Popular Post მათე Posted February 17, 2014 Popular Post Share Posted February 17, 2014 მოგესალმებით. დიდი ხნის შესვენების შემდეგ (არ მეცალა თემებს ვერ ვწერდი) ამ თემაში მოგიყვებით AMD-ს ახალი ტექნოლოგიის კერძოდ HSA-ს (იგივე "Heterogenuous Systems Architecture"-ს) შესახებ. ეს არის ახალი ტექნოლოგია რომლის წყალობით პროგრამებს შეუძლიათ ერთდროულად იმუშაონ CPU-ს და GPU-ს გამომთვლელ ბირთვებზე. უფრო სწორად და მარტივად რომ ავხსნა რაიმე ამოცანის შესრულებისას ისინი იყენებენ ამ ორიდან იმას რომელსაც უფრო სწრაფად შეუძლია მისი შესრულება. (ხშირ შემთხვევაში ეს რათქმაუნდა GPU არის) მოკლედ ეს არის GPGPU computing-ს ახალი დონე. იმის გამო რომ GPGPU კოდირება მეტ სირთულეებთან, დროსა და ხარჯთანაა დაკავშირებული, HSA იდეალური ტექნოლოგიაა თუმცა ის საჭიროებს ახალ soft-ს რომელსაც ექნება ამის მხარდაჭერა. AMD-ს თქმით ეს მოახდენს რევოლუციას თანამედროვე კომპიუტერულ გამოთვლებზე რადგან HSA-ზე კოდირება ბევრად იაფია, ნაკლებ დროსა და ენერგიას მოიხმარს და მეტი შესაძლებლობები აქვს. (ჭორის დონეზეა რომ windows 9-ს ექნებაო HSA-ს მხარდაჭერა) FULL HSA იგივე hUMA - heterogenuous unified memory architecture იყენებს ახალი თაობის shared memory ინტერფეისს. ამით მცირდება ის დრო როცა ჩვეულებრივი გამოთვლების დროს საჭიროა ზოგჯერ ინფორმაციის ოპერატიული მეხსიერებიდან ვიდეომეხსიერებაში გადატანისთვის. დაახლოებით ასე გამოიყურება ანუ kaveri APU უკვე შემოიღებს shared memory-ს ახალ სტანდარტს true address-space sharing between CPU & GPU სხვათაშორის ამ პროექტში ყოფილა სხვადასხვა ტექნიკის მწარმოებელი კომპანია SAMSUNG რომელმაც შესაძლოა ეს ტექნოლოგია გამოიყენოს მის მომდევნო Exynos ARM ჩიპში რაც თავისთავად უდიდეს უპირატესობას შესძენს მას სხვა ARM ჩიპების მწარმოებლებთან. ისეთი კომპანიები როგორებიცაა intel და NVidia შესაძლოა ჩამორჩნენ თუ რამე მსგავს ტექნოლოგას არ შექმნიან. intel სავარაუდოდ 2015 წლისათვის მის ახალ პროცესორებში skylake-ში განახორციელებს ძველ იდეას სახელად larrabee project AMD-ს მომავალი პროცესორები კი უმეტესად APU-ები იქნება რაც სავარაუდოდ AM3+ სოკეტის სიკვდილს ნიშნავს კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყიდო დღეს ბულდოზერი. ყველა ის ტექნოლოგია რაშიც intel მილიონებს ხარჯავს (14 nm, 2x მატება IGPU-ებში, 22 nm -იანი Atom-ები) ვერცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა იმ ტექნოლოგიასთან რასაც HSA წარმოადგენს. ეს უბრალო მომხმარებლისთვისაც კი საკმაო გაუმჯობესებას მოიტანს, მაგალითად ყველაზე მთავარი ისაა რომ AMD-ს ახალ kaveri APU-ს უკვე აქვს FULL HSA-ს მხარდაჭერა და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება თუ რათქმაუნდა software-ს აქვს ამის მხარდაჭერა. ანუ მთავარი გზა გავლილია ახლა developer-ების ჯერია წერონ სოფტი HSA ტექნოლოგიაზე. მისი სიმარტივისა და სიიაფის გამო ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ აღარ მოგიწევთ 1000-ობით დოლარის გადახდა Intel 4960x ში რადგან AMD-ს 4-ჯერ ან 5-ჯერ იაფი APU ბევრად სწრაფი იქნება დღესდღეობით HSA-ს სრული მხარდაჭერა აქვთ შემდეგ პროგრამებს LibreOffice