Jump to content

როგორ განვაახლოთ Nvidia-ს დრაივერი


Recommended Posts

გამარჯობა, დიდი ხანია არ შემოვსულვარ ამ თემაში და რომ შემოვედი შევამჩნიე, რომ უმეტესობა დრაივერს არასწორად აახლებს, ან ჰგონია, რომ სრულყოფილად წაშლისთვის Driver Sweeper საკმარისია. აქვე ვიტყვი რომ ასე სწორი არ არის და არ ქნათ!

იმისათვის, რომ სწორად გავაახლოთ დრაივერი საჭიროა რამდენიმე ეტაპი, რომლებსაც ახლა ჩამოვწერ. მართალია ბევრია მაგრამ ასე ჯობია და 1-2 ჯერ გადაყენებისას დაგამახსოვრდებათ ადვილად, შედეგიც უკეთესი იქნება.

1. წავშალოთ დრაივერი და Nvidia-სთან დაკავშირებული ყველა პროგრამა ჩვეულებრივად Uninstall-ით და დაარესტარტეთ(თუ საჭიროა რამდენჯერმე.)
2. შევიდეთ Control Panel ში, Folder Options>View, და მოვნიშნოთ Show hidden files, folders, drives.
3. შევიდეთ C დისკზე ProgramData-ში და წავშალოთ  Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.
4. შევიდეთ Program files-ში და წავშალოთ  Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

5. შევიდეთ Program files (x86)-ში და წავშალოთ  Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

6. შევიდეთ User-ში, შემდეგ Default-ში, AppData-ში და წავშალოთ Local-სა და Roaming-ში არსებული Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

7. დავუბრუნდეთ User ფოლდერს, შედით თქვენი მომხმარებლის სახელის ფოლდერში, AppData-ში და წავშალოთ Local-ში, LocalLow-სა და Roaming-ში არსებული Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი. (თუ რამდენიმე მომხმარებელი ჰყავს თქვენს კომპიუტერს, გააკეთეთ იგივე ყველა მომხმარებლის ფოლდერში.)

8. გახსენით Registry Editor (დააჭირეთ Windows+X კომბინაციას, ჩაწერეთ regedit და დააჭირეთ OK-ს)

9. გახსენით HKEY_CURRENT_USER, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

10. ისევ HKEY_CURRENT_USER-ში გახსენით Wow6432Node და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

11. გახსენით HKEY_LOCAL_MACHINE, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

12. ისევ HKEY_LOCAL_MACHINE-ში გახსენით Wow6432Node და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

13. გახსენით HKEY_USERS, .Default, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.
14. ისევ HKEY_USERS-ში გახსენით S-1-5-21-2613685267-710208268-571475471-1001, Software და წაშალეთ Nvidia-სთან დაკავშირებული ნებისმიერი ფოლდერი.

15. გაასუფთავეთ სანაგვე.
16. დაარესტარტეთ.
17. დააყენეთ დრაივერი საინსტალაციოთი.

 

თუ რომელიმე მისამართზე არ იქნება Nvidia-ს ფოლდერი, ეს ნიშნავს რომ Uninstaller-მა ის წაშალა და გადადით შემდეგ ეტაპზე.

 

მადლობა ყურადღებისთვის, 

სანდრო გუბელაძე. :)

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

მაგდენ ჩალიჩს ეს გზა ჯობია my computer-->properties-->advanced system settings-->hardware-->device installation settings-->აქ მონიშნეთ no let me choose და ასევე მონიშნეთ never install driver software და ამის მერე driver sweeper-თ წაშალოთ safe boot-ში დრაივერი.  დაარესტარტოთ და ჩაწეროთ ახალი დრაივერი :) სულ ესაა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აბსოლუტურად ყველა მეთოდი ნაცადი მაქვს და ეს ყველაზე ეფექტურია. Driver Sweeper არ უნდა გამოიყენო system INF ებთან შეიძლება პრობლემა შექმნას. 

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ თუ თვითონ, თავად nVidia მშვენივრად აკეთებს მაგ ყველაფერს, ანახლებს და რა თქმა უნდა ფუჭ ნაგავს შლის შესაბამისად, რა საჭიროღაა მაგხელა თაბახი? 

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ თუ თვითონ, თავად nVidia მშვენივრად აკეთებს მაგ ყველაფერს, ანახლებს და რა თქმა უნდა ფუჭ ნაგავს შლის შესაბამისად, რა საჭიროღაა მაგხელა თაბახი? 

საქმეც ისაა, რომ თვითონ Nvidia არ შლის ყველა ნაგავს

Link to comment
Share on other sites

საქმეც ისაა, რომ თვითონ Nvidia არ შლის ყველა ნაგავს

და მაგას საიდან გავიგებთ, აპდეიტის შემთხვევაში? წაშლისას კი, რა ტქმა უნდა  სოფტების (გამსუფტავებელი) უმრავლესობა, სხვადასხვა მონაცემებს აჩვენებს და თავად "ვერ ჩამოყალიბებულან" მაგაში ))

მაგალითისთვის გამოიყენე CCleaner გაასუფთავე, და შემდეგ გამოიყენე ტითქმის ყველასათვის უცნობი Regpair 50/100 X მეტ ნაგავს აღმოაცენს  ვიდრე სხვა დანარჩენი.

