Jump to content

IBM supercomputer VS human in jeopardy


Recommended Posts

თამაშში jeopardy შედგა შეჯიბრი ადამიანსა და IBM-ის სუპერ კომპიუტერს შორის (ადამიანებში იგულისხმებიან jeopardy-ის 2 მსოფლიო ჩემპიონი Ken Jennings და Brad Rutter) კომპიუტერისთვის დიდ სირთულეს ის წარმოადგენდა რომ კითხვა შეიძლება იყოს დასმული ნებისმიერი კატეგორიიდან და კითხვებს სვავს ადამიანი ხოლო კომპიუტერმა უნდა გაიგოს და აღიქვას ადამიანის ნათქვამი შემდეგ კი მოძებნოს სწორი პასუხი ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს ვინაიდან ადამიანი ხშირად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს და ლაპარაკობს სლენგზე (ასევე ბევრი სხვა სირთულეცაა)

როგორც გახსოვთ 1997 წელს IBM-ის კომპიუტერმა დაამარცხა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი... ეს შეჯიბრი არის დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობის რადგან კომპიუტერმა დაამყარა ადამიანთან პირდაპირი კომუნიკაციის გზა რის გამოც კომპიუტერები გადავიდნენ განვითარების შემდეგ საფეხურზე... ტქნიკური თვალსაზრისით ეს ბრძოლა კომპიუტერისთვის უფრო რთული იქნება ვინაიდან ჭადრაკში ყველაფერი კონკრეტულია და ერთმნიშვნელოვნი ხოლო jeopardy-ში ბევრი სირთულეა (პირველ რიგში დასმული კითხვის სწორად გაგება შემდეგ კი სწორი პასუხის მოძებნა და ამ პასუხის გაცემა ადამიანზე უფრო სწრაფად) შეცდომის დაშვების შანსი ან წაგების გაცილებით უფრო მეტია ვიდრე 1997 წელს კასპაროვის წინააღმდეგ თამაშის დროს...

IBM-ის ამ სუპერ კომპიუტერს ქვია watson ის დღეს დღეობით არის ყველაზე თანამედროვე კომპიუტერი თავის კლასში. მას 25 მეცნიერი აპროგრამებდა 4 წლის განმავლობაში... იგი შეიცავს პროცესორის 2880 ბირთვს რომელსაც შეუძლია 1 წამში გააკეთოს 80 მილიარდი გამოთვლა იგი ასევე შეიცავს 15 ტერაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას და ზომაში 10 მაცივრის ხელაა

4f24b097c45f.jpg

კომპიუტერში შეყვანილია 200 მილიონი ფურცელი (ინფორმაცია) ესენია: ენციკლოპედიები, ისტორიული წყაროები და უამრავი სხვა რამ... კომპიუტერი არაა მიერთებული ინტერნეტთან ამიტომ მას უწევს მხოლოდ თავის თავზე დაყრდნობა... დასმული კითხვის გაანალიზების შემდეგ იგი თავის მყარ დისკზე შეტანილი 200 მილიონ ფურცელ ინფრომაციაში ეძებს სწორ პასუხს ხოლო სწორი პასუხის მოსაძებნად იგი იყენებს ასობით ალგორითმს რასაც ანდომებს დაახლოებით 3 წამს

მოკლედ აგერ უშუალოდ ვიდეო და დატკბით სანახაობით :)

http://www.youtube.com/watch?v=WFR3lOm_xhE

თუმცა ეს არ იყო ოფიციალური შეჯიბრი ესე ვთქვათ უბრალოდ მოთელვა იყო... ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა

14,15,16 თებერვალს გაიმართება ოფიციალური ფინალური შეჯიბრი სადაც საბოლოო გამარჯვებული მოიგებს 1 მილიონ დოლარს

