Jump to content

Recommended Posts

Jury Duty პირველი სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ Web-dl 1080P-ში hdrezka მნაგაგალოსკით, კარგი დონის freevee-ის ფსევდო მოკუმენტური კომედიაა სუდებნი თემატიკაზე, ჯეიმს მადსდენი, ალან ბარინხოლცი და სუზან ბერგერი თამაშობენ, მწარე სკრიტი იუმორი ურევია სერიალში, საკმაოთ ექსპერიმენტალური პროექტია სადაც სუდის როზიგრიში მიდის და ერთი პერსონაჟის გარდა ყველა მსახიობია, მარტო მაგან არ იცის რომ პასტანოვკა მიდიოდა ფარული კამერით, სხვათაშორის საკმაოთ კარგი სერიალი გამოვიდა, ენდინგიც მომეწონა, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი ვისაც ეგ ჟანრი მოსწონს იმათ მოეწონება მარტო, ავსტრალიური ორი კომედიური სერიალი გამოვქექე კიდე ნორმა რეიტინგით და ვნახავ მაგეებსაც ამ დღეებში, Inside No. 9 მერვე სეზონიც დაწყებულა და ამჯერათ კარგი პერევოდია jaskier-ის და არა ლუბიტელსკი, როგორც წინა რამდენიმე სეზონზე იყო

Link to comment
Share on other sites

Upright მეორე სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ Web-dl 1080P-ში coldfilm-ის ლუბიტელსკი მნაგაგალოსკით (მარტო ეგ ერთი პერევოდი იყო მაგ სეზონზე რეკლამების გარეშე), კარგი დონის ავსტრალიური კომედიური დრამაა ორ ნეუდაჩნიკზე, ტიმ მინჩინი, მილი ალკოკი და ელა სკოტ ლინჩი თამაშობენ, მეორე სეზონი რაღაც მძიმეთ დაიწყო, სეზონის პირველი ნახევარი პრახადნოი სერიალი იყო დობრათ სუმბურით, თუმცა მეორე გაცილებით უკეთესი გამოუვიდათ და ენდინგიც ხოშიანი იყო, სასაცილო მომენტებიც იყო, როგორც ნაღვლიანი, ჯამში 8 ბალს დავუწერდი მეორე სეზონს კარგი ენდინგის გამო, პერევოდი ნერვებზე არ მოქმედებდა, გოლოსები ისეთი საშინელი არ ქონია, თუმცა თვითონ პერევოდი იყო საკმაოთ დაბალი დონის

Link to comment
Share on other sites

Abbott Elementary მეორე სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ ამაზონის Web-dl 1080P-ში Tvshows მნაგაგალოსკით, კარგი დონის პრიკოლნი ჰულუს ფსევდომოკუმენტური კომედიაა სკოლის მასწავლებლებზე, კინტა ბრანსონი, ტაილერ ჯეიმს უილიამსი, და ჯანელ ჯეიმსი თამაშობენ, 7 პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი და 3 აიღო, 5 გოლდენ გლობზე და 3 აიღო,  ხოშიანი პრიკოლები ეძრობა მაგ სერიალში, გეი პერსონაჟი მანდაც ჩააკვეხეს, მაგრამ ნერვებზე არ მოქმედებს, დაჟე კოცნაობებიც არ ყოფილა, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი მეორე სეზონს, მესამე სეზონიც იქნებაო, ალბათ საუკეთესო ფსევდომოკუმენტური სერიალია ეხლა რაც გადის მაგეებიდან

Link to comment
Share on other sites

Him-ssen yeo-ja Do Bong-soon ყურება დავიწყე გუშინ BDrip 1080P-ში ტელეკანალ დორამას მნაგაგალოსკით, ნუ ჯერ bd-remux გადმოწერა დავიწყე და 1 დღით ოპტიკური ბუსტიც კი გავააქტიურე მაგისთვის, მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა რომ შევადარე ერთმანეთს 1080P 60გბ რიპი და 268გბ რემუქსის პირველი ეპიზოდი, 23.976ფპს ვარიანტი ჯობდა 1080P ხელუხლებელ 59.94ფპს 1080i ვარიანტს, კარგი ენკოდინგი იყო გაკეთებული და ლაგები შემცირებული, როცა 59.94ფპს ჩემ 165 გერციან მონიკზე ხოშიანათ ლაგავდა, იმენა თვალები მატკინა და აშკარათ 1080P უკეთესი საყურებელი იყო, დეტალიზაციაშიც მცირე სხვაობა იყო მაინც, ისე კი კარგი დონის პრიკოლნი ფანტასტიკური კრიმინალური კომედიური დრამა ჩანს ხოშიანი სპეცეფექტებით და შუტკებით, ინგლისურათ მაგ დორამას ქვია Strong Girl Bong-soon, ჯერ ორ ეპიზოდს ვუყურე და საკმაოთ კარგათ დაიწყო, მიქსტია ბევრი ჟანრის, 18+ იმიტომაა რომ მანიაკიც დაუმატებიათ, რომელიც ქალებს ხოცავს და არის საკმაოთ ჟესტოკი სცენებიც მაგ დორამაში,  ვითომ წელს მაგ 2017 წლის დორამის მეორე სეზონი უნდა გამოვიდესო დაიდო ეგეთი ინფოც https://www.kdramastars.com/articles/128026/20230106/strong-woman-do-bong-soon-cast-update-2023-what-anticipate-season-2.htm , აგრეთვე დაუწყიათ უკვე Tale of the Nine Tailed მეორე სეზონიც, მაგასაც ვნახავ რომ გამოვა ყველა ეპიზოდები, სხვათაშორის მაისის ბოლოს სრაზუ 6-7 ამერიკული სერიალების აჩერედნოი სეზონები დაიდება და ჩამოვუვლი სუყველას, Succession კი ოთხივე სეზონის ყურებას ვაპირებ, ხვალე გამოდის The great მესამე სეზონიც + ივნისშია მგონი რამდენიმე რეიტინგული სერიალის პრემიერაც შტატებში, პირველ რიგში მაინც Bear ველოდები და sex education, მგონი peacemaker ზაფხულში გამოდიოდა + Black mirror მეექვსე სეზონიც ზაფხულში გამოდის

