zaqrinio Posted May 3, 2014 Share Posted May 3, 2014 CCP Games-მა დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Project Legion, რომელიც დაკავშირებულია EVE Online-ის სამყაროსთან. ახალი სენდბოქს შუთერის შექმნით დაკავდებიან DUST 514-ის შემქმნელები. Project Legion-ი გამოვა ექსკლუზიურად PC-ზე და დაფუძნებული იქნება Dust 514-ის ზოგიერთ ელემენტებზე, რომელიც გამოვიდა 2013 წელს PlayStation 3-ზე. ძირითად კონცეფციად იქცევა EVE Online-ის ღია სამყაროს მოდელი, რომელშიც მოთამაშეებს შეეძლებათ გარკვეული რაიონების ან მთელი სამყაროს დაპყრობა. თამაშის დიზაინერმა აღნიშნა, რომ CCP-ს უნდა "დაუბრუნდეს წყაროებს" და შექმნას ისეთი თამაში, როგორიც "უნდა ყოფილიყო Dust 514". შემქმნელებს ასევე სურთ, რომ თამაში იყოს უფრო ფართო აუდიტორიისთვის. "თამაში იქნება უფრო ხელმისაწვდომი. პირველ რიგში ის იქნება დაფუძნებული უფასო მოდელის თამაშებზე, სადაც არანაირი ბარიერები არ იქნება ახალბედებისთვის. გეიმპლეი იქნება აბსოლუტურად ახალი - ადრე ასეთი არ ყოფილა. ჩვენ გვსურს შევთავაზოთ მომხმარებელს რაიმე ახალი", - აღნიშნა თამაშის დიზაინერმა ჟულიენ ბურბონემ. CCP-ს გუნდი აქტიურად კონსულტირებს სერიის ფანებთან. Project Legion-ის რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 12, 2016 Share Posted April 12, 2016 ეს პროექტიც ჩაკვდა მემგონი და არ ღირს ესეთ იგრებზე ცალკე თემების გახსნა, ბევრი მათგანი არც გამოდის ხოლმე Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts