Popular Post zaqrinio Posted May 2, 2014 Popular Post Posted May 2, 2014 Activision-მა დაგვდო პატივი და გვაჩვენა ახალი Call of duty advanced warfare-ის თრეილერი. თრეილერი 4 მაისს უნდა გამოსულიყო , მაგრამ როგორც ჩანს Activision-მა ვერ მოითმინა. როგორც რგოლიდან ჩანს თამაშში მონაწილეობს კევინ სპეისი, რომელიც ცნობილია შემდეგი ფილმებით: "პლანეტა კეი-პაქსი", "ოცდა ერთი" "კონვერტი" და ა.შ. სპეისი შეასრულებს კერძო სამხედრო კორპორაციის უფროსის როლს. კორპორაცია ფლობს ეგზოსკელეტების და ჰოვერბაიკების ტექნოლოგიებს. Call of Duty: Advanced Warfare-ში მოვლენები მომავალში განვითარდება ფანტასტიკური და დღევანდელი ტექნოლოგიების ნაზავით. თუკი სპეისის გმირს დავუჯერებთ, ხალხს მომავალში დასჭირდებათ ძლიერი ლიდერები, რომლებიც ფლობენ სამხედრო ძალას. ფაქტია, რომ კორპორაციის უფროსს სურს მსოფლიო ისე გადააწყოს როგორც მას სურს. Call of Duty: Advanced Warfare-ის მოვლენების განვითარების დრო თამაშის მოქმედება მიმდინარეობს 2054 წელში. მსოფლიოში გაჩნდა კერძო სამხედრო კორპორაცია, რომელიც მზადაა კაცობრიობა გადაარჩინოს განადგურებულ სამყაროში და აღადგინოს საზოგადოება გლობალური შეტევების შემდეგ. თქვენ - სრულყოფილი ჯარიკაცი ხართ. აღჭურვილი ხართ ეგზოსკელეტის ახალი თანამედროვე შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. მოთამაშეები შეუერთდებიან კარგად გაწრთვნილ, სპეციალიზირებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ევალებათ მსოფლიოში წესრიგის აღდგენა", - ნათქვამია ოფიციალურ პრეს-რელიზში. Call of Duty: Advanced Warfare გამოვა 2014 წლის 4 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ თამაშზე მუშაობს Sledgehammer games, სწორედ ის ხალხი რომლებმაც შექმნეს Modern Warfare 3. როგორც ჩანს ეს სათაურზეც აისახა, Modern Warfare-იდან Advanced -ში გადაგვისროლეს დეველოპერებემა. 12
giokis1 Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 კარგ ვიდზე, დაჭირდება 20გბ ოპერატიული 25 იყოს რა პრობლემა :D
NVidia. Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 რავი ეხლა ნამდვილად ჰგავს იმ ქოდს რომელსაც კაი ხანია ველოდებოდი, გრაფიკაზე მაქ საუბარი იმედია ასეთივე დარჩება და გეიმფლეიშიც გამოჩნდება რო კარგი ვიზუალიაქვს ლოლ კევინ სპეისია სკრინზე თუ მეჩვენება კი ეგაა
Beka_Tchighladze Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 აუ ეს იქნება მაგარი დედამოღნული თამაში the best call of duty
majinboo Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 ჰო შე**** ამ ფრენშაიზს ვიზუალთან დაკავშირებით,ახლა რა აზრის იქნებიან ნეტავ... არა და რომ ვუყურებ შიკარნი ექშენია,მე რომ ჰარდი მომცა სიამოვნებით მივახურავ ამ ნაწილსაც
RaZma Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 მაგარი რამე ჩანს.. ჰარდი არ მივარგა სიუჟეტიც კარგი უნდა იყოს, მომეწონა თრაილერი
ბერო Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 პირველი cod იქნება რომელიც 100%-ით sledgehammer-ის მიერ იქმნებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. წესით 4 მაისს უნდა დაანონსებულიყო, მაგრამ დღეს დილით გავრცელდა ინტერნეტში და ოფიციალურადაც დაანონსდა. პრივატულ სამხედრო კონტრაქტორებზე იქნება ეს თამაში ორიენტირებული: ჩასწორდა საკვანძო სიტყვები
zaqrinio Posted May 2, 2014 Author Posted May 2, 2014 ბერო, ხო აი მაგის ჩასასწორებლად ვაპირებდი რომელიმე მოდერატორისთვის მოწერას ... მადლობა
zaqrinio Posted May 2, 2014 Author Posted May 2, 2014 ეხლა შენ რო მითხარი შეგიძლიაო მოვძებნე და ვიპოვე Use Full Editor შეცვლის დროს არ ვიცოდი შენც მადლობა
giga91giga Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 ზედმეტი ფანტასტიკა იქნება ჩემი აზრით გრაფიკა ასწორებს ველოდებით
zorzo Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 ულტრაზე მივახურავ 100 ფპს-ით ეგრევეეე... და მერე გამეღვიძება.