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Him-ssen yeo-ja Do Bong-soon ყურებას მოვრჩი გუშინ BDRip 1080P-ში, კიდე ერთი კარგი დონის ხოშიანი კორეული დორამა იყო, ამჯერათ კრიმინალური კომედიური დრამა იყო ფანტასტიკის ელემენტებით, როგორც ყოველთვის ერია რომანტიკაც, მაგის გარეშე კორეელებს არ შეუძლიათ სერიალების გადაღება, თუმცა საშინლათ ერიდებიან ლესბი-გეი თემატიკის დამატებას, შეიძლება იყოს ეგეთი პერსონაჟი მაგრამ კოცნაობები და ეგეთები არაა, არ გამოვრიცხავ შეიძლება ცალკე იღებდენ მაგ თემაზე სერიალებს, ასნავნოი დორამებში რედკათ მხვდება ხოლმე ეგ ყველაფერი, ხოშიანი კორეული იუმორი იყო მაგ სერიალში, ბოლო-ბოლო ჩააყუდეს და სამუდამო მიარჭვეს სერიინი მანიაკს ქალებს რომ იპარავდა და დამწყვდეული აწამებდა მერე, ცოტა გაიწელა ენდინგი მაინც, ბოლო ეპიზოდში მთლათ აბდა უბდა დვიჟენიები დაიწყო, აღარ იცოდნენ რა ეჩვენებინათ უკვე, ჯამში მაინც 8.5 ბალს დავუწერდი, ვითომ მეორე სეზონი მაგ 2017 წლის კორეული სერიალის წელს უნდა გამოვიდესო, სულ სხვა სიუჟეტი და აქტიორსკი სასტავი იქნებაო მანდ უკვე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული არ დადებულა, ზოგადათ კორეაში უყვართ ხოლმე დამალვა ინფოების რა როდის გამოდის ზუსტათ, როგორც ამერიკელები ისე არ აშუქებენ მაგ ყველაფერს, ანუ ინტრიგას ტოვებენ ხოლმე ბოლო მომენტამდე, ორი კორეული 8.2 ბალიანი დორამა კიდე მაქვს საყურებელი, მაგრამ მაგას მოგვიანებით ვნახავ უკვე, ეხლა კარგი 6-7 რეიტინგული სერიალი დაიდება პადრიათ კომედიური ჟანრის ამერიკულ-ბრიტანული და მაგეების ყურებას ვაპირებ, მათ შორის 4 სეზონიან Succession-აც

Link to comment
Share on other sites

Colin from Accounts პირველი სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინწინ WebRip 1080P-ში Ozz პერევოდით, კარგი დონის ავსტრალიური კომედიაა, პატრიკ ბრამელი და ჰარიეტ დაიერი თამაშობენ, ვინც ვერ მიხვდა სათაური ეგ ძაღლის სახელია და არა რეალურ ბუღალტერზე, საკმაოთ კარგი ხოხმები ეძრობა მაგ სერიალში და მოსაწყენი მომენტებიც არ ყოფილა, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი, იქნება თუ არა მეორე სეზონი ჯერ არაა ცნობილი, პირველიც საკმაოთ მოკლე სეზონი იყო 8 25-27 წუთიან ეპიზოდში

Link to comment
Share on other sites

June 2023 | Korean Drama Full List https://korean-binge.com/2023/03/19/june-2023-korean-drama-full-list/ რამდენიმე საინტერესო დორამა ეხლაც მიდის, ალბათ ვნახავ რამდენიმეს მაქედან მოგვიანებით, ეხლა რაღაც პატარა დორამა ვნახე კიდე 2 ზახოდზე რისი ყურებაც შეიძლება და მაგას ვუყურებ, მაინც არაფერი დაუდიათ ჯერ ბოლომდე სხვა სერიალებიდან, მაისი-აპრილის დორამებიდან  Tale Of The Nine-Tailed 1938, Bora! Deborah და The Good Bad Mother გამოირჩევიან მაინც კომედიური ჟანრი სადაც ურევია მაგ სპისოკიდან, Dr. Romantic 3 მიდის ეხლა, სამედიცინო თემა ვისაც მოსწონს, დანარჩენი ან პრახადნოია ან მაგარი ან ლუბიტელა ვარიანტი უკვე, Doctor Cha სამედიცინო თემაზეა ოღონდ კომედიაც ურევია, თუმცა არა აქვს ძალზე მაღალი შეფასება მაგ დორამას რაღაც, თუმცა კინოპოისკზე ჯერ არ დაუდიათ აცენკები და 1000+ ოტზივზე მეტი ქონია რომ ვუყურებ nnm-club-ზე, ესე იგი ბევრი უყურებს თუმცა რა შეფასება ექნება რომ დაიდება აცენკა არ ვიცი, ხანდახან რუსები უწევენ ეგეთი ტიპის დორამებს შეფასებებს, ადრეც შემიმჩნევია ეგეთი რამე, სადაც ურევია მედიცინა ყველას მაღალი აცენკა აქვს ვიდრე IMDB-ზე და დობრათ ვოუტები უფრო, რაც შეეხება ივნისი-ივლისის ლისტს რაღაცა როგორც ყოველთვის მაინც გაამართლებს მოლოდინებს, თუმცა მაქამდეც იყო რამდენიმე პერსპექტიული დორამა გაზაფხულზე და ბოლომდე არცერთს არ გაუსროლია და ჰიტი არ გამხდარა ნამდვილათ, მე ძირითადათ ძველ დორამებს ვუყურებდი ბოლო პერიოდში კორეულებიდან, თუმცა ნელ-ნელა მელევა რეიტინგული დორამები

