Jump to content

Recommended Posts

Dr who მეოთხე სეზონის ენდინგი ეპიკური იყო იმენა, შიკარნი კანცოვკა ქონდა, ეხლა კიდე 5 დამატებითი ეპიზოდია გადაღებული მაგ სეზონთან დაკავშირებული და მერე მეხუთე იწყება, ეგ უკვე სრულყოფილ HD-შია, თუმცა მეორეს შემდეგ უმჯობესდება მაინც ხარისხი, არ შეგაწუხებს დიდათ აპსკეილი, მაგარი ჩამითრია მაგ სერიალმა, დობრი სერიალია რაღაცნაირი და არარეალურათ ჩახლართული ისტორიებია ტაიმ ტრაველზე, უცხოპლანეტელების შემოსევებზე, კოსმოსის თემატიკაზე და მომავლის ტეხნოლოგიებზე, მეხუთეში პამოშნიცაც სხვა ყავს დოკტორს და თვითონ დოქტორიც იცვლება აჩერედნოი რეინკარნაციის შემდეგ, მანდ მთლათ ახალგაზრდა ბიჭი თამაშობს მგონი, მაგრამ ტენანტი კარგათ ასრულებდა ნამდვილათ, მაგ ბიჭის შემდეგ კიდე ორი სხვა მსახიობიც გაეძრობა მეათე სეზონის ჩათვლით უფრო ხანშიშესულები, ბოლო ორში კი ქალი დოქტორია უკვე, ეგ სეზონები მაგარი ნიტო დონის ყოფილა უკვე

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Dr who მეექვსე სეზონის ენდინგი რაღაც არა ამქვეყნიური იყო ლოლ, მეტისმეტი მოუვიდათ მემგმონი დაჟე მაგ სერიალის მერკებით სცენარისტებს, ერთ ეპიზოდში იმდენი რამე ჩააკვეხეს რომ ტვინს გაგიპობდა ფიქრით, რავი მაგ ერთ ეპიზოდის შინაარსზე დისერტაციის დაწერა შეიძლება ალბათ, გადაჭედილი იყო სხვადასხვა სახის ინფორმაციით, ძალიან სტრანნათ დასრულდა, თვითონ სეზონიც წინებზე ნაკლებათ მომეწონა მე, კარგი ეპიზოდებიც იყო და პრახადნოებიც მაგ სეზონში, იმედია მეშვიდე უკეთესი იქნება, ეგ ახალგაზრდა დოქტორის ბოლო სეზონია, მერვე სეზონიდან უფრო ხანში შესული დოქტორი ეძრობა უკვე აჩერედნოი რეინკარნაციის შემდეგ, პარტნიორშა კი მანამდე იცვლება, კარენ გილანის მაგივრათ სხვაა აქტრისა იქნება უკვე მეშვიდე სეზონში

Link to comment
Share on other sites

კიდე ერთი კარგი დონის ანიმე სერიალი Tian Guan Ci Fu ( Heaven Official's Blessing) გავაძრე დღეს, ამჯერათ ჩინური, თუმცა საკმაოთ აქებენ

Re: Zero kara Hajimeru Isekai Seikatsu ხოშიანი რამე ჩანს, ორ სეზონიანი ანიმეა ფანტაზიური ჟანრის კარგი პრარისოვკები აქვს, საკმაოთ ჟესტოკი ანიმე ჩანს, ტაიმ ტრაველის და სიკვდილ-სიცოცხლის თემაზეა ეგეც

რამდენიმე მაღალი დონის ახალი ანიმე სერიალი დაიწყო წელს, ჯერ არაა მთლიანი სეზონები და რომ დაიდება მერე დავამატებ მაგეებსაც, აზვუჩკებიც გამოჩნდება მანამდე ნორმალური, ნუ ტიტანების მეოთხე სეზონიც დაიწყეს უკვე, ეხლა მივაღწიე კაკრაზ ანიმეების რუტრაკერის რაზდელში, ნოემბრის შემდეგ დიდათ აღარ შემიხედია მანდ, ნელ-ნელა ფილმებს და სერიალებსაც მივადგები

Link to comment
Share on other sites

Owarimonogatari გავაძრე დღეს კიდე, ეგეც მაღალი დონის ანიმეა ზახლართული მისტიკური სიუჟეტით, ერთი სეზონია + ორი სპეშლი გამოსული, კარგი რამე ჩანს, პერევოდებიც ვიპოვე

Link to comment
Share on other sites

Dr who 7 სეზონის ენდინგი ხოშიანი გამოვიდა, საერთოდ ძალიან ძლიერი სეზონი იყო, ნუ მეტ სმიტს მალე შეცვლის უფრო ხანში შესული დოქტორი პიტერ კაპალდი, კარგათ ითამაშა სპეშლებშიც და ასნავნოი სეზონებშიც, საკმაოთ საინტერესო რაღაცეები გაირვკა მაგ სეზონში, ტაიმ ტრაველს როგორც ყოველთვის დიდი ადგილი დაუთმეს, თუმცა იყო ისევ უცხოპლანეტელების დედამიწის დაბყრობის მცდელობებიც და სხვა პლანეტებზე მოგზაურობებიც ტარდისით, კიბერ ადამიანებს და დალეკებს ისეთი დიდი ადგილი აღარ დაუთმეს მაგ სეზონში, თუმცა იყო მაგეებზეც რამდენიმე ეპიზოდი, დღეს ჯერ არ ვიწყებ მერვე სეზონს, მაგ სერიალის 50 წლისთავის სპეშლი გადაიღეს მეშვიდე სეზონის შემდეგ და მაგას ვუყურებ დღეს, დოქტორის როლში მანდ ძველი დოქტორების გარდა სულ ბებერი დოქტორია, რომელსაც ჯონ ჰარტი თამაშობს + ერთი სპეცეპიზოდია კიდე მერვე სეზონამდე საშობაო, ამდენი ხანია უკვე ვუყურებ და ჯერაც მაღალ დონეზეა ყველაფერი და არაფერი გაბანძებულა, თუმცა მე როგორც ვიცი რეზკი გაბანძება იწყებაო ქალი დოქტორიდან 11 სეზონიდან ანუ, თუმცა სერიალი დღემდე გრძელდება, 13 სეზონი წელს იქნება და ეგეც კრეტინიზმი უნდა იყოს, პირველ რიგში ბანალური სიუჟეტი აქვს და აქტიურეობიც აღაა კარგი დონის უკვე მაგ ბოლო ორ სეზონში

Link to comment
Share on other sites

Dr wbo მერვე სეზონიც ჩავათავე გუშინ და უკვე დავიწყე მეცხრეც კრისმას სპეშლით, ცოტა სევდიანი ფინალური ეპიზოდი იყო, საინტერესო სეზონი იყო ჩავარდნების გარეშე ეგ მერვე, პიტერ კაპალდი კარგათ თამაშობს დოქტორის როლს, ცოტა სასაცილოთ კი გამოიყურება იმ ახალგაზრდა გოგოს ნაპარნიკის როლში, საერთოდ მაგ სერიალში დობრათ აბსურდული სიტუაციებია ბრიტანული იუმორით, უცხოპლანეტელების თემატიკის გარდა, ურევენ ცნობილ ისტორიულ პერსონაჟებსაც, მაგალითად რობინ გუდი ლოლ, ჩარლს დიკენსი, გოგენი, შექსპირი და ასე შემდეგ, ცნობილი ინგლისური დედოფლებიც ურევია, თავისებური სტილის სერიალია სადაც მთავარი უპორი სიუჟეტზეა და არა სპეცეფექტებზე, მეცხრე სეზონიც საინტერესოთ დაიწყო ისე, ისევ დალეკები და დავროსი გაეძრო მაგათი შემქნელი, რომელიც დოქტორს გადაურჩენია ბავშობაში სიკვდილისგან 

