Popular Post Shopen Posted February 8, 2014 Popular Post Share Posted February 8, 2014 შესავალი როგორც იქნა დადგა ნანატრი მომენტი როდესაც კომპანია AMD-მ წარადგინა ახალი თაობის პროცესორები კოდური სახელწოდებით Kaveri. ეს ნამდვილად ახალი წინგადადგმული ნაბიჯია AMD-ს მხრიდან, დადგა ის დრო როდესაც კლასიკური პროცესორების ბირთვი სხვა პრინციპით მუშაობს გრაფიკასთან ხოლო ჰიბრიდული cpu სხვა უფრო მაღალ ევოლუციის ეტაპზე გადადის. რა არის Kaveri? რათქმაუნდა ეს არის პირველ რიგში APU. მათი სიტყვებით ეს არ არის მხოლოდ პროცესორი და ჰიბრიდული გამომთვლელი სისტემა. როგორც მოგეხსენებათ პირველი APU იყო LIano რომელმაც არც თუ ისე დიდი განცვიფრება გამოიწვია,მის შედმეგ იყო Trinity რომლის გამოჩენის შემდეგ რომლის შემდეგადაც გამოჩნდა ძალიან დიდი ასორტიმენტი მოწყობილობების, ამის შედმეგ დაიწყეს ასევე შეცდომების გამოსწორება და გაჩნდა ახალი თაობა Richland რომელშიც ასე თუ ისე დაძლიეს ენერგომოხმარების პრობლემა და წარმატებით გამოიყენეს ნოუთბუქების სეგმენტში. APU Kaveri-შიც ასევე მრავალი გაუმჯობესება მოხდა მათ შორის ენერგოეფექტურობაც გაუმჯობესდა, ჩაისახა სრულიად ახალი ტექნოლოგიები როგორებიც არის HSA,hUMA, True Audio. ყოველივე ამის შემდეგ ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რატომ არქმევს საკუთარ პროდუქტს AMD ევოლუციურს და არა რევოლუციურს). პირველი გაცნობა თუკი სტატისტიკას გადავხედავთ ვნახავთ რომ საგრძნობლად გაიზარდა APU-ს წილი ბაზარზე და დღესდღეობით ფაქტიურად პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე ვერ შევხვდებით განსაკუთრებით კი მობილურ სეგმენტში(ნოუთბუქებში თუნდაც). მართლაც რო დააკვირდეთ ნახავთ რომ კლასიკური პროცესორი წარმოუდგენელია უკვე ინტეგრირებული ვიდეო ბარათის გარეშე რომლის ბოლო მოდელები და თაობა არც თუ ისე ცუდია და ხშირად სრულიად საკმარისიც არის საოფისე პროგრამებისთვის, ვიდეოს ინტეგრაცია პროცესორში თავისთავად წევს მის თვითღირებულებას შედეგად ჩვენ ვიღებთ პროცესორს რომელსაც ასე ვთქვათ საჩუქრად მოყვება ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებელი ანუ ჩვენ ვზოგავთ ფულს ვიდეო ბარათში(თუკი რათქმაუნდა არ გინდათ გეიმინგისთვის კომპიუტერი). როგორც მოსალოდნელი იყო APU-მ თავისი საქმე გააკეთა და AMD-ს შეუძლია დაკვეხნოს კიდეც გაყიდვებით A10 სერიის პროცესორების. ეს წარმატება მარტივად აიხსნება იმითი რომ ამ ხაზში წარდგენილი იყო სამი სხვადასხვა APU მოდელი სხვადასხვა სითბური პაკეტებით: 45ვტ(A10-6700T), 65ვტ (A10-6700) და 100ვტ (A10-6800K). ამასთან ერთად ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი თაობაც რომელმაც უფრო კარგი წარმადობა აჩვენა, უფრო კარგი ინტეგრირებული ბირთვი მიიღო. რათქმაუნდა აქ მთავარ როლს GCN(Graphics Core Next) გრაფიკული არქიტექტურა თამაშობს რომელსაც მხარდაჭერა აქვს C++ AMP და OpenCL პროგრამირების ენების. სწორედ ამ ორი ელემენტის დაყრდნობით AMD-მ გაამართლა ჰეტეროგენურ გამოთვლებში. ბევრ მკითხველს ალბათ ყურადღება გამახვილებული ექნება მის დიდ ციფრებზე კერძოდ 865 GFLOPS-ზე და 12-გამომთვლელ ბირთვზე. საქმე იმაშია რომ აქ არ არის რაიმე თაღლითობა უბრალოდ პატარა ხრიკი. მითითებული შედეგი მიღწეულია ოთხი CPU ბირთვისა და