Popular Post Shopen Posted January 11, 2014 Popular Post Posted January 11, 2014 პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი კომპანიის ბოლო ოპერაციული სისტემა დღეს-დღეობით როგორც მოგეხსენებათ Windows 8.1 რომელიც ადრე Windows Blue სახელწოდებით იყო ცნობილი, ის გახლავთ windows 8-ის განახლებული ვერსია, ახალ ვერსიაში მაიკროსოფტმა არ გადაუხვია იმ გზას რომელიც windows 8-ში დაიწყო და ახლაც შესთავაზა მომხმარებელს Modern UI ინტერფეისით რომელიც ადრე Metro-თი მოიხსენიებოდა. ეს OS გამოვიდა 2013 წლის 17 ოქტომბერს და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა 8-ის ფონზე რადგანაც დეველოპერებმა გამოასწორეს რამდენიმე შეცდომა ასევე ნაწილობრივ დაამატეს სტარტ ღილაკი, 8,1-ში ვინდოუსის ჩატვირთვისას პირდაპირ სამუშაო გვერდზე ანუ desktop-ზე შედის რაც 8-ში ამოიღეს ამიტომაც მოჰყვა ბევრი მომხმარებლის უარყოფითი შეფასება. ახლა კი კონკრეტულად მიმოვიხილოთ 8.1 თუ რა სიახლეები დაემატა მას: "start" ღილაკის დაბრუნება დიახ მაიკროსოფტმა გადაწყვიტა დაებრუნებინა სტარტ ღილაკი ახალ ვერსიაში მაგრამ არა ისეთი როგორც წინა ვერსიებში იყო! "start-ზე" დაჭერისას ან modern ui ინტერფეისში გადადიხარ ან კიდევ აპლიკაციებში რომლებიც დაინსტალირებულაი თქვენს კომპიუტერში, სტარტიდან ვერ გამორთავთ,გადატვირთავთ,ან ვერ გადაიყვანთ ჰიბერნაციის რეჟიმში მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია Win + X კომბინაციით. უარის თქმა Metro ინტერფეისზე Microsoft-მა ამჟამად შედარებით მეტი თავისუფლება მიანიჭა მომხმარებლებს და ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა თავი აარიდოთ metro ინტერფეის ჩატვირთვისას, ეს ფუნქცია დაემატა ნავიგაციის განყოფილებაში(Taskbar and navigation property > Navigation ) ამით უფრო დიდი შანსი გაქვთ თავიდან მოიშოროთ მეტრო ინტერფეისი თუკი რათქმაუნდა თქვენ ის არ მოგწონთ. ახალი პატარა და დიდი tile-ები tile-ები რომელსაც დავარქვათ ჩვენ კუბიკები პირველად windwos phone მოწყობილობებზე გამოჩნდა შემდეგ ის windows 8-შიც გადმოიტანეს ასევე არ დაარღვიეს ეს ტრადიცია და windows 8.1-შიც ჩასვეს მაგრამ დამატებითი ფუნქციებით როგორიც არის კუბიკის ზომის შეცვლის სამი ტიპი - დიდი, პატარა და საშუალო შესაბამისად მომხმარებელს მიეცა საშუალება თავისი moder ui ინტერფეისის კუსტომიზაციის უფრო დიდი სპექტრი. უფრო ლოგიკური და სწრაფი ძებნის ფუნქცია Charms Windows 8.1 ძებნის პანელშიც ასევე მოხდა რაღაცეების დამუშავება და დახვეწა, უკვე ხელმისაწვდომი გახდა ძებნისას არა მხოლოდ აპლიკაციების პოვნა არამედ Bing, Windows store, Skydrive-ის შედეგის ჩვენებაც რომლებიც მიბმულია თქვენს პროფილზე, თავდაპირველად უნდა მიუთითო საძიებო ველში რა მოძებნოს(თუ არ მიუთითებთ ავტომატურად დაიწყებს ძებნას აპლიკაციების) თუკი თქვენ აირჩევთ bing-ს ძალიან მარტივად შეძლებთ მონახოთ თქვენთივს სასურველი რამ ძალიან სწრაფად. ახალი პარამეტრები Modern UI ინტერფეისის შესაცვლელად ახალი 'პერსონალიზაციის' მენიუ Modern UI-ს საშუალებას იძლევა შეცვალო ფერთა სქემა და ფონი, შესაძლებელია აირჩიო "ტატუ" ანუ უკანა ფონის მოხატურლობა რომელიც უფრო მრავალფეროვანია ვიდრე ეს იყო windows 8-ში. სამუშაო მაგიდის ფონის დაყენების შესაძლებლობა metro-ში Windows 8.1 საშალებას იძლევა სამუშაო მაგიდის ფონი დავაყენოთ Metro-შიც ანუ რა ფონიც გვექნება desktop-ზე ის იქნება მეტრო ინტერფეისშიც. Snap ფუნქციის განვითარება ვისაც windows 8 დაგიტესტავთ ნახავდიტ ფუნქციას სახელად Snap რომლის წყალობით შესაძლებელი არის ერთდროულად მაგალითად დაათვალიერო ელექტრონული წიგნი და ისერფინგო ინტერნეტში ამ დროს დისპლეი გაყოფილია ორ ნაწილად ფაქტიურად ორი დესკტოპ კომპიუტერი არის ერთში მოთავსებული, 8.1-ში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ეხლა შესაძლებელია სამი და ოთხი აპლიკაციის გაშვრება ცალ-ცალკე ეკრანზე(ოთხის ერთდოულად გაშვებისთვის საჭიროა 2560x1200 გაფართოების მქონე მონიტორი) ამ მეთოდით თუკი თქვენ იყენებთ სამ მონიტორს(რომელიც აქტუალურია დღეს-დღეობით გრაფიკოსებისთვის ასევე გეიმერებისთვის) შესაძლებლობა გეძლევათ ერთდროულად გაუშვათ და აკონტროლოთ 12 metro-ს აპლიკაცია. დისპლეის დაბლოკვის ახალი ფუნქციები დაბლოკილ ეკრანზე უკვე შესაძლებელია ვებ-კამერის გამოყენება, ასევე skype-ში პასუხის ფუნქცია. ბლოკირებულ რეჟიმში დაშვებულია სლაიდ-შოუსა და ციფრული ფოტოსურათების გაშვება. დევაის მენეჯერი და დისპლეის კონფიგურაცია უკვე Metro UI-ის მეშვეობით ამ ვერსიაში ხელმისაწვდომი გახდა მეტროდან ვაკონტროლოთ დისპლეის რეზოლუცია, შეერთებული მოწყობილობებზე კონტროლი, მათი დრაივერის განახლება თუ სხვა ამასთან ერთად დაემატა ქსელთან დაკავშირებისა და notification-ის ცენტრი. უფრო ღრმა ინტეგრაცია Skydrive-თან მოგწონთ თქვენ ეს თუ არა microsoft-მა თავისი ღრუბლოვანი სერვისის პოპულარიზაცია 8.1-შიც დაიწყო, ამიერიდან აღარ დაგჭირდებათ დამატებითი პროგრამა ფაილების სინქრონიზაციისთვის ის ავტომატურად მოახდეს დაკავშირებას Favorites ფოლდერსა და პერსონალური კომპიუტერის(This PC-ის) შორის. Internet explorer: ახალი ვერსია 11 როგორც windows 8-ში აქაც არის Internet explorer-ის ახალი მეთერთმეტე ვერსია რომელიც ორი სხვადასხვა ინტერფეისით გვხვდება ერთი desktop ui-თი მეორე კი მეტროს, ესეც როგორც სხვა დანარჩენი ვინდოუსის ბოლო ვერსიებში მისი დიზაინი ოპტიმიზირებულია სენსორული მოწყობილობებისთვის, 11v ახლა უკვე თავსებადია HTML5-თან ასევე MPEG-DASH-თან და WebGL-სთან. როგორც იქნა გამომთვლელი! Metro აპლიკაციებს კიდევ ერთი შეემატა რომელიც მართლაც და მნიშვნელოვანია ეს გახლავთ გამომთვლელი, აქვს სამი რეჟიმი: სტანდარტული,შემსწავლელი და