Jump to content

Recommended Posts

Sony-Xperia-Z1.jpg
74d66030311d11e3a1ae12313d026649.jpg
გამოშვების თარიღი  - 4 სექტემბერი 2013 წელი

ზომები -  144.4 x 73.9 x 8.5 მმ

კამერა -  20.7 მეგაპიქსელი Sony Exmor RS® -ით

პროცესორი -  ;  2.2 GHz Qualcomm  MSM8974 Quad Core

ეკრანი - 5.0 inch Full HD TRILUMINOS™ Display for mobile with X-Reality™ for mobile picture engine

- 16,777,216 ფერი, 1920 x 1080 პიქსელი

Sony Xperia Z ოყო სონის პირველი მცდელობა  გამოეშვა ფლაგმანი, რომელიც სხვა ბრენდების  მთავარ მოდელებს შეერკინებოდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, ის უზომოდ დახვეწილი და  ძლიერი აპარატია. თუმცა 2013 წლის სექტემბერში კიდევ ერთი, უფრო მძლავრი მოდელი  ვიხილეთ, რომელიც კიდევ უფრო დიდ პრეტენზიას აცხადებს ლიდერობაზე. ეს არის ახალი Sony Xperia Z 1..


ეკრანი

სონის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე ეკრანია. ეს ამ შემთხვევაშიც გამართლდა – 5 -ინჩიანი full HD,  1920 x 1080 გაფართოების  TRILUMINOS display ტექნოლოგია, გამოყენებული მობილურში ( წინა მოდელს, Sony Xperia Z-ს ჰქონდა TFT ეკრანი).  ის შერწყმული Sony’s X-Reality for mobile technology -სთან გვაძლევს მაქსიმალურად ბუნებრივ ფერებს, ბუნებრივ კონტრასტს.  მართალია, ისეთი ნათელი და ღია ფერები არ არის, როგორც Xperia Z-ში, მაგრამ გაცილებით რეალურია…

პროცესორი/ტექნიკური მახასიათებლები

Sony Xperia Z 1-ს აქვს  ოთხბირთვიანი , Snapdragon 800 პროცესორი, 2.2 გჰერცი სიხშირით. RAM – 2 გბ. შიდა მეხსიერება 16 გბ, მაქსიმალური მეხსიერების ბარათი 64 გბ, ასე რომ ჯამურად 80 გბ..

დიზაინი

სონის ბოლო ფლაგმანი უფრო  დიდი მოცულობისაა, ვიდრე მისი წინამორბედი.  სისქე 8.5 მმ, ზედაპირის   ზომები - 144.4 x 73.9.  მაგრამ ეს ზრდა არ არის ხარისხის და დახვეწილობის ხარჯზე – მისი კორპუსი ალუმინისაა, რაც განსაკუთრებულ შტრიხს ქმნის გარეგნობაში. წინა და უკანა მხარე გამძლე შუშისაა, რაც ტელეფონს პრემიუმ ხარისხ  ანიჭებს. ის ძალიან სოლიდურია, სასიამოვნოა  ხელში ჭერისას..

დავიწყოთ ზემოდან – ზედა მხარეს მხოლოდ ერთი ჭრილი აქვს, ეს არის 3.5 მმ ყურსასმენის შესაერეთებელი, რომელიც ერთადერთი ღია ხვრელია მთელს კორპუსში. შეიძლება უცებ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მასში წყალი შევა, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, ეს შეუძლებელია, რადგან  საუბრობთ ბაზარზე არსებულ ყველაზე წყალგამძლე მობილურ მოწყობილობაზე…

DSC00142ყურსასმენის ჭრილი ერთადერთია კორპუსის ზედა მხარეს. სხვა შესაერთებლები გადატანილია  გვერდებზე. წინა მოდელს, Xperia Z-ს  სალაპარაკო დინამიკი ჰქონდა ეკრანზე, სულ ქვედა მხარეს. ახალ მოდელში ის ჩამოტანილია ქვემოთ.

