Jump to content

Recommended Posts

ფორუმზე უკვე არის თემა ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები, სადაც განხილულია ასევე Live ანტივირუსები, კერძოდ, კი Dr.WEB Live CD და Avira Rescue System.

დღეს კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ Kaspersky-ს ანალოგიურ სისტემაზე Kaspersky Rescue Disk 10

KRS 10 Homepage

z38wd.jpg

მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან

განახლება ხდება პერიოდულად, ასე, რომ ახალგადმოწერილი დისკი შეიცავს მიმდინარე ვირუსთა ბაზებს.

შემდეგი ეტაპია ISO იმიჯის ჩაწერა CD/DVD-ზე, ან USB ფლეშკაზე

ISO-ს ჩაწერა დისკზე ხდება სტანდარტულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი მეთოდი(Nero, UltraISO თუ Windows7-ის სტანდარტული პროგრამა), ვინც არ იცის თუ როგორ ხდება ეს, გადახედეთ ინსტრუქციას ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად

ფლეშკაზე ჩასაწერად საჭიროა, ის დაფორმატებული იყოს FAT16 ან FAT32 ფაილურ სისტემაში, უმჯობესია თუ გამოიყენებთ ახალდაფორმატებულ ფლეშკას, ხოლო თვითონ იმიჯის ჩასაწერად, ნახეთ ინსტრუქციები Kaspersky-ს საიტზე

გადავდივართ ახალ ეტაპზე: ჩვენს მიერ გამზადებული დისკიდან ან ფლეშკიდან ჩატვირთვაზე

CD/DVD-ს შემთხვევაში, BIOS-ში Boot განყოფილებაში უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე ოპტიკური (CD/DVD) დრაივი, ხოლო USB-ს შემთხვევაში Removable Drive

ალბათ Windows ყველას გადაგიყენებიათ და ეს არ შეგეშლებათ

Let's Boot...

როგორც წინა თემაში განხილული ორივე სისტემა, KRS-იც წარმოადგენს Linux-ზე დაფუძვნებულ Live სისტემას ანტივირუსული სკანერით

სხვათა შორის NTFS/FAT-ის გარდა მხარდაჭერილია Ext2/Ext3/Ext4/Reiser ფაილური სისტემები

მოკლედ, ამასობაში უკვე ჩაიტვირთა და მივედით პირველ ეკრანთან:

wch9k.png

ისრებით ვირჩევთ სასურველ ენას და ვაწვებით Enter-ს

შემდეგ ეკრანზე, ვაწვებით A-ს რათა დავეთანხმოთ სალიცენზიო შეთანხმებას

asg6z.png

ვირჩევთ მუშაობას გრაფიკულ რეჟიმში

2ghuk.jpg

(ვისაც გირჩევნია, შეგიძლიათ მუშაობა განაგრძოთ ტექსტურ რეჟიმში Midnight Commander-ით)

ჩაიტვირთა გრაფიკული გარსი, დამონტაჟდა დისკები, SWAP, დაკონფიგურირდა ქსელი

გამოდის მთავარი ფანჯარა:

uo2m9.png

აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ ის დისკები/ფაილები, რომელთა სკანირებაც გვინდა, სურათზე ჩანს მარტო C, რადგან სკრინები დამზადებულია ვირტუალური კომპის გამოყენებით, სადაც მხოლოდ C დისკია, თქვენთან კი ყველა დისკი გამოჩნდება

სანამ Start Objects Scan-ს დააწვებით, შედით Settings განყოფილებაში(მარჯვენა ზედა კუთხე)

და "ჩაპტიჩკეთ" ასე:

t9may.png

ამის საშუალებით, სკანირება წავა სრულ ავტომატურ რეჟიმში, Kaspersky ჯერ ეცდება ნაპოვნი ვირუსის გაუვნებელყოფებას,თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას.

