Popular Post Barca Posted February 18, 2014 Popular Post Share Posted February 18, 2014 მაშ ასე თქვენს წინაშეა კომპანია Nvidia ს უახლესი "Maxwell" არქიტექტურის პირველი GeForce GTX სერიის წარმომადგენელი GTX 750 Ti , რომელიც დაფუძნებულია 28ნმ. GM107 აქქიტეტურაზე 1.87 მილიარდი ტრანზისტორით. ეს ვიდეო ბარათი დგას წინა თაობის GTX 660 სა და 760 მოდელებს შორის. ჩვენი დღევანდელი განსახილველი მოდელი იქნება კომპანია MSI ის ვერსია , რომელიც მიკუთვნება Gaming სერიას და ის Nvidia ს ქარხნულ მოდელზე 33 % ით ძვირია ( ფასი 200 დოლარი 150 ის ნაცვლად ). მაშ ასე ვნახოთ ვიდეო ბარათის მონაცემები : GTX 750 Ti როგორც ზემოთ ითქვა დაფუნძებულია ახალ Maxwell არქიტეტურაზე , მას აქვს 640 ერთეული Shader ბლოკი , 128 - bit ინტერფეისის მქონე 2GB GDDR5 მეხსიერება , 1085 MHz + ბირთვის , 1350 MHz მეხსიერების სიხშირე . Maxwell არქიტექტურაში გაუმჯობესებულია მეხსიერების და GPU ჩიპის კონტროლერი , კერძოდ მასში გამოყენებულია 5 ერთეული მულტი-პროცესორი , რომლებიც ინფორმაციის მიმოცვლას ახდენენ განსხვავებული გზით ვიდრე ეს იყო წინა Kepler არქიტეტურაში , გარდა ამისა როგორც უკვე გავიგეთ Maxwell ში CUDA ბირთვების რაოდენობა გაცილებით მეტია , ჩვენს შემთხვეავაში 640 ერთეული , თუ გავითვალისწინებთ რომ ეს საშუალო სეგმენტის ვიდეო ბარათია , ბირთვების რაოდენობა საკმაოდ კარგია. GM 107 ჩიპის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია GigaThread ძრავთან რომელიც უზრუნველყოფს Maxwell ჩიპებში ინფორმაციის უფრო სწრაფად და ეფექტურად გაცვლას L3 დონის ქეშ მეხსიერებას და bus ინტერფეისს შორის .მულტი-პროცესორები მუშაობენ 4 ჯგუფად და ინფირმაციის მიმოცვლას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტურად , რაც Polymorph 2.0 ძრავის დამსახურებაა. GigaThread Engine Polymorph Engine 2.0 ახლა კი ვნახოთ უშუალოდ ვიდეო ბარათი , მის შეფუთვაში მასთან ერთად შედის მხოლოდ დრაივერების დისკი და დოკუმენტაცია. ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათის სიგრძეა 25.5 , ხოლო სიგანე 13 სმ. მას აქვს VGA , DVI და HDMI პორტები. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათის გრილდება 2 ცალი ქულერით რომელებიც დამაგრებულია საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის Fin ებზე . ვიდეო ბარათი არ საჭიროებს დამატებით კვების კაბელს , ის დენს იღებს მხოლოდ PCI-Express სლოტიდან და მოიხმარს 75 Watt ენერგიას სტანდარტულ რეჟიმში. მომხმარებელს აქვს საშუალება ჰქონდეს როგორც სტანდარტული Legacy ისე ახალი UEFI ბიოსი ვიდეო ბარათისთვის. GDDR5 მეხსიერების ჩუპი დამზადებულია Samsung ის მიერ. GM107 გრაფიკული ჩიპი დამზადებულია ტაივანში. მოდით ახლა ვნახოთ რა შეუძლია ამ ვიდეო ბარათს. სატესტო სისტემა : როგორც ვხედავთ ვიდეო ბარათს არც ისე ცუდი პოზიცია უკავია თავის ფასთან მიმართებაში , იგი ცოტათი ჯობნის მის ქარხნულ ვერსიას. ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში : Fan ს ხმაურიანობა Perfomance % ულობით ყველა რეზოლუციაზე : Overclocking ის შედეგი საშუალო ტემპერატურა ეს კი ტემპერატურა GTX 750 Ti ის სხვადასხვა ვერსიებთან მიმართებაში სადაც ჩანს რომ MSI ის ვერსია ყველაზე ჩუმია ახლა კი შევაჯამოთ შედეგები და ვიდეო ბარათის დადებითი/უარყოფითი მხარეები : დადებითი : ვიდეო ბარათის არის ძალიან ჩუმი აქვს დაბალი ენერგო მოხმარება აქვს კარგი Overclocking პოტენციალი არ საჭიროებს ენერგო კაბელებს აქვს დაბალი ტემპერატურა აქვს Dual BIOS აქვს CUDA/PhysX , Direct X 11.1 ტექნოლოგია უარყოფითი : აქვს მაღალი ფასი ქარხნულ ვერსიასთან შედარებით ( 50 $ ით მეტი ) მეხსიერების სიხშირე ქარხნულად არაა მომატებული არ აქვს SLI რეჟიმი ვიდეო ბარათის მონაცემების და ფასის შედარება სხვა მოდელებთან საბოლოო შეჯამება : კომპანია MSI ის უახლესი GTX 750 Ti 5% ით სჯობს მის ქარხნულ მოდელს , იგი 50 დოლარით ძვირია მასზე რაც შეუსაბამობაა , თუმცა მას აქვს შესანიშნავი გაგრილების სისტემა და ენერგო მოხმარება , ამ სპექტებში ვიდეო ბარათი მოწინავე პოზიციას იკავებს , თუმცა ეს Nvidia ს ახალი 28 ნმ. Maxwell არქიტეტურის დამსახურებაა , რომელშიც გარდა ამის აგაუმჯობესებულია უამრავი მცირე ასპექტი. MSI GTX 750 Ti Gaming მხოლოდ 3% ით ჩამირჩება GTX 650 Ti Boost ს და 10 % ით AMD ს უახლეს R7 265 ს , ვიდეო ბარათს გაააჩნია შესანიშნავი Overclocking პოტენციალი , რაც საშუალებას იძლება ითქვას , რომ მის მფლობელებს შეუძლიათ დაბალი ბიუჯეტის პირობებშიც ისიამოვნონ თანამდროვე თამაშებით . ვიდეო ბარათს შევაფასებდით 9 ბალით 10 დან. 199 $. 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 SLI -ს უქონლობა ნაკლებ უარყოფითად მიმაჩნია და რატომ: 1. ყველა მაზერს მაინც არ აქვს SLI -ის მხარდაჭერა და ავტომატურად აზრი ეკარგება 2 ვიდეოს ყიდვას ვისაც ასეთი მაზერი აქვს. 2. 2 კი არა 1 ვიდეოს ძლივს ყიდულობს ხალხი. 3. ნაკლებ სტაბილურად მუშაობს 2 ვიდეო როგორც ვიცი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 18, 2014 Author Share Posted February 18, 2014 ხო ეგ არაა მაინც და მაინც დიდი მინუსი , ფასი კი ცოტა ძვირია , ეს ვერსია 170 ზე მეტი არ უნდა ღირდეს და ზოგადად ეს ვიდეო ბარათია ძვირი რადგან R7 265 ეღირება 100 დოლარი და ამას სჯობს ცოტათი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 კვებას მარტო დედაპლატიდან რომ იღებს ეგ არ მომეწონა, მიეერთებინათ ერთი 6პინიანი. ძვირია, მაგ ფასათ 660ს იყიდი. არც იქით არის არც აქეთ, შუაშიც არ დგას, რაღაც ბრუდე ბარათი გამოუვიდათ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 ხო 74 w უწერია ენერგომოხმარებაში და 75-ს აწვდის სლოტი. რა გამოდის ვერ დაარაზგონებ? არადა დაფაზე რომ აქვს 6 პინიანი კაბელი გათვალისწინებული. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 რეფერენსულ 750tiს არაქ 6პინ კონექტორი და 65ვატს იყენებს ეს მსი ს ვერსია დარაზგონებულის მაგრსმ მაინც არ აწ თუმცა ზოგ ვერსიას აქ 6პინიანი კონექტორი ასე რომ მსიმ ჩაი'ვა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 ხო 74 w უწერია ენერგომოხმარებაში და 75-ს აწვდის სლოტი. რა გამოდის ვერ დაარაზგონებ? არადა დაფაზე რომ აქვს 6 პინიანი კაბელი გათვალისწინებული. ჰოო, მართალია ეგ ვერც მე გავიგე. თუ 75 ვატზე მეტ სიმძლავრეს რაზგონისას ვერ გაქაჩავს, მაშინ 6 პინიანი კვების კაბელის არ არსებობა მართლაც მინუსი გამოდის. არაოვერქლოქერული ნათქვამია, მაგრამ არ დაარაზგონებ და ჩიპის გადახურების და დაწვის საშიშროებაც არ იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 არ გადახურდება ჩიპი