Jump to content

Logitech G27 საჭეზე ცენტრალური ჩამრთველ/გამომრთველის დაყენება


MuFaS

Recommended Posts

გამარჯობათ,

 

მაქვს Logitech G27 საჭე, რომელიც ფაქტიურად სულ ჩართულია კვებაზე და USB-იც სულ შეერთებულია, ანუ ფაქტიურად არასოდეს ვხსნი მაგიდიდან...

 

 

ამიტომ გადავწყვიტე დავუყენო ცენტრალური ჩამრთველ/გამომრთველი, რომ USB-სა და კვების გამოძრობის გარეშე ჩავრთო და გამოვრთო ხოლმე...

 

ორ კაბელზეა ვიკლუჩატელი დასაყენებელი, კვებაზე და USB-ზე. ამიტომ გამოცდილი და მცოდნე ხალხის რჩევა მჭირდება. საჭე ძალიან ძვირფასია (ჩემთვის) და რომ არ დავწვა, ან რამე არ დავმართო... 

 

მოკლედ კვების კაბელის შემთხვევაში პრობლემა არაა, სულ ორი წვერისგან შედგება ეს კაბელი (+ და -), ამიტომ პლიუსს გადავჭრი და დაუერთებ ვიკლუჩატელს...

 

აი რაც შეეხება USB-ს, აქ 4 წვერი გვაქვს (ზოგჯერ 5-იც), და რომლები უნდა გადავჭრა და ვიკლუჩატელზე დავაერთო არ ვიცი... 

 

ერთი ვარიანტი მაქვს, გადავჭრა და ყველა მათგანი დავაერთო 4-იან ვიკლუჩატელზე. დავძებნე და ვიპოვე 4-იანი ვიკლუჩატელი ამაზონზე, აი 5-იანი და მეტიანი უკვე ვეღარ ვიპოვე... ამიტომ გამოდის ორი ვილუჩატელი უნდა დავაყენო ამ შემთხვევაშიუ, ერთი კვებისთვის და მეორე USB-ისთვის, რაც არ მინდა. მინდა რომ ერთ ცენტრალური ვიკლუჩატელის ჩაირთოს/გამოირთოს კვებაც და USB-იც...

 

 

ნეტში დავძებნე და ამ დიაგრამას მივაგენი

 

usb_cable_construction.jpg

usb-wiring1.jpg?w=560 usb_b_connector1.jpg?w=560

 

USB-ს ამ 4 წვერიდან, წითელი არის +5 ვოლტიანი კვება, შავი არის მინუსი/დამიწება, ხოლო მწვანე და თეთრი ინფორმაციის წვერებია... 

 

ხოდა დაუშვათ რომ გადავჭრა წითელი, ან წითელი და შავი,  და დავსვა ვიკლუჩატელზე, ხოლო ინფორმაციის წვერები კი დავტოვო შეერთებული, ხო არ დავაზიანებ საჭეს? 

 

მოკლედ რჩევა მჭირდება რა და არ დაგეზაროთ, მადლობა წინასწარ...

Link to comment
Share on other sites

მშვიდობაში, სულ სიმებზე გაცვითე.

როგორც ჩანს ფანატეკიდან ლოჯიტეკზე გადასულხარ :)

Link to comment
Share on other sites

ეს საჭე...

 

logitech-g27-racing-wheel-review.jpg

 

 

 

ესეც ვიკლუჩატელები: 

 

ჩვეულებრივი, კვებაზე წავა 

 

41bFJWeayQL._SY355_.jpg

 

ეს კი USB-სთვის 4-იანი

 

717fYqMqBzL._SL1500_.jpg

71WUR3NWd%2BL._SL1500_.jpg

Link to comment
Share on other sites

eXtreme-Hunter

როგორ ხარ კახა ? 

 

ფანატეკი არა, თრასმასტერი მქონდა და ვერ მასიამოვნა იმან, ამიტომ ეს დავითრიე მერე ;) პლიუს მაგარ რაღაცეებს ვუყებენ, F1-ის საჭეს, მერე გაჩვენებ მთლიან პროექტს ;) აქაც ვაპირებ თემის გახსნას 

Link to comment
Share on other sites

http://shop.brando.com/Mini-USB-to-Micro-USB-Adapter-w-ON-OFF-switch_p04160c1439d001.html

 

 

http://www.ebay.com/itm/NEW-USB-3-0-4-Ports-External-HUB-w-On-Off-Switch-fr-Laptop-PC-5GbpS-Support-JR7-/131130770678



eXtreme-Hunter

 

 

თრასმასტერი მქონდა და ვერ მასიამოვნა იმან, ამიტომ ეს დავითრიე მერე ;) პლიუს მაგარ რაღაცეებს ვუყებენ, F1-ის საჭეს, მერე გაჩვენებ მთლიან პროექტს ;) აქაც ვაპირებ თემის გახსნას 

 

არამიშავს, შენ როგორ ხარ დავით? გონშიკობ ხო? :)

რატომღაც ფანატეკი მახსოვდა (ferrari).

