Popular Post Barca Posted November 9, 2013 Popular Post Share Posted November 9, 2013 სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple მ გაყიდვაში ჩაუშვა პლანშეტ Ipad ის ახალი წარმომადგენელი Ipad Air , რომელიც გამოირჩევა თავისი ლამაზი დიზაინითა და დახვეწილობით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა ახალ Ipad ში გაუმჯობესებულია პროგრამული უზრინვეყოფაც , მას მოყვება Apple IOS 7 ის ბოლო ვერსია 7.0.3 , რომელიც მას უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის. Ipad Air ის საწყისი ფასი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის არის 499 ამერიკული დოლარი , ხოლო +4G ქსელის მხარდაჭერით 639 დოლარი. დანარჩენი ვერსიის ფასები შეგიძლიათ იხილოთ > ოფიციალურ საიტზე. სანამ გადავიდოდეთ IOS 7 ზე მანადე მიმოვიხილოთ ახალი Ipad დეტალურად და დავიწყოთ მისი ტექნიკური მახასიათებლებით. Ipad Air ს გააჩნია 9.7 ინჩიანი Retina ტიპის LED-backlit IPS LCD სენსორული ეკრანი 264 პიქსელით თითოეულ ინჩზე , რომლის საერთო რეზოლუცია კვლავ საკმად მაღალია და შეადგენს 2048 x 1536 პიქსელს , რაც ამ პლანშეტის ერთ-ერთი უდიდესი პლიუსია. პლანშეტი დაფუძნებულია კომპანია Apple ს A7 ჩიპზე , რომელიც დაფუძნებულია 64-ბიტიან არქიტეტურაზე , რაც კიდევ ერთი სიახლეა ზოგადად პლანშეტების სფეროში. A7 ში ერთიანდება 2 ბირთვიანი 1.4 GHz Cyclone (ARM v8-based) პროცესორი M7 მიკრო პროცესორთან ერთად და 4 ბირთვიანი PowerVR G6430 გრაფიკული ჩიპი. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულება კვლავ 1GB არის. რაც შეეხება წინა და უკანა კამერას , Ipad Air აღჭურვილი იქნება უკანა 5MP იანი კამერით 1080P ვიდეო გადაღების ხარისხით და წინა 1.2MP იანი 720P კამერით. კამერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ვიდეო ზარებისთვის სკაიპის მეშვეობით მის WiFi ს გააჩნია ყველა სახის არსებული სტანდარტი 802.11 a/b/g/n , მასში WiFi კავშირისთვის ჩაშენებულია 2 ცალი მიმო ანტენა. Ipad Air ს ასევე გააჩნია Bluetooth 4.0 , GPS with A-GPS და GLONASS საკომუნიკაციო სისტემები , თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ , რომ GPS გააჩნია მხოლოდ WiFi+4G ვერსიის მქონე მოდელებს. რაც შეეხება მის ზომებს და წონას, ახალი Ipad ის სისქე მხოლოდ 7.5 მილიმეტრია , სიგრძე 24 სმ და სიგანე 17 სმ. წონა მხოლოდ 469 გრამი . წინა მოდელებთან შედარებით ზომები მართლაც უკეთესია. Ipad 4 და Ipad Air სისქე კვლავ Ipad 4 VS Ipad Air გრდა პლიუსები Ipad Air ს აქვს უარყოფითი მხარეები : მისი მეხსიერრების გაზრდა კვლავ შეუძლებელია , აუცილებელია Itunes ის გამოყენება ფაილების მიმოცვლისთვის , გააჩნია მხოლოდ Apple Lightning პორტი , WiFi ვერსიებს არ აქვს GPS. Apple კვლავ გვთავაზობს თავის Smart Cover ებს პლანშეტისთვის , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია. მოდით ვნახოთ რეალურად რა შეუძლია Ipad Air ის პროცესორს და გრაფიკულ ჩიპს. CPU Tests > GPU Tests > გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia ს სათამაშო მოწყობილობა Shield ს . ეკრანის რამდენიმე ტესტი > Ipad Air ით გადაღებული სურათები > WiFi ბტარეის ტესტი > დატენვის დრო ცოტა რამ Apple IOS 7 ზე > ამ ახალ სისტემაში Apple მ ბევრი ცვლილება განახორციელა , ძირითადად ვიზუალის თვალსაზრისით. მისი ხმოვანი "მბრძანებელი" Siri ახლა უფრო უკეთესია მართალია IPad Air არ იძლევა დარეკვის საშუალებას თუმცა ეს არაა პრობლემა Iphone ებზე , მათზე კი Phonebook სე გამოიყურება > Email Text სურათების გალერეა Iphoto , Imovie , Music Player , Icloud Safari Browser Iwork , Pages , Calendar რუკები და App Store Ipad Air ვიდეო მიმოხილვა > ამით ჩვენი მიმოხილვა Apple Ipad AIr სა და IOS 7 ზე დასრულებულია , რა შეიძლება ითქვას ? ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი Apple სგან , რომლის საწყისი ფასი 500 ამერიკული დოლარია , კომპანია Apple ს ამ პლანშეტს გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია რომელიც IOS 7 ის მეშვეობით ხორციელდება ,გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia Shield ს , თუმცა მას მაინც საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს ზოგადი თვალსაზრისით , უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ მხოლდო WiFi ვერსიის Ipad Air ს არ აქვს GPS , მისი მეხსიერების მომატება კვლავ შეუძლებელია რითაც Apple ახდენს აწესებს სხვადასხვა ფასს ერთ მოდელზე , ეს შეიძლება მინუსად ჩაითვალოს , რადგან აღნუშნული ფასის ფარგლებში Ipad Air ს ეყოლება ისეთი კონკურენტები როგორიცაა: Nokia Lumia 2520 , რომელსაც ანალოგიურ ფასშI აქვს 4G მხარდაჭერა , Samsung ის 10.1 ინჩიანი ახალი Galaxy Tab და Sony ს Xperia Z Tablet , თუმცა მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხიბლავს Apple ს ულამაზესი და მოქნილი Ipad Air თავის IOS 7 თან ერთად , რომელმაც საკმაო ცვლილებები განიცადა წინა ვერსიებთან მიმართებაში. 19 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted November 9, 2013 Share Posted November 9, 2013 უფ,საღოლ. მაგრად გიწვალია 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted November 9, 2013 Share Posted November 9, 2013 News Hunter Legend, დაფასება უნდა ამ კაცს! 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 9, 2013 Author Share Posted November 9, 2013 იქნებ ბარემ აპინოს მერე ვინმემ ? Ipad Mini 2 ზეც დაიწერება როცა დაიდება რევიუები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
the_chriko Posted November 9, 2013 Share Posted November 9, 2013 უპ. კაია საღოლ ავტორს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GTA Posted November 9, 2013 Share Posted November 9, 2013 ძაან კაი სტატიაა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 10, 2013 Author Share Posted November 10, 2013 თუ ვინმეს აინტერესებს დავლინკავ ქართული არაოფიციალური მაღაზიების ფასებს ზუმერის 1416 ლარი 16 იანი WiFi > http://zoomer.ge/index.php?cid=35&act=view&id=2402 აიფონ + ში იგივე 1049 ლარად > http://iphoneplus.ge/products-page/ipad-air/ipad-air-16gb-space-graywhite-2/ დანარჩენის ფასებიც აქ > http://iphoneplus.ge/products-page/ipad-air/ რა თქმა უნდა ჩემი რჩევა იქნებ არცერთ მათგანში არ იყიდოთ , ჯერ ერთი რომ არცერთი არ იძლევა ოფიციალურ გარანტიას და მეორეც თუ ყიდვაა უნდა იყიდოთ ოფიციალურ Reseller ებთან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted November 10, 2013 Share Posted November 10, 2013 5 მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყიდოთ IPAD air http://cnettv.cnet.com/reasons-you-may-want-ipad-air/9742-1_53-50158310.