Link to comment
Share on other sites

Young Sheldon მეექვსე სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ Web-dl 1080P-ში tvshows მნაგაგალოსკით, ეგ უფრო მომეწონა რაღაც გოლოსებით Hdrezka ვარიანტს რომელშიც წინა სეზონებს ვუყურებდი, კარგი დონის პრიკოლნი CBS კომედიაა, სიტკომის ფორმატია, მაგრამ კლასიკური სიტკომი ეგ არაა ზაკადროვი ხარხარით, მაგრამ ხრონომეტრაჟით ემთხვევა სიტკომებს, იან არმიტეიჯი, ზოი პერი და ლანს ბარბერი თამაშობენ, ხოშიანი სეზონი გამოვიდა, სასაცილო მომენტებიც იყო და სევდიანი, ლოლ შელდონის 17 წლის უფროსმა ძმამ 27 წლის ყოფილი ამინდის წამყვანი დააფეხძიმა და შვილი ეყოლათ უკვე მაგ სეზონის ბოლოს, ეხლა კი ცოლათ მოყვანა სურს, ისე რეალური ასაკი დამაინტერესა მაგ აქტიორის, ეხლა 20 წლის ყოფილა, ნუ შეიძლება 19 იყო მაგ სერიალს როცა იღებდენ, აქტრისა კი კიდე უფრო დიდია 31 წლის ყოფილა და 30 იქნებოდა მაგ სეზონში მაქსიმუმ, Young & Hungry თამაშობს ეგ გოგო მაგრამ მე არ მიყურებია მაგ სერიალისთვის, საერთო ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი მეექვსე სეზონს, მეშვიდეც იქნებაო

Link to comment
Share on other sites

Uriga saranghaetteon modeun geot ყურებას მოვრჩი გუშინ WEB-DL 1080p-ში სოფტბოქსის პერევოდით , ინგლისურათ მაგ კორეულ დორამას All That We Loved ქვია, კარგი დონის tving-ის რომანტიკული კომედიაა ცოტა სევდიანი სიუჟეტით, სასტავი ძალზე ცნობილი არ თამაშობს 1-2 აქტიორის გარდა, მაგრამ აქტინგი საკმაოთ კარგი იყო, სცენარი კი ცოტა მოიკოჭლებდა მაინც, როგორც ბევრ დორამებში ტინეიჯერებზე და სკოლის თემატიკაზე საკმაოთ ხანშიშესული ასაკის აქტიორები თამაშობდენ 18 წლის სტარშეკლასნიკებს, ერთ-ერთი მსახიობი მგონი ლამის 30 წლის იყო, აქტრისა კი 23, ეგრეთ წოდებული ლუბოვნი ტრეუგოლნიკი იყო, სადაც დაამატეს ტრაგიკული მომენტებიც, ურევია მცირე ფსიხოლოგიური მომენტებიც სერიალს კიდე რომ დაეძაბათ სიტუაცია, ენდინგი საკმაოთ სპეციფიკური ქონდა, თუმცა თითქოს რაღაცა აკლდაო სერიალს, ეგ იმიტომ რომ ცოტა ლევი სცენარი ქონდა, საერთო ჯამში კარგი აქტინგის ხათრით ალბათ 8 ბალი ეკუთვნის მაგ პატარა დორამას, ორ ზახოდზე თავისუფლათ შეიძლება ნახვა რაც ძალიან იშვიათადაა კორეულ დორამებში, რაღაც ახალი დორამები კიდე უნდა დაიდოს ახლო მომავალში, მაგრამ ეხლა პადრიათ დობრათ სხვა სერიალებიც დაიდება და ჯერ მაგეების ყურებას ვაპირებ უფრო, დორამებს მოგვიანებით დავუბრუნდები შვა ზაფხულში ალბათ, იქნება მანამდე რამე კიდე კარგი რეიტუნგული დორამა გამოჩნდეს, ხანდახან ზაფხულისკენ იციან რაღაცა კარგის გამოშვება კორეელებმა

Link to comment
Share on other sites

ვა ვუყურებ და Succession პირველი სამი სეზონი მაღალბიტრეიტიან Web-dl 2160P DV-HDR დაურელიზებიათ დახურულ ტრეკერებზე, კაკრაზ ყურებას ვაპირებდი და მომიწევს მეთვითონ დამატება დაროჟკების, ცოტას არ იწონის, თუ გადმოვწერე მაქსიმუმ ჯერ 2 სეზონი, მესამეს და ბოლოს მოგვიანებით გადმოვწერ მაგეებს რომ ვუყურებ, ამ დღეებში ვაპირებდი უკვე მაგ სერიალის ყურებას, მეოთხეც გამოვაო მაგ ფორმატში მაგრამ მეზარება 30 ივნისამდე ლოდინი, მაშინ გამოდის მგონი ბოლო ფინალური სეზონი 4K ფორმატში, ისე კი BD-ზეც გამოვიდა მაგრამ მარტო პირველი სეზონი, ისე ვუყურებ და ნელ-ნელა გადადიან Web-dl 2160P DV-HDR ბევრ სერიალებზე და ფილმებზე 15მბპს-ან 20-25მბპს-ზე რაც სწორიცაა ალბათ, რახან არ ყოფნიდა ხშირათ ბოლომდე უფრო დაბალი ბიტრეიტი სადაც UHD-BD რემუქსეჰზე 80მბპს არის და ხანდახან მეტიც ბიტრეიტი, თვითონ ტრანსფერებიც იხვეწება ნელ-ნელა, ბოლოს რაც ვნახე აშკარათ ჯობდა რასაც ვუყურებდი 2-3 წლის უკან თუნდაც, უკეთესი ფერების დამუშავება და სიკაშკაშე აქვს სერიალებს, ორჯერ ბუსტის ჩართვა კი დამჭირდება, თუმცა ეგ არაფერი, 20 თეთრი უნდა 1 დღე სილკზე ბუსტს და 50ბმპს უბერავს უკვე 35მბპს მაგივრათ, მასეთ დიდ აბიომბზე როგორც 2K ფილმები და ვიდეოებია აქვს შეღავათი, ნუ რამდენიმე საათით ნაკლები უნდა გადმოწერებს მასე, ახალი სერიალებიდან რაც ბოლო პერიოდში დაიწყო თითქოს silo არა უშავს და კიდე მეორე მსოფლიო ომზეა საკმაოთ კარგი დონის სერიალი Small light