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ მოვრჩი გუშინ Dr Who მეცხრე სეზონის ყურებასაც, საკმაოთ საინტერესო და დრამატიკული სეზონი გამოვიდა ნაღვლიანი ენდინგით, იუმორი უფრო ნაკლებ დოზებში იყო მაგ სეზონში, უფრო სიკვდი-სიცოცხლის თემატიკას ატრიალებდენ და იმას რომ ყველა დასაწყის აქვს დასასრული, უცხოპლანეტელების თემას ნაკლებათ შეეხნენ მაინც, თუმცა იყო რამდენიმე ეპიზოდი მაგ თემაზეც, უფრო ტაიმ ტრაველსის თემა იყო და ძველი პერიოდის დედამიწაზე, სხვათაშორის მაგ სეზონში რამდენიმე ეპიზოდში მეისი ულიამსმა ითამაშა, დოქტორი გადაარჩეს ვიკინგების პერიოდში ლოლ და მერე უკვდავი ხდება, მაგრამ თავისი პარტნიორშა რომ გადაერჩინა ბოლოს რადიკალური ხოდები გაიჩალიჩა და ისედაც ძალზე ჩახლართული და ზოგისთვის შეიძლება ცუდი ენდინგი იყო, თუმცა დრამატიზმის სავსე, ჩემი აზრით ეგ 9 სეზონი ერთი საუკეთესო სეზონია მაინც მაგ სერიალში, თუმცა 10 წესით კარგი უნდა იყოს, მანამდე კიდე ორი სპეშლი მაქვს სანახავი დღეს, აი 11-12 სეზონები მაგარი ნიტო არისო იძახიან, ბევრმა დაანება ყურებას თავი, რავი მე ალბათ მაინც გავრისკავ და ვნახავ მაგ სეზონებსაც, მაგრამ უკვე მზათ ვარ რომ მეათის შემდეგ ცუდი რამე მელის, ხო ისე არანაირი სექსუალური სცენები მაგ სერიალში არაა, თუმცა მისტიციზმი, ჰორორის ელემენტები და ფანტასტიკა დობრათ ურევია, როგორც სიკვდილ-სიცოცხლის თემატიკა, მაგრამ მაგეებს ბავშვი ვერ გაიგებს, მითუმეტეს სლოჟნი გალავალომკებს რაც სერიალში გვხდება, ძალიან ბევრი მელკი დეტალია გადასამუშავებელი ისე ნახევარს ვერ გაიგებ რა ხდება ზუსტათ

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ მოვრჩი გუშინ Dr Who მეათე სეზონსაც და ფაქტიურათ ბევრისთვის ასნავნოი ისტორიას, დრამატიკული ენდინგი ქონდა სადაც იბრიდება ნაწილობრივ მაინც ბებერი დოქტორი, მაგის ნაპარნიცა კიბერ ადამიანათ აქციეს ლოლ, მაგრამ ბოლოს სურეალისტიკურ სტილში ცოცხლდება და მეორე გოგოსთან ერთად კოსმოსში მოგზაურობას განაგრძობს, არ ვიცი მოკვდა თუ რაღაცნაირათ ისევ ადამიანათ იქცევა,  ადრეც იყო რომელიღაცა სეზონის ბოლოს ეგეთი მომენტი წინა ნაპარნიცის შემთხვევაში, ბოლოს კიბერ ადამიანების დიდი შემოსევაა და დოქტორი მარტო ებრძვის ფაქტიურათ და დაბრიდავენ, მასტერიც და მაგის ნაპარნიცა ერთმანეთს მიაბრიდავენ ბოლოს და ეგრე სრულდება მაგათი ისტორია, ეგენი ორი გადარჩენილი ტაიმ მასტერები არიან დოქტორის გარდა კიდე და ეგენიც გაგორდნენ მაგ სეზონში, სხვათაშორის ტაიმ ტრაველის გარდა სიბოროტე და სიკეთე კარგათაა მაგ სერიალში ნაჩვენები, დოქტორი სულ სიკეთის მხარეზე იყო, მასტერი ბოროტი ადამიანია მაინც და ბევრი უცხოპლანეტური რასებიც, დოქტორი აგრესორი არასდროს ყოფილა, პირიქით აგრესორებისგან იცავდა სულ დედამიწას, მოკლეთ ხოშიანი კლასიკური ბრიტანული ნაუჩნი ფანტასტიკური გრძელი სერიალია, ხო დარჩა კიდე ორი სეზონი 20 ეპიზოდში და 3 სპეშლი, შემდეგ სპეშლში პიტერ კაპალდი თამაშობს ბოლო დოქტორის როლს, 11 სეზონში კი უკვე ქალი დოქტორშაა, მაგრამ ეგ მაგარი ნიტო დონის ყოფილა, თუმცა ვნახავ მაგ 20 ეპიზოდს და ორ სპეშლს, მაქს 8 დღის მასალა დამრჩა საყურებელი, მეცამეტე სეზონიც იქნებაო წლის ბოლოს, ეგ მგონი ბოლო ქალი დოქტორის სეზონია, მერე არც ვიცი ხურავენ თუ აჩერედნოი პერეზაგრუზკა მოხდება, იქნება ისევ გააუმჯობესონ სცენარი და კარგი რაღაცეები გაეძროს 14 სეზონიდან, თუმცა ბევრმა ჩაიქნია უკვე ხელი, ეგეთი სხვერხგრძელი სერიალი კომედია სადაც ურევია კიდე მარტო castle დამრჩა მოგვიანებით საყურებელი, სხვა მასეთი გრძელი აღარაფერია უკვე რაც არ მინახია აქამდე შედარებით მაღალი რეიტინგით

