Jump to content

Linux – საბაზისო საკითხები


Recommended Posts

ამ პოსტში ვისაუბრებ Linux – ის საბაზისო საკითხებზე, რისი ცოდნაც აუცილებელია რათა დავიწყოთ მისი უფრო ღრმად შესწავლა. საუბარი გვექნება ჩატვირთვის ეტაპებზე, პროგრამაზე init, login, სისტემაში რეგისტრაციაზე, runlevels – ებზე და GRUB – ზე.

 

 

 

Linux – ის ჩატვირთვის ეტაპები

 

Linux_Boot_Schema.png

 

 

  1. BIOS – ი ამოწმებს სისტემას და ტვირთავს first stage boot loader – ს.
  2. first stage boot loader – ი იტვირთება ოპერატიულ მეხსიერებაში და თავის მხრივ ტვირთავს second stage boot loader – ს /boot განყოფილებიდან.
  3. second stage boot loader – ი ოპერატიულ მეხსიერებაში ტვირთავს ოპერაციული სისტემის ბირთვს (kernel) რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი მოდულის ჩატვირთვას და ამაუნთებს ძირეულ  დანაყოფს (/) მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში.
  4. ოპერაციული სისტემის ბირთვი კონტროლს “გადააბარებს” პროგრამას /sbin/init.
  5. /sbin/init ტვირთავს ყველა საჭირო სერვისს, user-space პროგრამებს და ამაუნთებს ყველა დანაყოფს /etc/fstab – ში.
  6. მომხმარებელი ხედავს სისტემაში შესვლის ფანჯარას.

 

first stage boot loader – ის მოვალეობაა აღმოაჩინოს და ჩატვირთოს MBR – ი.

second stage boot loader – ის მოვალეობაა ეკრანზე გამოიტანოს ოპერაციული სისტემების ასარჩევი მენიუ (თუ რამდენიმე გვაქვს დაინსტალირებული) ან შევძლოთ სასურველი კერნელის ვერსიის არჩევა.

 

 

პროგრამა init

 

 

init – ი (initialization) ეს არის პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს სხვა პროგრამების გაშვებას. init – ი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ხის ძირი რომელზეც არის ტოტები – სხვა პროცესები.  init – ი სისტემაში წარმოდგენილია პროცესის სახით რომელსაც ჩვეულებრივ  PID – ი აქვს 1. (Process ID – პროცესის უნიკალური აიდი)

დღეს ფართოდ გამოიყენება ორი ტიპის init – ი:

 

  1. SysV-style – ამ შემთხვევაში პროგრამა ამოწმებს ჩანაწერს initdefault რომელიც მდებარეობს /etc/inittab – ში რათა დაადგინოს რომელი runlevel – ია მითითებული. იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერში runlevel – ი არ იქნება მითითებული მომხმარებელისთვის გამოვა კონსოლი სადაც ხელით უნდა მიუთითოს ის. SysV init – ი გამოიყენება Red Hat სისტემებში.
  2. BSD-style – ამ შემთხვევაში იტვირთება ინიციალიზაციის სკრიპტი რომელიც მდებარეობს /etc/rc განყოფილებაში. ამის შემდეგ იტვირთება პროგრამა getty (get teletype) რომელიც ემსახურება ფიზიკურ ან ვირტუალურ ტერმინალებს. როდესაც სისტემასთან დამყარდება კავშირი პროგრამა login – ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიყვანოს ლოგინი და პაროლი აუდენტიფიკაციისთვის. ამ ტიპის init – ს runlevel – ის ცნება არ გააჩნია.

არსებობს სხვა სახის init – ებიც, მაგალითად upstart – ი Ubuntu Linux – ისთვის ან საკუთარი ვერსია Gentoo Linux – ისთვის.

 

 

 

პროგრამა login

 

 

 

023-username-textbase.png

 

 

login – ი არის პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაციას. ზუსტად ის უზრუნველყოფს ლოგინის და პაროლის შეყვანის ფანჯრის გამოტანას.

 

login – ის ჩატვირთვის ეტაპები:

  1. init ტვირთავს პროგრამას mingetty.
  2. mingetty ტვირთავს პროგრამას login.
  3. თუ მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა სწორედ მოხდება იტვირთება shell – ი.
  4. ხოლო თუ მომხმარებლის სახელის და პაროლი არასწორია მაშინ init – ი ახლიდან ჩატვირთავს mingetty – ს.
  5. shell – დან გამოსვლის შემდეგ სისტემა უბრუნდება პირველ ნაბიჯს.

სისტემაში აუდინტიფიკაციის შემდეგ თქვენ მოხვდებით Home კატალოგში სადაც ინახება თქვენი ფაილები.

 

 

 

სისტემაში რეგისტრაცია

 

 

 

ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის დროს იქმნება ვირტუალური კონსოლები რომლებიც გამოიყენება პროცესების სამართავად და პროგრამებთან სამუშაოდ. იქმნება 6 ტექსტური კონსოლი და ერთი გრაფიკული ( X Window System).

Linux – სში შესაძლებელია ორ რეჟიმში მუშაობა:

  1. ტექსტური
  2. გრაფიკული

სერვერებისთვის როგორც წესი გამოიყენება ტექსტური რეჟიმი ხოლო სამაგიდო კომპიუტერებისთვის გრაფიკული.

ვირტუალური კონსოლების გადართვა/გადმორთვა ხდება კლავიშებით Ctrl+Alt+F [1–6], მაგალითად თუ ჩვენ გვინდა გადავიდეთ მეხუთე კონსოლში ავკრიფავთ Ctrl+Alt+F3 – ს. გრაფიკული გარსი არის მეშვიდე კონსოლი ანუ Ctrl+Alt+F7 – ი.