 

ასე რომ  სმარტფონის წინა მხარე  ერთიანია, განთავისუფლებულია  ყველაფრისაგან. ეს წარმოუდგენელ ელეგანტურობას ქმნის.. თავად დარწმუნდით სურათზე..

 

კორპუსზე მარცხენა მხარეს სამი “პუნქტია”. ერთი სონის “ჩასადები”  სატენის, Magnetic Charging Dock DK31-ის შვერილები, რომელიც ღიაა და არც ისე კარგ ვიზუალს ქმნის. მარცხენა მხარეს ცოტა ამახინჯებს და გაცილებით უფრო ნაკლებ ელეგანტურია, ვიდრე წინა მოდელის. მის ზემოთ მდებარეობს ორი გაღებადი ჭრილი – ერთი USB-ის, რომელიც ამავდე დროს სატენისაცაა და მეორე, უფრო ზედა, SD ბარათის, ანუ ჩიპის ჩასადები. ორივე მათგანის თავსახური შიგნიდან დაფარულია რეზინით, რაც მჭიდროდ დახურვის და შესაბამისად, წყალ და მტვერგამძლეობის საშუალებას იძლევა.

 

კორპუსის მარჯვენა მხარეს მხოლოდ ერთი ჭრილია – მიკრო სიმბარათის ჩასადებად. ისიც ისეთივე თავსახურითაა აღჭურვილი.  მის ქვემოთ განლაგებულია ჩართვა/გამორთვის ღილაკი, რომელიც ისეთივე დახვეწილია, როგოც წინა შემთხვევაში, თუმცა უფრო პატარაა. უნდა ითქვას, რომ მოზრდილი უფრო მოსახერხებელი იყო. მაგრამ მომრგვალებული დიზაინი არ იძლევა საშუალებას იმისას, რომ ეს ღილაკი ისეთივე დიდი იყოს, როგორიც Xperia Z-ის შემთხვევაშია. მის ქვემოთ განლაგებულია ხმის აწევა-დაწევა და კამერის ღილაკები.  ყველა მათგანი დიზაინში იდეალურად ჯდება.

 

კოსპურის უკანა მხარეც გამძლე შუშისაა. ის ალუმინის კორპუსთან ერთად ქმნის განსაკუთრებულ სოლიდურობას. უკანა მხარეს  მდებარეობს კამერის ჭრილი, წარწერები და Z –  ნიშანი ანდროიდთან დაკავშირებადი NFC-სა, რომელიც გვატყობინებს, რომ Xperia Z 1 მზადაა უკანა მხარის ერთი შეხებით გადასცეს  ნებისმეირი ინფორმაცია, ფაილი, ლინკი თუ სხვა ბოლო თაობის ანდროიდებს.

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დახვეწილი და სოლიდური მობილურია, ისეთი, როგორიც ფლაგმანი უნდა იყოს. გარეგნულად  უნაკლოდ გამიუყურება, თუ არ ჩავთვლით ყურსასმენის ხვრელს ( სავარაუდოდ, აქ ერთი ნაბიჟია გადადგმული პრაქტიკულობისაკენ – აპარატი ღია ხვრელით რომ წყალგამძლეა,ამაზე დიდი მუშაობაა გაწეული და შეიძლება არც ისე ლამაზია, მაგრამ ამით გადაიჭრა სხვა საკითხი – Xperia Z-ის შემთხვევაში, რომელსაც ეს ხვრელიც დახურვადი ჰქონდა, ყურსასმენის შეერთებისას არც ისე  კომფორტულად რჩებოდა ამ ხვრელის თავსახური).

კამერა

სონი ამბობს რომ, Xperia Z 1-ს აქვს   “the world’s leading camera in a smartphone”, ანუ საუკეთესო კამერა მობილურ მოწყობილობებში. ის არის 20.7 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც შეიცავს  1/2.3” 20.7 MP Exmor RS™  სენსორს,  სონის საამაყო, ჯილდოს მფლობელ  G Lens-სა და  intelligent BIONZ™-ს. ესენი უზრუნველყოვენ სურათის უმაღლეს ხარისხს,  ბუნებრივ გამოსახულებას და ყველა დეტალის ზუსტ აღქმას. წინა კამერა- 2.0 მეგაპიქსელი.

