.jpg

 

86214a49a77e.jpg

 

8a4c3774857b.jpg

 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ბერო

 

:/ სხაერტოდ სხვა რაღაცას ამბობ.

 

ჯერერთი ეს არის ბრენდ ბათერფილდის ბაზაზე აწყობილი თამაში რომელიც არის სტქუტურულად იგივე უბრალოდ სიუჟეტია სხვა და შესაბამისად ტანკება ამოღებული.

 

რეემს აბობ კაი რა ) გრაფიკულადაც იგივე იქნება რაც BF4 ია იმიტომ რომ ერთ ბაზაზეა, აწი გამოვა ხოლმე 2 ტიპის ბფ ერთ წელს ) ბფ სამხედრო სტილი და ბფ საქალაქო პოლიციური სტილი

 

ჩემი აზრით საკმაოდ კარგი სიჟეტია და ვნახოთ 

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.