თუ კარგი გაგრილება აქვს, ამას კიდე გაგრილება ძალაინ კარგი აქვს. ესეთ ბარათს საერთოთ არ უნდა გაგრილება , ერთი პატარა პროპელი დაადგი და საკმარისი იქნება :დ ვიდის გულისთვის უფრო აქვს ვიდრე საქმისთვის. ხლამი კვების ბლოკი ვისაც აქვს იმათთვის ძალაინ კარგი ვარიანტია, თუმცა ზედმეტათ ძვირია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 არ გადახურდება ჩიპი თუ კარგი გაგრილება აქვს, ამას კიდე გაგრილება ძალაინ კარგი აქვს. ესეთ ბარათს საერთოთ არ უნდა გაგრილება , ერთი პატარა პროპელი დაადგი და საკმარისი იქნება :დ ვიდის გულისთვის უფრო აქვს ვიდრე საქმისთვის. ხლამი კვების ბლოკი ვისაც აქვს იმათთვის ძალაინ კარგი ვარიანტია, თუმცა ზედმეტათ ძვირია. მე პირადად 150 მწვანეს გადავიხდიდი, მეტს არა. 120 $ ჩემ 9600 -ში მაქვს 2009 -ში მიცემული ბოლობოლო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 არა მე ესეთ ვიდეოს არ ვიყიდი არასდროს, რაც არ გინდა ცალის ფასი ღირდეს, თუ ვერ მივარაზგონე და ვერ გადავფლეშე მაღალ სიხშირეებზე და ვოლტზე ისე რა მუღამი აქვს :დ ისე ვისაც ცუდი კვების ბლოკი აქვს იმათთვის მართლა კარგი ვარიანტია და შეიძლება მაგიტომაც ღირს ძვირი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 რეფერენსულ 750tiს არაქ 6პინ კონექტორი და 65ვატს იყენებს ეს მსი ს ვერსია დარაზგონებულის მაგრსმ მაინც არ აწ თუმცა ზოგ ვერსიას აქ 6პინიანი კონექტორი ასე რომ მსიმ ჩაი'ვა მართლა იმასქნა MSI-მ აგერ პალიტის 750ti, ასევე დამატებითი კვების გარეშე: http://www.guru3d.com/articles_pages/palit_geforce_gtx_750_ti_stormx_dual_review,22.html სტოკზე 1200-ზე დგას, 1280 ბუსტი და დარაზგონებული 1272-ზე, 1429 აქვს ბუსტი. ეძახე შენ პალიტი. საქართველოში ხომ ვერ აყიდინებ ვერავის ვერაფერს MSI-Asus-ის გარდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 მართლა იმასქნა MSI-მ აგერ პალიტის 750ti, ასევე დამატებითი კვების გარეშე: http://www.guru3d.com/articles_pages/palit_geforce_gtx_750_ti_stormx_dual_review,22.html სტოკზე 1200-ზე დგას, 1280 ბუსტი და დარაზგონებული 1272-ზე, 1429 აქვს ბუსტი. ეძახე შენ პალიტი. საქართველოში ხომ ვერ აყიდინებ ვერავის ვერაფერს MSI-Asus-ის გარდა ფასი რა აქვს მერე ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 საქართველოში არის ფორმომანია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 მართლა იმასქნა MSI-მ აგერ პალიტის 750ti, ასევე დამატებითი კვების გარეშე: http://www.guru3d.com/articles_pages/palit_geforce_gtx_750_ti_stormx_dual_review,22.html სტოკზე 1200-ზე დგას, 1280 ბუსტი და დარაზგონებული 1272-ზე, 1429 აქვს ბუსტი. ეძახე შენ პალიტი. საქართველოში ხომ ვერ აყიდინებ ვერავის ვერაფერს MSI-Asus-ის გარდა ეგ პალიტიც უაზრობაა რათ უნდა ეგეთი გაგრილება ტყილა მეორე სლოტს იკავებს შე კაი კაცო აიღე ერთ სლოტიანი 6პინით ვსიო 650იც ეგრე იყო პაჩწი მაგას 70ვატი უნდოდა და მაინც უდგამდნენ 6პინს და ეხლა იმხელა 10ვატი დავზოგეთო რო 6პინი არააო საიჭო არადა ecs-ს 650ს არ ქონდა 6პინი დალშე ყველას ქონდა ნუ 650ti უეჭველი ჭირდებოდა 100ვატს იყენებს მარა სუფთა მარკეტინგია მე 750 გამომადგება მაგრამ ამ კონფიგზე თე'ად დამალიმიტებს ხო? ბოლობოლო დენის გადასახადი მოვა ო იეა ნახევარს რო გსმოიყენებს ამის აბა ეხლა