Link to comment
Share on other sites

დაახლოებით სამშაბათს Ted lasso მესამე სეზონის ყურებას მოვრჩი Web-dl 2160P HDR ტრანსფერში, ხოშიანი მაღალი დონის ანგლო-ამერიკული ეპლის კომედიური სპორტული დრამაა ფეღბურთის თემატიკაზე, ჯეისონ სუდეიკისი, ბრეტ გოლდშტეინი ბრენდან ჰანტი, ჯუნო ტემპლი და ჰანა ვედინჰამი თამაშობენ, 6 გოლდენ გლობზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი და 2 აიღო, 40 პრაიმტაიმ ემიზე და 11 აიღო, ხოშიანი სეზონი იყო, არ ვიცი იქნება თუ არა კიდე მეოთხე სეზონიც, მაგრამ არ გაბანძებულა არც მესამე, ენდინგიც მომეწონა, საერთო ჯამში 9 ბალს დავუწერდი, ხო პაროდიაა ფაქტიურათ ინგლისის პრემიერლიგაზე

Succession ოთხი სეზონის ყურება დავიწყე დაახლოებით ოთხშაბათს Web-dl 2160P (მეოთხეს გარდა რომელიც Web-dl 1080P-შია გამოსული მარტო), ნუ პირველი სეზონი ნიუსტუდიოს პერევოდით დავიწყე, 2-3 უკვე კრავეცის პერევოდში ვნახავ და ბოლოს ალბათ tvshows, კრავეცი ვითომ გამოვიდაო ფინალურ სეზონზეც მაგრამ დარელიზებული არსად არაა ტორენტებზე, ამედიატეკაზე მიდიოდა ეგ სერიალი ისე, ნიუსებს მეორე სეზონიც აქვთ, მაგრამ მარტო პირველია რეკლამების გარეშე რისი დამატებაც შეიძლება უცხოურ ვებკებზე, ისე ყველაზე კარგი პერევოდია ნიუსების, თუმცა კრავეცსაც არა აქვს მთლათ ცუდი გოლოსები, tvshow მეოთხე სეზონზე უფრო მომეწონა ვიდრე hd rezka გოლოსებით, ისე კი შიკარნი მაღალი დონის HBO კომედიური დრამაა მდიდარ ოჯახზე, საკმაოთ მაღალი დონის აქტინგია მაგ სერიალში, ტრაგიკომედიაა მდიდრებზე, მოკლეთ ერთ ნორმალურ და დალაგებულ პერსონაჟს ვერ ნახავ, ერთი მეორეზე უარესები არიან მაგ ოჯახში, თუმცა შედარებით ნაკლებათ ბოროტი პერსონაჟების გხვდებიან მაინც, ჯერ 9 ეპიზოდი ვნახე და დღეს უკვე მეორე სეზონზე გადავალ, სულ 39 ეპიზოდია დაახლოებით 1 საათიანი სერიებით, 4K ახალი გამოსულია პირველი სამი სეზონი და მეთვითონ ვამატებ რუსულ დაროჟკებს, თუმცა ჯერ პირველი ორი გადმოვწერე მარტო, მეოთხეს კი ალბათ 1080P ვნახავ უკვე, რახან 30 ივნისამდე არ გამოვაო ეგ სეზონი 4K-ში და მეზარება პაუზის გაკეთება, თან საკმაოთ ბნელი ტრანსფერია და ბევრს შეიძლება არც მოეწონოს ეგეთ ვიდში, მე მაინც მაგ ფორმატში ვუყურებ, ხო სერიალი პირველ რიგში მოეწონება და უფრო დასტოინაღთ შეაფასებს ის მაყურებელი ვისაც ბიზნეს დრამები მოსწონს, ვისაც ბეტმენები უყვარს და ბახა ბუხი, შეიძლება არც გააგრძელოს ყურება ბოლომდე, მე საკმაოთ ჩამითრია მაგ სერიალმა, კარგი აქტინგია თან, აი როგორც ლაივ თეატრი ლამის მაგ დონის აქტინგია მაგ სერიალში, მაგ მხრივ ვერაფერს დაუწუნებ ნამდვილათ, ისე სულ მალე გამოდის Black mirror მეექვსე სეზონი და The bear მეორე სეზონი, ორივე საკმაოთ მაღალი დონის სერიალებია თავის ჟანრში

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ისე კორეული ახალი სერიალებიდან Bloodhounds ჩანს საკმაოთ ნორმალური დონის, კომედია სადაც ურევია ალბათ The Good Bad Mother და Tale Of The Nine-Tailed 1938 გამოირჩევა დონით და თუ ვნახე პირველ რიგში ეგ ორი ალბათ, Bora! Deborah და Doctor Cha არა უშავს კიდე ეხლახან რაც გამოვიდა მაგ დორამებიდან, ეხლა დაიწყო კიდე King The Land და See You in My 19th Life მასეთივე ტიპაჟის დორამებიდან, თუმცა მაგ მეორეში ფანტაზიაც ურევია, სასტავი კი საკმაოთ სერიოზულია შეკრებილი, რიგით უკვე მერამენდენე The Walking Dead სპინოფი დაუწყიათ https://www.imdb.com/title/tt18546730/?ref_=chttvm_t_3 თუმცა რომ ვუყურებ ეგ დონით ჯობია მგონი წინა რამდენიმეს, ისინი მთლათ პრახადნოი სერიალებია. აგრეთვე გამოვიდა Black mirror 6 სეზონი და ვნახავ მაგას მოგვიანებით, თუმცა დიდათ არ აქებენ და ზოგადათ მეოთხე სეზონის შემდეგ გაუფუჭდა დონე მაგ საინტერესო სატირას თანამედროვე ტეხნოლოგიებზე, ეტყობა იდეები გამოელიათ ,აგრეთვე რამდენიმე დღეში გამოდის The bear მეორე სეზონი მთლიანათ ჰულუზე, ეგეც საკმაოთ რეიტინგული საინტერესო სერიალია ერთ ზაბეგალოვკაზე ჩიკაგოს ღარიბ კვარტალში