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Dr who 12 სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ, სხვერხგრძელი ბრიტანული ბიბისის სათავგადასავლო ფემილი ფანტასტიკური კომედიური დრამაა ერთ უცხოპლანეტელ უკვდავ ჰუმანოიდზე ადამიანის ობლიკით, რომელიც დედამიწას და ადამიანებს ეხმარება,18 ბაფტაზე უყი წარდგენილი ეგ სერიალი და 4 აიღო (ეგ მარტო შოტლანდიური და უელსური ბაფტების გარდა), თვითონ სერიალი ვუელსური ბიბისისია, თუმცა ლონდონშიც ხდებოდა ბევრი ეპიზოდი, მეტ სმიტი,დევიდ ტენანტი, პიტერ კაპალდი, ნიკოლას ბრიგსი, ჯენა კოლმანი, კარენ გილანი, ბილი პაიპერი, ჯოდი ვიტაკერი,მანდიპ გილი, არტურ დარვილი, ტოსინ კოლი, კეტრინ ტეიტი და ეპიზოდურ როლებში კიდე საკმაოთ ბევრი ცნობილი ბრიტანული მსახიობი თამაშობდა წლების მანძილზე მაგ სერიალში, ხო ძირითადათ BD-remux ვუყურე ყველა სეზონს, მარტო რამდენიმე სპეშლი იყო მგონი BDRip 1080P-ში მაქს, ერთ-ერთი კი UHD-BD ფორმატშიც გამოვიდა, პერევოდებიც სხვადასხვა სეზონებზე სხვადასხვა სტუდიების იყო, რამდენიმე სეზონი ვნახე რუსული ორტ კანალის პერევოდით, დანარჩენი კინოპოისკ HD პერევოდში და სონის კანალის, რაც ერთიდაიგივეა სტუდიის გახმოვანებულია, მაგრამ სხვადასხვა სეზონებში სხვადასხვა სტუდიები იყო განსხვავებული გოლოსებით, მართლა იგრძნობა სხვაობა დონეში პირველ 10 სეზონს და ბოლო ორს შორის, მაგრამ არის მაინც საინტერესო მომენტები ბოლო სეზონებშიც სადაც დოქტორის როლში უკვე ქალი აქტრისა თამაშობს, მაგ აქტრისის ბრალი არაა, მშვენივრათ ჩაჯდა ობრაზსში, უბრალოთ სიუჟეტია უკვე მაქსიმალურათ გამარტივებული და გამოწურული, იდეები აკლიათ საინტერესო, თორე დაფინანსება კარგი აქვს მაგ სეზონებსაც, ხო პირველი ოთხი სეზონია აპსკეილში ფაქტიურათ, მაგრამ ცოტა შაშუ-ბეში ჩვენება მარტო პირველ სეზონში აქვს, მერე დეტალიზაცია და კოლორიზაცია კარგი აქვს უკვე შემდეგ სეზონებზე 5 სეზონიდან კი ხოშიანი ხარისხია უკვე, არ დავიწყებ მაგ სერიალის დეტალურათ გარჩევას, რახან თუ არ ნახე თავიდან ბოლომდე აზრი არა აქვს რამის მოყოლას, ძალიან ბევრი ნუანსია მოსაყოლი და მაგიტომ, ჟანრების მიქსტია სადაც კარგი ბრიტანული იუმორიც ურევია, არის ნაღვლიანი მომენტებიც, კვდებიან ზოგიერთი პერსონაჟები, ტაიმ ტრაველსის თემატიკაც დობრათაა და უცხოპლანეტელების და სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობის, არის მომავალიც, წარსულიც, მათ შორის საკმაოთ ძველი პერიოდიც ცნობილი ისტორიული პერსონაჟებით და ეხლანდელი დროც, დოქტორებიდან ყველაზე მეტათ მე დევიდ ტენანტი მომეწონა და ახალგაზრდა მეტ სმიტი მაგის შემდეგ რომ მოვიდა, მერე უკვე ბებერი პიტერ კაპალდი და სულ პირველი დოქტორი, ქალი დოქტორი ყველაზე ნაკლებათ, მაგრამ ეგ სიუჟეტის ბრალი უფროა და არა თვითონ მსახიობის, რომელიც ძალიან კარგათ თამაშობს, თვითონ პარტიონებიც ვინც ეხმარება დოქტორს მოგზაურობის დროს ყველაზე ცუდი ბოლო სეზონებშია, თან ერთის მაგივრათ სრაზუ 3 ნაპარნიკი დაყვება ეხლა მაგ ქალ დოქტორშას და ბალაგანივითაა მომენტებში როცა მაგეებს კიდე რამდენიმე პერსონაჟი უერთდება ხოლმე, დოქტორს ისე სამი სერიოზული მტერი ყავს მაგ სერიალში, დალეკები, კიბერ ადამიანები და მასტერი, თავისი ძველი ბავშობის ამხანაგი, რომელიც არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს და ბოლოს ისევ გამოჩნდა 12 სეზონში, საინტერესოთ დასრულდა ისე 12 სეზონიც და სპეშლიც მაგის შემდეგ, ისევ დალეკებზე იყო ეგ ბოლო საშობაო ეპიზოდიც, რაც შეეხება შეფასებას, რთულია ეგეთი ვებერთელა სერიალის ადეკვატურათ შეფასება, მე მაგარი ჩამითრია მაგ სერიალმა, პირველ 10 სეზონს ალბათ დავუწერდი ჯამში 9 ბალს, ბოლო ორს სპეშლებთან ერთად ალბათ მაქს 7.5 ბალს, მეტი არ ეკუთვნის, თუმცა წელს 13 სეზონიც გამოდის ისევ ქალი დოქტორით და ალბათ ვნახავ მაგასაც, ამჯერათ მარტო 8 ეპიზოდი იქნებაო ისე, მოკლეთ კარგი 2 თვე მოვანდომე მაგ სერიალის ყურებას ლოლ, დაუსრულებელი რამეა, ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო პირველი სეზონი და დღემდე გრძელდება, მარტო სპეშლი გამოვიდა 20 ეპიზოდზე მეტი უკვე ჯამში