წურავს 220ს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 ეგ პალიტიც უაზრობაა რათ უნდა ეგეთი გაგრილება ტყილა მეორე სლოტს იკავებს შე კაი კაცო აიღე ერთ სლოტიანი 6პინით ვსიო არა მაგას ნაღდად უნდა ვერ ხედავ 1429 MHZ-მდე აქვს boost რაზგონზე. ისე ჩემთან ბუსტი რაც აქვს იმაზე მაღლა ადის კარტა სინამდვილეში და კი დაუდია აგერ მაგ კარტას 1.5 GHZ ვგონებ 8xx სერია კაი მორაზგონე უნდა იყოს და კი დაიდება მაგათზე უკვე 2 GHZ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 200 $ –ის არაფერი აქ ამ კარტას მე თუ მკითხავ. 650 ბუსთზე სუსტია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 200 $ –ის არაფერი აქ ამ კარტას მე თუ მკითხავ. 650 ბუსთზე სუსტია არა ძვირია მაგისთვის 200$ 180$ად 660ს დაითრევ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Author Share Posted February 19, 2014 კი ძვირია 200 დოლარი , ნუ ახალი ვიდეო ბარათია , ახალი არქიტეტურა , ცოტა განსხვავებულად მუშაობს და ცოტა ენერგიასაც მოიხმარს , ვისაც OC არ სჭირდება იმისთვის კარგი ვარიანტია + ძლიერი კვებაც არ უნდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ilia uneli Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ან თუ გადავიხდი 50 დოლარს მსი-ში არასდროს მივცემ ზედმეტს 4 ფპს -ს გამო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MIRIANI(brokenarrow) Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 კი მაგრამ და ასეთი დონის ვიდეო კარტები ხომ არ არის გათვალისწინებულუ 1920X1080 გადიდების რეზოლუშენზე , მე თუ მკითხავ ნორმალური ვიდეოა 1368X768 ზე ულტრაზე შეძლებ ითამაშო , მაგრამ ფასით მართლა ძვირია. და TITAN BLACK ზე რას იტყვით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Author Share Posted February 19, 2014 არა რატო ვინც ცოტა ბიუჯეტურ სისტემას აწყობს ამას აიღებს Full HD ზე , მაგრამ R7 265 უფრო კარგი რამე ჩანს რაც შეეხება Titan Black ს ისევ საკმაოდ ძვირი იქნება , ეგ არ სჭირდება ჩვეულებრივ მოთამაშეს და მომხმარებელს , სხავდასხვა გამოთვლებშიც გამოიყენება ტიტანები და მაგიტომ ძვირიც ღირს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MIRIANI(brokenarrow) Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 http://eu.evga.com/products/enlarge.asp?PN=02G-P4-3757-KR&I=1 აი ევგას შემთხვევაში აქვს ერთი 6 პინიანი პოვერი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NVidia. Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ti boost ზე სუსტი რატომ არის? :| ისე თავიდან 650 იც სუსტი იყო და დრაივერებით გაუმჯობესდება ალბათ პერფომანსი 750 ისაც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Author Share Posted February 19, 2014 ეს ვერსია 3% ით ჩამორჩება 650 Ti Boost ს მაგრამ შეიძლება იტქვას რომ დრაივერების ხარჯზე გაასწრებს , ამიტომ მის დონეად მოიაზრება ხო ზოგ მოდელს აქვს ეგ 6 პინიანი კვება , მაგრამ MSI ის ვერსია უბრალოდ ყველაზე ჩუმი და გრილი იქნება დიდი ალბათობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NVidia. Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ფასი 200 $ კარგია მაგრამ აქ რა ეღირება? 500 ლარს დაადებენ მაღაზიები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.