Sign in to follow this  
Harmony Lines

ყველაფერი HI-FI აუდიო სისტემების შესახებ

Recommended Posts

დადებილდა ჩემი მობილური ტელეფონი:

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მეგობრებო თქვენი დახმარება მჭრდება, მაქვს რესივერი Yamaha RX-V675 7.2 Channel Network AV Receiver with Airplay  ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება დინამიკების შერჩევაში, სად შეიძლება შევიძინო საქართველოში და რომელ მოდელებს მირჩევთ, ოთახის მოცულობა 36 კვადრატი, მისაღები ოთახი 6X6 მერტზე.

დიდი მადლობა ყველას წინასწარ. მინდა თავიდან შევიძინო წინა სამი დინამიკი R/L და Center  და მერე ნელ ნელა დავამატებ, რადგან ამ ეტაპზე ბიუჯეტში შეზღუდული ვარ.

მადლობთ

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, Alexandre Beridze said:

მეგობრებო თქვენი დახმარება მჭრდება, მაქვს რესივერი Yamaha RX-V675 7.2 Channel Network AV Receiver with Airplay  ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება დინამიკების შერჩევაში, სად შეიძლება შევიძინო საქართველოში და რომელ მოდელებს მირჩევთ, ოთახის მოცულობა 36 კვადრატი, მისაღები ოთახი 6X6 მერტზე.

დიდი მადლობა ყველას წინასწარ. მინდა თავიდან შევიძინო წინა სამი დინამიკი R/L და Center  და მერე ნელ ნელა დავამატებ, რადგან ამ ეტაპზე ბიუჯეტში შეზღუდული ვარ.

მადლობთ

გამარჯობა, მშვენეირი რესივერი გაქვს, მუსიკისთვის თუ გინდა იდეალური ვარიანტია სტერეოც რომ შეკრა ტავიდან ოღონდ რეფლექსური ფრონტალური დინამიკები სრულიად საკმარისია მუსიკისთვის და ზოგადად Blu ray ლაივებისთვის...

Yamaha-ში აქვთ NS-777-ბი ძალიან კარგებია, მაგრამ ახლა სასტიკად გაძვირებულია ეგ დინამიკები დოლარის მომატების გამო, ადრე თითქმის ნახევარ ფასად თუ შეგეძლო ყიდვა დღეს გაორმაგებულია...

შედარებით დაბალ ფასში შეგიძლია შეიძინო NS-555-ბი, ესეც რეფლექსური დინამიკებია, რეფლექსური იმას ნიშნავს რომ საბვუფერიც ჩაშენებულია კორპუსში, ანუ ზედა ორი პიშალკა გამოსცემს მაღალ ბგერებს, ჰოლო ქვედა მესამე პიშალკა ბასებისთვის და დაბლი ბგერებისთვის გამოიყენება... ეს მოდელები Yamaha-ს მარაზიაში აქვთ როგორც ვიცი ახლაც უნდა ქონდეთ საბურთალოზე, პოლიტექნიკურის მეტროსთანა რის Yamaha-ს მარაზია...

ისე საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანი მაინც Smiley-ს ქონდა მაგ მხრივ, მე რაც ვიყიდე გერმანული ბრენდის კენტონი ეგეც მაგათმა ჩამომიტანეს, შეგიძლია კონკრეტულ მდოელზეც დაელაპარაკო და ჩამოგიტანენ, მაგრამ ამჟამად ადგილზეც ექნებათ სავარაუდოდ მაგ ფირმის Hi-Fi სისტემები... თბილისი ცენტრალში მეორე სართულზე არის მაგათი მაღაზია და გაიარე გაარკვიე და უთხარი შენი რესივერის მონაცემები და აგარჩევინებენ თუა ქვთ ადგილზე კარგი მდელები თუ არადა საწყობში ყველა ვარიანტში ექნებათ...

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2/10/2014 at 9:56 PM, Harmony Lines said:

 

როგორ შევარჩიო HiFi სისტემა ჩემი სახლის და გემოვნების შესაბამისად

 

ეს სტატია დაგეხმარებათ თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხმის სისტემა საუკეთესო ფასად მუსიკის და კინო მოყვარულებმა.

 

დავიწყოთ იმით თუ რა განზრახვა გვაქვს მომავალში, ეს დაგვეხმარება იმ გადაწყვეტილების მიღებაში თუ რომელი რესივერი შევარჩიოთ ან ხომ არ ჯობია სტერეო გამაძლიერებელი? რამდენი დინამიკი არის საუკეთესო ჩემს შემთხვევაში და 5.1 სისტემა თუ სტერეო სისტემა და ასე შემდეგ, რაც დაგეხმარებათ ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაში და ხმის მაღალი ხარისხის მიღებაში.