კონვერტერული. მაღვიძარა! ახალი აპლიკაცია გსურთ რომ თქვენმა პლანშეტმა ან კომპიუტერმა შეასრულოს მაღვიძარის ფუნქცია? ეს უკვე შესაძლებელი გახდა ახალი აპლიკაციის Alarm App-ის საშუალებით, მას ასევე აქვს წამზომის და ტაიმერის ფუნქციაც. ხმის ჩამწერი აპლიკაცია Windows 8.1-ის აპლიკაციების სიას კიდევ ერთი დაემატა ეს არის ხმის ჩამწერი რომელიც მორგებულია Modern UI ინტერფეისს, ის არ საჭიროებს რაიმე მაღალხარისხიან ხმის ჩამწერ მოწყობილბოას, მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე როგორც აუდიოსანიშნი. Windows store-ს მეორედ გახსნა ამჟამად მაიკროსოფტმა უფრო დახვეწილ დიზაინში შემოგვთავაზა ის უფრო ბევრი აპლიკაციითა და მარტივი ინტერფეისით, მისის სტრუქტურა შედგება რამდენიმე მთავარი კატეგორიისგან ესენია: "მთავარი"(Spotlight), "არჩევანი თქვენთვის"(Picks for you), პოპულარულები ახლა(Popular now), ახალი ვერსიები(New Releases), "ტოპ ფასიანები'(Top Paid) და "ტოპ უფასოები"(Top free). შესაძლებელია სიის ფილტრაცია მაგალითისთვის თუ თქვენ გნებავთ თქვენთვის რეკომენდებული აპლიკაციების ნახვა. ფოტორეალისტური სამგანზომილებიანი რუკები Winodws 8.1 რუკის აპლიკაციამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ განიცადა ევოლუცია windows 8-სთან შედარებით: დაემატა ხმოვანი ბრძანებებით ძიება ადგილების, საერთო ინფორმაცია დაწესებულებებთან დაკავშირებით და რაც მთავარია 3D რუკები რამდენიმე დიდი ქალაქის. დადებითი და უარყოფითი მხარეები: დადებითი პერსონალიზაციის უფრო დიდი შესაძლებლობა; გაუმჯობესებული ძებნის ფუნქცია; სრული ღრუბლოვანი სინქრონიზაცია; ინტეგრირებული VPN-კლიენტი; ცოტათი უფრო კარგი დიზაინი; ინტეგრირებული აპლიკაციების ოპტიმიზაცია; უფრო კარგი ფერთა გამა; შესამჩნევი მატება პერფორმანსის; უფრო სიცოცხლისუნარიანი OS(8,1 მალე დაიწყებს WP მობილურ დევაისები გამოყენებას ასევე პლანშეტური კომპიუტერები) უარყოფითი არ არის ბევრი ცოცხალი აპლიაკაცია(Live tile-ების სახით) Modern UI ინტერფეისის სრულად ატვისებისთვის; Metro აპლიკაციები მოსახერხებელია სენსორული დისპლეის მქონე მოწყობილობებსთვის მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელია მაუსის და კლავიატურის გამოყენებისთვის; ტრადიციული დეკსტოპი და მეტორ ინტერფეისი - ორი სრულიად სხვა სამყარო რომლებიც იწყებენ(ან ამთავრებენ) ერთმანეთის ათვისებას; 17 Quote
kakha77777 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 უარყოფითი არ არის ბევრი ცოცხალი აპლიაკაცია(Live tile-ების სახით) Modern UI ინტერფეისის სრულად ატვისებისთვის; Metro აპლიკაციები მოსახერხებელია სენსორული დისპლეის მქონე მოწყობილობებსთვის მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელია მაუსის და კლავიატურის გამოყენებისთვის; ტრადიციული დეკსტოპი და მეტორ ინტერფეისი - ორი სრულიად სხვა სამყარო რომლებიც