Jump to content

Recommended Posts

ჩემი აზრით ეგრე ეხლანდელი კონსოლების გამო ხდება, ანუ ფაქტიურათ ორმაგი სხვაობაა რეალურათ ხარდის შესაძლებლობაში იგივე 4770+8გბ+GTX770-280X და ძალით ამცირებენ რაზრაბოტჩიკები პს ვერსიის გრაფიკას, იმიტომ რომ ეგეთი ძლიერი ხარდი საკმაოთ ბევრს აქვს უკვე ამ ეტაპზე და შეიძენენ კიდე ახლო მომავალში ცოტა ფასები რომ დაეცემა, კონსოლები კი მორჩა  ლამის 8 წელი აღარაფერი გამოვა ახალი მგონი, ამიტომ უკვე დაიწყეს რაღაც მამაძაღლობები, თუმცა მაგას დიდხანს ვერ გააკეთებენ, კაკ მინიმუმ გაორმაგდება გრაფიკა პს-ზე ალბათ ახლო მომავალში, უბრალოთ ეგენი მაქსიმალურათ წელავენ მაგ პროცესს რაც ცუდია რა თქმა უნდა პს პლატფორმისთვის, ყიდულობ ძლიერ ხარდს და ეგრევე რამე კარგ გრაფიკიან თამაშს ელოდები და ტეხავს როცა ძალით აკლებენ ხოლმე გრაფიკას ტოპ იგრებში, უფრო მეტათ კონსოლების გამო ვიდრე რეალურათ ენანებათ დამატებით მუშაობა პს-ზე, რაც არ უნდა იყოს დატვიკვით გაცილებით უკეთეს დონეზე შეიძლება მოყვანა რაც კონსოლებზე გამორიცხულია, ეგ კოზირი მაინც რჩება დღევანდელ პს იგრებზე და ზოგიერთებზე კარდინალურათ შეიძლება გრაფიკის შეცვლა

Link to comment
Share on other sites

Ubisoft-ის გუნდი განიხილავდა ცხენების შესაძლო დაბრუნებას თამაშ Assassin’s Creed: Unity-ში. შემქმნელები თავდაპირველად გეგმავდნენ ცხენის საშუალებით გადაადგილების რეალიზირებას, მაგრამ საბოლოოდ მოუწიათ უარის თქმა.
 
შემქმნელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ Assassin’s Creed: Unity-ში იქნება პარიზის სრულმასშტაბიანი ვერსია, ქუჩები, რომლებიც სავსე იქნება ხალხით. დაფიქრების შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ცხენებზე, რადგან ცხენებით ქუჩებში გადაადგილება იქნებოდა ძალიან რთული.
 
9292816322fc.jpg
 
არასათამაშო პერსონაჟების გაზრდა აღნიშნავს, რომ თამაშში იქნება ძალიან ბევრი გვერდითი მისიები. შემქმნელებს უბრალოდ შეეშინდათ, რომ მოთამაშეები უბრალოდ გაისეირნებდნენ ცხენებით ქუჩებში და გვერდს აუვლიდნენ ბევრ ძალიან საინტერესო მისიებს და საინტერესო ისტორიებს.
 
Assassin’s Creed: Unity-ის რელიზი შედგება Xbox One-ზე, Playstation 4-ზე და PC-ზე 2014 წლის 18 ნოემბერს.
 
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

■ თამაშში Assassin’s Creed: Unity იქნება ქალი ასასინი.

■ როგორც იცით, Ubisoft-მა საკმაოდ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა გეიმერებისა და ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. მიზეზი კი Assassin’s Creed-ის მორიგ ნაწილში ქალი პერსონაჟების არარსებობა გახდა. გეიმერები აქტიურად მოუწოდებდნენ კომპანიას შეეტაანათ თამაშში მდედრობითი სქესის პერსონაჟებიც, რადგანაც რეალობაში ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საფრანგეთის რევოლუციაში. 

რამოდენიმე დღის წინ კი, Ubisoft-ის გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში გამოჩნდა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ თამაშის ერთ-ერთ პერსონაჟს წარმოადგენს და საკვანძო როლს თამაშობს სიუჟეტში.