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

ძაან მაგარი სერიალია, უყურეთ. საქართველო აქაც სულელურად არის ჩაკვეხებული 

https://www.imdb.com/title/tt8201186/?ref_=nv_sr_srsg_0_tt_8_nm_0_q_The%20Capture

Link to comment
Share on other sites

Succession ოთხი სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ, პირველი სამი სეზონი Web-dl 2160P HDR ტრანსფერში ვუყურე, ნუ ბოლო სეზონი ვითომ 2 დღეში უნდა გამოვიდეს მაგ ტრანსფერში და დამეზარა ლოდინი, ამიტომ Web-dl 1080P ვნახე ფინალური სეზონი მარტო, პირველი სეზონი ნიუსტუდიოს პერევოდში ვუყურე, ეგაა ყველაზე კარგი გოლოსებით, მეორე და მესამე სეზონები კრავეცის პერევოდით ვნახე,ამეტიატეკაზე რა პერევოდშიც გადიოდა ეგ სერიალი, მეოთხე რატომღაც არავის აუტვირთია მაგ პერევოდით, თუმცა დაიდო უკვე ვიცი, ამიტომ HDrezka დიდათ არ მომეწონა და ისევ Tvshows პერევოდში ვუყურე ბოლო სეზონს, ისე კი მაღალი დონის HBO კომედიური დრამაა, ალბათ იმდენათ კომედია არა, როგორც ტრაგიკომედიაა მდიდრებზე, სადაც დიდ დოზებში ბიზნეს თემატიკაც ურევია, ნიკოლას ბრაუნი, ბრაიან კოქსი, კიერან კალკინი (მაკალეი კალკინის ძმაა ეგ და საკმაოთ კარგი აქტიორია, ძმას აჯობა აშკარათ), მატიუ მაკ ფედიენი, სარა სნუკი და პიტერ ფრიდმანი თამაშობენ, აგრეთვე ეპიზოდურ როლში ბოლო სეზონებში გამოჩნდა ალექსანდრ სკარსგარდი, ძალზე რეიტინგული სერიალია ეგ დობრათ ჯილდოებით, 34 პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი და 13 აიღო, 5 ბაფტაზე და 2 აიღო, 9 გოლდენ გლობზე და 5 აიღო, შიკარნი აქტინგი ქონდა მაგ სერიალს, ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ შინაარსი ყველას არ მოეწონება და მეეჭვება დიდათ შეაფასონ კომიქსების და ეკშენების მოყვარულებმა, საინტერესოთ დასრულდა სხვათაშორის, ტრაგიკომედიების ტრადიციებში, იმდენი იხტუნავეს და ინტრიგები აწყვეს რომ საბოლოო ჯამში ფირმაც დაკარგეს, თუმცა არავინ გაღარიბებულა მაგითი, მაყუთი მაინც ერგოთ, მაგრამ ძალაუფლება აღარავის დარჩა მაგ ოჯახიდან მამის გარდაცვალების შემდეგ და თანამდებობებიც დაკარგეს, ჯამში ალბათ ყველაფრის გათვალისწინებით 9 ბალს დავუწერდი მაგ სერიალს, თუნდაც მოშნი აქტინგის ხარჯზე, თეატრივით მიდიოდა ზოგიერთი ეპიზოდები ისე მოშნათ თამაშობდენ, ერთი ნორმალური პერსონაჟი არ ყოფილა ისე დადებითი მაგ სერიალში, ყველა ჩარეცხილები იყვნენ და ადამიანობა ქონდათ დაკარგული, გაწელვით არ გაუწელიათ სხვათაშორის, დროულათ დასრულდა ყველაფერი, ბიზნეს დრამების მოყვარულებსაც დააინტერესებს წესით ეგ სერიალი, ბევრი მაღალი დონის სერიალები მაინც არ გამოდის მაგ ნაპრავლენიის, billions და კიდე რამდენიმე მანამდე გამოსული

Link to comment
Share on other sites

July 2023 | Korean Drama Full List https://korean-binge.com/2023/05/02/july-2023-korean-drama-full-list/ ივლისში ყველაფერი თვის მეორე ნახევარში იწყება ფაქტიურათ, ეგ იმიტომ რომ ეხლა საკმარისზე ბევრი დორამის პრემიერა მიდის და მეტს აღარაფერს უშვებენ ალბათ ახლო მომავალში, რაც დაიწყო მაქედან უფრო გამოირჩევა (კომედიაც სადაც ურევია) See You in My 19th Life და HeartBeat, ეგ მეორე ისევ ვამპირების თემაზეა, საკმაოთ ცნობილი სასტავი თამაშობს, პირველში კი mr queen-ში რომ  აქტრისა თამაშობდა ეგ გოგო მონაწილეობს, თუმცა პერსპექტიული ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბოლომდე გაამართლებს მოლოდინებს, ხშირათ თავიდან საინტერესოა და მერე ფუჭდებიან კორეული დორამები, ამიტომ აკლდება რეიტინგიც მთლიანი სეზონის დასრულების შემდეგ, რა დორამებიც ეხლახან დასრულდა მაქედან პირველ რიგში ვნახავ ალბათ The Good Bad Mother და Tale Of The Nine-Tailed 1938, პირველში ბევრი კომედია არც ურევია, მომენტებში საკმაოთ მძიმდება თან სერიალი, ანუ დობრათ დრამატიზმია, მეორე სერიალი კი პირველ სეზონზე გაცილებით სასაცილო გამოუვიდათ და ბევრს მოეწონა, თუმცა კარგი პერევოდი არა აქვს როგორც პირველში იყო დუბლაჟი, მაქსიმუმ რაც ვნახე ალბათ coldfilm არ მოქმედებს ნერვებზე და შედარებით ნაკლებათ ბლუყუნებენ

Link to comment
Share on other sites

Silo - ს არ უყურეთ? კაი რამეა.ფანტასტიკის მოყვარულებს მოგეწონებათ საინტერესოა.