იწყებენ(ან ამთავრებენ) ერთმანეთის ათვისებას; ასევე: გართულებული აქტივაცია. თუმცა კმს ასე თუ ისე ხსნის ამ პრობლემას ნახევრად, ( 6 თვეში შეიძლება 900 -ჯერ გადააყენო ვინოზავრი, ან სულაც იგივე კმს -ით შეიძლება თავიდან დააყენო 6 თვიანზე ლიცენზია). აეროს ეფექტის არ ქონა. თუ წარმადობას ამცირებს, მაშინ როგორც ვინ 7 -ში გამორთვის საშუალება უნდა ყოფილიყო, ( მართალია არის ცალკე რაღაც პროგრამა აეროსთვის, მაგრამ როგორც ამ თემაში http://www.overclockers.ge/index.php?/topic/25167-aero-glass-for-win81/page-9 აღწერილია მაგის დაყენებას არ დააყენო ჯობია, ( მე რომ ვცადე დაყენება ვინდოზავრი გადავაყენე ისე არია ყველაფერი ჩემთან და სხვისი არ ვიცი. ქართული ენის ცალკე LIP პაკეტი არ არის. ( ინტერნეტი თუ გაქვს, განახლებიდან უნდა დააყენო). ქართველების გარდა და ( სხვათაშორის ქართველების უმეტესობას ვინდოუსი ქართული იქნება თუ არა ეს პრობლემა კიდია, მე არა, ქართულად მირჩევნია, მითუმეტეს რომ ყველაფერი LIP პაკეტით მაინც არ გადაქართულდება. ( ქართული MUI პაკეტი კიდე არცერთ ვინდოუსზე არ არსებობს.) რომელი ენაც გაქვს დაყენებული, იმ ენაზეა სულ შეტანის ენა და ვერ ცვლი. ( მე მაგალითად ქართული მიყენია და საათთან მარჯვენა კუთხეში სულ არის ასე ქარ არადა, მინდა იყოს სულ ENG ( უფრო ხშირად ინგლისურად მჭირდება, , ვინ 7 -ზე კი რომელიც მინდოდა ის ყენდებოდა პირველი და ვერ ცვლი. უფრო სწორად კი იცვლება, მაგრამ შემდეგი ჩატვირთვისას უკვე ინგლისურად იტვირთება სისტემა. 1 Quote
Shopen Posted January 12, 2014 Author Posted January 12, 2014 რაც ჩამოთვალე უარყოფითი ვინ8.1-ის არ იქნება უფრო მარტივად გართულებული აქტივაცია. გაადვილებულია აქტივაცია 8-სთან შედარებით თუ დააკვირდი პარალელს ვავლებ 8-სთან თანაც ეგ უარყოფით არ არის ზოგადად სოფტის მიმოხივლისას მინუსს მაგაში ვერ დაუწერ რადგან ოფიციალურს მიმოიხილავ აეროს ეფექტის არ ქონა. ნუ ეს 8-ის მიმოხილვაში ერთ-ერთი მთავარი მინუსი იქნებოდა ქართული ენის ცალკე LIP პაკეტი არ არის. ეს შეიძლება კი შეიტანა ქართველებისთვის მინუსია მე პირადად კი არცერთ სოფტს არ ვაყენებ ქართულ ენაზე, რუსული გაცილებით კარგად ვიცი ვიდრე ინგლისური მაგრამ მაინც ინგლისურზე მაქვს სოფტის 95% რომელი ენაც გაქვს დაყენებული, იმ ენაზეა სულ შეტანის ენა და ვერ ცვლი. რევიუებშიც არ იყო ამის შესახებ არაფერი, შეიძლება შენ გაქვს პრობლემა ვნახავ შემდეგ და ჩავამატებ თუ რამე 1 Quote
GUBE Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 8.1 ზე ყენდება ეგ მერე რომელიც გინდა ნუ რვა მერჩია იმიტო რო მიჩვეული ვიყავი დიდი განსხვავება არაფერია აფდეითის მერე მაუსის (პად) დაჭირდა დაენება სხვა ყველაფერი იგივეა პაჩწი სტარტი გამოჩნდა როგორც მაღლა არის აღნიშნული და ნუ იხვეწება ჯერ კიდე მაგრამ ვფიქრობ ვინდოუს შვიდს კიდე დიდი ხანი ვერ ჩაანაცვლებს და როგორც xp მ დაჩრდილა თავის დროზე vista ესეც ასე იქნება მარა პლიუსი აქვს 8 ის რო ბიოსი აქ მამაძაღლი და თუ არიცი რაღაცეები 7დზ ვერ გაუშვებ დასაყენებლად Quote
