Jump to content

პულსის გაზომვა ვებ-კამერის საშუალებით


Recommended Posts

სალამით ოვერქლოქერებო, უინტერნეტობამ და უსაქმურობამ გადამაწყვეტინა დამეწერა ეს პატარა სტატია, მაშ ასე დავიწყოთ:

პულსის გაზომვა ვებ-კამერის საშუალებით

·         რა არის ეს

დაახლოებით ერთი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური და კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა სამეცნიორი ნაშრომი სადაც აღწერილი იყო ახალი ვიდეო დამუშავების ფილტრის შესახებ. ეს ფილტრი აძლიერებს უმნიშვნელო განსხვავებას კადრებს შორის რისთვისაც იყენებს ეილორულ გადიდებას(eulerian video magnification).

როგორც ცნობილია ადამიანის კანი ადვილად იცვლის ფერს როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება და ვიწროვდება გულისცემის მიხედვით. შეუიარაღებელი თვალით ამის განსხვავება ძნელია მაგრამ ეილორული გადადიბით კი სხვაობა შესამჩნევია.

ალგორითმის ავტორებმა გამოაქვეყნეს კოდი Matlab რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეზულტატის გაშვება, ამასთან დაკავშირებით ასევე გაუშვეს დემო საიტიც videoscope.qrclab.com სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ ვიდეორგოლი და გაატაროთ ეილორულ გადიდებაში.

71ed6b80df3843f1069c648a3abe4ea6.jpg

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტმა შთააგონა ვებ-დეველოპერს ტრისტან ჰერნს(Tristan Hearn) გაეკეთებინა ესეთივე პროგრამა ამჟამად Python-ში რომელიც კარგად ერგება ვებს და შეუძია სურათის დამუშავება ვებ-კამერით.

·         რისთვის არის საჭირო

პულსის სიხშირის ინფორმაცია მომხმარებელს ბევრ პროგრამაში შეუძლია გამოიყენოს, მაგალითად ონლაინ თამაშებში, გაცნობის სერვისებში ანდაც ბიომეტრიული აუტენტიფიკაციისთვის.

წარმოიდგინეთ გაქვთ მიმოწერა ჩათში გოგოსთან და გვერდით ხედავ მისი პულსის სიხშირეს(fuck yeah) რათქმაუნდა ასეთი ინდიკატორით საუბარი უფრო გულრწფელი ხდება.

ბიომეტრიული აუტენტიფიკაციაში პროგრამა შეამოწმებს მის პულს რითაც დაადასტურებს რომ მის წინ არის ცოცხალი ადამიანი და არა მაგალითად სურათი რითაც „ცუდ ბიჭებს“ გაუჭირდებათ სისტემის მოტყუება.

ერთ-ერთი გამოყენების მაგალითია ასევე „ვიდეოძიძა“ მშობლები რომლებიც განუწყვეტლივ ადევნებენ თვალს თავიანთ შვილებს კამერებით ამიერიდან მათ მიეცემათ საშუალება პულსიც გაიგონ, სისტემა შესაბამის დროს ჩართავს სიგნალიზაციას.

გასაკვირია მაგრამ პულსის ავტომატური ცვლილება შესაძლებელია გამოიყენონ ქუჩებში,მაღაზიებში, მეტროში შესაძლებელია გამოიყენონ ასევე ვიდეო ზედამხედველობისთვის.

·         როგორ მუშაობს

ae6bb7cb21f96a96497708e74f65374e.jpg

ტრისტან ჰერნიმ დაწერა პროგრამა webcam pulse-detector ( bit.ly/11ugi30 ). ის იყენებს ღია სისტემას სურათის აღქმისთვის OpenCV-ის სახისა და კადრის დადგენისთვის/აღქმისთვის.

შემდეგ პროგრამა განსაზღვრავს შუბლის მხარეს, აქედან რაღაც დროის განმავლობაში აგროვებს ინფორმაციას პულსის გამოსათვლელად, ამის შემდეგ ინფორმაცია მუშავდება OpenMDAO ფრემვორკში. პროგრამის ავტორმა განაცხადა რომ ფილტრი ყველაზე კარგად მუშაობს მწვანე არხზე.

კარგი განათებისა და მინიმალური ხმაურის დონის პირობებში თუკი „პაციენტი“ იმყოფება კადრში სტაბილური პულსი webcam-pulse-detector-ის მეშვეობით დაახლოებით 15 წამში დაითვლის.

15 წამის შემდეგ პროგრამა დაიწყებს მუშაობას ვიზუალურ რეჟიმში, გამოიტანს ინფორმაციას გულის რიტმთან დაკავშირებით.

თეორიულად ასევე შესაძლებელია მასივიდან სხვა ფიზიოლოგიური ინფორმაციის ამოღება მაგალითად მაიერის ტალღების- არტერიული წნების სწრაფი რხევა და გულის რიტმი.

 

d99115c42010483736099b49a15a90c6.jpg

                                                                                                                      Shopen

                                                                                                                      OverClockers.GE

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

ჰაჰა ამას ბებიაჩემს გავუჩითავ დაისვენებს ქალი :D

Link to comment
Share on other sites

საინტერესო გამოგონებაა, თემა კარგია

სურათები ჩემთან მარტო არ იხსნება თუ თქვენთანაც?

 

Link to comment
Share on other sites

და რა მანძილზე მოქმედებს მაგი არაა ცნობილი?  ტელეფონებში კაი ხანია რაც არის პულსის საზომები თუმცა დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან კარგი იქნებოდა რომ დაეხვეწათ ეგ პროგრამები

Link to comment
Share on other sites

და რა მანძილზე მოქმედებს მაგი არაა ცნობილი?  ტელეფონებში კაი ხანია რაც არის პულსის საზომები თუმცა დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან კარგი იქნებოდა რომ დაეხვეწათ ეგ პროგრამები

რავი მე არ დამიტესტავს 

ხო ის სხვა პრინციპით მუშაობს ეს სხვათი მაგრამ მთლად ზუსტი არც ეს არ იქნება

Link to comment
Share on other sites

კარგი რამეა, სიცრუის დეტექტორებშიც შეიძლება გამოყენება უკონტაქტო ტექნიკაა, კამერის წინ ლაპარაკობს ცდაში მონაწილე და პროგრამა აჩვენებს პულსს :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

რა ჯანდაბად უნდა დაგჭირდეს კაცს ეს? :D

ბევრი სასარგებლო ტექნოლოგია ინჟინრ-გამომგონებლებმა ერთი შეხედვით გამოუყენებელი მოვლენებისგან შექმნეს

ვიდეოებში საუბარია ამ კონკრეტული ტენოლოგიის სავარაუდო გამოყენებაზე თუ გაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.