Milyyy Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 ძაან მაგარი გრაფიკა ჩანს ტრაილერში და ვნახოთ თუ ეგეთი მაგარი გრაფიკა ექნება ჰარდი მაინც მიწყობს ხელს და ულტრაზე უნდა დავხურო
sTrSandro Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 რასაც ქვია მოკლედ ის ატმოსფერო რაც mw mw2 ში იყო და რაც მომწონდა ყველაზე მეტად
G1ORG1 Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 Milyyy, ვიდეოს შეცვლა მოგიწევს, ესეც მარტო DX11ზე იქნება როგორც წინა.
მათე Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 ძაან მაგარი გრაფიკა ჩანს ტრაილერში და ვნახოთ თუ ეგეთი მაგარი გრაფიკა ექნება ჰარდი მაინც მიწყობს ხელს და ულტრაზე უნდა დავხურო საერთოდ ვერ ჩართავ მაგ ჰარდით
Gogla1990 Posted May 3, 2014 Posted May 3, 2014 როგორც ყოველთვის ესეც მოწოდების სიმაღლეზე იქნება როგორც ჩანს უმაგრესი თამაშია zaqrinio, გილოცავ ნიუსჰანთერობას
Beka_Tchighladze Posted May 3, 2014 Posted May 3, 2014 ძაან მაგარი გრაფიკა ჩანს ტრაილერში და ვნახოთ თუ ეგეთი მაგარი გრაფიკა ექნება ჰარდი მაინც მიწყობს ხელს და ულტრაზე უნდა დავხურო
George Posted May 3, 2014 Posted May 3, 2014 დიდათ არც ველოდები ისე და მგონი ისევ გადაუვლიან გეიმერები ამ ნაწილსაც, მე სხვა იგრების გამო თუ გამოვცვლი ხარდს თორე შეიძლება ეს არც კი გადმოვწერო ისევ თუ გაათახსირეს როგორც ბოლო, გრაფიკას მემგონი კრიზისამდე მაინც ბევრი უკლია თუმცა ცდილობენ გააუმჯობესონ ეგ კომპონენტიც, აქ უფრო ორიგინალობა მოიკოჭლებს, ანუ ერთი და იგივეს ატრიალებენ 4 ნაწილიდან მოყოლებული პატარ-პატარა ცვლილებით, რახან ამართლებს ეგ კონცეპცია და დიდი რაოდენობით ეყიდებათ არაფრის შეცვლა არ უნდათ და ბევრი მაგიტომაც ათახსირებს, გაპოპსავებული ფრენჩაიზია, ბევრს მოსწონს კიდე ეგეთ ფორმატში მაგრამ ბევრს ეზიზღება ან თამაშადაც აღარ თვლის უკვე, მაგ მხრივ ასასინი უფრო კარგათ უბერავს და მაგდენი ხეიტერები არა ყავს მაგ სერიას, თუმცა მაგასაც სისტემატიურათ უშვებენ ფაქტიურათ ყოველ წელიწადს
G1ORG1 Posted May 3, 2014 Posted May 3, 2014 შუთერის კვალობაზე ძალაინ კარგი გასართობია, უმაგრესი ექშენი აქვს და რატომ არ მოწონთ ხოლმე ვერ გავიგე. რაც ჭირდება ამ ჟანრს ყველაფერი აქვს. 2
Recommended Posts