Gogla1990 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 2-3 კვირა ვიხმარე და ისევ 7 დავაყენე რაღაც გახუნებული ფერები აქვს და ვერ შევეგუე არადა პერფორმანსის მატება ქონდა აშკარად ბევრ პროგრამასა და თამაშში, ზოგში კი პირიქით 1 Quote
მათე Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 2-3 კვირა ვიხმარე და ისევ 7 დავაყენე რაღაც გახუნებული ფერები აქვს და ვერ შევეგუე არადა პერფორმანსის მატება ქონდა აშკარად ბევრ პროგრამასა და თამაშში, ზოგში კი პირიქით რა მონიტორი გაქ? რაის გახურებული ფერები პირიქით ბევრად უფრო კაი ფერები აქვს ვიდრე 7-ს. ჩემ წინა led TN მონიტორზეც კი შევატყვე ეგ და ეხლა ვაფშე AH-IPS-ზე რო ვნახე 7-ს ფერები იმენა არაფრად არ ვარგა 1000-ჯერ ჯობია 8.1 ადრე 7 და ubuntu მეყენა dual boot-ში და ubuntu-ს ქონდა უკეთესი ფერები და ფილმებს მანდ ვუყურებდი ხოლმე და 8 რომ დავაყენე პირველად ეგრევე შევატყე რომ მაგის მსგავსად ქონდა გაუმჯობესებული ფერები და მაგრა გამისწორდა. ახლა უკვე 8.1-ში კიდე უფრო დახვეწილია და გადასარევად ანახებს. ასევე: გართულებული აქტივაცია. თუმცა კმს ასე თუ ისე ხსნის ამ პრობლემას ნახევრად, ( 6 თვეში შეიძლება 900 -ჯერ გადააყენო ვინოზავრი, ან სულაც იგივე კმს -ით შეიძლება თავიდან დააყენო 6 თვიანზე ლიცენზია). აეროს ეფექტის არ ქონა. თუ წარმადობას ამცირებს, მაშინ როგორც ვინ 7 -ში გამორთვის საშუალება უნდა ყოფილიყო, ( მართალია არის ცალკე რაღაც პროგრამა აეროსთვის, მაგრამ როგორც ამ თემაში http://www.overclockers.ge/index.php?/topic/25167-aero-glass-for-win81/page-9 აღწერილია მაგის დაყენებას არ დააყენო ჯობია, ( მე რომ ვცადე დაყენება ვინდოზავრი გადავაყენე ისე არია ყველაფერი ჩემთან და სხვისი არ ვიცი. ქართული ენის ცალკე LIP პაკეტი არ არის. ( ინტერნეტი თუ გაქვს, განახლებიდან უნდა დააყენო). ქართველების გარდა და ( სხვათაშორის ქართველების უმეტესობას ვინდოუსი ქართული იქნება თუ არა ეს პრობლემა კიდია, მე არა, ქართულად მირჩევნია, მითუმეტეს რომ ყველაფერი LIP პაკეტით მაინც არ გადაქართულდება. ( ქართული MUI პაკეტი კიდე არცერთ ვინდოუსზე არ არსებობს.) რომელი ენაც გაქვს დაყენებული, იმ ენაზეა სულ შეტანის ენა და ვერ ცვლი. ( მე მაგალითად ქართული მიყენია და საათთან მარჯვენა კუთხეში სულ არის ასე ქარ არადა, მინდა იყოს სულ ENG ( უფრო ხშირად ინგლისურად მჭირდება, , ვინ 7 -ზე კი რომელიც მინდოდა ის ყენდებოდა პირველი და ვერ ცვლი. უფრო სწორად კი იცვლება, მაგრამ შემდეგი ჩატვირთვისას უკვე ინგლისურად იტვირთება სისტემა. 1 რატომ არის გართულებული? KMS-თ რო გავააქტიურე ერთხელ დავაჭირე მგონი (ჩემთან კი skype-თ გავააქტიურე ისევე როგორც ადრე 8) არაფერი გართულებული არაა. ლიცენზირებული windows 8/8.1 გექნება უფასოდ მეტი რაღა გინდათ ბილმა დაგიყენოს კომპიუტერში მისი ხელით? 