რვა GPU ბლოკით, ამიტომაც არის მაჩვენებელში 12 ბირთვი. შემდეგ სურათზე სქემატურად ნაჩვენებია პროცესორის ბირთვი Steamroller და ერთ-ერთი GCN-ის რვა ბლოკი. აქ კარგად ჩანს რომ პროცესორის მხარე დიდად არ არის შეცვლილი, აქ ჯერ კიდევ იყენებს ორ ორბირთვიან ბლოკს, სამაგიეროდ ეხლა თითო ბლოკში არის ორი დეკოდერი ერთის ნაცვლად რაც საშუალებას იძლევა შეასრულოს ოთხი x86 ინსტრუქცია ტაქტში. გარდა ამისა გაიზარდა პირველი დონის ქეშ მეხსიერება 64კილობაიტიდან 96კილობაიტამდე,დანარჩენი გაუმჯობესებები ფურო კოსმეტიკურია მაგრამ მიუხედავად ამისა პერფორმანსში სხვაობა აქაც არის. კარდინალური ცვლილებები მოხდა გრაფიკულ ნაწილში რომელიც საბოლოოდ გადავიდა GCN არქიტექტურაზე რომელსაც ჯერ კიდევ Trinity-ში ელოდნენ. ეს ლოგიკური ნაბიჯიც არის რადგან AMD-ს ყველა გრაფიკული პროცესორი მას შედმეგ მასზეა დაფუძნებული, ცოტაც დავუმატოთ HSA(Heterogeneous System Architecture) ტექნოლოგიის შესახებ თუ რას წარმოადგენს ის. როგორც ჩანს ეს არის ინსტუმენტი რომელიც ირჩევს გადაწყვეტილებას დავალებების შესახებ თუ რომელი უფრო კარგად ერგება ამა თუ იმ აპლიკაციას. ახდენს გავლენას წარმადობაზე? სისტემის ჰეტეროგენული არქიტექტურა(HSA) - ინტელექტუალური კომპიუტერული არქიტექტურა რომლის მეშვეობით ცენტრალური,გრაფიკული და სხვა პროცესორები ერთად ჰარმონიულად მუშაობს ერთ სილიკონის მიკროსქემაზე, უპრობლემოდ ამისამართებს ელემენტებს იმასთან ვისაც უფრო კარგად შეეფერება ის. HSA არქიტექტურა სოფტვეარ დეველოპერებს საშუალებას აძლევეს ადვილად დანერგონ ახალი ინოვაციები, გახსნან ახალი დონე პერფორმანსში და ფუნქციონალურობაში ყველა თანამედროვე მოწყობილობაში ხოლო მომხმარებელი მიიღებს ისეთ უპირატესობას როგორიც არის უნაკლო გრაფიკა და ინტუიციური ინტერაქტივობა. -აჰა გასაგებია რა არის მაგრამ როგორ მუშაობს? - ადრე რომელიღაც სოფტის დავალების შესრულებაში გამოიყენებოდა როგორც CPU ასევე GPU შედმეგი სახით მარტივად რო ვთქვათ ჯერ აპლიკაცია მუშავდებოდა CPU-ში და გრძელი ჯაჭვის შემდეგ გადაეცემოდა ინსტრუქცია ვიდეოჩიპს ეხლა კი სურათი კარდინალურად შეიცვალა CPU და GPU ერთდროუალდ ამუშავებს ინფორმაციას და ეხმარებიან ერთმანეთს. თვითნ არქიტექტურა HSA დაფუძნებულია ორ ტექნოლოგიაზე ეს არის hUMA და hQ hUMA (Heterogeneous Uniform Memory Access) შეუძლია გააერთიანოს ყველა ხელმისაწვდომი სისტემური მეხსიერება როგორც პროცესორისთვის ასევე ვიდეობირთვისთვის. ეს იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ 12 გამომთვლელ მოდულს აქვს პირდაპირი კავშირი მეხსიერებასთან. ასევე დიდ როლს თამაშობს hQ(Heterogeneous Queuing) ტექნოლოგია სწორედ მისი წყალობით პროგრამას შეუძლია GPU-სთან პირდაპირი კავშირი ცენტრალურ პროცესორზე გვერდის ავლით, ეს კი იმას ნიშნავს რომ APU გახდა ნამდვილად ჰეტეროგენური! სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ასეთ სოფტის დეველოპმენტი მიმდინარეობს და მალევე შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მათი წყალობით კი წარმადობაც გაიზრდება. ძირითადად ეს ეხება ისეთ პროგრამებს რომლებიც იყენებს OpenCL-ს. არ ღირს იმის დავიწყებაც რომ ახალ APU-ს ექნება უფრო ძლიერი გრაფიკული ნაწილი, მისი დამხმარე მოდულებზე მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ იცვლება მულტიმედიური ამაჩქარებელი VCE... და UDF... მათი ფუნქციონალურობა კიდევ გაიზრდება მათ დანამატში ამჟამად არის ტექნოლოგია True Audio პროცესორში უკვე უკვე არის ჩადგმული სპეციალური ბლოკი რომელიც დაკავებული იქნება აუდიონაკადის კოდირებაში და სხვადასხვა ხმის ეფექტების დამუშავებაში. აი ასე გამოიყურება True Audio-ს სქემა აი ჩვენც ვნახეთ ძირითადი ინოვაციები, ეხლა კი უშუალოდ AMD-ს ახალ მოდელებზე გადავიდეთ და ვნახოთ როგორ მუშაობს ისინი, ესეც ახალი 3 მოდელი სატესტო სტენდი სიტემა AMD FM2+ ბაზაზე დედა პლატა: ASUS A88XM-PLUS, BIOS 1002 ვერსია; პროცესორები: AMD A10-6800K (4100 МГц); AMD A10-7850K (3700 МГц); ქულერი: Zalman CNPS7X; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 2400, G.Skill F3-2400C10Q-32GTX; SSD: Corsair Performance PRO 256Gb; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. სისტემა Intel LGA 1150-ის ბაზაზე დედა პლატა: ASUS Z87-Plus, BIOS 1602 ვერსია; პროცესორი: Intel Core i7-4770K (3500MHz); ქულერი: Noctua NH-D14; თერმოპასტა: Gelid GC-Extreme; მეხსიერება: 2 x 8Gb DDR3 1333, Samsung M378B1G73BH0-CH9; SSD: Plextor M5 PRO 256 Гбайт; საინფორმაციო პანელი: Zalman ZM-MFC3; კვების ბლოკი: OCZ OCZZX1000, 1000Wt. პროცესორი მუშაობაში,TDP, ენერგომოთხოვნილება და ოვერქლოქინგი მოდით ვნახოთ ჯერ თუ როგორ გამოიყურება თვითონ კრისტალი კარგია თუ ცუდი მისი ფორმა ფაქტიურად კვადრატულია. როგორც წესი სითბოს გამბნევი ხუფი დაკეტილია. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა მისი დემონტაჟი რის შედეგადაც უფრო სწრაფი გახდება(Intel-ის შემთხვევაშიც თერმოპასტიც ნაცვლად მგონი სარეცხ სითხეს უსვამენ). გასატესტად როგორც მოგეხსენებათ ემზადება 7850K, სხვაობის სადემონსტრაციოდ ავიღოთ A8-6600K ეხლა კი ვნახოთ სურათი სადაც ვნახავთ ევოლუციას LIano-დან Kaveri-მდე დასაწყისისთვის ვნახოთ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობა APU AMD A10-7850K-ის. როგორც სხვა APU-ებშ აქაც AMD-მ შემოგვთავაზა სხვადასხვა მუშაობის რეჟიმი. ამ მოდელის სტანდარტული სიხშირე გახლავთ როგორც უწერია მას 3,7GHz ხოლო დატვირთვაზე კი 4.0GHz. შემდეგ როდესაც კონკრეტული დავალება შესრულდება ტაქტიკური სიხშირე 1.7GHz-მდე ეცემა ეს არც არის გასაკვირი თითქმის ყველა თანამედროვე პროცესორი ასე მუშაობს, ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე რაზგონზე. სადაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე კარგ შედეგს აჩვენებს, აქვს ბაგები ცოტა რაც პროცესორის ბრალი ნამდვილად არ არის უბრალოდ არ არის გამოსული ახალი BIOS-ის ვერსიები ჯერ-ჯერობით, მან შეძლო 4.4GHz-მდე ასვლა ხოლო GPU-მ 900MHz-მდე. ეხლა კი შევხედოთ ტემპერატურას რა თქმა უნდა აქ წარდგენილია მთლიანი სისტემის სიძლიერის მოთხოვნა, რომელშიც პროცესორის გარდა შედის SSD-ს ვენტილიატორი,დედა დაფა. აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც ტემპერატურა 60Co-ს მიაღწევს ირთვება თერმოდამცავისმაგვარი სისტემა და სისტემა თავისით ითიშება. ტესტირების შედეგები სატესტო კონფიგი იყო Corsair Graphite 600T ქეისში, ოთახის ტემპერატურაზე 25Co. მონაწილეები: • AMD A10-6800K (4100MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon HD 8670D, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-6800K @ 4900 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 1086 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.2; • AMD A10-7850K (3700 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Radeon R7, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • AMD A10-7850K @ 4400 MHz, მეხსიერება 2400 MHz, ტაიმინგი 10-12-12-31-2Т, Radeon HD 8670D @ 900 МГц, დრაივერის ვერსია Catalyst 13.30 Beta; • Intel Core i7 4770K (3500 MHz), მეხსიერება 1333 MHz, ტაიმინგი 9-9-9-24-1Т, Intel 4600; ოპერაციული სისტემა - Windows 7 x64 SP1, ტესტები გატარდა 5-ჯერ და ამოირასაშუალო შედეგი აქ აკლია თამაშების ტესტები დრაივერის გამო რადგან ჯერ-ჯერობით არ არის გამოსული ახალი დრაივერი(უკვე შეიძება გამოვიდა) რომელსაც Dual Graphic-ის მხარდაჭერა ექნება რომ R7 250-თან ერთად გაიტესტოს. დასკვნა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით რთულია წინასწარი დასკვენბის გამოტანა როდესაც პროდუქტი ორიენტირებულია განვითარების პერსპექტივაზე, მისი მთავარი გასარები არის პროგრამული მხარე მაინც რადგან კარგად რომ იმუშავებს HSA-მ, True Audio-მ და Mantle-მ სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა სოფტის მხრივ რო 100% გამართული იყოს. ჩვენ გვპირდებიან ძირეულ და დამატებით განვითარებას არსებული ტექნოლოგიების. არის სრულფასოვანი ინსტრუმენტები SDK-ში და ახსნილია PI Mantle-ს მუშაობის მექანიზმი. ჯერ-ჯერობით ცოტა რთული დასაჯერებელია რომ ყველა დავალების სრულფასოვანი რეალიზება მოხდება, ერთადერთი რაზეც შეიძლება არ ინერვიულო ეს არის გრაფიკული ნაწილი და პორტატული კონსოლის თამაშები. ეს იმით აიხსნება რომ მეორე უდიდესი მოთამაშე ბაზარზე კონსოლიც იყენებს GCN არქიტექტურას თავის ბოლო კონსოლებში, ჰიბრიდულ პროცესორებს კი მხოლოდ AMD აწვდის მათ რაც ნდობის საფუძველს აჩენს რომ გაიზრდება OpenCL-ზე დაწერილი აპლიკაციების რიცხვი სადაც ახალ პროცესორებს შეეძლებათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი პოტენციალი და აჩვენონ მაქსიმალური პერფორმანსი წარმადობასა და გრაფიკაში. სულ ეს იყო პატივისცემით Shopen ჩვენში დარჩეს და მაგარი დამღლელი და შრომატევადია რევიუების წერა 16 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 8, 2014 Share Posted February 8, 2014 საღოლ ძალიან კარგი სტატია იყო. ერთი რაღაცა შევნიშნე AMD-ინტეგრირებული 2400 MHZ-იან ოპერებზეც იყო გატესტილი და intel-ს HD 4600 მხოლოდ 1333 MHZ-იანზე. მაგას კი არა ჩემს HD 4000-ს აქვს განსხვავება 1333 MHZ-სა და 2133 MHZ-ს შორის და HD 4600 2400 MHZ-იან ოპერებზე გაცილებიტ უკეთეს შედეგს ანახებდა ვიდრე მანდ იყო ასე რომ არ ვენდობი intel HD 4600-ს მაგ შედეგებს. დალშე რა ითქმის პროცესორის მხარეზე სულ სხვა სამყაროა intel ისე კი ეგ ტექნოლოგიებია რის გამოც AMD-ს კარტებისადმი სიმპატია გამიჩნდა. trueaudio რომ აამუშაონ და ის ახალი დეკოდერი რომ არის 60 FPS-ში გადაყვანის ეფექტი რომ აქვს ვიდეოებზე ანუ უფრო გლატკად რომ ანახებს ეგენი თუ აამუშავეს არ გამოვრიცხავ რომ შემდეგი კარტა AMD ვიყიდო. თანაც driver-ები დახვეწეს უკვე