 

 

 

runlevels

 

 

 

8874554130234398549.png

 

 

Linux – სში არსებობს შესრულების რამდენიმე დონე (runlevel). მისი დანიშნულებაა – განსვსაზღვროთ თუ როგორ გვსურს სისტემის გამოყენება. მაგალითად სერვერზე გაცილებით ეფექტურია ტექსტურ რეჟიმში მუშაობა და არა გრაფიკულში რომელიც ხარჯავს დიდ რესურსებს და სერვერის შემთხვევაში პრაქტიკულად გამოუსადეგარია.

თითოეული დონეზე  init – ი განსაზღვრავს რომელმა სერვისებმა უნდა იმუშაოს ან ფირიქით – არ იმუშაოს. მაგალითად runlevel 1 – ზე (single user

mode) გამორთულია ქსელი ხოლო runlevel 3 – ზე კი ჩართული.

ამ მომენტისთვის Red Hat – ი და მასზე დაფუძნებული სისტემები იყენებენ შემდეგ დონეებს:

0.ნულოვანი დონე (Halt) – გამორთული ოპერაციული სისტემა.

  1. პირველი დონე (Single-user text mode) – ერთ მომხმარებლიანი რეჟიმი. გამორთული ქსელით.
  2. მეორე დონე (multi-user) – გამოიყენება სისტემის ტესტირებისთვის. გამორთული ქსელით.
  3. მესამე დონე (Full multi-user. text mode) – მრავალმომხმარებლიანი ტექსტური რეჟიმი. ჩართული ქსელით.
  4. მეოთხე დონე – გამოიყენება სისტემური ადმინისტრატორების მიერ.
  5. მეხუთე დონე (Full multi-user. graphical mode) – მრავალმომხმარებლიანი გრაფიკული რეჟიმი. ჩართული ქსელით.
  6. მეექვსე დონე (Reboot) – ოპერაციული სისტემის გადატვირთვა.

ყველაზე ხშირად გამოიყენება მესამე და მეხუთე დონეები, შესაბამისად სერვერისთვის და სამაგიდ კომპიუტერისთვის.

თუ რომელი runlevel – ი ჩაიტვირთოს სისტემის ჩართვის დროს განსაზღვრავს ფაილი/etc/inittab კერძოდ კი ეს ხაზი:

id:5: initdefault:

აიდის შემდეგ დაწერილი ციფრი აღნიშნავს runlevel – ის დონეს.  იმის გასაგებად თუ რომელი runlevel – ში მუშაობთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება who -r ან runlevel.

runlevel – ის შეცვლა შესაძლებელია ბრძანებით telinit ან init.

 

 

 

GRUB

 

 

 

 

GNU_GRUB_components.svg_.png

 

 

კომპიუტერის ჩართვის დროს ოპერატიულ მეხსიერებაში იტვირთება ოპერაციული სისტემა სპეციალური პროგრამის – boot loader ის დახმარებით. გამოსული მენიუ გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ რომელი სისტემის ჩართვა გვსურს ან რომელი ბირთვის ვერსიის.

მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც ყველაზე პოპულარული ჩამტვირთავი სისტემა იყო lilo რომელიც დეფაულტად გამოიყენებოდა ძალიან ბევრ დისტრიბუტივში. ახლა ის თითქმის აღარ გამოიყენება და შეცვალა უფრო მრავალფუნქციურმა GRUB  – მა (The GNU GRand Uniied Boot loader).

GRUB – ს გააჩნია სამი სახის ინტერფეისი:

  1. მენიუ – ესაა დეფაულტ ინტერფეისი, ოპერაციულ სისტებეზე გადასვლა ხდება კლავიატური ღილაკებით ხოლო სასურველი ვერსიის არჩევა Enter ღილაკით. თუ რამდენიმე წამის განმავლობაში მომხმარებელი არ შეეხება კლავიატურას, ჩაირთვება პირველივე ოპერაციული სისტემა.
  2. რედაქტირების ინტერფეისი – მასში შესასვლელად მენიუში უნდა დავაჭიროთ e ღილაკს, ეს ინტერფეისი გვაძლევს GRUB – ის მოდიფიცირების საშუალებას. O – ღილაკით ხდება ახალი ხაზის დამატება, e – თი რედაქტირება ხოლო d – თი წაშლა. მოდიფიცირების დასრულების შემდეგ b ღილაკით შევინახავთ პარამეტრებს ხოლო <ESC> ღოლაკით არ შევინახავთ არაფერს და დავბრუნდებით მენიუში.
  3. ბრძანების ველის ინტერფეისი – აქ მოსახვედრად მენიუში უნდა დავაჭიროთ c ღილაკს. ეს ინტერფეისი გვაძლებს გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ვიდრე გვაძლევდა წინა ორი. მასში შეგვიძლია შევიყვანოთ ჩვენთვის სასურველი ბრძანება და შესასრულებლად დავაწვეთ Enter -ს.

GRUB – ის კონფიგურაციის ფაილი ინახება აქ – /boot/grub/grub.conf.

 

წყარო - Shoti.net

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...
  • 1 year later...

shoti ამდაგვარი თემები თუ გაქ კიდე სადმე იქნებ ლინკები დადო ან გადმოიტანო თემაში

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
  • 4 months later...
მეგობრებო თქვენი დახმარება მინდა ამ ორ საკითხში
1, Linux -ს დისკებისა და ტომების ტიპები
2როგორ დავადგინოთ თუ რა ტიპის დისკებს იყენებს ჩვენი სისტემა
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.