 

Xperia Z 1-ის კამერის მახასიათებლები უზრუნველყოფენ საუკეთესო ხარისხს ნაკლები განათების პირობებშიც.   კამერის სენსორები აფიქსირებენ მოძრაობის სიჩქარეს და ქმიან საუკეთესო გამოსახულებას. 3x ზუმი იძლევა საშუალებას მოახლევებული გადაღებისას არ გაფუჭდეს სურათის ხარისხი.

SteadyShot™ – ფუქნცია, რომელიც უზრუნველყოფს  ვიდეოს უკეთესს ხარისხს – ამცირებს მობილურის მოძრაობისას კამერის რყევას. შედეგი?- სამოყვარულოდ გადაღებული პროფესიონალური ვიდეო )))

HDR (High Dynamic Range) – ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს უკანა ფონის ძლიერი  განათების შემთხვევაშიც (მაგ, ფანჯარასთან, მზის ფონზე)  კარგი ხარისხი ფოტო და ვიდეო გადაღებას.

კამერის ფუქნციები

სრულიად განახლებულია კამერის ინტერფეისი – გარდა ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებისა, დამატებულია ბევრი  სიახლეც.

Camera-Modes

Superior auto –  ფუნქცია, რომელიც თავის თავზე იღებს კამერის დაყენებას- არ საჭიროებს გადაღების რეჟიმის შერჩევას ( დღე, ღამე, პლაჟი, პეიზაში…) .  კამერა თავისით არჩევს საუკეთესო ვარიანტს და გადაღებული სურათი გამოდის უმაღლესი ხარისხის.  მხოლოდ ერთი დაწოლა და დაივიწყეთ როგორი გამოვა სურათი – ის, ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება.

Manual -ეს ზედას საპირისპირო ფუნქციაა. თუ არ გაკმაყოფილებთ სონის  კომპეტენცია და გსურთ თავად შეარჩიოთ კამერის რეჟიმი, ჩართეთ და დაიწყეთ. შეიძლება ის არ გამოირჩეოდეს დიდი შეთავაზებით, მაგრამ საშუალება გაქვთ საკუთარი ნებით დააყენოთ ოფციები.

ManualMode

Timeshift burst –  ფუქნცია, რომელის 2 წამში 61 კადრის გადაღების საშუალებას იძლევა. იღებთ 61 სურათს და არჩევთ რომელი მოგწონთ. საუკეთესო ემოციების და მომენტების დასაფისქირებლეად იდეალურია.

Picture effect – ამ განყოფილებაში არის 9 სხვადასხვა ეფექტი, რომლითაც შესაძლებელია სურათის გადაღება. თითის ერთი შეხებით ირჩევა სასურველი.

 

Sweep panorama – ფუქნცია, რომელიც 180 გრადუსიანი კადრის გადაღების საშუალებას იძლევა.  შესაძლებელია  ვერტიკალური ან ჰორიზონტალური პანორამის გადაღება ( ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ). განსაკუთრებით ეფექტური და ულამაზესია გაშლილ სივრცეში გადაღებისას. აქ სონის კამერა მთელ შესაძლებლობებს სრულად ავლენს..

AR effect – Xperia Z 1-ის ინოვაცია. ძალიან მხიარული და კარგად გაკეთებული  ანიამციების სერია სონისგან. კამერის ჩართვისას კადრში ჩნდება არჩეული  ფიგურები, რომელიც ძალიან კარგად ცნობს ადამიანს, ფორმებს  და კარგად ერგება გარემოს. ეს არ შეიძლება აღვიქვათ როგორც კვანძური ინოვაცია, მაგრამ ნამდვილად  სახალისო და გასართობია.