from version 4.1 and up AIDA64 benchmarks from November update onwards PCMark from version 8 and up SiSoft Sandra from version 2014 and upAMD Catalyst Drivers from version 14.1 and up (Mantle drivers) ეხლა კი გთავაზობთ მცირე ტესტებს. სატესტო სისტემები SAMSUNG DDR3 PC3-10600 4GB x2 @ 2133Mhz Catalyst 13.35 Beta (HSA Enabled) Samsung 840 Series SSD 500GB A10-7850k @ 4Ghz A10-6800k @ 4.4Ghz A8-3870k @ 3Ghz Core i5 – 4670k @3.8Ghz Core i3 – 4330 @ 3.5Ghz როგორც ხედავთ ამ ტექნოლოგიის წყალობით AMD-ს APU ამარცხებს Intel-ს ბოლო თაობის i5 4670k-საც კი. ჩვეულებრივ კი ის ამ i3 4330-თანაც კი აგებს, ასე რომ ეს ყველაფერი თეორია არ არის ის მართლა მუშაობს და როგორც ვთქვი სულ მალე სოფტიც საკმარისი იქნება და თავადაც შეძლებთ ამის ნახვას. სულ ეს იყო მადლობთ ყურადღებისთვის. ამდენ წლიან ჩამორჩენას ასე ერთი ხელის მოსმით თუ გააქრობდა AMD რას ვიფიქრებდი, მაგრამ რას იზამ ფაქტია რომ მათ ეს შეძლეს. respect AMD 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 17, 2014 Share Posted February 17, 2014 საინტერესო ტექნოლოგიაა ძალიან , პრაქტიკაში რამდენად კარგი იქნება ვნახოთ გამოჩნდება ყველაფერი , ისე კი კარგად მიდის წინ ამდ , ვნახოთ რა შედეგს დადებენ წლის ბოლოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted February 17, 2014 Share Posted February 17, 2014 ან გაიაფებას ველოდები ან ebay-ზე ჩალიჩს რასაც ვერ ვიტან.... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 ან გაიაფებას ველოდები ან ebay-ზე ჩალიჩს რასაც ვერ ვიტან....თუ 7850k-ს გულისხმობ, აგერ ყიდის ერთი 140$-ად:http://www.overclock.net/t/1466716/amd-a10-7850k-kaveriმეორე 160$-ად გაუხსნელს:http://www.overclock.net/t/1467999/nib-higher-end-amd-parts Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted March 15, 2014 Share Posted March 15, 2014 ამაზე არის თემა?http://raptr.com/amd საინტერესო ტექნოლოგიაა დღეს დავტესტე და კარგი რამეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted March 15, 2014 Author Share Posted March 15, 2014 ამაზე არის თემა?http://raptr.com/amd საინტერესო ტექნოლოგიაა დღეს დავტესტე და კარგი რამეა უაზრობაა. geforce experience-ს მიბაძვაა. ეგ უბრალოდ სეთინგებს ასწორებს რომ სისტემამ კარგად გაქაჩოს და დრაივერებს ანახლებს მისით. ანუ ვინც აზრზე არაა სეთინგების გასწორების იმათთვის იდეალურია. მე პირადად geforce experience-ს 100-ში ერთხელ ვხმარობ ისიც shadowplay-ს გამო ვიდეოს იღებს თორემ სეთინგებს ჩემით უკეთ ვასწორებ ვიდრე ეგ ასწორებს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted March 15, 2014 Share Posted March 15, 2014 ხო ეგ მართალია ლეპტოპზე მეც არ ვიყენებ )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CRYPTO Posted March 12, 2017 Share Posted March 12, 2017 პროცესორში ინტეგრირებულ ვიდეო კარტას იყენებს HSA ტექნოლოგია ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted March 12, 2017 Share Posted March 12, 2017 43 minutes ago, CRYPTO said: პროცესორში ინტეგრირებულ ვიდეო კარტას იყენებს HSA ტექნოლოგია ? კი