■ შესაძლებელია ეს ქალი არის შარლოტა კორდე, საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლელი, რომელმაც მოკლა იაკობინელების ლიდერი, ჟან პოლ მარატი. ახალგაზრდა ქალბატონმა შეხვედრა დაუნიშნა მარატს, თითქოს იმ მიზეზით, რომ სურდა შეეტყობინებინა ინფორმაცია შეთქმულებაზე მის წინააღმდეგ. როდესაც მარატი შეხვდა კორდეას, მან იაკობინელების ლიდერს დანა დაარტყა, რომელიც წინასწარ მაღაზიაში იყიდა. თუმცა ეს მხოლოდ გეიმერების ვარაუდია, ამ ეტაპზე Ubisoft არანაირ ოფციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს მოცემულ ქალ პერსონაჟზე.

Link to comment
Share on other sites

ცნობილი გახდა Assassin's Creed: Unity-ს ხანგრძლივობა

 

2fe70001449d.jpg

 

Assassin’s Creed: Unity-ს ერთი-მოთამაშის კამპანიის გავლა შესაძლებელი იქნება 15-20 საათში. შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს რამდენჯერმა, თუკი გაივლით გვერდით მისიებს.
 
Ubisoft-ის წარმომდგენლის სიტყვების მიხედვით, გვერდითი მისიების ჩათვლით თამაშის დახურვა შესაძლებელი იქნება 100 საათში. გუნდმა შეგვპირდა, რომ ვირტუალური პარიზი სავსე იქნება ხალხით, რომელთა უმეტესობაც ასასინებს შესთავაზებენ ახალი დავალებებს.
 
d6a67db4837a.jpg
 
ადრე შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ თამაშში არ იქნება ცხენები, რადგან მათი აზრით მოთამაშეები უბრალოდ "გვერდს აუვლიან გვერდით მისიებს". თუკი Assassin’s Creed IV: Black Flag-ს შევადარებთ კვესტების ჩათვლით თამაშის დახურვა შესაძლებელია 80 საათში, ხოლო საგის მესამე ნაწილში ეს დრო შემცირებული იყო 2-ჯერ და კვესტების ჩათვლით თამაშის დახურვა შესაძლებელია 40 საათში.
 
Assassin’s Creed: Unity-ს რელიზი შედგება Xbox One-ზე, Playstation 4-ზე და PC-ზე. 2014 წლის 28 ოქტომბერს თამაში ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვაში.
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Assassin’s Creed: Unity-ის სათამაშო მსოფლიო სამჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე Assassi’s Creed IV: Black Flag-ის იყო

 

aaa28b22f590.jpg

 

Assassin’s Creed: Unity-ის სათამაშო მსოფლიო შესამჩნევად უფრო დიდი იქნება სერიის წინა თამაშებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელებმა უკვე მოყვეს თამაშის მასშტაბებზე, მაგალითები შესადარებლათ ჯერაც არ მოუყვანიათ.
 
Unity-ს მოთამაშეები შეძლებენ მოინახულონ ერთადერთი ქალაქი - პარიზი და პარიზი იქნება სამჯერ დიდი ვიდრე მთლიანად Assassin’s Creed IV: Black Flag-ის მთლიანი მსოფლიო იყო ერთად.
 
 
b50d3d66ff30.jpg
 
შემქმნელებმა უკვე დააზუსტეს, რომ მოთამაშეებს არ შეეძლებათ თავი მოკვეთონ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ისინი შეძლებენ უყურონ ფრანგული რევოლუციის დროინდელ სიმხეცეს და დასჯას გილიოტინათი.
 
Assassin’s Creed: Unity-ის რელიზი შედგება 2014 წლის 28 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე.
 