საპრიზო თანხა კი ასეთია

პირველი ადგილი: 1,000,000$

მეორე ადგილი: 300,000$

მესამე ადგილი: 200,000$

თუმცა ასეა თუ ისე კომპიუტერმა არაოფიციალურად გაიმარჯვა :)

ab72a8ad542e.jpg

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ IBM-ის კომპიუტერის ჩასმა რობოტში (რათქმაუნდა შეიძლება რობოტის ინტერნეტით დაკავშირება ასეთ კომპიუტერთან მაგრამ დამოუკიდებელი "რობოტი ბიბლიოთეკა" მაინც სულ სხვაა :spiteful: )

825b90e2bc12.jpg

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა (ეს ჩემი პირადი ვარაუდია თუმცა სხვა ახსნას ვერ ვხედავ) ალბათ ეგ 200 მილიონი ფურცელი ჩაწერეს ოპერატიულ მეხსიერებაში თორე ვინჩესტერზე ჩაწერილ ამხელა ინფორმაციის დასკანირებას 3 წამში ვერანაირად ვერ მოასწრებდა

Link to comment
Share on other sites

მაინც ძალიან შორს არის ინტელექტისგან

200 მილიონ ფურცელ ინფრომაციაში ძებნა და შეკითხვის აღქმა სულ ეგ არის მთელი სირთულე

მე იმას ვამბობ რომ ძალიან მაგარი მიღწევაა და რამე მაგრამ ინტელექტისგან ძალიან შორს არის ეგ კომპიუტერი

Link to comment
Share on other sites

ვეთანხმები სოსოს ინტელექტი არაფერ შუაშია აქ...

ეს მეცნიერები ჩალიჩობდნენ 4 წელი იმისთვის რომ ამ კომპიუტერს ინგლისურ ენაზე დასმული შეკითხვა

გაეგო, გაეანალიზებინა და შემდეგ თავის მონაცემთა ბაზაში მოეძებნა შესაბამისი პასუხი...

ინტელექტი კი ცოტა სხვა რამეა,

ჩემი აზრით კი ვერასოდეს ვერ განვითარდება ხელოვნური ინტელექტი მანამ სანამ

მას თვითგანვითარების უნარს არ შეძენენ.

Link to comment
Share on other sites

ინტელექტი კი ცოტა სხვა რამეა,

ჩემი აზრით კი ვერასოდეს ვერ განვითარდება ხელოვნური ინტელექტი მანამ სანამ

მას თვითგანვითარების უნარს არ შეძენენ.

+1 სანამ თვითონ არ ისწავლის როგორ ისწავლოს :)

ანუ შეძლებს ცოდნის ამაღლებას მეცნიერების დახმარების გარეშე

მანამ ხელოვნური ინტელექტი არ იარსებებს

თუმცა არა მგონია ადამიანებს რეალურად გვინდოდეს ხელოვნური ინტელექტი

რაც ბუნებრივი ინტელექტი არსებობს ისიც გამოდმებით თვითგანადგურებისკენ ისწრაფვის და ჩვენი შექმნილი ხელოვნური რას გვიზავს კაცმა არ იცის :)

Link to comment
Share on other sites

და მე ვთქვი რომ ხელოვნური ინტელექტი შექმნეს თქო? ამ თემაში არსად არ იყო ხსენებული არანაირი ინტელექტი...

Link to comment
Share on other sites

და მე ვთქვი რომ ხელოვნური ინტელექტი შექმნეს თქო? ამ თემაში არსად არ იყო ხსენებული არანაირი ინტელექტი...

გვაპატიე :D

Link to comment
Share on other sites

მაინც ძალიან შორს არის ინტელექტისგან

200 მილიონ ფურცელ ინფრომაციაში ძებნა და შეკითხვის აღქმა სულ ეგ არის მთელი სირთულე

მე იმას ვამბობ რომ ძალიან მაგარი მიღწევაა და რამე მაგრამ ინტელექტისგან ძალიან შორს არის ეგ კომპიუტერი

200 000 000 ფურცელი პირობითად იქნება სადღაც 20GB ინფორმაცია

20Gბ იან ტექსტში რომ ნორმალური ალგორითმით სერჩის ფუნქცია შეეძლოს ამ სუპერკომპიუტერს დიდი მიღწევა არაა :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.