Jump to content

Ebay - საერთო თემა

Recommended Posts

6 minutes ago, მათე said:

შესაძლოა ამანაც ეგეთი ჩათლახების გამო გააკეთა ეს, იმიტომ რომ აშკარად არაფერი საერთო არ აქვს იმასთან რაც ვიყიდე. მოდელია იგივე დალშე სულ სხვა კომპიუტერია რა.

რაკი მარტივად დაგთანხმდა ფულის დაბრუნებაზე ესეიგი შეეშალა და სხვა გამოაგზავნა, რომ მისწერე გადაამოწმა და მაგიტომ გიბრუნებს ფულს

მაიმუნობა რომ სდომებოდა რა წამს მისწერე უკან ვერ ვაგზავნიო იმ წამს მოგწერდა კაპიკს არ ვაბრუნებ უკან თუ არ გამომიგზავნიო :) 

8 minutes ago, kloud said:

ვა მე არ მქონია პრობლემა. ნუ არ გამოგზავნის ამბავზე კი ხდება ხოლმე

გააჩნია რას იწერ და რა ინტენსივობით

საკმაოდ ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად მეორადებს და პრობლემებით შედარებით ხშირია :) 

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, Gogla1990 said:

გააჩნია რას იწერ და რა ინტენსივობით

საკმაოდ ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად მეორადებს და პრობლემებით შედარებით ხშირია :) 

მეც საკმაოდ ხშირად მიწევს გამოწერა ბოლო 8 წელია. სამეზობლო-სამეგობრო-სანათესაოს გამოწერები ჩემ მხრებზეა. ახლებსაც ვიწერ და ნახმარებსაც.

უნდა მოერიდოთ მაღაზიებს რომლებსაც 50-100 ათასი შეფასება აქვთ. ეგენი თავს არ იწუხებენ რო დეტალურად დატესტონ გასაყიდი ნივთი. უმეტესად მარტო ზედაპირულად ამოწმებენ, სურათებსაც შაბლონურს დებენ და არა ზუსტად მაგ ნივთისას. თუმცა ასევე ბევრი მყიდველი დელატულ აღწერას არ კითხულობს, არადა მანდ უწერია იმ კაცს რაზეა პასუხისმგებელი და რაზე არა. ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიისთვის ის შენი ერთი უარყოფითი ფიდბექი არაფერს ნიშნავს რადგანა %ულად არ შეეტყობა მის რეიტინგს არაფერი, ასე რომ ნაკლები შანსია რომ დათმობებზე წავიდეს თუ წუნიანი ნივთი გამოგიგზავნა. ასევე არის შანსი რომ ჩინელი იყოს ამერიკული მისამართით დარეგისტრირებული. ადრე ამაზონზე იყვნენ მასეთები, მაგრმა ახლა უკვე იბეიზეც გავჩითე. სპეციალურად ამერიკული მისამართიდან გამოვწერე ამანათი იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ჩამოსულიყო მაგრამ ჩამოსულ ამანათს იბეის ნაცვლად ამაზონის ქაღალდები მოყვა და სელერის მონაცემებიც არ ემთხვეოდა. თუმცა ნივთი და მდგომარეობა ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო.

