Jump to content

JQuery Write less,Do More


Recommended Posts

          jquery-slider.jpg

მოგესალმებით მინდა ახალი თემა გავხსნა (ნუ ყოველშმეთხვევაში ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს :) ) ...

მინდა დღევანდელი პოსტი მიუვუძღვნა ერთ-ერთ პოპულარულ და ალბათ საკმაოდ მოსახერხებელ WEB პროგრამირების ენას...რომელის გახლავთ JQuery,მისი მთავარი დევიზი პროგრამისტს გაუადვილოს კოდირება და შედეგიც უფრო მეტი ჰქონდეს რასაც მოწმობს ინგლისური აბრევიატურაც >> Write less,Do More....

 

jQueryJavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც ფოკუსირდება JavaScript-ის და HTML-ის ურთიერდამოკიდებულებაზე. jQuery ბიბლიოთეკა აადვილებს ნებისმიერ DOM-ის ელემენტთან დაშვებას, მიმართვას DOM ელემენტის ატრიბუტებთან და შინაარსთან, მათით მანიპულირებას. აგრეთვე jQuery ბიბლიოთეკა წარმოადგენს მოსახერხებელ API-ის Ajax-თან სამუშაოდ.

 

ჯონ რეზიგმა პროგრამირების შესწავლის დასაწყისში, ერთერთი პირველი, რაც მან ნახა, ეს იყო HTML-ი. რეზიგი აპროგრამებდა QBasic-ზე, როდესაც ნაცნობმა აჩვენა HTML-ის საწყისიები და თუ როგორ უნდა შეექმნა საიტი (Angelfire-ის დახმარებით). საშობაოდ მას მამამ აჩუქა ორი HTML-ის წიგნი. სწორედ მაშინ იწყებდა იგი პროგრამირებას Visual Basic-ზე, ხოლო HTML-მა და ვებ-დიზაინმა ძალიან დააინტერესა.

მისწრაფება JavaScript სკრიპტისკენ გაჩნდა გაცილებით გვიან, დაახლოებით 2004 წელს. მაშინ რეზიგი ადგილობრივ ფირმა Brand Logic-ში მუშაობდა ნახევარ შეტატზე და სწალობდა კოპიუტერული მეცნიერებათა ხარისხის მისაღებად. ის მუშაობდა საიტის დიზაინზე, რომელშიც იქმნებოდა მომხმარებელთა სქროლინგი. სხვა შემსრულებელთა კოდით იმედგაცრუებულმა და გაღიზიანებულმა ჯონმა გადაწყვიტა სერიოზულად შეესწავლა JavaScript-ი. შესწავლამ მას მისცა საშუალება დასკვნის, რომ JavaScript-ი არის უბრალო, მაგრამ დახვეწილი ენა, რომელიც საოცრად ძლიერი ინსტრუმენტია მრავვალი ამოცანის გადასაწყვეტად. შემდგმომი, jQuery ბიბლიოთეკის დამთავრებამდე, ორიოდ წლის განმავლობაში, ჯ. რეზიგმა რამდენიმე JavaScript პროგრამა შექმნა. საზოგედოებას jQuery ბიბლიოთეკა წარედგინა 2006 წელს ნიუ-იორკში, კოპიუტერულ კონფერენციაზე „BarCamp“.

jQuery ბიბლიოთეკის შექმნის ძირითად მიზანში რეზიგი ხედავდა კოდის მრავალჯერადი ნაწყვეტების კოდირებას, რომლებიც გააიოლებდნენ და გამოიყენებდნენ მათ ისე, რომ აღარ წამოჭრილიყო კროსპლათფორმული მოხმარების პრობლემები. 2006 წლის დასაწყისში რეზიგმა დაამთავრა მუშაობა jQuery ბიბლიოთეკაზე და გაუშვა იგი Internet Explorer-ში — ყველაფერი ამუშავდა. ეს იყო წარამტება!

 

  • DOM ხეზე მოძრაობა, მათ შორის XPath-ის მხარდაჭერა, როგორც პლაგინის;
  • მოვლენები;
  • ვიზუალური ეფექტები;
  • AJAX-გაფართოება;
  • JavaScript-პლაგინები.

jQuery, წესისამებრ, ერთვის ვებ გვერთდს, როგორც ერთი გარე JavaScript-ფაილი:

<head>
      <script type="text/javascript" src="გზა/ფაილამდე/jQuery.js"></script>
   </head>

jQuery-ის მთელი მუშაობა მიდის $ ფუნქციის დახმარებით. თუ საიტზე კიდევ გამოიყენება სხვა JavaScript ბილიოთეკები, რომლებიც სავარაუდოდ $-ს იყენებენ თავიანთი საჭიროებისათვის, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მისი სინონიმი — jQuery. მეორე მეთოდი ითვლება უფრო სწორად, იმისათვის კი, რომ კოდი არ გამოჩნდეს ძალიან მოუქნელი, შეიძლება ჩაიწეროს შემდეგნაირად:

jQuery(
     function($) {
      // აქ უკვე სკრიპტის კოდი, სადაც $-ში იქნება jQuery
     }
   )

jQuery-სთან მუშაობა შეიძლება გაიყოს 2 ტიპად:

  • jQuery-ობიექტის მიღება $() ფუნქციის დახმარებით. მაგალითად, მასში CSS-სელექტორის გადაცემით, შესაძლებელია კრიტერიუმში შემავალი ყველა HTML ელემენტის jQuery-ობიექტის მიღება და შემდეგში მათზე მოქმედებები jQuery-ობიექტის სხვადასხვა მეთოდების დახმარებით.
  • $ ობიექტის გლობალური მეთოდების გამოძახება, მაგალითად, მასივზე მოსახერხებელი იტერატორებისა.

ერთდროულად რამოდენიმუ DOM კვანძით მანიპულირების ტიპიური მაგალითია $ ფუნქციის გამოძახება CSS-ის სელექტორის სტრიქონით, რომელიც აბრუნებს jQuery ობიექტს HTML-გვერდის ელემენტების გარკვეული რიცხვით. ეს ელამენტები შემდეგში მუშავდება jQuery-ის მეთოდებით. მაგალითად,

  $.each(
      [1,2,3], function() {
         document.write(this + 1);
      }
   );

გვერდზე დაამატებს 234-ს.

$.ajax და შესაბამისი ფუნქციები საშუალებას იძლება AJAX მეთოდების გამოყენებისა, მაგალითად:

$.ajax(
      {
         type: "POST",
         url: "some.php",
         data: {name: 'John', location: 'Boston'},
         success: function(msg){
            alert( "Data Saved: " + msg );
         }
      }
   );

ამ მაგალითში მიმართვა ხდება some.php სკრიპტზე name=John&location=Boston პარამეტრებით და მიღებული შედეგი გამოტანება alert() ფუნქციის დახმარებით.

მაგალითი, სადაც jQuery-ს მეშვეობით ელემენტს ემატება click-ის დამუშავება:

Query(
      function($) {
         $("button").click(
            function() {
               alert("Hello world!");
            }
         );
      }
   );

ამ შემთხვევაში <button> ელემენტზე დაჭერისას გამოიძახება alert("Hello world!") ფუნქცია

 

მადლობთ...პოსტის წყარო http://ka.wikipedia.org

 

 

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა თემის ავტორს საინტერესოა. C++ და HTML შესავლები მაქვს ნასწავლი და ასე თუ ისიე მესმის პროგრამირება. ყველაფერი მარტივდება მაგრამ რატომღაც არ მომწონს სიღრმისეული ცოდნა რომ აღარ იქნება აუცილებელი :)

Link to comment
Share on other sites

მადლობა თემის ავტორს საინტერესოა. C++ და HTML შესავლები მაქვს ნასწავლი და ასე თუ ისიე მესმის პროგრამირება. ყველაფერი მარტივდება მაგრამ რატომღაც არ მომწონს სიღრმისეული ცოდნა რომ აღარ იქნება აუცილებელი :)

 

გენიალურობა სიმარტივეშია.

- ალბერტ აინშტაინი -

Link to comment
Share on other sites

 

გენიალურობა სიმარტივეშია.

- ალბერტ აინშტაინი -

 

:) ხო მსმენია მეც... მაგრამ...

Link to comment
Share on other sites

RaZma,

 

ეს "ენა" არის განკუთვნილი იმისთვის რომ კოდის წერა უფრო მარტივი იყოს JS ბიბლიოთეკის გამოყენებით ...გაძლევს საშუალებას JS-ს "უსწავლელად" შეძლო იგივე რასაც იმენა ზუსტად JS-ს სინტაქსით დაწერდი...ანუ ამარტივებს კოდის ედიტს...იმედია მიმიხვდი..თუ არ მოგწონს ამის სიმარტივე შეგიძლია უფრო რთულად(ადვილი და მარტივი პრინციპში ამ საქმიანობაში არაფერი არ არის) საწერი ენები ისწავლო როგორბიც დაბალი დონის დაპროგრამების ენებად იწოდებიან ...

Link to comment
Share on other sites

არა რა სისულელეა, როგორ არ მომწონს, უბრალოდ მგონია რომ კოდების სიღრმისეული ცოდნა უფრო მეტ საშუალებებს გაძლევს, და ფანტაზიის არეალიც იზრდება ამ შემთხვევაში, რასაც პროგრამისტის ინდივიდუალიზმი ქვია. ;)

გამარტივებული რომ არის ეგ კარგია მარა ალბათ იმათთვის ვინც უკვე იცის ძველი ენები.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.