Settings განყოფილებაში კიდევ დამატებითი პარამეტრებიცაა, რომლებიც კირკიტა User-ებმა შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა, სტანდარტული სკანირებისთვის ისიც საკმარისია რაც დავწერე

ვაჭერთ Apply და OK-ს

თუკი დისკი დიდი ხნის (მაგალითად თვეზე მეტის) გადმოწერილია, უმჯობესია თუ მას დავააპდეითებთ, ამისთვის პროგრამის მთავარი ფანჯრიდან გადავდივართ My Update Center განყოფილებაში და ვაჭერთ Start Update

emapm.png

იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ამ პროცედურას სჭირდება ინტერნეტი ;)

თუკი ჩართვისას სისტემამ ვერ დააყენა ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად, ამისთვის მოგიწევთ მისი ხელთ შეყვანა (იგივეა, რაც თქვენი Windows-ის ინტერნეტ პარამეტრები)

ამისათვის, შევდივართ Start მენიუში (არა Windows-ის, არამედ KRS-ის) და ვირჩევთ პუნქტს Network Setup

vddqi.png

გაითვალისწინეთ: ახალ გადმოწერილ KRS-ს ფაქტიურად არ სჭირდება აპდეითი...

Start მენიუში სხვათა შორის ახავთ Xfe ფაილ მენეჯერსაც და Namoroka ვებ ბრაუზერს, რომელიც დაფუძვნებულია Firefox-ზე

მოკლედ, დისკები არჩეულია, ბაზები დააპდეითებული (ან ახალი)

ერთადერთი დაგვრჩენია, დავაჭიროთ Start Object Scan-ს პროგრამის შესაბამის განყოფილებაში:

kcriv.png

და დაველოდოთ სანამ სკანირება არ დასრულდება...

rkeao.png

შემდეგ, კი გამოვრთოთ კომპიუტერი Start მენიუდან Restart-ით ან ShutDown-ით, გამოვაძროთ ფლეშკა, ან ამოვიღოთ დისკი და ვნახოთ რა დღეშია ჩვენი საყვარელი ვინდი

ვისაც წინა სტატია არ აქვს წაკითხული, მოკლედ გეტყვით: ამ ტიპის სკანირების უპირატესობა, იმაშია, რომ ამ დროს ანტივირუსს აქვს წვდომა აბსოლიტურად ყველა ფაილთან, თან ამავე დროს, ვირუსები არააქტიურ მდგომარეობაში არიან: იმის გამო, რომ სისტემა (Windows) არ არის ჩატვირთული და ასევე Linux-ში არც ერთი Windows ვირუსი არ მუშაობს ფაქტიურად, ასე, რომ ყურებით გვყავს გამოჭერილი :)

ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ პროგრამაზე, შეგიძლიათ გადახედოთ ამ ინსტრუქციებს: Work with program

Edited by gio_kiborg
  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

მაგარი რამეა. ოღონდ ცუდი ისაა რომ მაგის ბრაუზერზე ფლეშ ფლეიერი ვერ დავაყენე და სკანირების დროს ცოტა მოსაწყენია :chojinfc::SNEMOTICON13:

ისე რომელი ჯობს ეს თუ დოქტორ ვები?? დოქ. ვები არ გამომიყენებია მე. და დოქ. ვებს ინტერნეტი უნდა აუცილებლად??

Link to comment
Share on other sites

ვერ გეტყვი რომელი ჯობს, რადგან არ შემიდარებია :)

თუმცა Dr.WEB, Kaspersky, Avira-ს ერთ-ერთი სრულყოფილი ბაზები და სერჩ ენჯინი აქვთ

თუმცა მაგალითად Dr.WEB ჩემი აზრით უკეთესად კურნავს დაავადებულ EXE ფაილებს, ხოლო Kaspersky-ს აქვს ევრისტიკული ანალიზიც სკანირებისას....

მოკლედ, კაცია და გემოვნება, სამივე საშუალებაა, კომბინაციაში ეფექტურობა ბევრად მაღალი იქნება

Link to comment
Share on other sites

და დოქტორ ვების ლაივ სიდის ინტერნეტი აუცილებლად უდა თუ არა?

წაიკითხე შესაბამისი თემა და თუ რამე შეკითხვებია შესაბამის თემაში გახსენი სხვა პროდუქციაზე

ინტერნეტი მხოლოდ აპდეითისთვისაა საჭირო

Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...
  • 6 months later...

გავსებულია C დისკი? წერს რომ არ არის თავისუფალი ადგილი ფაილების დასაკოპირებლად

(მართალია Live დისკია, მაგრამ ვინჩესტერზეც აკოპირებს გარკვეულ ფაილებს)

სჭირდება 350 მბ თავისუფალი ადგილი,

რადგანაც ვინჩესტერზე ვერ ნახა, ოპერატიულ მეხსიერებაში შევინახავო

OK-ს რომ აჭერ არ აგრძელებს?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.