მარტივად რომ ვთქვათ, HSA მხარდაჭერის მქონე პროგრამა იყენებს პროცესორში ინტეგრირებულ ვიდეო ბირთვებს, გამოთვლის დასაჩქარებლად. პროცესორი და ვიდეო იყოფს ერთ საერთო მეხსიერებას, ასეა არქიტექტურულად შექმნილი, რაც თავის მხრივ ზრდის სწრაფქმედებას. ზემოთ დადებულ სურათზე ჩანს. ეხლა რომ გამოვა Zen-ის APU-ები, ვნახოთ აბა თუ ექნებათ ეს ტექნოლოგია არქიტექტურულად გათვალისწინებული. აქამდე მაინცადამაინც არ ჩანდა დეველოპერების მხრიდან ამ ტექნოლოგიის ათვისების სურვილი, სავარაუდოდ ბევრი მიზეზის გამო, თუმცა წელს თუ ჩადეს Zen-ში ეს ტექნოლოგია, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ მომრავლდეს HSA მხარდაჭერის მქონე სოფტები. ცნობისთვის ინტელი არ გახლავთ HSA ტექოლოგიის წევრი, შესაბამისად ამ უპირატესობით სარგებლობა მარტო AMD-ს APU-ებითაა შესაძლებელი (და ასევე იმ ფირმებს რომლებიც ამ ტექნოლოგიის წევრები არიან). თუ ინტელიც გაერთიანდება ამ ტექნოლოგიაში, მაშინ მათ მოუწევთ პროცესორის არქიტექტურაში შეიტანონ ტექტნიკურად HSA მხარდაჭერა. თუმცაღა მათი iGPU არაა იმდენედად მძლავრი რომ კონკურენცია გაუწიოს AMD-ს, ამ შემთხვევაში მოუწევს ან ძალიან მაგარი iGPU შექმნას ან AMD-გან ლიცენზია აიღოს პოლარისის ან ვეგას გამოყენებაზე მის პროცესორებში. თუკი ვერ შექმნიან მაგარ iGPU-ს, მაშინ ლიცენზიის აღების შემდეგ, ოფიციალურად შეიძლება ვიხილოთ ინტელის პროცესორები AMD-ს GPU-თი, რომელსაც გარდა HSA ტექნოლოგიისა, ასევე თამაშებშიც ძალიან კარგი შედეგი ექნება. ისე ინტელს ჰქონდა Nvidia-სგან 2-3 წლის უკან ლიცენზია აღებული მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ Nvidia-ს GPU მათ პროცესორებში. Nvidia-ს სულ ტყუილად უხადეს მილიონობით დოლარი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CRYPTO Posted March 13, 2017 Share Posted March 13, 2017 AMD-მ რო ლიცენზია მისცეს მაგარი სულელური ნაბიჯი იქნება ისევ ჩაუვარდებათ ბიზნესი :D, და არამგონია მისცეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted March 13, 2017 Share Posted March 13, 2017 5 hours ago, CRYPTO said: AMD-მ რო ლიცენზია მისცეს მაგარი სულელური ნაბიჯი იქნება ისევ ჩაუვარდებათ ბიზნესი :D, და არამგონია მისცეს. ჰო მაგრამ ეგ მეორეს მხრივ კარგი იქნება. ჯერ ერთი კონკურენცია იქნება, მომხმარებლისთვის ეს ძალიან კარგია და მერე კიდევ ფართოდ მოიკიდებს ფეხს HSA პროგრამები, რადგან მარტო AMD-სთვის ბევრი დეველოპერი თავს არ შეიწუხებს. APU-ს დანიშნულება ესაა: AMD APUs have a unique architecture: they have AMD CPU modules, cache, and a discrete-class graphics processor all on the same die, using the same bus. This architecture allows for the use of graphics accelerators, such as OpenCL, with the integrated graphics processor. The goal is to create a "fully integrated" APU, which, according to AMD will eventually feature 'heterogeneous cores' capable of processing both CPU and GPU work automatically, depending on the workload requirement. ინტელსაც შეუძლია ამის გაკეთება მაგრამ რაღაც მიზეზების ან სურვილის არქონის გამო, არ აკეთებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.