ერთი მაგალითი –  დინოზავრი, რომელიც კადრში მოძრაობს, დადის თავისთვის ))

 

Info-eye  - კიდევ ერთი ინოავცია სონისგან – კამერა, რომელიც ცნობს ობიქეტებს- ეს არის ძებნა ვიზუალით ( visual search) . იღებ სურათს, აწვები ღილაკს და კამერა გაწვდის ინფორმაციას ამ ობქიეტის შესახებ. ის ცნობს ღირსშესანიშნაობებს, წიგნებს, ღვინოს, QR კოდებს.

იხილეთ მეტი – 

DSC_1543

ინტერფეისი/მენიუ

Xperia Z 1 განბლოკვის შემდეგ არც ისე დიდი ცვლილებებია, Xperia Z-თან შედარებით.   იგივე ინტერფეისი, იგივე მენიუ, იგივე “home” მენიუ.

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია თემების, ფონების ცვლილება, ჩამოსაშლელი სწრაფი მენიუს ორგანიზება, ყველაფერი  ”მექანიკაა”. აქვეა სონის აპლიკაციები, ექსკლუზიურიც და ანდროიდის.  თუმცა ამის ჩამოთვლა ძნელია, ყველა აპლიკაციის ახსნა გამორიცხულია…

 

ერთი, რაც   Xperia Z-ის მქონეთათვის თვალში საცემია, მენიუს ორგანიზება. თუ ადრე აპლიკაციის წაშლა, ან გადალაგება ხდებოდა ზემოთ, მარჯვენა კუთხეში ოფციების გახსნით, ახლა ნებისმიერ გვერდზე ყოფნისას ხელის მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობით, კედლიდან გამოგვაქვს  მენიუში მოქმედების ოფციები >

 

საბოლოოდ,  შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დახვეწილი მობილურია. გარენულად შეიძლება მიენიჭოს მაქსიმუმი შეფასება. დასაფასებელია მისი ტექნიკური შესაძლებლობები – მძლავრი პროცესორი, 2 გბ რამი, პროცესორის სიხშირე, აქაც  ცალსახად ლიდერობს. ის ერთადერთი ფლაგმანი ტელეფონია, რომელიც წყალგამძლეა და წყალში სურათებსაც იღებს )) . აქვს უნიკალური კამერა, რომელიც შეუდარებელია დღისით, მაგრამ ცოტა ხარვეზები აქვს გამოსასწორებელი ღამით.. ასე , რომ შეგვიძლია ვთქვათ, კი,  სონის ნამდვილად აქვს უფლება ჰქონდეს პრეტენზია საუკეთესო სმარტფონზე !
http://www.youtube.com/watch?v=FsRdzT1ICkQ


Sony_Xperia_Z1_vs_Nexus_5_comparison_rev
  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ამ ბოლო დროს მომიბრუნდა ისევ სონისკენ გული, თავიდან საშინელება იყო (სოფტის ამბავში) ამას ვერ გავქაჩავ, მარა ZR–ზე უნდა ვიჩალიჩო

Link to comment
Share on other sites

ამ ბოლო დროს მომიბრუნდა ისევ სონისკენ გული, თავიდან საშინელება იყო (სოფტის ამბავში) ამას ვერ გავქაჩავ, მარა ZR–ზე უნდა ვიჩალიჩო

იქნებ z1s-ის ყიდვაზე გაქაჩო, მალე გამოვა და დაახლოებით 450 დოლარი ეღირება ან ნაკლებიც

Link to comment
Share on other sites

იქნებ z1s-ის ყიდვაზე გაქაჩო, მალე გამოვა და დაახლოებით 450 დოლარი ეღირება ან ნაკლებიც

ვნახოთ რაა, გაზაფხულისთვის ვაპირებ ყიდვას და 600 ლარის ფარგლებში ვითამაშებ მეტს ვერ გავქაჩავ, 820 ლარი ღირს ეხლა და 5–6 თვეში კი უნდა დაიკლოს 200 ლარით, ისე z1s მაგრა დამევასა, მარა.....

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.