Jump to content

როგორ დავჰოსტოთ საკუთარი საიტი windows-ზე(WAMP)

Recommended Posts

შეიძლება გვინდოდეს საკუთარი ვებ-საიტის დაჰოსტვა მაგრამ თუნდაც ამისათვის არ გვქონდეს ფული(მართალია არსებოს უფასო ჰოსტინგებიც მაგრამ შეიძლება ჩვენ არ გვაწყობდეს) თანაც ჩვენი ოპერაციული სისტემა იყოს windows და არა მაგალითად linux რომელზეც ოპტიმიზირებულია ასეთი "საქმეები" რა ვქნათ? პასუხი მარტივია > გამოვიყენოთ WAMP.

  • რა არის WAMP?

WAMP არის სიტყვათა გაერთიანება რომელიც იშიფრება როგორც “Windows, Apache, MySQL, და PHP”. როდესაც თქვენ იწერთ WAMP-ს თქვენ ამ დროს იწერთ სოფტს რომელშიც გაერთიანებულია ეს სამი საგანი.

Windows - "W" მიანიშნებს რომ პროგრამა თავსებადია Windows-თან.

Apache - "A" პროგრამა რომლის მეშვეობითაც ტვირთავთ საიტს, თქვენ შეგიძიათ მხოლოდ დაჰოსტოთ html ფაილი და სტატისტიკური ვებ-საიტი.

MySQL - ვებ-კონტენტის database

PHP - ესეც მოკლედ ყველას გეცოდინებათ> ყველაზე პოპულარული ვებ-პროგრამირების ენა დინამიური საიტის დასაწერას.

  • WAMP-ის ინსტალირება

​wamp-ის ბოლო ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ WAMPServer-დან.

ინსტალაციისას ყველაფერი დატოვეთ დეფოლტზე(ბოლოს შეგიძლიათ აირჩიოთ default ვებ ბრაუზერი რომლითაც გახსნით/დატესტავთ ვებ-საიტს).

ინსტალაციის შემდეგ ასევე მონიშნეთ ფაირვოლის მეორე თოლიაც:

3-firewall-exception.jpg

ამის შედმეგ მონიშნეთ “Start WampServer 2 now” რის შემდეგადაც გაეშვება პროგრამა:

4-notification-area.jpg

დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს შემდეგ "Localhost" 

5-first-test.jpg

გამოიტანს საიტს და პროგრამის ვერსიის შესახებ ინფორმაციას, ეს არის მისი default გვერდი.

           დამატებითი ინფორმაცია:

თუკი რაიმე პრობლემა შეგექმნათ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული შესაბამისი პროგრამის არქონის გამო რადგანაც WAMP მოითხოვს:

32-ბიტიანი ვერსია

Microsoft Visual C++ 2008 SP1 Redistributable Package (x86)
Microsoft Visual C++ 2010 SP1 Redistributable Package (x86)
Microsoft Visual C++ 2012 (აირჩიეთ vcredist_x86.exe)

64-ბიტიანი ვერსია

Microsoft Visual C++ 2008 Redistributable Package (x64)
Microsoft Visual C++ 2010 SP1 Redistributable Package (x64)
Microsoft Visual C++ 2012 (აირჩიეთ vcredist_x64.exe)

  • WAMP-ის კონფიგურაცია

default გვერდის შესაცვლელად გადადით www დირექტორიაში, ამისათვის დააკლიკეთ www direcoty

6-www-directory.jpg

აქ თავსდება ყველა ის ფაილი რაც გინდათ განათავსოთ ვებ-საიტზე შესაბამისად აქ მომხდარი ყველა ცვლილება აისახება თქვენს ვებ-საიტზე, ეხლა მაგალითისთვის შევცვალოთ index.php

გავხსნათ notepad-ით და ჩავწეროთ(ძველი ტექსტი წავშალოთ)

<html>
<head>
<title>PHP Test</title>
</head>
<body bgcolor="#B40404">
<?php echo '<div align="center"><H2><b>Hello <sup>www</sup>OverClockers<sup>Ge</sup></H2></b></div>'; ?>
</body>
</html>

განაახლეთ გვერდი რომელიც გახსენით ან თავიდან ჩართეთ.