Link to comment
Share on other sites

Cobra Kai მესამე სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ WebRip 2160P-ში, ოღონდ HDR არ ყოფილა, შიკარნი კომედიური ეკშენ დრამაა უფრო ტინეიჯერებზე გათვლილი, მაგრამ მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ მაგ უკვე ნეტფლიქსის სერიალს, ადრე უტუბზე იყო პირველი ორი სეზონი, ისე კი სონის სტუდიის გადაღებულია, თემატიკა Karate kid არის აღებული და ბევრი პერსონაჟი მაქედანაა ან მაგათი ოჯახის წევრები თამაშობენ კაკ მინიმუმ, რალფ მაჩიო, უილიამ ზაბკა, ხოლო მარიდუენა, კორტნი ჰენგელერი და მესამე სეზონში ბოლოს ელიზაბეტ შუც გამოჩნდება, ორ პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი რაც ტინეიჯერულ სერიალისთვის არც ისე ხშირი მოვლენაა მაინც, შიკარნი სეზონი გამოვიდა, ტრანსფერი შეიძლება იდეალური არ იყო მაგრამ 1080P მაინც ჯობდა, ცოტა გახუნებული ფერები ქონდა, ხოშიანი ენდინგი იყო ისე, მეოთხე სეზონი შეიძლება წელს გამოვიდესო უკვე წლის ბოლოსკენ ალბათ, მესამეს კი 9 ბალს დავუწერდი, კარგათ ვისიამოვნე, ბავშური მარტო ნაწილობრივაა ეგ სერიალი, მაგრამ ისეა გადაღებული რომ ჩხუბის თემატიკა ვისაც მოსწონს და 80 წლების ანტურაჟი ყველა უყურებს