2 aero ზედმეტიც კია. თამაშების და BD ფილმების გაშვებისას 7-შიც მთხოვდა გათიშვას და ზოგადად ვიდეოკარტაც დატვირთულია შედარებით. ეგ ეფექტი OpenGL-ს იყენებს და მაგიტომ. თანაც 8.1 უმაგისოდაც ლამაზია და გამჭვირვალეობა მაინც აქვს taskbar-ს 3 რაღაც დონეზე აქართულებს 8.1-ს და შეგიძლია მაგის პაკეტი გადმოწერო არის, მაგრამ ქართულად windows-ს ხმარებაზე უარესი არაფერია 4 ვინ გითხრა რომ არ შეგიძლია სხვადასხვა ენების დაყენება დასაწერად და ეკრანზე? აბა ეს რა არის? 3 Quote
Gogla1990 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 matusala ვისთვის როგორ მონიტორს რა მნიშვნელობა აქვს? ან რომც ქონდეს მონიტორს ხომ არ შევცვლი მაგისთვის Quote
მათე Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 matusala ვისთვის როგორ მონიტორს რა მნიშვნელობა აქვს? ან რომც ქონდეს მონიტორს ხომ არ შევცვლი მაგისთვის დამიჯერე ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემ წინა TN led მონიტორზე ნაკლები სხვაობა იყო 7-სა და 8/8.1-ს შორის და ამ AH-IPS-ზე კიდე უფრო დიდია სხვაობა. შავი ფერის გაცილებით უკეთ დამუშავება აქვს და ზოგადად ბევრად უკეთესი გამოსახულება აქვს ვიდრე TN-ს ქონდა. იმაზე დაჟე შავ ფონზე პადსვეტკები ჩანდა გვერდებშ და მთლად შავი ფერი არ იყო. თან ზოგ სურათზე პიქსელაცია შეიმჩნეოდა. ასე ეძახიან მგონი ფერევის აღრევას. ერთი სურათი მქონდა სპეციალურად შენახული რომელზეც წინა მონიტორზე ეგ აშკარად ეტყობოდა და ამაზე საერთოდ არ ჩნს ეგ. Quote
Gogla1990 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 matusala ეგ კი მარა მე იმის თქმა მინდოდა რომ მთლად ეგეთი მონიტორიც არ მაქვს რომ ფერების დამუშავების პრობლემა ქონდეს, სხვაობა მეც კი შევატყვე მარა aero-ს არ ქონამ გადაწონა ყველაფერი ჩემთვის უკეთესი ჩვენება ქონდა მაღალი ხარისხის ფილმების ჩვენებისას მაგრამ ზოგადად ვინდოუსის ფერები მართლაც გახუნებულია Quote
kakha77777 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 რა მონიტორი გაქ? რაის გახურებული ფერები პირიქით ბევრად უფრო კაი ფერები აქვს ვიდრე 7-ს. ჩემ წინა led TN მონიტორზეც კი შევატყვე ეგ და ეხლა ვაფშე AH-IPS-ზე რო ვნახე 7-ს ფერები იმენა არაფრად არ ვარგა 1000-ჯერ ჯობია 8.1 ადრე 7 და ubuntu მეყენა dual boot-ში და ubuntu-ს ქონდა უკეთესი ფერები და ფილმებს მანდ ვუყურებდი ხოლმე და 8 რომ დავაყენე პირველად ეგრევე შევატყე რომ მაგის მსგავსად ქონდა გაუმჯობესებული ფერები და მაგრა გამისწორდა. ახლა უკვე 8.1-ში კიდე უფრო დახვეწილია და გადასარევად ანახებს. 4 ვინ გითხრა რომ არ შეგიძლია სხვადასხვა ენების დაყენება დასაწერად და ეკრანზე? აბა ეს რა არის? არ შეგიძლია. სისიტემის ჩატვირთვისთანავე, პირველ ჩასაწერ ენად დაყენება, სანამ სისტემაც იმავე ენაზე არ იქნება. Quote