კარგი რამე ჩაგიფიქრებია. სიამოვნებით შევხედავდი დასრულებულ პროექტს.

აქ იყიდე, თუ ჩამოიტანე 27?

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გარედან მაგ სადენს ეკრანიზაცია აქვს და არ ვიცი იმოქმედებს თუ არა ეგ უსბ-ს გადაჭრა მაგაზე, მანდ + და - კაი გადაჭერი, ის დანარჩენი 2 სადენი, რაც მანდ აქვს , მაგაზე სხვა სიხშირე იმოქმედებს თუ არა, პრაქტიკაზე რომ გააკეთბ, გამოცდი
მე შენს ადგილას არ გადავჭრიდი, განა რამდენ ვატს მოიხმარს ? 20ს მაქსიმუმ მისივე კვების ბლოკიდან, ეგეც დატვირთვის რეჟიმში და 2 ვატი გინდ იქ იყოს, გინდ აქ იდლე რეჟიმისას.

Link to comment
Share on other sites

eXtreme-Hunter

ეს მართლა კარგი რაღაცაა, თან 4-იანია... ისედაც მინდოდა USB გამანაწილებლის ყიდვა... 

 

 

თუმცა ზემოთ როგორც ავღნიშნე, მინდა ერთიანად ჩაირთოს... ხოდა USB-დან რომ გავთიშო, მერე კვებაზე რჩება ჩართული და ისე ერთი ცალი ლედ ნათურა რომ აქვს, რაღაც ნიტოდ ანთებს ხოლმე  მაგ შემთხვევაში. ხოდა გამოდის კვებაზეც ცალკე უნდა დავუყენო ვიკლუჩატელი, ან ხელით გამოვაძრო ხოლმე... 

 

თუ არის რამე ვარიანტი რომ ერთიანად გაითიშოს/ჩაირთოს საჭე, კარგი იქნება, თუარადა მერე მასე გავაკეთებ, usb on-off switch-ს დავითრევ და კვებაზე მეორე ვიკლუჩატელს დაუსვავ...

 

 

 

NEIRON

ვატებზე არ არის საუბარი... დაე იყოს ჩართული, მაგრამ კომპის ჩართვის მომენტში საჭე ავტომატურად იწყებს ტრიალს, და მერე ვინდოუსის ჩატვირთვის მომენტში კიდევ ერთხელ ტრიალებს (ტესტავს), ხოდა ეგ არ მომწონს :) თან რავი რატო უნდა იყოს ჰარდი ჩართული როცა არ იყენებ...

Link to comment
Share on other sites

eXtreme-Hunter

ეს მართლა კარგი რაღაცაა, თან 4-იანია... ისედაც მინდოდა USB გამანაწილებლის ყიდვა... 

 

 

თუმცა ზემოთ როგორც ავღნიშნე, მინდა ერთიანად ჩაირთოს... ხოდა USB-დან რომ გავთიშო, მერე კვებაზე რჩება ჩართული და ისე ერთი ცალი ლედ ნათურა რომ აქვს, რაღაც ნიტოდ ანთებს ხოლმე  მაგ შემთხვევაში. ხოდა გამოდის კვებაზეც ცალკე უნდა დავუყენო ვიკლუჩატელი, ან ხელით გამოვაძრო ხოლმე... 

 

თუ არის რამე ვარიანტი რომ ერთიანად გაითიშოს/ჩაირთოს საჭე, კარგი იქნება, თუარადა მერე მასე გავაკეთებ, usb on-off switch-ს დავითრევ და კვებაზე მეორე ვიკლუჩატელს დაუსვავ...

 

ერთიანად როგორ აბა? მაშინ რულის კვების შნური უნდა გადაჭრა ბლოკის აქეთ, რომ 24 ვოლტი და უსბ-ის 5 ვოლტი დასვა რამე სუსტ ვიკლუჩაწელზე, თორემ 220 და 5 ვოლტი ერთად ცოტა აპასნი მგონია.

Link to comment
Share on other sites

eXtreme-Hunter

საჭე ამაზონზე ვიყიდე, კაი მოშნად კი დაჯდა, არ მეგონა მაგდენი... 250$ გადავიხადე, 120 ლარი ჩამოტანა დამიჯდა და 18% განბაჟება დაემატა კიდე, გავიწეწე მარა ღირს ნამდვილად... 

