Shopen

Ebay - საერთო თემა

Recommended Posts

6 minutes ago, მათე said:

შესაძლოა ამანაც ეგეთი ჩათლახების გამო გააკეთა ეს, იმიტომ რომ აშკარად არაფერი საერთო არ აქვს იმასთან რაც ვიყიდე. მოდელია იგივე დალშე სულ სხვა კომპიუტერია რა.

რაკი მარტივად დაგთანხმდა ფულის დაბრუნებაზე ესეიგი შეეშალა და სხვა გამოაგზავნა, რომ მისწერე გადაამოწმა და მაგიტომ გიბრუნებს ფულს

მაიმუნობა რომ სდომებოდა რა წამს მისწერე უკან ვერ ვაგზავნიო იმ წამს მოგწერდა კაპიკს არ ვაბრუნებ უკან თუ არ გამომიგზავნიო :) 

 

8 minutes ago, kloud said:

ვა მე არ მქონია პრობლემა. ნუ არ გამოგზავნის ამბავზე კი ხდება ხოლმე

გააჩნია რას იწერ და რა ინტენსივობით

საკმაოდ ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად მეორადებს და პრობლემებით შედარებით ხშირია :) 

Share this post


Link to post
Share on other sites
11 hours ago, Gogla1990 said:

გააჩნია რას იწერ და რა ინტენსივობით

საკმაოდ ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად მეორადებს და პრობლემებით შედარებით ხშირია :) 

მეც საკმაოდ ხშირად მიწევს გამოწერა ბოლო 8 წელია. სამეზობლო-სამეგობრო-სანათესაოს გამოწერები ჩემ მხრებზეა. ახლებსაც ვიწერ და ნახმარებსაც.

უნდა მოერიდოთ მაღაზიებს რომლებსაც 50-100 ათასი შეფასება აქვთ. ეგენი თავს არ იწუხებენ რო დეტალურად დატესტონ გასაყიდი ნივთი. უმეტესად მარტო ზედაპირულად ამოწმებენ, სურათებსაც შაბლონურს დებენ და არა ზუსტად მაგ ნივთისას. თუმცა ასევე ბევრი მყიდველი დელატულ აღწერას არ კითხულობს, არადა მანდ უწერია იმ კაცს რაზეა პასუხისმგებელი და რაზე არა. ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიისთვის ის შენი ერთი უარყოფითი ფიდბექი არაფერს ნიშნავს რადგანა %ულად არ შეეტყობა მის რეიტინგს არაფერი, ასე რომ ნაკლები შანსია რომ დათმობებზე წავიდეს თუ წუნიანი ნივთი გამოგიგზავნა. ასევე არის შანსი რომ ჩინელი იყოს ამერიკული მისამართით დარეგისტრირებული. ადრე ამაზონზე იყვნენ მასეთები, მაგრმა ახლა უკვე იბეიზეც გავჩითე. სპეციალურად ამერიკული მისამართიდან გამოვწერე ამანათი იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ჩამოსულიყო მაგრამ ჩამოსულ ამანათს იბეის ნაცვლად ამაზონის ქაღალდები მოყვა და სელერის მონაცემებიც არ ემთხვეოდა. თუმცა ნივთი და მდგომარეობა ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო.

ყველაზე ნაღდია 95-100%იანი ფიდბექები რო აქ ისეთი სელერები, რომლებსაც ცოტა გაყიდვა აქვს, თუნდაც 5-6 იყოს. ეგეთებს არასდროს გავუწბილებივარ, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენსავით კერძო პირები, რომლებიც სახლიდან ყიდიან მობეზრებულ ნივთს და უკეთ იციან გასაყიდი ნივთი რა მდგომარეობაშია და სურათებსაც გასაყიდი ნივთისას დებენ და არა ინტერენტიდან მოძიებულს. მსგავსი სელერებისგან ვიყიდე დეკემბერში ნახმარი ტელეფონი, გოუპრო და კიდე ლინზა 3$ად(ნუ 7$ შიფინგი დაემატა) რომელიც რეალურად 40-50$ებშია. გოუპროს რაც შეეხება, ტიპს ეწერა რო Silver ვერსიას ყიდდა არადა სურათებში Black ვერსია ედო, ვკითხე სურათები აქტუალურია თუ არათქო და როცა დამიდასტურა მეც ვიყიდე. შესაბამისად უკეთესი ვერსია უფრო იაფად ვიყიდე მისი უცოდინრობის გამო. მაღაზიებს კი ასეთი რამეები არ შეეშლებათ, ამიტომ ყოველთვის კერძო პირებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ როცა ნახმარს ვყიდულობ. 

