Jump to content

Recommended Posts

      ANTEC-მა გამოუშვა ახალი კეისი სახელწოდებით ANTEC Nineteen Hundred, რომელიც მათი თქმით გათვლილია gamer-ებისთვის. ის უზრუნველყოფს კარგ გაგრილებასა და გამოყენების სიმარტივეს.

      სტანდარტულ კეისში არის 3 ფენი. ერთი 120 მილიმეტრიანი ფენი ზრუნავს ჰაერის შეტანაზე წინა მხარეს. მეორე 120 მილიმეტრიანი სითბოს გამოტანაზე კეისის ზედა მხარეს და ერთი 120-იანიც უკანა მხარეს (ესეც გატანაზე) არის საშუალება კიდევ რამდენიმეს დამონტაჟების. მაგალითად მყარი დისკებისთვის კიდევ 2 ფენის დამატება შეიძლება და ნამდვილად საჭიროა, იმიტომ რომ ამ კეისში არის 17 მყარი დისკის ადგილი :) ასევე აქვს უკანა 9 გაფართოების სლოტი. ვიდეობარათის მაქსიმალური სიგრძე კი არ უნდა აღემატებოდეს 330 მილიმეტრს.

    766f99d0b785.jpg

ANTEC-ს თქმით ის დამზადებულია მაღალი ხარისხის SECC მეტალისგან (SECC-Steel, Electrogalvanized, ColdRolled, Coil ეს არის მსუბუქი ელექტროგაუმტარი ფენით დაფარული მეტალი, რომელიც კარგი თბოგამტარია, არა როგორც ალუმინი თუმცა მასზე მსუბუქია და ნაკლები ღირს) კეისის წინა მხარეს განთავსებულია 2 USB 2.0 და 4 USB 3.0 პორტები, ასევე მიკროფონისა და დინამიკების AUDIO jack. მისი ზომებია 70x22x55 შესაბამისად სიმაღლეა 70 სმ (696 მილიმეტრი) სიგანეა 22 სმ და სიგრძე 55 სმ. მისი წონაა 13.2 კილოგრამი.

dd9d8df4551a.jpg

      ეს კეისი წარმოდგენილია მწვანე და წითელ ფერებში და შემოთავაზებული ღირებულება შეადგენს 284 ევროს. ANTEC ამ პროდუქტზე ავრცელებს 3 წლიან გარანტიას.

69d264898472.jpg

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

:xeli:  კაი სიახლეა უბრალოდ ერთი რამ ვერ გავიგე... საიდან შეიძლება შეიტანოს ჰაერი? წინიდან დავაკვირდი და არ მოსჩანს 120-იანი ფენის ადგილი :P ალბად წინა პანელის რამე ნაწილი იღება ან ეხსნება და კარბონი რჩებაა?

Link to comment
Share on other sites

:xeli:  კაი სიახლეა უბრალოდ ერთი რამ ვერ გავიგე... საიდან შეიძლება შეიტანოს ჰაერი? წინიდან დავაკვირდი და არ მოსჩანს 120-იანი ფენის ადგილი :P ალბად წინა პანელის რამე ნაწილი იღება ან ეხსნება და კარბონი რჩებაა?

მწვანე ზოლი დახვრეტილი ტყუილად კი არაა :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites


მწვანე ზოლი დახვრეტილი ტყუილად კი არაა

შენ გინდა თქვა რომ 120-იანი ქულერი ისე აყენია რომ მანდედან აგროვებს ჰაერს და კეისისკენ მიმართავს? :O
Link to comment
Share on other sites

შენ გინდა თქვა რომ 120-იანი ქულერი ისე აყენია რომ მანდედან აგროვებს ჰაერს და კეისისკენ მიმართავს? :o

არა ქულერი საერთოდ კეისისკენ არ მიმართავს ჰაერს პირიქით შიგნით შეაქ კეისში ან გამოაქ ზოგს. რა იყო ჩემ ძველ კეისსაც ცოტა ნახვრეტები ქონდა მარა კი აგრილებდა ვინჩოს. საკმარისი ნახვრეტები აქ დამიჯერე და ტყუილად არ გააკეთებდა მასე მწარმოებელი :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კარგი კარგი მჯერა შენი.... ამ შემთხვევაში ორ გამწოვ ქულერსაც აზრი აქვს :) პ.ს. ისე თუ უკან დააკვირდები ქულერი შემწოვს გავს....
კარგი გავჩერდები, შენ თემებს გადავეკიდე....

Link to comment
Share on other sites

მადლობა ავტორს სიახლისათვის  :thumbsup:

 

ძვირია  :kaffeetrinker_2:  მყარი დისკების დიდი რაოდენობისთვის არის უფრო გათვლილი, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი ვარიანტის არჩევა შეიძლება. ზედმეტად არ არის გადატვირთული ასევე და ნორმალური დიზაინი აქვს. შეიძლებოდა წინა პანელი მთლიანად ალუმინის ბადის ქონოდა და 120მმ ფენების მონტაჟის საშუალება ყოფილიყო. გაგრილების სისტემა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში, რადგან მყარი დისკების გაგრილებას შეუწყობდა ხელს. ასევე კეისშიც ჰაერის გამოცვლაც ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა და ცხელი ჰაერის გამოდევნა ბევრად უფრო სწრადაფ მოხდებოდა. კარგია რომ 2 კვების ბლოკის მხარდაჭერა აქვს ასევე, ძალიან მალე მსგავს კეისებზე მოთხოვნა ვფიქრობ უფრო გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

მე 900 მაქვს და ეგ რა იქნება წარმომიდგენია, საკმაოთ დიდი გაბარიტები აქვს ისე, მაგიტომაც ადევს ეგეთი ფასი, ჩემს ისე 5 ფანი აქვს და კიდე ერთის დაყენება შეიძლება, მაგას მარტო 3 ქონია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.