და არ შეწყვეტენ იასნია. MANTLE თან დაკავშირებიტ რაღაც თითქოს გრაფიკის გაუარესების ხარჯზე აღწევსი მატებასო და თუ ისეთ იქნა როგორსაც მოველით ნაღდად AMD-ს ვიყიდი მომავალში. ესეც ოპერების ბრალია თორემ აგერ 3770-ს შედეგი 2133-იან ოპერებზე 10 074 KB/s და 4770 კიდე უკეთესს ანახებდა მითუმეტეს 2400-იან ოპერებზე. ეს ერთი თვალის შევლებით, თორემ ნებისმიერ ტესტზე რაც აქ იქნა გატარებული 2400-იანზე i7-ს კიდე უფრო კარგი შედეგი ექნებოდა. შეფასებას ჯერ ვერ დავუწერ, ვნახოთ ეგ სოფტი რასაც ამატებენ რამდენად კარგად და გამართულად იმუშავებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 მადლობა გიო რომ არ დაიზარე და დაწერე რაც შეეხება ამ საკმაოდ კარგ პროცესორს , ნუ ჯერ მაინც არაა გამოცდილი ისე როგორც საჭიროა , წესით და რიგით ყველა ი5 ს უნდა აჯობოს და ი7 ებს როგორც მანდაა გაუწევს ძალიან დიდ კონკურენციას , მგონია რომ მობილურ სეგმენტში უფრო დიდი წარმატების შანსი აქვთ და მომავალში ისევ კონსოლებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 MANTLE თან დაკავშირებიტ რაღაც თითქოს გრაფიკის გაუარესების ხარჯზე აღწევსი მატებასო და თუ ისეთ იქნა როგორსაც მოველით ნაღდად AMD-ს ვიყიდი მომავალში. აი რა იცის სტატიიდან მხოლოდ სათაურების კითხვამ სისულელეა ეგ, არანაირი გრაფიკის გაუარესებაზე არ იყო იქ ლაპარაკი. BF4-ში ოდნავ გახუნებული ფერის იყო ცა და მთა, რაც უფრო მეტ ბუნებრიობას აძლევდა. აი ტელეფონებში Amoled და IPS რომ შეადარო. ამოლედს არაბუნებრივად მკვეთრი ფერები აქვს. დაახლოებით ეგეთი რაღაც იყო იქაც. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 მადლობ ნიუსისთვის, საინტერესო თემაა, მე პირადად იმიტომდ ავუწერე 7 ქულა რომ, ტექნოლოგიურად კარგად არის გამართული პროცესორი, კარგად ხდება სინთეზი ვიდეო ბარათის სიმძლავრისა და თავად პროცესორის, მაგრამ როგორც ასეთი პროცესორის სიმძლავრით დიდად ვერ მოვიხიბლე, რატომ არ შეუძლება ერთხელდ ა სამუდამოდ აჯობოს AMD-მ სიმძლავრით ინტელის ახალ ი7-ის პროცესორებს... ვერადა ვერ მიაღწიეს რომ ისეთი პროცესორი გამოეშვათ რომელიც ერთ-იერთში აჯობებდა ინტელის ი7-ს პროცესორს, აი შეხედეთ 3d mark vantage-ში პროცესორის ქულა სასაცილოა და მეტი არაფერი...12663 რა უბედურებაა ი3-3XXX და 4XXX თაობის იღებენ მაგ ქულებს, ესენი უფრო ინტეგრირებულ ვიდეო ჩიპს აძლიერებენ და როგორც ჩანს ამ ყველაფერს აკეთებენ პროცესორის დასუსტების ხარჯზე... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 შეფასება 9 დავუწერე, 10 ინტელს ეკუთვნის :დ ძალიან მაგარი ნამუშევარია, ყოჩაღ შენ 100X Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ავტორს მადლობა საინტერესო სტატიისტვის 8 ქულას იმსახურებს AMD ნამდვილად, ინოვაცია და ტექნოლოგიური წინსვლა კარგია მაგრამ წარმადობა დიდად ვერ დაიკვეხნის და ჯობია მაგასაც მიხედონ ტესტებს რაც შეეხება როგორც მათემ აღნიშნა არათანაბარმა ოპერატიულებმა მეც დამაეჭვა და გააჩინა ლოგიკური კითხვა "რატომ" არ იყო ერთიდაიგივე ოპერები გამოყენებული ამათან ხომ არ დაიწყეს ინტელ-ენვიდიასავით მარკეტინგული ხრიკები ინოვაციის დანერგვასთან ერთად? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ნელ-ნელა გამოჩნდება როგორია , მასიური გაყიდვები რომ იქნება მერე გავიგებთ რა მინუსები აქვს , თავიდან ბულდოზერებზეც ერთი ამბავი იყო 8 ბირთვიანიო ი7 ს ასახეს აცლისო და კი ვნახეთ რაც გამოდგა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 9, 2014 Author Share Posted February 9, 2014 მადლობა შეფასებისთვის : ) ხო რაც შეეხება ოპერებს არ ვიცი რატო გააკეთეს ესე, პერფორმანსმა დიდად არ მომხიბლა მაგრამ თუკი სისტემას ავაწყობ ალბათ FM2+ზე ავაწყობ რაც შეიძლება დაბალბიუჯეტში რო ჩავჯდე+ კარგი შედეგი რო მივიღო ახალი ინოვაციებით, True audio მხიბლავს, mantle-ს პერფორმანსიც სუსტ კომპებზე ოპტიმიზაციით და HSA-ს მუშაობა ნუ გეიმინგი მაინც ცუდი იქნება გრაფიკა ვისაც ხიბლავს სხვა მხრივ კი კარგი იქნება თავისი ინტეგრირებულით ხომ არ დაიწყეს ინტელ-ენვიდიასავით მარკეტინგული ხრიკები ინოვაციის დანერგვასთან ერთად? ვინ AMD-მ? თუ იმაზე ამბობ სხვადასხვა ram-ები რო იყო არამგონია AMD-ს ფენბოის დაწერილი რევიუ იყოს(OC.Ru არის წყარო) რატო მოხდა არ ვიცი, ხრიკები კი მარკეტინგი ყველგან ჭრის მაგრამ აქ ინოვაციები უფრო წინ არის ხრიკად/მარკეტინგად შეიძლება ჩაითვალოს 12 ბირთვი რომელიც უბრალოდ 4cpu+8 GCN gpu ბირთვი არის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ვინ AMD-მ? თუ იმაზე ამბობ სხვადასხვა ram-ები რო იყო არამგონია AMD-ს ფენბოის დაწერილი რევიუ იყოს(OC.Ru არის წყარო) რატო მოხდა არ ვიცი, ხრიკები კი მარკეტინგი ყველგან ჭირს მაგრამ აქ ინოვაციები უფრო წინ არის ხრიკად/მარკეტინგად შეიძლება ჩაითვალოს 12 ბირთვი რომელიც უბრალოდ 4cpu+8 GCN gpu ბირთვი არის ლოგიკური კითხვა დამებადა და ვარაუდის დონეზე ვიკითხე მაგ დონის მიმოხილვა-ტესტებში ეგეთი რამ მე ვფიქრობ დაუშვებელია, შეიძლება სულ არ ცვლიდეს ოპერების სიხშირე კონკრეტულ შედეგს მაგრამ ისმის კითხვა რატომ? ძნელი იყო ვითომ ერთიდაიგივე ოპერების გამოყენება? თან ყველამ ვიცით რომ ოპერების წარმადობა პირდაპირ კავშირშია ინტ. ვიდეოსთან ინოვაცია რომ დიდია და მისასალმებელია ეგ თავისთავად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 9, 2014 Author Share Posted February 9, 2014 ლოგიკური კითხვა დამებადა და ვარაუდის დონეზე ვიკითხე მაგ დონის მიმოხილვა-ტესტებში ეგეთი რამ მე ვფიქრობ დაუშვებელია, შეიძლება სულ არ ცვლიდეს ოპერების სიხშირე კონკრეტულ შედეგს მაგრამ ისმის კითხვა რატომ? ძნელი იყო ვითომ ერთიდაიგივე ოპერების გამოყენება? თან ყველამ ვიცით რომ ოპერების წარმადობა პირდაპირ კავშირშია ინტ. ვიდეოსთან ინოვაცია რომ დიდია და მისასალმებელია ეგ თავისთავად ხო ვიცი, დავსვი კითხვა იქაც და ვნახოთ თუ დაწერენ რატო გატესტეს მასე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ხო ვიცი, დავსვი კითხვა იქაც და ვნახოთ თუ დაწერენ რატო გატესტეს მასე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ვინ AMD-მ? თუ იმაზე ამბობ სხვადასხვა ram-ები რო იყო არამგონია AMD-ს ფენბოის დაწერილი რევიუ იყოს(OC.Ru არის წყარო) რატო მოხდა არ ვიცი, ხრიკები კი მარკეტინგი ყველგან ჭირს მაგრამ აქ ინოვაციები უფრო წინ არის ხრიკად/მარკეტინგად შეიძლება ჩაითვალოს 12 ბირთვი რომელიც უბრალოდ 4cpu+8 GCN gpu ბირთვი არის რომ არ ვიცოდე კიდე მესმის, მაგრამ აგერ მაქვს სახლში HD 4000 და 2133-იანი ოპერები და ვიცი რა მატებასაც აძლევს ინტ. ვიდეოს და