მათე Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 არ შეგიძლია. სისიტემის ჩატვირთვისთანავე, პირველ ჩასაწერ ენად დაყენება, სანამ სისტემაც იმავე ენაზე არ იქნება. სანამ დავწერდი მანამდე ვქენი ეგ და ქართულზე დავაყენე შეყვანა და ენა ინგლისურზე იყო ვახ. შენთან შეიძლება რაღაცა ურევს ან ვერ აკეთებ სწორად. Quote
kakha77777 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 სანამ დავწერდი მანამდე ვქენი ეგ და ქართულზე დავაყენე შეყვანა და ენა ინგლისურზე იყო ვახ. შენთან შეიძლება რაღაცა ურევს ან ვერ აკეთებ სწორად. შეიძლება. ჰოდა რაღაცა რომ ურევს მე ვინდოზავრს ვაბრალებ, თუ არა აბა სხვა რა უნდა იყოს. Quote
მათე Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 შეიძლება. ჰოდა რაღაცა რომ ურევს მე ვინდოზავრს ვაბრალებ, თუ არა აბა სხვა რა უნდა იყოს. ხოდა მაგას ვამბობ 8.1 რაშუაშია მერე, არააქვსო ეგ ფუნქცია რო წერ. უბრალოდ ვერ შეეჩვია ხალხი 8.1-ს რასაც ვუყურებ 7-ზე ვინც დარჩნენ იმათ ვგულისხმობ, არადა ჩისტა მუშაობაში, performance-ში, ფერებში, ჩართვისა და გამორთვის დროში დაჟე თამაშებში მეტ FPS-ს იძლევა ვიდრე 7 და ოპერატიულისა და ზოგადად რესურსების მოხმარებაში 8.1 რომ უკეთესია მაგას დავა არ უნდა და რატომ არ გადადიან 8.1-ზე აზრზე არ ვარ. ადრე წერდა ერთი dirt 2-ს ვერ ვრთავო და 8.1-ს ბრალიაო და ჩავიწერე და დავუდე ვიდეოც dirt 2-ს, უბრალოდ ყოველთვის როცა მსგავს რამეს წერენ თვითონ ვერ აკეთებენ ხოლმე და ეგრევე 8.1-ს აბრალებენ. Quote
GUBE Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 ფაქტია რო ახალირაც გამოვა უნდა აყვე და გაყვე ბოლომდე და სუ სწავლის რეჟიმში ყოფნა ცოტა ძნელია მაგრამ.... საჭირო.. ეკრანს რაც შეეხება რავი სონი მაქ ეხლა 32 იანი და იმას ფერები აქ განსაკუთრებულირამე კიარა თუბეს რამე ნორმალურ ვიდეოს რო ვუყურებ თავი კინოთეატრში მგონია აი ლეპტოპს (პაკარდ ბელლ) და მონიტორი მაქ კიდე 24 სამსუნგი ვერ აქ ისეთი ფერები Quote
alex007 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 ამის ხელუხლებელი ვერსია საიდან გადმოვწერროო ??????? Quote
Shopen Posted January 12, 2014 Author Posted January 12, 2014 ამის ხელუხლებელი ვერსია საიდან გადმოვწერროო ??????? რატო არ გიყვართ ძებნა (ამას რა ძებნა უნდა) ხო არის ფორუმზე იმხელა თემა ვინდოუსის ვერსიებზე შეიხედე იქ და ნახავ 3 Quote
მათე Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 ამის ხელუხლებელი ვერსია საიდან გადმოვწერროო ??????? აგერ ავტვირთე მე 64-იანი და ერთმა კაცმა 32 ბიტიანი და დადეს ლინკები პირველ გვერდზე და გენახა 8.1-ს თემაში Quote