ყველაზე ნაღდია 95-100%იანი ფიდბექები რო აქ ისეთი სელერები, რომლებსაც ცოტა გაყიდვა აქვს, თუნდაც 5-6 იყოს. ეგეთებს არასდროს გავუწბილებივარ, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენსავით კერძო პირები, რომლებიც სახლიდან ყიდიან მობეზრებულ ნივთს და უკეთ იციან გასაყიდი ნივთი რა მდგომარეობაშია და სურათებსაც გასაყიდი ნივთისას დებენ და არა ინტერენტიდან მოძიებულს. მსგავსი სელერებისგან ვიყიდე დეკემბერში ნახმარი ტელეფონი, გოუპრო და კიდე ლინზა 3$ად(ნუ 7$ შიფინგი დაემატა) რომელიც რეალურად 40-50$ებშია. გოუპროს რაც შეეხება, ტიპს ეწერა რო Silver ვერსიას ყიდდა არადა სურათებში Black ვერსია ედო, ვკითხე სურათები აქტუალურია თუ არათქო და როცა დამიდასტურა მეც ვიყიდე. შესაბამისად უკეთესი ვერსია უფრო იაფად ვიყიდე მისი უცოდინრობის გამო. მაღაზიებს კი ასეთი რამეები არ შეეშლებათ, ამიტომ ყოველთვის კერძო პირებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ როცა ნახმარს ვყიდულობ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კომპ. დეტალები მომაქვს ძირითადად აქ რომ გავყიდო და 2 კაპიკი დამრჩეს
იდიალური სელერი და ნივთი თუ ვეძებე ისეთი ფასი ჯდება აქ იმ ფასადაც კი არ იყიდება, ამიტომ მიწევს გარისკვა და ხან ცუდი აღწერილობის ნივთის ყიდვა ხან ცუდი რეიტინგის მქონე გამყიდველის ნდობა, სხვა რა გზაა :D 

Link to comment
Share on other sites

17 minutes ago, Gogla1990 said:

კომპ. დეტალები მომაქვს ძირითადად აქ რომ გავყიდო და 2 კაპიკი დამრჩეს
იდიალური სელერი და ნივთი თუ ვეძებე ისეთი ფასი ჯდება აქ იმ ფასადაც კი არ იყიდება, ამიტომ მიწევს გარისკვა და ხან ცუდი აღწერილობის ნივთის ყიდვა ხან ცუდი რეიტინგის მქონე გამყიდველის ნდობა, სხვა რა გზაა :D 

მაშინ იბეის ნაცვლად ჯობია სხვა საიტები იპოვო, ფორუმებზე მსმენია სადაც იყიდება ტექნიკა კაი ფასებში მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი სახელი. სავარაუდოდ როგორც ოც.გე-ს აქ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება ისე ექნება უცხოურ მსგავს ფორუმებს.

თუ არ გაგიყიდია აქამდე იბეიზე გეტყვი რომ განცხადების განთავსება უფასოა, მაგრამ 100$ად როცა ვყიდი რამეს 10% ანუ 10$ მიაქვს იბეის გაყიდვის შემთხვევაში. ამას ემატება პეიპალის საკომისიო რომელიც 5%-მდეა ეგ უკვე 15% გამოვიდა. ნუ მერე 5$ არის კიდე პეიპალიდან თანხის გამოტანის საკომისიო, ეგ არ აქ მნიშვნელობა რამდენი გამოგაქ ყოველთვის 5$-ია ასე რომ დიდი თანხის შემთხვევაში არ იგრძნობა, მაგრამ ზედა %-ები რაც დავწერე რაც უფრო იმატებს ნივთის ფასი უფრო მაღალია.

მე პირადად ერთ სელერს(კერძო პირია მაგრამ შენსავით აქ მაღაზია ინტერნეტში, ადგილზე ყიდულობს იაფად საქონელს რაც მის რეგიონში მარტო იშოვება და ცოტას უგებს ინტერნეტით გაყიდვით) მოველაპარაკე რო იბეის გვერდის ავლით პირდაპირ მეილით გვეკონტაქტა და პეიპალზე გამოეგზავნა ინვოისი და მაქედან გადავუხდიდი, ისიც დამთანხმდა და პირველ შენაძენზე რომელიც იბეიზე 35$ დამიჯდებოდა 28$ გამომართვა. და + 1 ნივთი 7-8$იანი კიდე საჩუქრად გამომაყოლა. პეიპალი იბეის გარეშეც საკმაოდ უსაფრთხო გადახდის სისტემაა, როცა იბეი 2 თვიან გარანტიას გაძლევს თანხის დაბრუნებისას, პეიპალი 6 თვიანს გაძლევს ასე რომ თუ კონტაქტი გაქვს კარგ სელერთან იბეი არაფერში გჭირდება. შეგიძლია შესთავაზო რომ ის 10% რაც იბეის უნდა უხადოს გაიყოთ 5-5%-ად და 5%იანი ფასდაკლება გაგიკეთოს როცა მუდმივი კლიენტი იქნები რატო არ დაგთანხმდება. მისთვისაც საქმეა და შენთვისაც.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა

იბეი დიდი ბაზაა, სხვა საიტები ერთად რომ მოხვეტო ყველა ამის მათედი არაა და იქ რაიმეს ყიდვა კომერციული თვალსაზრისით არ გამოვა, 1 კვირა უნდა ქექო და 1 ნივთს ან ნახავ ან არა :)

იშვიათი სელერი ეგრე რომ დაგთანხმდეს, მითუმეტეს თუ გადაამოწმა და ნახა რომ ამერიკელი არ ხარ, შენ გაგიმართლა აშკარად

გაყიდვით იბეიზე არაფერი გამიყიდია, თუმცა კი მომდის ხოლმე იბეისგან შეთავაზებები დადე გასაყიდად ნივთების რაღაც რაოდენობა %-ს გარეშეო, კარგი ისტორია მაქვს ყიდვის + მთლად ახალიც არ ვარ და ასე თუ ისე სანდო ვარ რა :D 

Link to comment
Share on other sites

12 hours ago, Gogla1990 said:

რაკი მარტივად დაგთანხმდა ფულის დაბრუნებაზე ესეიგი შეეშალა და სხვა გამოაგზავნა, რომ მისწერე გადაამოწმა და მაგიტომ გიბრუნებს ფულს

მაიმუნობა რომ სდომებოდა რა წამს მისწერე უკან ვერ ვაგზავნიო იმ წამს მოგწერდა კაპიკს არ ვაბრუნებ უკან თუ არ გამომიგზავნიო :)

შეიძლება მაგრამ 2-დან ორივე ერთნაერი როგორ გამოაგზავნა. ერთი ჩემია მეორე ახლობლის. ორივეზე ეკრანი უარესი ეყენა და მოკლედ ერთნაერად უარესი როგორ შეეშლებოდა. მგონია რომ წესივრად რომ დაველაპარაკე და ავუხსენი სიტუაცია მაგამ გადაწყვიტა ეგ ამბავი.

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

როგორც ამაზონს, ისე არ აქვს ჩათი იბაის? ჰუავეი პ8 ლაითის 2015წლის ეკრანი გამოვწერე და სულ სხვა რაღც მოვიდა, მიწვერე სელერს და არ მპასუხობს, როგორ დავაბრუნებინო თანხა და როგორ გავაგზავნო უკან  ეს ნივთი არ ვიცი.

Link to comment
Share on other sites

59 minutes ago, G1ORG1 said:

როგორც ამაზონს, ისე არ აქვს ჩათი იბაის? ჰუავეი პ8 ლაითის 2015წლის ეკრანი გამოვწერე და სულ სხვა რაღც მოვიდა, მიწვერე სელერს და არ მპასუხობს, როგორ დავაბრუნებინო თანხა და როგორ გავაგზავნო უკან  ეს ნივთი არ ვიცი.

დააცადე ეგრევე ვერ გიპასუხებს თან კვირაა, ხვალ-ზეგ მოგწერს

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, david_888 said:

დააცადე ეგრევე ვერ გიპასუხებს თან კვირაა, ხვალ-ზეგ მოგწერს

4-5 დღეა რაც მივწერე უკვე.

Link to comment
Share on other sites

46 minutes ago, david_888 said:

ხვალაც თუ არ გიპასუხა ზეგ გაუხსენი კეისი

ეგ არ ვიცი როგორ ხდება.

Link to comment
Share on other sites

სალამი ფორუმელებო, ცოტა შორსაა თემისგან მაგრამ იქნებ მირჩიოთ რამე.