ზოგადად I7-საც ის შედეგი რომ დავდე winrar-ს კი ხედავთ ლამის 30 %-იანი მატება მისცა 4770-თან 3770-ს 2133-იანმა ოპერაბმა იასნია 4770-ზე 2400-იან ოპერებს კიდე უფრ მაგარი შედეგი ენქებოდა და ნათლად ვხედავ რომ inteld HD 4600 არ ჩამორჩება AMD-ს ინტეგრირებულს, უბრალოდ მაგათაც რომ ნახეს ეხ 1333-იან ოპერებთან დატესტეს მატება რომ ჰქონოდა. მოჯლედ რომ ვთქვა ჩათლახობას აქვს ადგილი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 9, 2014 Author Share Posted February 9, 2014 რომ არ ვიცოდე კიდე მესმის, მაგრამ აგერ მაქვს სახლში HD 4000 და 2133-იანი ოპერები და ვიცი რა მატებასაც აძლევს ინტ. ვიდეოს და ზოგადად I7-საც ის შედეგი რომ დავდე winrar-ს კი ხედავთ ლამის 30 %-იანი მატება მისცა 4770-თან 3770-ს 2133-იანმა ოპერაბმა იასნია 4770-ზე 2400-იან ოპერებს კიდე უფრ მაგარი შედეგი ენქებოდა და ნათლად ვხედავ რომ inteld HD 4600 არ ჩამორჩება AMD-ს ინტეგრირებულს, უბრალოდ მაგათაც რომ ნახეს ეხ 1333-იან ოპერებთან დატესტეს მატება რომ ჰქონოდა. მოჯლედ რომ ვთქვა ჩათლახობას აქვს ადგილი. ხო ვინრარში მისცა მაგრამ სხვა ბენჩებში ძაან პატარა სხვაობაა 4770K-სა და 3770K-ს შორსი link ოპერებზე ხო არ უნდა გაეკეთებინათ, ინტელი უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა მაგრამ საბოლოოდ ყველამ იცის რომ ეს apu ვერ სჯობს i7 3770k/4770k-ს მაგრამ თუ შეხედავ ფასი პერფორმანსით მაშნ სხვაგვარადაა საქმე 7850K $185 ღირს და i7 3770K კიდე $330 რეალურად ეს პროცესორი არ არის გათვლილი ენთუზიასტებისთვის და მათთვის ვისაც უნდა მონსტრი კომპიუტერი ჰქონდეს, საშუალო სეგმენტზეა სადაც წესით უნდა გაამართლოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ასეთი თვალსაჩინო, დახვეწილი გაფორმებებით და საკმაოდ ვრცელი მიმოხილვისთვის, ავტორის გარჯა იმსახურებს მადლობას. რაც შეეხება შეფასება 9 ვარსკვლავი ეკუთვნის ჩემი აზრით. ფასის დაწევა როდის მოხდება საინტერესოა... განბაჟება რომ არ უწევდეს უკვე გამოვიწერდი კიდეც თუმცა ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ბოლომდე... მოკლედ შევხედავ კიდევ არსად არ მეჩქარება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 ხო ვინრარში მისცა მაგრამ სხვა ბენჩებში ძაან პატარა სხვაობაა 4770K-სა და 3770K-ს შორსი link ოპერებზე ხო არ უნდა გაეკეთებინათ, ინტელი უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა მაგრამ საბოლოოდ ყველამ იცის რომ ეს apu ვერ სჯობს i7 3770k/4770k-ს მაგრამ თუ შეხედავ ფასი პერფორმანსით მაშნ სხვაგვარადაა საქმე 7850K $185 ღირს და i7 3770K კიდე $330 რეალურად ეს პროცესორი არ არის გათვლილი ენთუზიასტებისთვის და მათთვის ვისაც უნდა მონსტრი კომპიუტერი ჰქონდეს, საშუალო სეგმენტზეა სადაც წესით უნდა გაამართლოს winrar-ში მე დავდე ჩემი შედეგი და უკვე სადღაც 30%-ია სხვაობა i7 3770-თან ახლა მიამატე 4770k + 2400-იანი ოპერები კი იქნებოდა კიდე უფრო მეტი სხვაობა. ჩემი HD 4000-ც მაქვს დატესტილი 1333 vs 2133 იან ოპერებზე და სხვაობა ძალზედ შესამჩნევი იყო. დამიჯერე 2400-იანზებზე HD 4600 ალბათ არ ჩამორჩებოდა დიდად იმ AMD-ს ახალ ინტეგრირებულს და გაუტყდათ და დატესტეს ბანძ 1333-იან ოპერებზე და კი ხედავთ მაინც რა კარგი შედეგები აჩვენა. ვერ ვიტან ასეთ არასამართლიან ტესტებს 2400 ოპერებსა და 1333 ოპერებს შორის ძაან დიდია სხვაობა და რატომ გჯერათ ასე ამ უაზრო ტესტების. გაეტესტათ თანაბარ პირობებში და არავინ არაფერს იტყოდა, მაგრამ ასე დაჩმორებული 4770-ც კი გლიჯავს შუაზე იმ AMD-ს პროცესორს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 9, 2014 Author Share Posted February 9, 2014 winrar-ში მე დავდე ჩემი შედეგი და უკვე სადღაც 30%-ია სხვაობა i7 3770-თან ახლა მიამატე 4770k + 2400-იანი ოპერები კი იქნებოდა კიდე უფრო მეტი სხვაობა. ჩემი HD 4000-ც მაქვს დატესტილი 1333 vs 2133 იან ოპერებზე და სხვაობა ძალზედ შესამჩნევი იყო. დამიჯერე 2400-იანზებზე HD 4600 ალბათ არ ჩამორჩებოდა დიდად იმ AMD-ს ახალ ინტეგრირებულს და გაუტყდათ და დატესტეს ბანძ 1333-იან ოპერებზე და კი ხედავთ მაინც რა კარგი შედეგები აჩვენა. ვერ ვიტან ასეთ არასამართლიან ტესტებს 2400 ოპერებსა და 1333 ოპერებს შორის ძაან დიდია სხვაობა და რატომ გჯერათ ასე ამ უაზრო ტესტების. გაეტესტათ თანაბარ პირობებში და არავინ არაფერს იტყოდა, მაგრამ ასე დაჩმორებული 4770-ც კი გლიჯავს შუაზე იმ AMD-ს პროცესორს ;d ჩემი პოსტი არ წაგიკითხავს ეტყობა საერთოდ არავინ არ ამბობს არ სჯობსო მეც დავწერე ზევით რო i7 სჯობს მეთქი წაიკითხე ; )ხო ოპერებს რაც შეეხება არ ვიცი რატო გააკეთეს ასე იმედია დაწერენ იქ და დავწერ პასუხს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 წავიკითხე შენი პოსტი, მაგრამ i7 ორჯერ ძვირი რომ ღის ეგ საცოდავ 1333-იან ოპერებზეც კი გამოჩნდა 2-ჯერ და მეტჯერაც ჯობნის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted February 9, 2014 Share Posted February 9, 2014 არაერთი რევიუ მაქ ნანახი ამ პროცესორთან დაკავშირებით და რაც კი ინტელის პროცესორები იყო მოყვანილი, ყველას დაბალსიხშირიან ოპერებზე ტესტავდნენ. რატომ ტესტავენ ესე ვერ გეტყვი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 10, 2014 Share Posted February 10, 2014 ალბათ პროცესორის დაბალ ფასსაც ითვალისწინებენ და მაგის მიხედვით ოპერებიც დაბალფასიანია არ ვიცი სხვა რა უნდა იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 10, 2014 Share Posted February 10, 2014 ალბათ პროცესორის დაბალ ფასსაც ითვალისწინებენ და მაგის მიხედვით ოპერებიც დაბალფასიანია არ ვიცი სხვა რა უნდა იყოს i7 რომ იყიდეს უკეთესი ოპერებისთვის ფული აღარ ეყოთ ალბად , AMD-ზე კი მორჩათ ფული და მიყდგეს საუკეტესო 2400-იანები :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 10, 2014 Share Posted February 10, 2014 აა ი7 ზეა დაბალ სიხშირიანი ოპერები ? მე პირიქით მეგონა და არც შემიხედავს , მაშინ გეტყვი , რომ ამდს გადაურიცხავს ფული და რევიუებში წინ წაწიეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 10, 2014 Share Posted February 10, 2014 რომ ამდს გადაურიცხავს ფული და რევიუებში წინ წაწიეს ფაქტია რაღაც იჩორტავეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ilia uneli Posted February 10, 2014 Share Posted February 10, 2014 დაგიფასდება,ეს რომ დაწერე, good job 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 25, 2014 Author Share Posted February 25, 2014 pin? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.