Beka_Tchighladze Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 matusala ვისთვის როგორ მონიტორს რა მნიშვნელობა აქვს? ან რომც ქონდეს მონიტორს ხომ არ შევცვლი მაგისთვის ისე მართლა რაღაცნაირი ფერები აქ ფანჯრებზე თავიდან არ მომწონდა ახლა შევეჩვიე მაგრამ 7 თან შედარებით ბევრად სწრაფი მოსახმარისია ჩართვა გამორთვაც და ნაკლებად გრუზავს სისტემას Quote
Gogla1990 Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 ისე მართლა რაღაცნაირი ფერები აქ ფანჯრებზე თავიდან არ მომწონდა ახლა შევეჩვიე მაგრამ 7 თან შედარებით ბევრად სწრაფი მოსახმარისია ჩართვა გამორთვაც და ნაკლებად გრუზავს სისტემას ხო შეჩვევაზეა რათქმაუნდა სისტემის ნაკლებად დაგრუზვისა და სისწრაფის კიდე რა მოგახსენო, კონკრეტულად ჩემს სისტემაზე განსხვავება მაგ მხრივ თითქმის ვერ ვნახე Quote
kakha77777 Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 1. SLEEP რეჟიმში დაყენებული, კომპი რამდენიმე წუთში მისით ირთვება ისევ. 2. მართვის პანელის ( კონტროლ პანელის ) ელექტროკვების მენუში, ინტერნეტიდან აპდეითის მერე ჩნდება SLEEP რეჟიმი, მანამდე მხოლოდ მონიტორის გათიშვის რეჟიმია. Quote
მათე Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 1. SLEEP რეჟიმში დაყენებული, კომპი რამდენიმე წუთში მისით ირთვება ისევ. 2. მართვის პანელის ( კონტროლ პანელის ) ელექტროკვების მენუში, ინტერნეტიდან აპდეითის მერე ჩნდება SLEEP რეჟიმი, მანამდე მხოლოდ მონიტორის გათიშვის რეჟიმია. 1 ეს პრობლემა შენთან აქვს შეიძლება სხვასთანაც, მაგრამ ასევე ბევრთან არაფერი მსგავსი არ ჭირს ისევე როგორც ჩემთან არის გამართული. 2 არასწორად იცი sleep არ ჩანს სანამ ვიდეოკარტის დრაივერს არ დააყენებ და ამის გაკეთების მერე ჩნდება ეგ ფუნქცია update-თან არაფერშუაშუა. ან მეორე ვარიანტია შენ არ აყენებ დრაივერს და update გიყენებს და ამიტომ შვება ეგრე. Quote
alex007 Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 2 არასწორად იცი sleep არ ჩანს სანამ ვიდეოკარტის დრაივერს არ დააყენებ და ამის გაკეთების მერე ჩნდება ეგ ფუნქცია update-თან არაფერშუაშუა. ან მეორე ვარიანტია შენ არ აყენებ დრაივერს და update გიყენებს და ამიტომ შვება ეგრე. ხო ყველა ვინდზე ეგრეა მართლა გამოცდილებიდან ვიცი რაც ვინდები მიყენებია დრაივერის დაყენებამე ეგ ფუნქცია არ აქვს Quote
George Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 სლიპ რეჟიმი ჩემთანაც მარტო მერე გამოჩნდა ნვიდიას დრაივერი რომ დავაყენე, ჰიბერნაციის მთლიანათ გათიშვაც შეიძლება ვისაც ეგ ფუნქცია არ ჭირდება, მეც არ ვხმარობ მაგ სლიპ რეჟიმს, ერთადერთი X-Fi დრაივერის სეტინგების დასამახსოვრებლათ ერთხელ შესვლაა საჭირო და მორჩა, ისე არ იმახსოვრებდა ვინდოუს 8 ბეტა დრაივერით და ახლის გამოშვებას კრეატივი აღარც აპირებს ძველ X-FI სერიის კარტებისთვის, ძველიც ხოშიანათ უბერავს ჩემთან, არაფერს ვუჩივი დიდათ, მე პრინციპში ფასტბუტიც გამორთული მაქვს, ლონგ რანში ეგრე უფრო სტაბილურია ჩემთან Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.