 

დავიწყოთ მუსიკით

 

დავუშვათ მე მსურს მოვუსმინო მუსიკას მაღალ ხარისხში, ჯაზს, როკს და ან სხვა ჟანრს და მხოლოდ მუსიკისთვის მსურს აუდიო სისტემა.

 

დავიწყოთ მინიმალურიდან, ამ შემთხვევისთვის აუცილებელია სწორად შევარჩიოთ დინამიკები, მწარმოებლები ამ შემთხვევაში Yamaha გარკვეული ჟანრისთვის გვთავაზობს კონკრეტულ მოდელებს, (მაგალითად ჯაზისთვის,კლასიკსთვის, ბლუზი და ასე შემდეგ SOAVO, F-500 სერიები და ასე შემდეგ.) რადგანაც თვითოეული სერია გამოირჩევა რბილი ან ხისტი ჟღერადობით, განსხვავებული სიმძლავრით. მაგალითად როკს ან/და მძიმე როკს უნდა შევურჩიოთ ისეთი დინამიკები რომელსაც დრაივის დროს შეუძლია უფრო მაღალ სიხშირეზე ავიდეს და მოგვაწოდოს სუფთა-დეტალური ხმა. (NS-555,NS-777,NS-F700 და ასე შემდეგ.)

 

 

ასეთი შემთხვევისთვის აუცილებელია ვიცოდეთ რომ სტერეო სისტემა არის შესაბამისი და საკმარისი (იხ. სურათი 1), არ არის აუცილებელი 5.1 სისტემის ყიდვა, აუდიო რესივერის ყიდვა. საკმარისია სტერეო გამაძლიერებელი(რაც მუსიკისთვის უფრო ხარისხიან ხმას იძლევა და უფრო ადვილია ხმის რეგულაცია - ბასები და ასე შემდეგ)

soavo_speakers.jpg

 

რა უნდა ვიცოდეთ სიმძლავრის შესახებ?

 

როგორ შევარჩიო სწორი სიმძლავრის გამაძლიერებელი სტერეო სისტემის შემთხვევაში?

 

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ დინამიკების სიმძლავრე, ყველა მათგანს აქვს შემდეგი მახასიათებელი - 1. ნომინალური სიმძლავრე და 2. მაქსიმალური სიმძლავრე ასევე წინაღობა.

 

მაგალითისთვის გვაქვს ნომინალით 50 ვატიანი და მაქსიმალით 150 ვატიანი დინამიკი 6 ომზე(ეს ყველაფერი დინამიკს მახასიათებლებში უწერია ასევე უკან თვითონ ყველა დინამიკზე არის დატანილი)

 

ასეთ სიმძლავრის(მაქსიმუმი 150 ვატი) შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ რომ დინამიკის სამუშაო „ოქროს შუალედი“ არის დაახლოებით 70-დან 110 – 120 ვატამდე, ეს რას ნიშნავს რომ ამ შუალედში დინამიკი გვაწვდის ყველაზე სუფთა და დეტალურ ხმას. შესაბამისად არ არის აუცილებელი გადავიხადოთ ზედმეტი 200 ვატიან სტერეო გამაძლიერებელში. საკმარისია შევიძინოთ 100 ვატიანი ან 120 ვატიანი

 

გამაძლიერებელი(6 ომზე) (მაგ:A-S300) და სრულად საკმარისი იქნება. ცნობისთვის არ არის რეკომენდირებული რომ არც ერთი ბრენდის დინამიკმა არ იმუშავოს თავის მაქსიმალურ სიმძლავრეზე, ასე რომ ვთქვათ პიკზე. ეს დინამიკს აზიანებს.არის შემთხვევბი როდესაც ოთახის მოცულობა პატარაა და ამიტომ ხშირად 100 ვატიც ძალიან ხმამაღალია, ამიტომ შერჩევისას ხშირად მომხმარებელი ამასაც ითვალისწინებს.

61rxjb-3dtl._sl1160_.jpg

 

რაც შეეხება ბასებს სტერეო ხმაში.