ობიექტივი გავაგზავნე რუსეთში შესაკეთებლად სონის ცენტში, და უკან რომ გამომიგზავნეს ვალეში გააჩერეს და განბაჟებას მთხოვენ ან რაიმე საბუთი მოგვეცი რომ აქ გაქვს ნაყიდიო. თბილისის სონის ცენტრმა მომცა საბუთი, სერიული ნომრით ხდება პროდუქციის იდენტიფიცირება, მაგრამ ახლა იმაზე მედავებიან რომ რუსების გამოგზავნილ ინვოისში სხვისი სახელია მითითებული და არა ჩემი, ანუ ვინც წაიღო აქედან და მიიტანა სერვისცენტრში შესაკეთებლად. რუსები სხვა ინვოისს აღარ მაძლევენ და სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო? აქვსთ საერთოდ უფლება რომ ამის საფუძველზე დამაკისრონ გადასახადი?

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვაა რაღაცა ვერ გავარკვიე რა და იქნებ ამიხსნათ რა ხდება?

1) ნივთი ვიყიდე და რომელი თანხა უნდა მივუთითო გადახდილში ჯამი თუ ტრანსპორტირების გარეშე რაცაა?

2) აქ დამითვალეს ჯამურად და მახდევინებენ 95 ლარს განბაჟებაში. ტრანსპორტირების ხარჯებში წერია 95 ლარი. არადა 16.95$ ანუ 45 ლარი უწევს.

3) შედის თუ არა ტრანსპორტირების ფასი განბაჟებაში?

შეგიძლიათ გამარკვიოთ ამ სამ რაღაცაში? რა ხდება? მგონია რომ მატყუებენ. საიდან ითვლიან ამხელა თანხებს აზრზე არ ვარ!

Link to comment
Share on other sites

როდესაც ნივთის ღირებულება 300 ლარს აღემატება და განბაჟება უწევს, გასაბაჟებელ თანხაში ათვლიან როგორც ამერიკაში ტრანსპორტირებას, ისე ამერიკიდან საქართველოში ტრანსპორტირების თანხას და თუ რამე არსებობს კიდევ იმასაც

ხო, ლოგიკურად შიგ აქვთ, რა შუაშია ტრანსპორტირება, ან თუ შუაშია განბაჟებამდე რატომ არ ათვლიან, მაგრამ პრაქტიკაში სულაც არა, ჭკვიანები არიან ბიჭები, უბრალოდ გასდით და წველიან ხალხს :) 

Link to comment
Share on other sites

@Gogla1990

აი მაგის მომგონის მათემატიკის მასწავლებლის.... ამი მერე კიდე უნარები ამოიღეს გამოცდებიდან.

სადაა ლოგიკა. არ თვლი თუ არ უწევს და თუ უწევს რაც კი რამე ხარჯებია ეგრევე ამატებ რომ გამოვიდეს უზარმაზარი თანხა! შენ რომელ ჩამომტანს მირჩევ რომ ღირდეს გადასვლა? უსა2გეო ვერ არის კარგად. 11 დღე მოუნდა ჩამოტანას მისვლის დღიდან. ჯამში 18 დღე დაჭირდა. არადა ადრე იყო ორჯერ ჩამომივიდა ჩინეთიდან ნივთუ რამდენიმე დღით მეტ დროში.

Link to comment
Share on other sites

usshop.ge ამათთან ვარ კარგა ხანია, რეალური წონა აქვთ და ეგ მაწყობს, თან კილო 6 დოლარი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, მათე said:

11 დღე მოუნდა ჩამოტანას

იშვიათია ეგეთი რამე, სუ u2g-თ ჩამომაქ ყველაზე კაი სერვისი მაგათ აქვთ, როგორც წესი 5-6 დღეში ჩამომდის ხოლმე

Link to comment
Share on other sites

ყველა გადამზიიდი ვცადე უსას მომსახურება ყველაზე კაი აქვს მარა 5 დღეში დიდი ხანია არაფერი ჩამოუანიატ საშვალოდ 8-9 დღე უნდა.  უსსშოპი უპასუხიმსმგებლოა არასდროს არ წერენ ნორმალურად ინფორმაციას . კამექსი შედარებიტ ნორმალური იყო მარა პატარა ნივთებზე მინიმუმ 2 დოლარს ანგარიშობენ. მიქსშოპს ვიყენებ ხოლმე მარა ეგენიც არეულ დარეულად არიან. ვერ ისწავლეს რომ საიტზე ის თარიღი დაწერონ როცა რეალურად ჩამოდის ნივთი