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites


ამ თამაშის და Far Cry 4-ის პს ვერსიაზე Ubisoft Kiev მუშაობსო http://gamemag.ru/news/razrabotkoy-pcversiy-assassins-creed-unity-far-cry-4-zanimaetsya-ubisoft-kiev-98606

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 

Elise ამ თამაშის მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნებაო http://www.gametech.ru/news/41931/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი თამაში იქნება. იმედია ოპტიმიზაციაც კარგი ექნება...

Link to comment
Share on other sites

ჩემი უსაყვარლესი თამაშია ეს.წესით კარგი ოპტიმიზაცია უნდა ქონდეს.

Link to comment
Share on other sites

■ ვინ არის Assassin’s Creed: Unity-ის მთავარი გმირი, არნო დორიანი?

■ პროექტის დირექტორმა ალექს ამანსიომ გაუზიარა გეიმერებს Assassin’s Creed-ის ახალი ნაწილის მთავარი გმირის ისტორია: 

„არნოს მთვარი მიზანი თავდაპირველად საკუთარი შეცდომების გამოსწორებაა. იგი უერთდება ასასინებს, რათა გაანადგუროს ტამპლიერების ახალი რადიკალური განშტოება, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის საკვანძო ფიგურებს მართავს და სურს დაამყაროს ახალი მსოფლიო წესრიგი. თავიდან არნო ასასინებს მხოლოდ თავისი მიზნებისთვის იყენებს, თუმცა ისტორიის განვითარების პარალელურად, მისი დამოკიდებულება მათდამი შეიცვლება. რაც შეეხება არნოს პიროვნებას, ის ქარიზმატულია, ბრძენი და საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს“.

■ ალექს ამანსიომ ასევე მოყვა საინტერესო ისტორია დორიანის სახელზე და მის მნიშვნელობაზე: „არნო - რეალურად არსებული, ავსტრიული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს სიტყვიდან არნ, რომელიც გერმანულ დიალექტებზე ნიშნავს „არწივს“. სხვათაშორის, სახელები ალტაირი და ეციო ასევე „არწივს“ ნიშნავს.“

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამ თამაშის იგრავოი კარტა http://www.gametech.ru/news/42002/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

■ ვირტუალური პარიზი Assassin’s Creed: Unity-ში რეალური პარიზის იდენტურია.

■ ქსელში გამოჩნდა AC-ს ახალი ნაწილის სამყაროს რუკის სურათი. სურათიდან გამოჩნდა, რომ ვირტუალური პარიზი მართლაც რომ გიგანტური ზომების იქნება. დეველოპერებმა ადრე უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ სურდათ პარიზი თამაშში მაქსიმალურად მსგავსი ყოფილიყო რეალური ქალაქის. ქუჩები, სახლები, ინტერიერის ნაწილები, ყველაფერი ძალიან ჰგავს რევოლუციის დროინდელ პარიზს. ერთ-ერთმა ფანმა ასევე იპოვა 18 საუკუნის პარიზის ორიგინალური რუკა და შეადარა ის რუკას თამაშში. აღმოჩნდა, რომ ისინი თითქმის იდენტურია. მიუხედავად ქალაქის ასეთი სიდიდისა, დეველოპერებმა ამოიღეს თამაშიდან ქალაქში ცხენებით გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად თამაშის მთავარ გმირს, არნოს ბევრი სირბილი ელის წინ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტელეპორტები იქნება როგორც AC2-ში და Far cry 3 -ში იყო თორე მაგხელა პერიმეტრზე ვინირბენს წინ და უკან 

Link to comment
Share on other sites

■ Assassin’s Creed: Unity-ის შემქნელებმა შეადარეს ერთმანეთს პარკური თამაშში და რეალობაში.