From მეორე სეზონი არ მომეწონა ძაან გაწელეს ბოლო ორი სერია არ მინახავს.

Black mirror იც მოსპეს მარა თავისზე გლახებს ჯობია 😀

Severance არის ახუიტელნი სერიალი კიდე.უეჭველი მოგეწონებათ.ისევ ფანტასტიკის და გოურკვევლობის მოყვარულებს

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ეს იყო ძაან მაგრობა კიდე

https://www.imdb.com/title/tt13111040/?ref_=ge.movie

Severance გადმოვწერ და ჩაუჯდები, თან ერთი სეზონი ყოფილა, ჯერ ბლექ სნოუს ვუყურებ, ნორმალური ჩანს.

Link to comment
Share on other sites

შავ თოვლს ვუყურე, მომეწოან.

Link to comment
Share on other sites

 Black Mirror მეექვსე სეზონის ყურებას მოვრჩი დაახლოებით 1 კვირის უკან, Web-dl 2160P HDR ტრანსფერში ვუყურე ნიუსტუდიოს პერევოდით, კარგი დონის ნეტფლიქსის დეტექტიური ფანტასტიკური დრამაა, სადაც სხვა ჟანრებიც ურევია, მცირე დოზებში კომედიაც და უჟასიც კი, ისე კი ანგლო-ამერიკული სატირაა თანამედროვე ტეხნოლოგიებზე, სადაც გარკვეულ დოზებში სარკაზმიც ურევია და სკრიტი იუმორიც, ნუ მაგ სეზონში თამაშობდენ სალმა ჰაიეკი, ბენ ბარნსი, მაიკლ სერა, ხიმეშ პატელი, მონიკა დოლანი და კეიტ მარა, 12 პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი ეგ რეიტინგული სერიალი და 6 აიღო, 10 ბაფტაზე და 1 აიღო, 6 სეზონს რაც შეეხება, სულ იყო 5 ეპიზოდი, მათ შორის ლამის 1.5 საათიანი მესამე ეპიზოდი, რომელიც ორ ნაწილათ გავყავი და კაკრაზ ორ ზახოდზე კარგათ ვნახე ეგ სეზონი, ნუ მაგ სერიალმა გაბანძება დაიწყო ასე მეხუთე სეზონიდან სულ მცირე ალბათ, თუმცა მეოთხეც აღარ ყოფილა ისეთი კარგი დონის როგორც პირველი რამდენიმე სეზონი, რაც შეეხება ბოლოს ალბათ საერთო ჯამში 8 ბალს დავუწერდი მაინც, იყო უფრო პრახადნოი ეპიზოდებიც და უფრო საინტერესოც, საკმაოთ ვინოს მოზგა სეზონი იყო, ბოლოს კი ისევ ატომურ კატასტროფაზე არის ნამიოკი, რუსები რითიც გვემუქრებიან ეხლა,გუშინწინ The Marvelous Mrs. Maisel მეხუთე სეზონიც ვნახე Web-dl 2160P HDR ტრანსფერში იყო ეგ სერიალიც და HDrezka პერევოდით ვუყურე, ეგ მომეჩვენა ყველაზე ნორმა გოლოსებით, კარგი დონის ხოშიანი ამაზონის კომედიური დრამაა ერთ სტენდ-აპ ქალ კომიკზე 60 წლებში, რეიჩელ ბროსნახანი, ალექ ბორშტეინი, მაიკლ ზეგანი, ტონი შელუბი, მარინ ჰინკლი და კევინ პოლაკი თამაშობენ, 66 ემიზე იყო წარდგენილი ეგ სხვერხრეტინგული სერიალი და 20 აიღო, 7 გოლდენ გლობზე და 4 აიღო, ნუ ცოტა დაეცა მაგ სერიალის დონეც ბოლო სეზონებში, თუმცა საერთო დონე არ დაუკარგია, კარგი ფინალური სეზონი გამოუვიდათ ნამდვილათ, ენდინგიც ლოგიკური იყო, ყველა ბერდება უკვე მთავარი პერსონაჟებიდან, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი მაგ სეზონს, დროულათ დაასრულეს ეგ სერიალი სერიოზული გაწელვების გარეშე, გუშინ Inside No. 9 მერვე სეზონს ვუყურე WebRip 1080P-ში რომელზეც იასკიერის პერევოდი მეთვითონ დავამატე, კარგი დონის ბრიტანული ბიბისის კრიმინალური კომედიური დრამაა, რის შეარსმიტი და სტივ პემბერტონი თამაშობენ, რომლებსაც ემატება ბევრი ცნობილი ბრიტანელი მსახიობები სეზონების მანძილე ვინც მონაწილებოდა მაგ სერიალში,  3 ბაფტაზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი და ერთი აიღო, როგორც black mirror მანდაც სხვადასხვა ისტორიებია რომლის შინაარსი ერთმანეთთან არაა კავშირში, ბევრნაირი ჟანრებია მანდაც, მათ შორის ჰორორიც ურევია და სოციალური დრამაც კი, თუმცა ფანტასტიკა დიდათ არ შემხვედრია, ეგრეთ წოდებული ბრიტანული გროტესკია, შეიძლება ტრეშაკიც კი უწოდო მაგ ყველაფერს, მანდაც არის ძალზე კარგი ეპიზოდები და საკმაოთ პრახადნოებიც, საერთო ჯამში მაგ ბოლო სეზონს ალბათ 8 ბალს დავუწერდი, რამდენიმე კარგი ეპიზოდი მანდაც ერია, სულ კი 6 ეპიზოდია 30 წუთიანი მარტო, ანუ ერთ ზახოდზე ნახავ მთლიანათ, პირველი ეპიზოდი კრისმას სპეშლია დეკემბერში რაც გამოვიდა ჯერ კიდევ