 

არსებობს დინამიკების სხვა და სხვა ტიპები, ორ ზოლიანი, სამ ზოლიანი, (იხ. სურათი 2)

speakers.jpg

 

 

ასეთი დინამიკები არის ბას-რეფლექსური, რაც ნიშნავს იმას რომ შემავალ სიგნალს დინამიკი ბალანსირებულად ანაწილებს დრაივერებში(იხ. სურათი 2), ბასი ყოველთვის მოდის ქვედა დრაივერში. მძლავრ დინამიკებს აქვს საკმარისი ბასი და აღარ არის საჭირო დამატებით ბასის ყიდვა, ზოგიერთ დინამიკში ბასი ნაკლებია და ამიტომ დამატებით საჭიროა ბასის ყიდვა. (იხ. სურათი 3) ხშირად არის შემთვევბი და ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, როდესაც მძლავრ დინამიკებში სადაც საკმარისი ბასია, მაგრამ მომხმარებელი დამატებით მაინც ყიდულობს ბასს.

 

6adf2787e55d.jpeg

 

 

ეს არის ის მცირე ინფორმაცია რაც უნდა ვიცოდეთ როდესაც გვსურს აუდიო სისტემები შევიძინოთ მუსიკისთვის, რომ მოვუსმინოთ ჩვენს საყვარელ შემსრულებელებს მაღალ ხარისხში, დამერწმუნეთ ასეთ ხარისხში მოსმენილი მუსიკა არის სრულად განსხვავებული და დაუვიწყარი. 

      ინფორმაცის წყარო yamaha.ge

 

მოკლედ მეგობრებო ორიოდე სიტყვით ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ ამ სფეროში, ძირითადად HI-FI აუდიო სისტემის არჩევის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ თქვენი ოთახის ფართი, რა ჯანრის მუსიკას ვუსმენთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას ბასს, სუფთა ხმას თუ მუსიკას სადაც რამოდენიმე ხმების სინთეზი ხდება ერთდროულად, ასევე ხმის სისუფთავე დამოკიდებულია ოთახში ავეჯის განლაგებაზე, რაც უფრო ნაკლებად გადატვირთულია ოთახი, მით უფროს წრაფად ხდება ბგერის გავრცელება და ხმაც მიიღება ბევრად სუფთა და მკვეთრი, განლაგებას რაც შეეხება როდესაც სისტემას ვაყენებთ 55-და მეტი ინჩის ტელევიზორებთან აუცილებელია  RR და RL დინამიკები განლაგებული იყოს მინიმმ 2 მეტრის დაშორებით რადგან დინამიურ სცენებში წარმოიქმნება ხმის უსუფთაობა რადგან ორი დინამიკის ხმა ერთმანეთს ერწყმის და გამოდის უსუფთაო ბგერები, უკანა 3 დინამიკი გადანაწილებული უნდა იყოს ოთახის უკანა მხარეს სადაც ხმების სინთეზი მოხდება წინა ხმის გამაძლიერებლებთან. ამ კატეგორიის აუდიო სისტემებში წამყვანი ბრენდებია: yamaha, pioneer,Klipsch... 

ოფიციალური ვებ გვერდები: http://www.klipsch.co.uk/  http://yamaha.com/ 

 

მოკლედ თქვენთვის გაისარჯა NvidiaFan იგივე ვანო, გისურვებთ წარმატებებს და საუკეთესო აუდიო სისტემებს...

გამარჯობათ

Share this post


Link to post
Share on other sites
Just now, Giorgi Parkaia said:

გამარჯობათ ეგ ყველაფერი გასაგებია რომ ოთახის ზომას კვადრატობას დავადგენთ. გემოვნებით ჩვენ თავში უნდა გავერკვეთ უმეტესად რომელი ჟანრის მოსმენა გვინდა და შესაბამისად ვიყიდით რაღაც დინამიკს და ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ეგ ყველაფერი ჯდება ძალიან ძვირი მითუმეტეს როცა ამაზონიდან გვინდა გამოწერა და აქ არიშოვება ის რაც გვინდა . განბაჟება ჩამოტანა და ასე შემდეგ.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე იქნებ გვირჩიოთ ცალ ცალკე კომპონენტებად საიდან შეიძლება გამოვიწეროთ დინამიკები დაახლოებით  50-150 w ფარგლებში . ასეთი დაბალი ვატობის დინამიკები კარგია სახლის პირობებში (საკმარისია) და ასევე დიდი წვალება არჭირდება კორპუსის ტიპის გათვლებს .  კორპუს კი დიზაინს  შეურჩევ და ვისაც გვეხერხება ხეზე მუსშაობა ან სულაც ავეჯის სახელოსნოში ნებისმიერ ფორმას დავაჭრევინებთ თუგვინდა შპონს გადავაკრავთ და თუგვინდა შევღებავთ იმს ჩვენს მდფ-ს . არც ხმის იზოლაციის ბამბის ჩადება გვეშლება.  კარგი იქნებოდა მაქანის დინამიკებისგან რო შეიძლებოდეს აწყობა ყოველ ნაბიჯზე იყიდება მაგრამ . . . 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this