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 10, 2013 Author Share Posted November 10, 2013 მაგდენივე და მეტის დაწერა შეიძლება , რატომ შეიძლება იყიდო ყველაფერი გემოვნებაზეა ამ ეტაპზე , ზოგს Win პლანშეტი მოსწონს , ზოგს IOS და ზოგსაც ანდროდი , ზოგისთვის მეორეხარისხოვანია 3G , GPS და ა.შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 16, 2013 Author Share Posted November 16, 2013 დაშლილი და შეურაცყოფილი Ipad Air Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 კარგი სტატია მალადეც ბარსა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 8, 2013 Author Share Posted December 8, 2013 Belkin ის ქეისი კლავიატურით Ipad Air ისთვის http://blog.gsmarena.com/belkin-qode-ultimate-keyboard-case-for-ipad-air-review/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 13, 2013 Author Share Posted December 13, 2013 დღეს დავტესტე ეს დევაისი , დიზაინისგან მეტს მოველოდი , არ მომეწონა , ზედმეტად დიდის შთაბეჭიდლება დატოვა და რატომღაც ეკრანიც უფრო უკეთესი მეგონა ექნებოდა , ერთი შეხედვით არ იგრძნობა რომ რეტინა აქვს , მოკლედ დიდად არ მომხიბლა , Mini 2 მაინც მირჩევნია ამას და ზოგადად პლანშეტების უმრავლესობას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 17, 2014 Author Share Posted June 17, 2014 Ipad Air 2 , Finger Scaner ღილაკით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 27, 2014 Author Share Posted August 27, 2014 Apple ამზადებს 12,9 ინჩიან Ipad Pro ს 2015 წლისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 16, 2016 Share Posted March 16, 2016 გამარჯობათ მეზობლის ბავშვმა ამომიტანა სავარაუდოდ iPad Air, ხოდა პროგრამების ჩაწერა მინდაო თითქმის არაფერი გამეგება ამ სისტემის და რასაც მივხვდი მაგისთვის Apple ID არის საჭირო, რეგისტრაციას მივადექი, მაგრამ ბარათზე გავიჭედე(ფასიანია აშკარად) ხოდა ჩემს ბარათს და ფეიფალს არ იღებს ამერიკული მნებავსო ხოდა რა მოვუხერხო ან რა ღირს საერთოდ? პატივისცემა ნამეტანი ძვირი არ დამიჯდეს თუ ჯობია გავუშვა ვაგზალზე და გატეხონ თუ რასაც უშვრებიან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 16, 2016 Author Share Posted March 16, 2016 მარკეტში რომელიმე Free აპლიკაციაზე დააჭირე გადმოწერას და მანდედან დაიწყე ექაუნთის გაკეთება, Free ზე არ მოგთხოვს მაგ ბარათს და რაღაც ზედმეტებს, მარტო მოგთხოვს მაერიკულ მისამართს და გუგლიდან რამე ჩაწერე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 16, 2016 Share Posted March 16, 2016 9 minutes ago, FC BARCELONA said: მარკეტში რომელიმე Free აპლიკაციაზე დააჭირე გადმოწერას და მანდედან დაიწყე ექაუნთის გაკეთება, Free ზე არ მოგთხოვს მაგ ბარათს და რაღაც ზედმეტებს, მარტო მოგთხოვს მაერიკულ მისამართს და გუგლიდან რამე ჩაწერე რაიმეს ყიდვა არც მიფიქრია, ექაუნთის გაკეთებას მივყევი itunes-დან და მანდ გამაჩერა ვცდი ეგრეც, მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 17, 2016 Author Share Posted March 17, 2016 17 hours ago, Gogla1990 said: რაიმეს ყიდვა არც მიფიქრია, ექაუნთის გაკეთებას მივყევი itunes-დან და მანდ გამაჩერა ვცდი ეგრეც, მადლობა ყიდვა რა შუაშია უბრალოდ Free აპლიკაციაზე დაკლიკებით უნდა დაიწყო ექაუნთის გაკეთება და არ მოგთხოვს მაგ ბილინგ მისამართებს და ბარათს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.