ამ შემთხვევაში თქვენ მიერ დაწერილ საიტს ნახავთ მხოლოდ თქვენ ეს კარგია დეველოპინგში როდესაც რაიმე ახალს აკეთებთ მაგრამ თუკი გსურთ ეს იხილოს სხვამაც ამისათვის დააწექით "Put online"

7-put-online.jpg

default apache-ს კონფიგურაცია ბლოკავს შემოსულ კავშირს შედეგად სხვა ვერ ნახავს და დახვდებათ “403 Forbidden" შეცდომა, ამის თავიდან ასაცილებლად შევდივართ httpd.conf-ში(apache-ს კონფიგურაციის ფაილი) შემდეგ კი მარჯვენა მაუსის ღილაკს, გამოაგდებს საქაღალდეს სადაც მონახეთ

Order Deny,Allow
Deny from all

წაშალეთ, მის ნაცვლად კი ჩაწერეთ

Order Allow,Deny
Allow from all

შეინახეთ და გადაარესტარტეთ ყველა სერვისი

9-restart-all-services.jpg

ამის შედმეგ სხვასაც შეეძლება მისი ნახვა, თუკი ვერ მოახერხა სხვამ ნახვა ამის მიზეზი შეიძლება იყოს პორტი, გაუხსენით როუტერს 80 პორტი.

                                                                                                                         Shopen

                                                                                                                         OverClockers.GE

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

wamp xamp FTW   !

Link to comment
Share on other sites

და ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ იმუშავებს? ანუ რისი კითხვა მინდა გარე (თეთრი) იპ მისამართის ყიდვა არ მიწევს? 

Link to comment
Share on other sites

მე ზენდ სერვერს ვიყენებდი ხოლმე.

და ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ იმუშავებს? ანუ რისი კითხვა მინდა გარე (თეთრი) იპ მისამართის ყიდვა არ მიწევს? 

ამას იყენებენ როცა საიტს აკეთებენ და თუ რამეა სხვასაც შეუძლია ნახვა, შენ აიპის რომ მიცემ, მარა რომ გააკეთებ მერე ხომ მიცემ საიტს და იმას დაჭირდება ჰოსტის და დომენის ყიდვა.

Link to comment
Share on other sites

მე ზენდ სერვერს ვიყენებდი ხოლმე.

ამას იყენებენ როცა საიტს აკეთებენ და თუ რამეა სხვასაც შეუძლია ნახვა, შენ აიპის რომ მიცემ, მარა რომ გააკეთებ მერე ხომ მიცემ საიტს და იმას დაჭირდება ჰოსტის და დომენის ყიდვა.

ანუ გამოდის რო თუ საიტის ჩაშვება გინდა, მაგისთვის გარე იპის ყიდვა  გინდა :) 

Link to comment
Share on other sites

ანუ გამოდის რო თუ საიტის ჩაშვება გინდა, მაგისთვის გარე იპის ყიდვა  გინდა :)

არა.

შეგიძლია შენ დაჰოსტო კომპზე, უბრალოდ დომენი უნდა იყიდო და მიაბმევინო რომ აიპის მაგივრად საიტის სახელი აკრიფონ, მარა მაგის მინუსი ისაა, რომ როცა შენ კომპს გათიშავ, საიტიც გაითიშება და თუ გინდა რომ შენი საიტი 24 საათი ჩართული იყოს, კომპიც სულ ჩართული უნდა გქონდეს და ფაქტიურად სერვერად ამუშავო. ამიტომაც არსებობს ჰოსტ საიტები სადაც ფულს უხდი და შენი საიტი განთავსებულია იმათ სერვერებზე, რომლებიც 24 საათი ჩართულია :)

Link to comment
Share on other sites

მარტო ესე ვერ დაჰოსტავ საიტს. პორტების ამბავია, გახსნა უნდა და თუ როუტერი გიდგას გადამისამრათება ჭირდება როუტერში რომ შენ კომპზე გამოუშავს

დანარჩენი კარგია

  • Upvote 1

უფასო დომენი რო დავარეგისტრირო ასეთი საიტები არარი? 

Link to comment
Share on other sites

ადრე კავკასუსი, რომ მქონდა არ მედგა რუტერი და არ ჭირდებოდა გადამისართება და პორტების გახსნა, ჩემს გარე IP-ს ჩაწერდი და ჩვეუელბრივად შეგეძლო შემოსულიყავი ჩემთან. ეხლა სილქნეტი მიდგას და რუტერიც მაქვს და გარე IP-ს, რომ ვწერ რუტერში შევყავარ. ოთომ როგორც დაწერა ეგენი ჭირდება, მარა არ ვიცი ეგრე ზუსტად სად რა უნდა გავაკეთო შიგნით. ოთო თუ მეტყვის გავხსნი და განახებთ.

ეს გჭირდება ხო

http://www.howtogeek.com/66214/

Link to comment
Share on other sites

შემდეგ როგორ უნდა ავტვირთო? :დ სხვამ რო ნახოს http://127.0.0.1/test.php ამას თქვენ რო გახსნით თქვენ ლოკალჰოსტზე გადამისამართდება ლოგიკურად :ხელი:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.