Link to comment
Share on other sites

Staged მეორე სეზონს ვუყურე გუშინ გრძელ ვერსიას ამაზონის WebRip 1080P-ში კუბიკების ორხმიანი პერევოდით, რომელიც მეთვითონ დავამატე, მარტო მაგ პერევოდში იყო გრძელი ვერსია დადებული, ისე კი მაღალი დონის ბრიტანული ბიბისის კომედიური დრამაა ლოკდაუნის თემატიკაზე, მაიკლ შინი, დევიდ ტენანტი, ჯორჯია ტენანტი, ანა ლუნდბერგი და ეპიზოდურ როლებში ვუპი გოლდბერგი, სიმონ პეგი, ნიკ ფროსტი, კენ იონგი, ფოებე ვოლეტ ბრიჯი და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ, ხოშიანი სეზონი იყო, მომენტებში ცოტა დეპრესიულიც ხდებოდა, მაგრამ იუმორი კარგი ქონდა, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი მეორე სეზონს, იდეაში მესამე აღარ იქნება, თუმცა კოვიდი თუ გაიწელა იქნება მესამეც ვიხილოთ კიდე

Link to comment
Share on other sites

სერიალებს არასდროს ვუყურებდი (მხოლოდ გაქცევა მაქვს ნანახი და ისიც პირველი სეზონი), მაგრამ ეს ბოლო 2-3 თვე შევყევი და აი რაღაცეებსაც მივაგენი.

საუკეთესოები თავის ჟანრში!
 

1) კრიმინალურ-მაფიოზური იტალიური ფილმი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი.

https://www.imdb.com/title/tt2049116/?ref_=nv_sr_srsg_0
ამასაც არაუშავს: https://www.imdb.com/title/tt7197684/?ref_=nv_sr_srsg_0

2) მისტიკის მოყვარულებისთვის. მსგავსი არაფერი მინახავს. შეიძლება ბევრს არც ეყოს ნერვები:D მაგრამ საუკეთესო მისტიკაა რაც კი მინახავს
https://www.imdb.com/title/tt5753856/?ref_=nv_sr_srsg_0

Link to comment
Share on other sites

ხო პირველი ორი იტალიური კრიმინალური სერიალებია, მაქვს მეც დიდი ხანია დამატებული ეგენი, სხვა ეგეთი არცაა ევროპული სერიალებიდან მგონი გამოსული, ნუ მე არ მახსენდება, მესამე ფანტასტიკაა, ეგეც მაღალი დონის სერიალია ნეტფლიქსის,  ჩერნობილი არ გინახია HBO, შეიძლება ეგეც მოგეწონოს, მინი სერიალია თან ძალიან დიდი არაა, კარგი დონის სერიალები ბევრია სხვადასხვა ჟანრის, მაგრამ ზოგიერთები ძალიან დიდია, თუ აქამდე არ გქონდა არაფერი ნანახი მაგეების ყურება ჯერ ალბათ გაგიჭირდება, ამიტომ ჯობია რამეს თუ აირჩევ უფრო მოკლე აირჩიო და არა მრავალსეზონიანი

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, George said:

ხო პირველი ორი იტალიური კრიმინალური სერიალებია, მაქვს მეც დიდი ხანია დამატებული ეგენი, სხვა ეგეთი არცაა ევროპული სერიალებიდან მგონი გამოსული, ნუ მე არ მახსენდება, მესამე ფანტასტიკაა, ეგეც მაღალი დონის სერიალია ნეტფლიქსის,  ჩერნობილი არ გინახია HBO, შეიძლება ეგეც მოგეწონოს, მინი სერიალია თან ძალიან დიდი არაა, კარგი დონის სერიალები ბევრია სხვადასხვა ჟანრის, მაგრამ ზოგიერთები ძალიან დიდია, თუ აქამდე არ გქონდა არაფერი ნანახი მაგეების ყურება ჯერ ალბათ გაგიჭირდება, ამიტომ ჯობია რამეს თუ აირჩევ უფრო მოკლე აირჩიო და არა მრავალსეზონიანი

კი, ვიცი ჩერნობილი, მაგრამ თემა რომ ვიცი რასაც ეხება, მუღამი არ მაქვსსავით...

თან, ბავშვობიდან სულ მაინტერესებდა მსგავსი თემები და ჩერნობილზე დიდი ინფორნაცია მაქვს მოძიებულ-ნანახი. 