 

უბრალოთ, არამგონბია მასეთი შტერები იყვნენ nVidia -ში, რომ ასეთი ელემენტარული რაღაცეები არ იცოდნენ )) ეგ ჩემი აზრით, ენთუზიასტი საიტების, და თვითონ ტესტერების მითია )) მხოლოთ ჩემი აზრი გამოვთქვი და არაფერს არ ვამტკიცებ.

 

წარმატებები.

Link to comment
Share on other sites


მაგდენ ჩალიჩს ეს გზა ჯობია my computer-->properties-->advanced system settings-->hardware-->device installation settings-->აქ მონიშნეთ no let me choose და ასევე მონიშნეთ never install driver software და ამის მერე driver sweeper-თ წაშალოთ safe boot-ში დრაივერი.  დაარესტარტოთ და ჩაწეროთ ახალი დრაივერი სულ ესაა

+1 

Link to comment
Share on other sites

და მაგას საიდან გავიგებთ, აპდეიტის შემთხვევაში? წაშლისას კი, რა ტქმა უნდა  სოფტების (გამსუფტავებელი) უმრავლესობა, სხვადასხვა მონაცემებს აჩვენებს და თავად "ვერ ჩამოყალიბებულან" მაგაში ))

მაგალითისთვის გამოიყენე CCleaner გაასუფთავე, და შემდეგ გამოიყენე ტითქმის ყველასათვის უცნობი Regpair 50/100 X მეტ ნაგავს აღმოაცენს  ვიდრე სხვა დანარჩენი.

 

უბრალოთ, არამგონბია მასეთი შტერები იყვნენ nVidia -ში, რომ ასეთი ელემენტარული რაღაცეები არ იცოდნენ )) ეგ ჩემი აზრით, ენთუზიასტი საიტების, და თვითონ ტესტერების მითია )) მხოლოთ ჩემი აზრი გამოვთქვი და არაფერს არ ვამტკიცებ.

 

წარმატებები.

მითი არაა ეგ ზოგჯერ ხდება ხოლმე სიტყვაზე beta დრაივერს თუ აყენებ ხოლმე მერე whql-ზე აურიოს რაღაცამ. ccleaner-თ რო შლი ეგ რათქმაუნდა არ შლის ნარჩენებს. მერე შედი რეგისტრებში და დააჭირე ctrl + f ჩაირთვება ძებნა და აკრიფე nvidia და ნახავ რამდენ ნაგავს ამოყრის. ყველაზე ნაღდია მასე წაშალო იმიტომ რომ თითოეულ nvidia-ს ფაილს იპოვი თუმცა იმდენი ფაილები აქვს რომ დაიღლები. ამიტომ ბევრჯერ ნაცადი გზა ზემოთ დავწერე :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

matusala

ბეტას არფერს ვაინსტალებ )) თუნდაც დრაივერიდან ბეტა დავაყენო, სრულის გამოსვლისას, მაინც გაასწორებს თვითონ nVidia )) (ნუ, თუ გვჯერა იმის, რომ იქ ჩვენზე მეტი იციან) P

Link to comment
Share on other sites

matusala

ბეტას არფერს ვაინსტალებ )) თუნდაც დრაივერიდან ბეტა დავაყენო, სრულის გამოსვლისას, მაინც გაასწორებს თვითონ nVidia )) (ნუ, თუ გვჯერა იმის, რომ იქ ჩვენზე მეტი იციან) P

 

მეტ ნაკლების ცოდნა რა შუაშია. შენ სისტემაში რა და როგორ ხდება თვალყურს ადევნებენ?  აი მე მქონია შემთხვევა რომ ეგრევე განახლებულ დრაივერზე პრობლემები მქონდა და ამიტომ როგორც დავწერე მაგ ხერხით ვანახლებ ხოლმე დრაივერს და პადრიად ყველაფერს ვაყენებ beta-ს ჩათვლით. BETA კი არა 8 რო გამოვიდა საცდელი ვერსიები მეყენა ძირითად OS-ად და მაგაზე დავხურე რამდენიმე თამაში. არანაერი აზრი არ აქ მაგას ჩემთვის მთავარია მუშაობდეს როგორც საჭიროა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

matusala მეთოდიკით ვაყენებ მეც უკვე კარგა ხანია დრაივერებს Driver fusion-ით ვშლი ხოლმე სეიფ მოდიდან ოღონდ, მანამდე კი პროგრამებიდან ვშლი ჯერ ფიზიკას და მერე ასნავნოი დრაივერს, ჯერ არ შეუქმნია არანაირი პრობლემა არც ვინდოუს 7 და არც ვინდოუს 8-8.1-ზე, მართლა იმახსოვრებს ძველი დრაივერის სეტინგებს რეესტრში და ფოლდერებში და შეიძლება ახალ დრაივერში თამაშებში პრობლემები ქონდეს არ ყველა ეფექტმა არ იმუშაოს მერე, ამიტომ მე ყოვლეთვის ძირფესვიანათ ვშლი ხოლმე და ეგრე 5-ზე უბერავს დაკრაშვების და სხვა ბაგების გარეშე იგრებში და არა მარტო, სპეციალურათ შევამოწმე და არაფერი ისეთი არ რჩება რეესტრში მაგ პროგრამის გამოყენების შემდეგ რისი წაშლაც ღირდეს კიდე ცალკე, ერთი პაპკა დატოვა წაუშლელი მარტო ჩემთან და ეგ დიდათ არ მოქმედებს სეტინგებზე, GFE თუ წაშლით ცალკე პროგრამებიდან, ეგ პაპკაც წაიშლება უკვე

