gio_kiborg Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 (edited) ფორუმზე უკვე არის თემა ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები, სადაც განხილულია ასევე Live ანტივირუსები, კერძოდ, კი Dr.WEB Live CD და Avira Rescue System. დღეს კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ Kaspersky-ს ანალოგიურ სისტემაზე Kaspersky Rescue Disk 10 KRS 10 Homepage მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან განახლება ხდება პერიოდულად, ასე, რომ ახალგადმოწერილი დისკი შეიცავს მიმდინარე ვირუსთა ბაზებს. შემდეგი ეტაპია ISO იმიჯის ჩაწერა CD/DVD-ზე, ან USB ფლეშკაზე ISO-ს ჩაწერა დისკზე ხდება სტანდარტულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი მეთოდი(Nero, UltraISO თუ Windows7-ის სტანდარტული პროგრამა), ვინც არ იცის თუ როგორ ხდება ეს, გადახედეთ ინსტრუქციას ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად ფლეშკაზე ჩასაწერად საჭიროა, ის დაფორმატებული იყოს FAT16 ან FAT32 ფაილურ სისტემაში, უმჯობესია თუ გამოიყენებთ ახალდაფორმატებულ ფლეშკას, ხოლო თვითონ იმიჯის ჩასაწერად, ნახეთ ინსტრუქციები Kaspersky-ს საიტზე გადავდივართ ახალ ეტაპზე: ჩვენს მიერ გამზადებული დისკიდან ან ფლეშკიდან ჩატვირთვაზე CD/DVD-ს შემთხვევაში, BIOS-ში Boot განყოფილებაში უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე ოპტიკური (CD/DVD) დრაივი, ხოლო USB-ს შემთხვევაში Removable Drive ალბათ Windows ყველას გადაგიყენებიათ და ეს არ შეგეშლებათ Let's Boot... როგორც წინა თემაში განხილული ორივე სისტემა, KRS-იც წარმოადგენს Linux-ზე დაფუძვნებულ Live სისტემას ანტივირუსული სკანერით სხვათა შორის NTFS/FAT-ის გარდა მხარდაჭერილია Ext2/Ext3/Ext4/Reiser ფაილური სისტემები მოკლედ, ამასობაში უკვე ჩაიტვირთა და მივედით პირველ ეკრანთან: ისრებით ვირჩევთ სასურველ ენას და ვაწვებით Enter-ს შემდეგ ეკრანზე, ვაწვებით A-ს რათა დავეთანხმოთ სალიცენზიო შეთანხმებას ვირჩევთ მუშაობას გრაფიკულ რეჟიმში (ვისაც გირჩევნია, შეგიძლიათ მუშაობა განაგრძოთ ტექსტურ რეჟიმში Midnight Commander-ით) ჩაიტვირთა გრაფიკული გარსი, დამონტაჟდა დისკები, SWAP, დაკონფიგურირდა ქსელი გამოდის მთავარი ფანჯარა: აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ ის დისკები/ფაილები, რომელთა სკანირებაც გვინდა, სურათზე ჩანს მარტო C, რადგან სკრინები დამზადებულია ვირტუალური კომპის გამოყენებით, სადაც მხოლოდ C დისკია, თქვენთან კი ყველა დისკი გამოჩნდება სანამ Start Objects Scan-ს დააწვებით, შედით Settings განყოფილებაში(მარჯვენა ზედა კუთხე) და "ჩაპტიჩკეთ" ასე: ამის საშუალებით, სკანირება წავა სრულ ავტომატურ რეჟიმში, Kaspersky ჯერ ეცდება ნაპოვნი ვირუსის გაუვნებელყოფებას,თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას. Settings განყოფილებაში კიდევ დამატებითი პარამეტრებიცაა, რომლებიც კირკიტა User-ებმა შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა, სტანდარტული სკანირებისთვის ისიც საკმარისია რაც დავწერე ვაჭერთ Apply და OK-ს თუკი დისკი დიდი ხნის (მაგალითად თვეზე მეტის) გადმოწერილია, უმჯობესია თუ მას დავააპდეითებთ, ამისთვის პროგრამის მთავარი ფანჯრიდან გადავდივართ My Update Center განყოფილებაში და ვაჭერთ Start Update იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ამ პროცედურას სჭირდება ინტერნეტი თუკი ჩართვისას სისტემამ ვერ დააყენა ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად, ამისთვის მოგიწევთ მისი ხელთ შეყვანა (იგივეა, რაც თქვენი Windows-ის