პ.ს. არა და, ზუსტად მოკლე სერიალებს ვერ ვუყურებ. სერიალი იმით დავამუღამე, რომ 2-3 კვირა აღარ მიწევს ფილმის ძებნა. მხოლოდ ესაა მიზეზი, რატომაც დავიწყე სერიალები😃

Link to comment
Share on other sites

მაშინ მოსინჯზე კიდე Boardwalk Empire, წესით მოგეწონება, ბევრი სერიალებია ჯობია შენთვითონ მოსინჯო მერე დიდები

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

All Creatures Great and Small პირველი სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ  Web-dl 1080P-ში, კარგი დონის ბრიტანული კომედიური დრამაა ჯეიმს ჰარიოტის ნაწარმოების მიხედვით, სიუჟეტი წინა საუკუნის 30-40 წლებში მიმდინარეობს,ნიკოლას რალფი, ანა მადელი და სემუელ უესტი თამაშობენ, ხოშიანი მინი სერიალია ცხოველების ვეტერინარზე, 6 ეპიზოდი იყო სულ + ერთი საშობაო სპეშლი, იუმორიც კარგი ქონდა და მცირე დოზებში სიყვარულის თემაც იყო შერეული, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი, მეორე სეზონიც იქნებაო ისე

Link to comment
Share on other sites

Cheolinwanghoo ყურება დავიწყე გუშინ Web-dl 1080P 60fps ბაიბაკოს მნაგაგალოსკით, კარგი დონის აჩერედნოი კორეული დორამაა, ამჯერათ ფანტაზიური რომანტიკული კომედიაა ისტორიულ თემატიკაზე, უმწარესი იუმორია, ძალიან პოზიტიური, ლოლ სიუჟეტი აქვს მაგარი ჩახვეული, შეფ პოვარი რომელსაც პოლიცია დაადგება სახლში გაქცევის დროს გადმოვარდება ბალკონიდან და ბასეინის პსკერზე თავს დაარტყამს, ამავე დროს დაახლოებით 700 წლით ადრე მომავალი კორეის დედოფალი ხელოვნურ ტბაში ჩავარდება და ეგ გადავა შეფ პოვარის სხეულში, შეფ პოვარი კი მაგ მეფის საცოლის სხეულში ამოყოფს თავს, მერე იწყება რაც იწყება ლოლ, მაგრა თამაშობს ეგ ქალი დედოფლის როლს, მაგრამ იმენა შეფ პოვარის ტვინით, ანუ კაცია ქალის სხეულში მოხვედრილი და აქტინგიც ეგეთივე აქვს და ქცევები, თან მწარე იუმორია, საუკეთესო 2020 წლის კორეულ სერიალათ უღიარებიათ ეგ დორამა, მე 2 ეპიზოდი ვნახე ჯერ და მაგარი გამართო, ინტრიგები, ზაგავორები და სეკრეტები, თვითონ პრინცესაც არ მოსწონს ყველას და თავიდან მოცილება სურთ, საინტერესოა როგორი ენდინგი ექნება, მაგრამ კარგათ კი მაცინა, ბევრი რამე ხდება პარარელურათ და კარგათ თუ არ მოუსმენ ყველაფერს ვერ გაიგებ მერე, ნუ მაგ სერიალის მთავარი კოზირებია აქტინგი და სიუჟეტი, მაგ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო კორეული დორამაა რაც აქამდე გადაუღიათ + იუმორიც ასწორებს თან

Link to comment
Share on other sites

ვანდავიჟენს ვუყურე, კარგი იყო.

Link to comment
Share on other sites

მაგასაც ვნახავ ცოტა მოგვიანებით ალბათ, HDR შავ-თეთრ ეპიზოდებში რანაირი ფერი აქვს ლოლ, სერის მაგივრათ რაღაცნაირი მოყვინათო-მომწვანო ტონი აქვს ჩემთან, ადრეც ვნახე სხვა შავ-თეთრი ფილმი HDR მაგრამ ეგეთი ტონი არ დაკრავდა, შეიძლება რაღაცას ვერ აჩვენებს სწორათ ჩემ მონიკზე, მერე კიდე უფრო კარგათ დავტესტავ + პირველი ეპიზოდები 4:3 ფორმატშია

Link to comment
Share on other sites

https://www.imdb.com/title/tt9140560/?ref_=nv_sr_srsg_5 

ვანდავიჟენმა გაასწორა მაგრად, დოქტორ სტრეინჯში ვიხილავთ ქროსოვერში და მაგრად გაასწორებს...^^

Link to comment
Share on other sites

Hikaru no Go გავაძრე დღეს, კიდე ერთი კარგი დონის ანიმე სერიალია, აქამდე რუსული გახმოვანებით არ ყოფილა ეხლა კი დუბლაჟში დაუდიათ

Link to comment
Share on other sites

ვისაც ეს სერიალები მოწონს, დაპოსტედ თქვენი 3 (ან მეტი) საუკეთესო. დავიწყო მინდა რამე ხარისხიანის ყურება.