Link to comment
Share on other sites

ლოლ ამ სერიალს გუშინ 7.9 ბალი ქონდა შეფასება და დღეს ვუყურებ და უამრავი ვოუტები მიუციათ და უკვე 3.9 აქვს შეფასება, ანუ თურმე არებები გამოუყვანიათ ცუდ ფონში და მემგონი მაგის გამო ბევრმა მოთხარა, მათ შორის არაბებმაც ალბათ, ნუ იავნი რასიზმი იყოო რავიცი მე არ მინახია, თუმცა მაგ მომენტამდე კარგი რეიტინგი კი ქონდა სერიალს https://www.imdb.com/title/tt26693803/?ref_=fn_al_tt_1 მანდ საქმე იმაშია რომ კორეაში რამე თუ შეგეშალა არ გპატიობენ, ისე გაგასწორონ შეიძლება მიწასთან რომ მერე ზოგიერთი მსახიობი თავსაც იკლავს ან მინიმუმ სუიციდის ჩადენა სურთ მაგ მოთხრების გამო, ამჯერათ მანდ უფრო ჯერ თვითონ სერიალი დაშავდა და ძალზე გაასწორეს მიწასთან, ისეთი არაფერი არ იყო ეგ რომ არა, ლიოგკი რომანტიკული კომედიაა, მაგაზე უკეთესებიც გადაუღიათ კორეელებს მაგ ჟანრში, როგორც მივხდი 7 ეპიზოდშია რაღაცა სცენა სადაც არაბები ცუდ ტონში გამოყავთ, მაგის შემდეგ ქონდა თუ არა ნანახი ვინმეს ყველამ მოთხარა ეგ სერიალი, ყველაფერი ყოფილა სერიალებში, მაგრამ კორეულში ეგეთი მოთხრა მანამდე თუ კარგი რეიტინგები ქონდა სერიალს არ მახსენდება რაღაც აქამდე, შეიძლება არც ისე იშვიათობაა, თუმცა რაც დავიწყე ყურება ეგ მგონი პირველი სერიალია ეგრე რეზკათ რაზეც დაეცა რეიტინგი, მაგონებს მეორე ასასინები რომ გამოვიდა პს-ზე და ლამის 7 ბალიც აღარ ქონდა 90% დონის თამაშს ზაშიტის გამო, რომელიც არ მუშაობდა ნორმალურათ ლიცენზიებზე და სანამ დაფიქსავდენ ერთი ამბავი ატეხეს გეიმერებმა, მაგრამ იქაც კი ეგრე არ გაბანძებულა რეიტინგები, აქ ფაქტიურათ მიწასთან გაასწორეს, ამდენი ოტზივები მგონი ყველაზე ჰიტოვი კორეულ სერიალებსაც არ ქონია IMDB-ზე, მგონი ლაპარაკი მიდიოდა საუდის არაბეთზე, ძალიან ნიტოთ გამოიყვანესო მაგ სერიალში ეგ ქვეყანა, რაღაცეები შეუცვლიათ, რაც არ მოეწონათ არაბებს, აქ მშვიდობაა ლოლ https://mydramalist.com/726273-king-the-lander თუმცა IMDB-ზე მიდის ეხლა დისკუსია რომ ეგ 1 ბალიანი შემფასებლები შეიძლება უმრავლესობა გამორიცხონო რეიტინგიდან, ბევრს ბანალურათ არც უნახია სერიალი და ისე აბანძებს შინაარსის გაგების გარეშე, საინტერესოა კინოპოისკზე რა შეფასებას აიღებს, რახან ზოგიერთი დორამები მანდ უფრო მაღალი აცენკებითაა ვიდრე იგივე IMDB-ზე და ვოუტებიც საკმარისზე ბევრი აქვს

Link to comment
Share on other sites

ლოლ არაბები ნადირობენ მაგ ლიოგკი კორეულ დორამაზე, ისე გააბანძეს რომ შეიძლება მარტო მაგის გამო ვნახე სპეციალურათ როცა დაიდება მთლიანი სეზონი, რეკორდი მოიხსნა 8 ბალზე იდგა სერიალი 6 ეპიზოდამდე ასე 800 ვოუტზე სადღაც, ეხლა 7-8 ეპიზოდისთვის უკვე 93000 ვოუტს უახლოვდება გოლოსების რაოდენობა და 1 ბალი მიცა უკვე 93000 უზერმა, ძირითადათ არაბები არიან, თვითონ დორამა სხვათაშორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს მაგ ჟანრის მოყვარულებში, ანუ როგორც რომკომი საკმაოთ კარგი და ლიოგკი საყურებელია, თუმცა უკეთესებიც გამოუშვიათ კორეელებს, ალბათ ამ საიტზე უფრო ადეკვატური შეფასება აქვს https://mydramalist.com/726273-king-the-lander თუმცა ეხლა შეიძლება უკვე კორეული დორამების მოყვარულები სპეციალურათ აღმერთებენ სერიალს და 9-10 ბალებს უწერენ რომ გაქვითონ 1 ბალიანი აცენკები, თუმცა მაგ საიტზე უკვე დაიწყეს დაიგნორება მასეთი შეფასებების, ანუ რასიზმის და ჰეიტის პოჩვაზე დაწერილ 1 ბალიან ვოუტებს ქვითავენ, თუმცა IMDB-ზე მაგაზე მეტი ვოუტები მგონი სულ რამდენიმე დორამას აქვს, ისე კი ობიექტურათ მაგ დორამას 8-8.5 ბალის ფარგლებში ეკუთვნის, ვისაც მოსწონს კორეული ეგეთი ტიპის დორამები ვატყობ მშვენივრათ უყურებს მაგ დორამას