ინტერნეტ პარამეტრები) ამისათვის, შევდივართ Start მენიუში (არა Windows-ის, არამედ KRS-ის) და ვირჩევთ პუნქტს Network Setup გაითვალისწინეთ: ახალ გადმოწერილ KRS-ს ფაქტიურად არ სჭირდება აპდეითი... Start მენიუში სხვათა შორის ახავთ Xfe ფაილ მენეჯერსაც და Namoroka ვებ ბრაუზერს, რომელიც დაფუძვნებულია Firefox-ზე მოკლედ, დისკები არჩეულია, ბაზები დააპდეითებული (ან ახალი) ერთადერთი დაგვრჩენია, დავაჭიროთ Start Object Scan-ს პროგრამის შესაბამის განყოფილებაში: და დაველოდოთ სანამ სკანირება არ დასრულდება... შემდეგ, კი გამოვრთოთ კომპიუტერი Start მენიუდან Restart-ით ან ShutDown-ით, გამოვაძროთ ფლეშკა, ან ამოვიღოთ დისკი და ვნახოთ რა დღეშია ჩვენი საყვარელი ვინდი ვისაც წინა სტატია არ აქვს წაკითხული, მოკლედ გეტყვით: ამ ტიპის სკანირების უპირატესობა, იმაშია, რომ ამ დროს ანტივირუსს აქვს წვდომა აბსოლიტურად ყველა ფაილთან, თან ამავე დროს, ვირუსები არააქტიურ მდგომარეობაში არიან: იმის გამო, რომ სისტემა (Windows) არ არის ჩატვირთული და ასევე Linux-ში არც ერთი Windows ვირუსი არ მუშაობს ფაქტიურად, ასე, რომ ყურებით გვყავს გამოჭერილი ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ პროგრამაზე, შეგიძლიათ გადახედოთ ამ ინსტრუქციებს: Work with program Edited July 29, 2016 by gio_kiborg 8 Quote
ბექა Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 მადლობა მადლობაა ესეიგი ამით გადავარჩენთ ვირუსებიდან :) Quote
blood hunter Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 მაგარი რამეა. ოღონდ ცუდი ისაა რომ მაგის ბრაუზერზე ფლეშ ფლეიერი ვერ დავაყენე და სკანირების დროს ცოტა მოსაწყენია ისე რომელი ჯობს ეს თუ დოქტორ ვები?? დოქ. ვები არ გამომიყენებია მე. და დოქ. ვებს ინტერნეტი უნდა აუცილებლად?? Quote
gio_kiborg Posted February 2, 2011 Author Posted February 2, 2011 ვერ გეტყვი რომელი ჯობს, რადგან არ შემიდარებია თუმცა Dr.WEB, Kaspersky, Avira-ს ერთ-ერთი სრულყოფილი ბაზები და სერჩ ენჯინი აქვთ თუმცა მაგალითად Dr.WEB ჩემი აზრით უკეთესად კურნავს დაავადებულ EXE ფაილებს, ხოლო Kaspersky-ს აქვს ევრისტიკული ანალიზიც სკანირებისას.... მოკლედ, კაცია და გემოვნება, სამივე საშუალებაა, კომბინაციაში ეფექტურობა ბევრად მაღალი იქნება Quote
blood hunter Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 და დოქტორ ვების ლაივ სიდის ინტერნეტი აუცილებლად უდა თუ არა? Quote
gio_kiborg Posted February 2, 2011 Author Posted February 2, 2011 და დოქტორ ვების ლაივ სიდის ინტერნეტი აუცილებლად უდა თუ არა? წაიკითხე შესაბამისი თემა და თუ რამე შეკითხვებია შესაბამის თემაში გახსენი სხვა პროდუქციაზე ინტერნეტი მხოლოდ აპდეითისთვისაა საჭირო Quote
seNsat10n Posted August 25, 2014 Posted August 25, 2014 ვერაპრით ვერ შევედი იბუთება მარა მერე იჭედბა Quote
gio_kiborg Posted March 4, 2015 Author Posted March 4, 2015 გავსებულია C დისკი? წერს რომ არ არის თავისუფალი ადგილი ფაილების დასაკოპირებლად (მართალია Live დისკია, მაგრამ ვინჩესტერზეც აკოპირებს გარკვეულ ფაილებს) სჭირდება 350 მბ თავისუფალი ადგილი, რადგანაც ვინჩესტერზე ვერ ნახა, ოპერატიულ მეხსიერებაში შევინახავო OK-ს რომ აჭერ არ აგრძელებს? Quote
seNsat10n Posted March 6, 2015 Posted March 6, 2015 არა კაცო 200 გბ არის თავისუფალი ოკ ს რომ ვაჭერ საშინლად ჭედავს Quote
seNsat10n Posted March 6, 2015 Posted March 6, 2015 Ai sxva kompze gadavatare da es virusebi daapiqsira ra vqna??? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.