Link to comment
Share on other sites

მე დავწერე როგორ ხდება სრულად წაშლა დრაივერის. ადრე მეც ზემოთნათქვამი მეთოდებით ვშლიდი მაგრამ აწი ეგრე აღარ მოვიქცევი. ალბათ გემოვნების ამბავია

Link to comment
Share on other sites

მადლობა სანდრო. კარგი ინფოა. ;)

Link to comment
Share on other sites

რამე პრობლემა რომ იყოს ესევე განახლებასთან დაკავშირებით რაიმე დეატალი გაუთვალისწინებელი ენვიდია აგმოფხვრიდა ამ პრობლმეას და თავისით პირდაპირ არ განაახლებდა დრაივერებს,და ესე კრუსტალურად ხელით მიშლა მოშლებს ნაღდად არ ვენდობი  

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

სანდოობაზე არაფერი არ არის ეს უფრო "სანდო" მეთოდია მაგ ლოგიკით ვიდრე ჩვეულებრივი uninstall

ასეთი მეთოდით(არამარტო Nvidia-ს დრაიერს ნებისმიერ პროგრამას) ძირფესვიანად შლი

 

პ.ს ერთი ჩაასწორე

 

Windows+X კომბინაციას, ჩაწერეთ regedit და დააჭირეთ OK-ს)

 

Win + R

Link to comment
Share on other sites

 

პ.ს ერთი ჩაასწორე

Win + R

მართალია შემშლია, მარა ვერ ვასწორებ მე :(

Link to comment
Share on other sites

ზედვე ვაწერ ყოველთვის და არანაირი პრობლემა არ მქონია, თუ რაღაც ვერ არის ისე (წელიწადში ერთხელ თუ მოხდა მსგავსი შემთხვევა :დ) დრაივერ სვიპერით ვშლი და ახლიდან ვწერ, პრობლემა მოგვარებულია. მაგდენ ჩალიჩს ჯობია ვინდოუსი გადააყენო :დ 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

http://forums.guru3d.com/showthread.php?t=379505

 

Display Driver Uninstaller is a driver removal utility that can help you completely uninstall AMD/NVIDIA graphics card drivers and packages from your system, without leaving leftovers behind (including registry keys, folders and files, driver store).

ყველაფერი ნათქვამი

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ ახალი ვარიანტია http://www.guru3d.com/files_details/display_driver_uninstaller_download.html რავი მე დრაივერ fusion ვიყენებ და არასდროს შემქნია პრობლემები

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ერთი პერიოდი მე მასე ვაკეთებდი, მაგრამ ამ ბოლოს Geforce Experience-თი ვანახლებ პირდაპირ კარგა ხანია და ჯერ არავითარი პრობლემა არ მქონია

კარგია თუ ყველა ძველ ფაილს წაშლი და თავიდან ჩაწერ, იდეაში  მეტი უნდა ჰქონდეს პერფომანსის მატება, თუმცა ამ დროს ასევე იშლება ყველა პროფაილი რაც საკმაოდ არასასიამოვნოა ჩემთვის

ასევე Nvidia-მ ძალზე დახვეწა დრაივერები და პირდაპირ დაყენებისასაც პრობლემები აღარაა (როგორც წესი)

 

ისე, ვინმეს შეგიმოწმებიათ პირადად სად უფრო მეტია პერფომანსის მატება ძველიდან ახალ დრაივერზე გადასვლისას: როცა სრულიად შლი და ახალს წერ თუ როცა პირდაპირ აწერ?

მეეჭვება მაქსიმუ 1-2FPS იყოს (ისიც თუ იქნა საერთოდ)

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

dges vcade pirvelad experience it ganaxleba vnaxot rame problema tu meqneba. magram aramgonia.

Link to comment
Share on other sites


ისე, ვინმეს შეგიმოწმებიათ პირადად სად უფრო მეტია პერფომანსის მატება ძველიდან ახალ დრაივერზე გადასვლისას: როცა სრულიად შლი და ახალს წერ თუ როცა პირდაპირ აწერ?
 თუ რამე პრობლემა აი შეიქმნა დაყენებისას არც არაფერი განსხვავება

რამდენიმე თვეა რაც ამდ მაქვს, მანამდე წლები ენვიდიას ვხმარობდი და ან პირდაპირ ვაინსტალირებდი ანდა ვინდოუსის განახლებებიდან, არასდროს მაგის გამო პრობლემა არ შემქმნია

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.