Gumihodyeon 1938 ყურება დავიწყე გუშინწინ Web-dl 1080P-ში, პირველი ორი ეპიზოდი ჯერ LE-Production ორხმიან პერევოდში დავიწყე, რაღაც არ მომეწონა გოლოსები და მერე ისევ  ColdFilm პერევოდში გავაგრძელე ყურება გუშინ, ეგ უფრო წავიდა და გოლოსებიც ნეიტრალურია საკმაოთ ზედმეტი ბლუყუნის გარეშე, რაც ახასიათებს ეგეთი ტიპის რუსულ ლუბიტელსკი გახმოვანებებს ხშირათ, მოკლეთ ეგ Gumihodyeon მეორე სეზონია, მაგრამ საკმაოთაა შეცვლილი ანტურაჟი, საკმაოთ კარგათ დაიწყო სეზონი, დაჟე მგონი უფრო და უფრო უკეთესი ხდება, მე პირადათ პირველ სეზონზე მეტათ მომეწონა, უფრო მეტი იუმორია ახალში და 30 წლების ანტურაჟიც კარგათაა გადმოტანილი იაპონიის ოკუპაციის პერიოდის, არის სერიალში ჟუტკოვატი მომენტებიც ჰორორის ელემენტებით, თუმცა ძირითადათ უფრო კომედიაა ფენტეზის ელემენტებით ვიდრე დრამა მაგ სეზონში, ერთადერთი მინუსი ისაა რომ პირველში დუბლაჟიც იყო და კარგი პროფ პერევოდიც, მეორე სეზონში კი ნორმა პერევოდი არაა, coldfilm-ში ისე არ ვუყურებდი , სერიალში საკმაოთ კარგათაა სპეცეფექტები გაკეთებული, ბათქა-ბუთქიც ურევია საკმაო დოზებში, ისე ზოგს არ მოეწონა მეორე სეზონი, რახან ნამეტარი პაფოსნი სტილშია გადაღებული და სტროკი პირველი სეზონის ლინია დაკარგული აქვს, ზატო დობრათ ეკშენია დამატებული და ხოშიანი ხოხმები მაგ სეზონში, დაჟე რუსალკაც კი გამოჩნდა ლოლ

Link to comment
Share on other sites

ლოლ მაგ პრინცის სცენამ მეშვიდე ეპიზოდში King the Land-ში საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია არაბულ სამყაროში, ეგეთ რეკლამას (თუნდაც ნეგატიურს) ვერცერთი სარეკლამო კამპანია ვერ განახორციელებდა, მაგ სერიალს ეხლა მაგ ანტირეკლამის შემდეგ ყველა უყურებს, იმენა სახელი გაითქვა და თან თვითონ დორამა საკმაოთ წააგავს სტილით What's Wrong with Secretary Kim ანუ ძალიან ლიოგკი საყურებელია და მანდაც ბიზნეს თემატიკაა გარეული, არაა ნამდვილათ ცუდი დონის, უბრალოთ ძალიან ბანალური სიუჟეტი აქვსო, სხვა დორამებიდან გადმოტანილი, მეორე მხრივ რომკომს მეტი არც ჭირდება და ბევრს მაინც მოეწონა ვიდრე პირიქით, ჯერ შვა პრემიერა მიდის, ალბათ ვნახავ მეც რომ დაიდება მთლიანათ, მითუმეტეს სეკრეტარშა კიმი ჯერ არც მიყურებია, ლოლ 111K გოლოსზე მეტი squid game თუ აქვს მგონი კორეული დორამებიდან მიცემული IMDB-ზე, სხვა არაფერი მახსენდება, არაბები უწერენ დიდ აბიომებში 1 ბალს, მაგრამ ეგ მარტო იზიდავს მაყურებელს თურმე, სულ ტოპებშია ეგ სერიალი სხვადასხვა ქვეყნების ჩარტებში, აზიურ ქვეყნებში ძირითადათ, ეხლა არაბები ვითომ უყურებენ, ანუ შეფასებას უკეთებენ ძალიან მოსაწყენი და ბანალური სიუჟეტი აქვსო და ამიტომ 1 ბალს ვუწერთო, ეტყობა ბევრგან უკვე აღარ იღებენ მაგ ტიპის შეფასებებს, აი აქ აქვს მაგ სერიალს ადეკვატური შეფასება ალბათ https://mydramalist.com/726273-king-the-lander კიმსაც ზუსტათ მასეთივე აცენკა აქვს https://mydramalist.com/27885-why-secretary-kim და კიდე ერთ ახალ პოპულარულ სერიალს ეხლა რაც მიდის https://mydramalist.com/716735-see-you-in-my-19th-life ნუ მაგას უფრო აფასებენ მაინც, თუმცა ეგ არ მოუთხრიათ IMDB-ზე, 8 ბალი უწერია მაგ სერიალს ჯერ შეფასება და ალბათ რეალურათ ეგრეც ეკუთვნის, რახან 8.8 ბალი ეგ უფრო ფანატების აცენკა იქნება, ისე კინოპოისკზე გამოჩნდა King the Land აცენკები და მანდ 7.9 ბალიო, მანამდეც ეგრე ქონდა IMDB-ზე სანამ არაბული თემა გამოაძვრინეს, ნუ ეგ მეორე დორამა პოპულარული ვებტუნის მიხედვითაა და თან mr queen აქტრისა თამაშობს და ეგ საკმაოთ პოპულარული აქტრისაა, მაგ ყველაფრის გამო აქვს 8.8 ბალი ალბათ, სიუჟეტი საკმაოთ ზაკრუჩენი აქვსო და პირდაპირ ვებტუნი არაა, ბევრი რაღაცა შეუცვლიათ, ვებტუნი ეგ კომიქსების ალტერნატივაა კორეაში და სხვა აზიურ ქვეყნებში, არც ანიმეა არც კომიქსი, რაღაცა საშვალოა ნახატებიანი მგონი, მე არ ვარ მაგის ფანატი, კომიქსების არ იყოს, ან მანგის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.