 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

კომპ. დეტალები მომაქვს ძირითადად აქ რომ გავყიდო და 2 კაპიკი დამრჩეს
იდიალური სელერი და ნივთი თუ ვეძებე ისეთი ფასი ჯდება აქ იმ ფასადაც კი არ იყიდება, ამიტომ მიწევს გარისკვა და ხან ცუდი აღწერილობის ნივთის ყიდვა ხან ცუდი რეიტინგის მქონე გამყიდველის ნდობა, სხვა რა გზაა :D 

Share this post


Link to post
Share on other sites
17 minutes ago, Gogla1990 said:

კომპ. დეტალები მომაქვს ძირითადად აქ რომ გავყიდო და 2 კაპიკი დამრჩეს
იდიალური სელერი და ნივთი თუ ვეძებე ისეთი ფასი ჯდება აქ იმ ფასადაც კი არ იყიდება, ამიტომ მიწევს გარისკვა და ხან ცუდი აღწერილობის ნივთის ყიდვა ხან ცუდი რეიტინგის მქონე გამყიდველის ნდობა, სხვა რა გზაა :D 

მაშინ იბეის ნაცვლად ჯობია სხვა საიტები იპოვო, ფორუმებზე მსმენია სადაც იყიდება ტექნიკა კაი ფასებში მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი სახელი. სავარაუდოდ როგორც ოც.გე-ს აქ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება ისე ექნება უცხოურ მსგავს ფორუმებს.

თუ არ გაგიყიდია აქამდე იბეიზე გეტყვი რომ განცხადების განთავსება უფასოა, მაგრამ 100$ად როცა ვყიდი რამეს 10% ანუ 10$ მიაქვს იბეის გაყიდვის შემთხვევაში. ამას ემატება პეიპალის საკომისიო რომელიც 5%-მდეა ეგ უკვე 15% გამოვიდა. ნუ მერე 5$ არის კიდე პეიპალიდან თანხის გამოტანის საკომისიო, ეგ არ აქ მნიშვნელობა რამდენი გამოგაქ ყოველთვის 5$-ია ასე რომ დიდი თანხის შემთხვევაში არ იგრძნობა, მაგრამ ზედა %-ები რაც დავწერე რაც უფრო იმატებს ნივთის ფასი უფრო მაღალია.

მე პირადად ერთ სელერს(კერძო პირია მაგრამ შენსავით აქ მაღაზია ინტერნეტში, ადგილზე ყიდულობს იაფად საქონელს რაც მის რეგიონში მარტო იშოვება და ცოტას უგებს ინტერნეტით გაყიდვით) მოველაპარაკე რო იბეის გვერდის ავლით პირდაპირ მეილით გვეკონტაქტა და პეიპალზე გამოეგზავნა ინვოისი და მაქედან გადავუხდიდი, ისიც დამთანხმდა და პირველ შენაძენზე რომელიც იბეიზე 35$ დამიჯდებოდა 28$ გამომართვა. და + 1 ნივთი 7-8$იანი კიდე საჩუქრად გამომაყოლა. პეიპალი იბეის გარეშეც საკმაოდ უსაფრთხო გადახდის სისტემაა, როცა იბეი 2 თვიან გარანტიას გაძლევს თანხის დაბრუნებისას, პეიპალი 6 თვიანს გაძლევს ასე რომ თუ კონტაქტი გაქვს კარგ სელერთან იბეი არაფერში გჭირდება. შეგიძლია შესთავაზო რომ ის 10% რაც იბეის უნდა უხადოს გაიყოთ 5-5%-ად და 5%იანი ფასდაკლება გაგიკეთოს როცა მუდმივი კლიენტი იქნები რატო არ დაგთანხმდება. მისთვისაც საქმეა და შენთვისაც.

  • Thanks 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მადლობა

იბეი დიდი ბაზაა, სხვა საიტები ერთად რომ მოხვეტო ყველა ამის მათედი არაა და იქ რაიმეს ყიდვა კომერციული თვალსაზრისით არ გამოვა, 1 კვირა უნდა ქექო და 1 ნივთს ან ნახავ ან არა :)

იშვიათი სელერი ეგრე რომ დაგთანხმდეს, მითუმეტეს თუ გადაამოწმა და ნახა რომ ამერიკელი არ ხარ, შენ გაგიმართლა აშკარად

გაყიდვით იბეიზე არაფერი გამიყიდია, თუმცა კი მომდის ხოლმე იბეისგან შეთავაზებები დადე გასაყიდად ნივთების რაღაც რაოდენობა %-ს გარეშეო, კარგი ისტორია მაქვს ყიდვის + მთლად ახალიც არ ვარ და ასე თუ ისე სანდო ვარ რა :D 

 

Share this post


Link to post
Share on other sites
12 hours ago, Gogla1990 said:

რაკი მარტივად დაგთანხმდა ფულის დაბრუნებაზე ესეიგი შეეშალა და სხვა გამოაგზავნა, რომ მისწერე გადაამოწმა და მაგიტომ გიბრუნებს ფულს

მაიმუნობა რომ სდომებოდა რა წამს მისწერე უკან ვერ ვაგზავნიო იმ წამს მოგწერდა კაპიკს არ ვაბრუნებ უკან თუ არ გამომიგზავნიო :)

შეიძლება მაგრამ 2-დან ორივე ერთნაერი როგორ გამოაგზავნა. ერთი ჩემია მეორე ახლობლის. ორივეზე ეკრანი უარესი ეყენა და მოკლედ ერთნაერად უარესი როგორ შეეშლებოდა. მგონია რომ წესივრად რომ დაველაპარაკე და ავუხსენი სიტუაცია მაგამ გადაწყვიტა ეგ ამბავი.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now