■ კომპანიამ Ubisoft გამოაქვეყნა ახალი ტრეილერი Assassin’s Creed Unity-სთვის. ამჯერად, დეველოპერებმა გადაწყვიტეს ეჩვენებინათ გეიმრებისთვის, რამდენად ახლოსაა რეალურთან პარკური თამაშში. შემქნელების აზრით, გადაადგილების სისტემა თამაშში მაქსიმალურადაა მიახლოებული პროფესიონალურ პარკურთან.

https://www.youtube.com/watch?v=IAuDn3X-BpI

Link to comment
Share on other sites

არცერთი ნაწილი არ მაქ დახურული,

რატომღაც არ მიზიდავს ეს თამაში და რატო არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

ეგ ჟანრის საკმაოთ მომწონს მაგრამ მეც მარტი პირველი ნაწილი მაქვს მარტო დახურული, მერე აღარ მითამაშია, არც მე მიზიდავს დიდათ ეს და კოდის სერია

Link to comment
Share on other sites

ეგ ჟანრის საკმაოთ მომწონს მაგრამ მეც მარტი პირველი ნაწილი მაქვს მარტო დახურული, მერე აღარ მითამაშია, არც მე მიზიდავს დიდათ ეს და კოდის სერია

რატომღაც ვერ დავუდე გული,ძაან გაწელილად მეჩვენა,დიალოგები და მთელი ამბები,ისე კი მაგარი თამაშია მარა რავი ვერ ვუდებ გულს,ამიტომაც არ ვთამაშობ

Link to comment
Share on other sites

მე ყველა მაქვს ნათამაშები, მაგრამ მარტო 2 მაქვს დახურული: სულ პირველი ნაწილი და Revelations. რატომღაც მბერზდება ხოლმე და ბოლომდე ვერ გამყავს

Link to comment
Share on other sites

მე ყველა მაქვს ნათამაშები, მაგრამ მარტო 2 მაქვს დახურული: სულ პირველი ნაწილი და Revelations. რატომღაც მბერზდება ხოლმე და ბოლომდე ვერ გამყავს

ეგრე ვარ მეც,რამდენჯერაც დავიწყე ამის თამაში იმდენჯერ მომბეზრდა და მივაშალე

Link to comment
Share on other sites

■ Assassin’s Creed: Unity-ის მთავარი გმირის შეყვარებული ტამპლიერი იქნება.

■ როგორც ცნობილი გახდა, Assassin’s Creed:Unity-ის ბოლო ტრეილერში გამოჩენილი ქალბატონი ტამპლიერი - ელიზ დე ლა სერია, თამაშის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი. დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ საინტერესო იქნებოდა თამაშის მთავარ გმირს, ასასინს არნოს შეჰყვარებოდა თავისი ყველაზე საშიში მტერი - ტამპლიერი.

■ „ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვოცნებობდით ამაზე. და მემგონი, თამაშის ახალი თაობის კონსოლებზე გამოსვლა მშვენიერი შანსია იმისთვის, რომ შევქმნათ დამაინტრიგებელი ისტორია, უფრო სერიოზული და უფრო მოწიფული“ - განაცხადა პროექტის შემოქმედებითმა დირექტორმა, ალექს ამანსიომ. „ხშირად რომანები თამაშებში უკანა პლანზე გადადის. ჩვენ შემთხვევაში, ეს ასე არ იქნება. ელიზი ტამპლიერია და ამავე დროს არნოს ისტორიის ერთ-ერთო ცენტრალური პერსონაჟი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს სასიყვარულო ისტორია პირველ პლანზე დარჩეს. გვინდოდა, ელზა ლამაზი და ჭკვიანი გამოსულიყო. ზოგადად, როდესაც პერსონაჟებს ვქმნით, პირველ რიგში გვინდა კარგი პიროვნება შევქმნათ. სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ელიზი - ძლიერი პიროვნება გამოგვივიდა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის ქალია“

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

 

■ Assassin’s Creed: Unity-ის მთავარი გმირის შეყვარებული ტამპლიერი იქნება.

■ როგორც ცნობილი გახდა, Assassin’s Creed:Unity-ის ბოლო ტრეილერში გამოჩენილი ქალბატონი ტამპლიერი - ელიზ დე ლა სერია, თამაშის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი. დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ საინტერესო იქნებოდა თამაშის მთავარ გმირს, ასასინს არნოს შეჰყვარებოდა თავისი ყველაზე საშიში მტერი - ტამპლიერი.

პატარა ბრაზილიური სერიალი გაიჩითა :D :D

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.