 

 

ანუ ერთიანად როგორ ვფიქრობ იცი? ხუფი ავხადე საჭეს და იქ უკვე გათლილიც არის კაბელები და გამზადებულიც... კვება უკვე 5 თუ 9 ვოლტი შემოდის, ზუსტად არ მახსოვს, ნუ 220 არ შემოდის. ხოდა წითელს (პლიუსს) გადავჭრი და წამოვიყვან, ასევე usb დანაც თუ შესაძლებელია, წითელს გადავჭრი და წამოვიყვან, ხოდა ორრივეს დავაერთებ ერთ ვიკლუჩატელზე, ოღონდ 2-იან ვიკლუჩატელზე, ერთმანეტისგან დამოუკიდებლად რო თიშავს ორ წვერს... სულესაა... უბრალოდ ვერ ვრისკავ, usb -მ არაადეკვატურად რომ იმუშაოს, საჭეს არაფერი დამართოს

Link to comment
Share on other sites

შენს ადგილას არ გავრისკავდი და გამოვიწერდი სვიჩს.

მე სულ ჩართული მაქვს და მხოლოდ მაშინ ვთიშავ, თუ რომელიმე თამაშში (შუთერში) ხელს უშლის მაუსს.

Link to comment
Share on other sites


მე შენს ადგილას არ გადავჭრიდი,

+1

Link to comment
Share on other sites

რომ ვერ ვრისკავ, იმიტომაც ვიკითხე აქ :) 

 

usb on-off switch რომ მანახა შიგნიდან როგორ არის შეერთებული, ვსო მეთვითონაც ვიჩალიჩებდი. ვიდეოები ვნახე და როგორც ვატყობ 1 ან 2 წვერზე (მაქსიმუმ) არის დაერთებული ვიკლუჩატელი... პროსტა არ ვიცი რომლებზე...

 

 

ბოლოსდაოლოს თუ ვერაფერი გავარკვიე, ავდგები და იმ ოთხი წვერიდან, სამს გადავჭრი და მეოთხეს, რომელიც არის მინუსი/დამიწება, მაგას დავტოვებ ჩარტულ. მაგაში დარწმუნებული ვარ, ეგ ერთი წვერი არაფერს ავნებს... ხოდა ავდგები და დავაერთებ 4-იან ვიკლუჩატელზე USB-ის სამ წვერს და კვების მეოთხეს და ეგაა რა...

 

http://www.amazon.com/dp/B006LU5EE0/ref=dra_a_cs_mr_hn_it_P1901_1000?tag=dradisplay-20

Link to comment
Share on other sites

მშრალ ხიდზე ჩადი და მსგავსი საქონლით მოვაჭრეს აუხსენი რისთვისაც გინდა, რაღაცას გირჩევენ და მოგინახავენ. საკმაოდ კარგად ერკვევიან და უცბად გიპოვიან გამოსავალს. ეგეთი წვრილმანი 1-2-ჯერ დამჭირდა და ადვილად დამეხმარნენ.

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ბევრი ძებნისა და ფიქრის შემდეგ როგორც იქნა გავერკვიე, თუ როგორ შეიძლება USB-ზე ჩამრთველ/გამომრთველის დაყენება... 

 

USB-ის ოთხი წვერიდან, ვჭრით სამს და ვაერთებთ 4 კანალიან ჩამრთველზე, ხოლო მეოთხე წვერი რჩება მუდმივად ჩართული...

 

აუცილებლად იჭრება:

 

წითელი (+5 ვოლტი) 

მწვანე (Data +)

თეთრი (Data -)

 

ხოლო შავი (მინუსი/დამიწება) რჩება ჩართული... 

 

სახელმძღვანელოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სქემა: 

6a4b04cae9a0.jpg

 

ხოლო ჩამრთველად კი აუცილებლად გამოიყენეთ სამ კანალიანი, ან ოთხ კანალიანი ვიკლუჩატელი (ჩართვისას აუცილებლად უნდა რთავდეს ყველა წვერს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, და გამორთვისას ყველას თიშავდეს)...

 

ასეთი

 

4PDT_1024x1024.jpg?v=1383066019

 

 

 

 

 

 

 

სულ ესაა...  გავტსტე ჩემს საჭეზე და მუშაობს ლომივით ;)

 

 

მოდერატორებო, თუ გინდათ დახურეთ თემა, თუ გინდათ იყოს, სხვებსაც გამოადგებათ... ან შეგიძიათ სახელი შეუცვალოთ, რავიცი ;)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.