 

უფროსი/Boss

ახალგაზრდა პაპი/The Young Pope

გაქცევა დანემორადან/Escape at Dannemora

ფარგო/Fargo

სამშობლო/Homeland

ჩერნობილი/Chernobyl

 

 

 

 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

ისე HBO ბუქსაობს თუ რა ხდება ამ კოვიდის პერიოდში, კარგა ხანია სერიოზული სერიალი აღარ გამოუშვიათ, თუ მე გამომრჩა რამე, ჩერნობილის შემდეგ მგონი ისეთი მაგარი არაფერი დაუდიათ, ადრე პაჩკებით იდებოდა ხოლმე, ეხლა ვიპოვე კიდე ერთი მინი 2 სეზონიანი HBO ძველი სერიალი მუსიკის თემატიკაზე, რომელშიც კომედიაც ურევია Flight of the Conchords ქვია, ცოტა ხანში ჩავუჯდები მაგასაც, ახალი დადებული არაა მაგრამ მე მარტო 1 წლის შემდეგ გამოვქექე გუშინ კონოზალზე რომ დაიდო პირველი სეზონი

Link to comment
Share on other sites

Cheolinwanghoo ყურებას მოვრჩი გუშინ web-dl 1080P 60fps ტრანსფერში და ბაიბაკოს მნაგაგალოსკით, ინგლისურათ მაგ კორეულ დორამას Mr. Queen და no touch princess ქვია კიდე, შიკარნი ფანტაზიური რომანტიკული კომედიაა ისტორიულ თემატიკაზე, რა თქმა უნდა ყველაფერი ფიქცია იყო, სერიალის იდეა კიდე კორეელებმა Go Princess Go  ჩინური სერიალიდან აიღეს, რომელიც დიდი ვერაფერი სერიალია, შიკარნათ თამაშობს რა პრინცესის როლს ეგ აქტრისა, იმენა 5-ზე, იმის გათვალისწინებით რომ პრინცესაში კაცი პოვარის სულია შესული და პრინცესას აღარაფერი ახსოვს დიდათ თავისი ცხოვრებიდან, აქტინგიც მაგარია, სცენარიც,სიუჟეტიც და ხოშიანი ხოხმები ეძრობოდა თან, მაგარი ვისიამოვნე მაგ სერიალით, 9 ბალზე ნაკლებს არ დავუწერდი, ენდინგი კიდე ჩემი აზრით ლოგიკური ქონდა, უფრო არ იქნება მეორე სეზონი ვიდრე კი რახან კორეელები რედკათ აგრძელებენ ხოლმე სერიალებს, თან ეგ პატარა სერიალი არ ყოფილა 20 ეპიზოდი იყო 1 საათზე გრძელი, ამიტომ ლამის ამერიკულ ორ სეზონს უდრის ხშირ შემთხვევაში, პრიკველიც გადაუღიათ ისე 2 ეპიზოდში, მაგრამ ვერ ვიპოვე ადეკვატურ ტრანსფერში და პერევოდით და აღარ მიყურებია, ისე მაგ აქტრისას ვუყურებ და აქამდე ეგეთი ტიპის როლები არ ქონია, საუკეთესო სერიალი აქამდე ალბათ Stranger იქნება სადაც თამაშობდა, ეგ კი კომედია სულაც არაა, ფანატებიც იძახოდნენ რომ სუხოი აქტინგით გამოირჩეოდაო სხვა კორეელი აქტრისების ფონზე და სკრომნიაგა ხარაკტერებით, ეხლა კი იჯერა გული რასაც ქვია პრინცესას როლში მთლიანი რეინკარნაცია გაიარა მემგონი აქტინგის სტილის, ნუ კომედიებშიც აქვს ნათამაშები მაგრამ მაინც არაფერი მაგ დონის როლი არ ქონია აქამდე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.