Jump to content

Mobogenie - Android დევაისის მენეჯმენტი


gio_kiborg

Recommended Posts

გუგლის (თუ მწარმოებლების) შეზღუდვების გამო საქართველოში მყოფი მომხმარებელი ადვილად ვერ სარგებლობს ისეთი აპლიკაციებით როგორებიცაა Facebook, Facebook Messenger, Viber და ა.შ, მარკეტი ან ვერ ეძებს, ან კიდევ რასისტული შეტყობინება გამოაქვს ეს აპლიკაცია არაა ხელმისაწვდომი შენს ქვეყანაშიო (ფასიანი მაინც იყოს :fuk: )

შედარებით გამოცდილი მომხმარებლები გამოსავალს კი პოულობენ, ან მარკეტს ტეხავენ, ან IP-ს ცვლიან რომ სასურველი აპლიკაცია გადმოწერონ, თუმცა არის უფრო მარტივი გზაც: Mobogenie Market

b3d61d455326.png

Lite ვერსია play.google.com-ზეცაა ხელმისაწვდომი Mobogenie Market Liteთუმცა მას აქვს ერთი შეზღუდვა: აპლიკაციების გადმოსაწერად ისევ play store-ზე გიშვებს, რაც ხშირ შემთხვევაში რომ იტყვიან not an option-ია, რადგან რასისტი გუგლი გვიწერს რომ ეს აპლოკაცია მესამე მსოფლიოს ქვეყნისთვის არაა ხელმისაწვდომი :dwarf:

თუმცა თვითონ პროგრამავე გთავაზობთ უფასო Pro ან "სრული" ვერსიის გადმოწერას ცალკე apk ფაილის სახით, რომლის ინსტალაციის შემდეგაც უკვე თვითონ Mobogenie-ს შეუძლია თავისით გადმოიწეროს სასურველი აპი რეგიონალური თუ სხვა რასისტული შეზღუდვების გარეშე, სავარაუდოდ Google-მ არ მისცა სრული ვერსიის play store-ზე განთავსების უფლება.

(p.s: გამოუცდელი მომხმარებლებისთვის: apk ფაილების ინსტალაცია დეფაულტად დაბლოკილია ტელეფონებსა თუ ტაბებში როგორც წესი, რომ მოგცეთ ინსტალაციის საშუალება, უნდა შეხვიდეთ Settings-ებში, შემდეგ Security განყოფილებაში და "პტჩკა" მონიშნოთ Unknown Sources-ზე,)

 

უპირატესობები რაც ამ აპლიკაციას გააჩნია არის ის რომ:

  • არ საჭიროებს რეგისტრაციას
  • არ აწუხებს რეგიონალური შეზღუდვები
  • აქვს საკუთარი app manager რომელიც ამოწმებს სისტემაში დაყენებულ ყველა აპლიკაციას! განახლებებზე
  • განახლებებს ეძებს უკეთ ვიდრე play store
  • არ საჭიროებს root უფლებებს (დამწყებთათვის დარუთვა რთულია)

მე ყველაზე მეტად App manager მომეწონა, როგორც წესი, როდესაც ხელით აყენებთ apk ფაილს, (მით უმეტეს თუ ჩვენი რეგიონისთვის არაა ხელმისაწვდომი) Play Store-ში კი ჩანს, მაგრამ განახლებებით არ იკლავს თავს, აქ კი მაშინვე აჩვენებს ახალ ვერსიებს, ასევე ზოგჯერ play store-ზეც არ ჩანს ახალი ვერსია Mobogenie-ში კი არის- ასე მოხდა მაგალითად TrackID-ზე. Mobogenie განაახლებს როგორც ხელით, ისე Play Store-თი და სხვა წყაროთი დაყენებულ აპლიკაციებს

 

მწარმოებელი არ გაჩერდა მხოლოდ Market-ის აპლიკაციაზე და გამოუშვა მშვენიერი PC Manager, რომელიც თავსებადია პრაქტიკულად ყველა Android მოწყობილობასთან

eba8408590c6.png

 

PC მენეჯერს შეუძლია კონტაქტების, sms-ების, სურათების მუსიკების და ვიდეოების მენეჯმენტი, დევაისის მონაცემების რეზერვირება/აღდგენა, აპლიკაციების მონახვა/ინსტალაცია, მოკლედ თითქმის ყველაფერი რასაც დევაისის მწარმოებლის PC მენეჯერები აკეთებენ (როგორიცაა Samsung Kies მაგალითად)გარდა თვითონ ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის (Android-ის) განახლებისა

განსაკუთრებით მოსახერხებელია როდესაც ოჯახში რამდენიმე მწარმოებლის Android დევაისია და ერთი კომპი :)

 

დანარჩენისთვის კი ეწვიეთ მწარმოებლის ვებგვერდს, საიდანაც შეძლებთ როგორც Mobogonie Market-ის, ისე PC Manager-ს გადმოწერას:

Homepage

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მარკეტს რაც შეეხება მემგონი 1 მობილე მარკეტი საუკეთესოა ხოლო პცზე წვდომას აირდროიდი :) ჩემი აზრით ასეა :) 

Link to comment
Share on other sites

გადმოვწერე მაგათი საიტიდან და მაინც არ ჩანს დაბლოკილი აპები..

1მობილეზე კი დენიკინის დროის ვერსიები იყო და მივაშალე

Link to comment
Share on other sites

გადმოვწერე მაგათი საიტიდან და მაინც არ ჩანს დაბლოკილი აპები..

1მობილეზე კი დენიკინის დროის ვერსიები იყო და მივაშალე

მე 2 ტელეფონზე შევამოწმე და ორივედან გადმოწერა

Lite ხომ არ აწერია იკონკაზე? ასეთი იკონკა უნდა იყოს

41cc0b6fd221.jpg

ეს ვერსია ცადე Mobogenie_1012.apk

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ვირუსები რამდენად გადმოყვება ამ მარკეტებიდან გადმოწერილ apk ფაილებსა და აპლიკაციებს?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.