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, sabaaa said:

რავი მე როგორც წესი კვირაზე ნაკლებში ჩამომდის, 90% ერეა და ვიწერ საკმაოდ ხშირად, ყოველ თვე 2-3 ამანათი მომდის

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...
On 3/11/2019 at 10:26 PM, sabaaa said:

ყველა გადამზიიდი ვცადე უსას მომსახურება ყველაზე კაი აქვს მარა 5 დღეში დიდი ხანია არაფერი ჩამოუანიატ საშვალოდ 8-9 დღე უნდა.  უსსშოპი უპასუხიმსმგებლოა არასდროს არ წერენ ნორმალურად ინფორმაციას . კამექსი შედარებიტ ნორმალური იყო მარა პატარა ნივთებზე მინიმუმ 2 დოლარს ანგარიშობენ. მიქსშოპს ვიყენებ ხოლმე მარა ეგენიც არეულ დარეულად არიან. ვერ ისწავლეს რომ საიტზე ის თარიღი დაწერონ როცა რეალურად ჩამოდის ნივთი

ხო ადრე რამდენჯერმე მომიწია უსათ გამოწერა და 4-5 დღეში ჩამოვიდა მაგრამ 1-2 თვის ხნის წინ მთელი 10 დღე დასჭირდა ზედიზედ 2 თუ 3 რეისს. ისე ინექსს ვიყენებ რადგან რეგიონში ვარ და არც ეგენი არიან სწრაფები. რეგიონებში უწერიათ 6-7დღე მაგრმა რეალურად მინიმუმ 10 დღე უნდა ხოლმე -_- მგონი არცერთმა კომპანიამ არ იცის პუნქტუალურობის მნიშვნელობა. ახლა მაინც ზაფხულია და ზამთარში ამინდებს რო აბრალებენ ან საახალწლოდ რეისების გადატვირთულობას იმიზეზებენ, ახლა რა მიზეზი აქვთ ნეტა.

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, kloud said:

ჩვენი კომპანიები სხვაზე არიან დამოკიდებული, თვითონ რა შეუძლიათ? მაგათი საქმე ამერიკაში აეროპორთში მიტანა და მერე თბილისის აეროპორტში დახვედრაა, დალშე ეგენიც ჩვენსავით ელოდებიან, მერე თურქებს გააჩნია კიდე რა ხასიათზე იქნებიან და რამდენი ხანი გააჩერებენ თავისთან თვითმფრონავს

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

გამარჯობა

იბეიზე თამაშაის ექაუნთის გაყიდვა მინდა და განცხადებას ვერ ვდებ, რა აღარ სევცვალე პარამეტრებში მარა არაო, რამე სხვა უნდა და მე ვერ ვხვდები თუ რაშია საქმე იქნებ იცოდეთ ვინც გაყიდვით ხართ დაკავებული :) 

Link to comment
Share on other sites

On 7/2/2019 at 3:09 PM, Gogla1990 said:

გამარჯობა

იბეიზე თამაშაის ექაუნთის გაყიდვა მინდა და განცხადებას ვერ ვდებ, რა აღარ სევცვალე პარამეტრებში მარა არაო, რამე სხვა უნდა და მე ვერ ვხვდები თუ რაშია საქმე იქნებ იცოდეთ ვინც გაყიდვით ხართ დაკავებული :) 

მარტო თამაშს ვერ ყიდი თუ სხვა რამესაც ? 

ლიმიტები გაქ გაყიდვის ? 

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, DZENA said:

მარტო თამაშს ვერ ყიდი თუ სხვა რამესაც ? 

ლიმიტები გაქ გაყიდვის ? 

სხვა არაფერი მიცდია, არ მაქვს გასაყიდი არაფერი და :D 

არ ვიცი ლიმიტზე არაფერი, პირველად მოვინდომე გაყიდვა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.