Jump to content

Web Development on Ubuntu


Recommended Posts

გამარჯობა, ამ თემაში მინდა გესაუბროთ იმ აუცილებელ პროგრამებზე რაც დაგჭირდებათ Web Development - ში Ubuntu - ზე. იდეაში პოსტი სამართლიანი იქნება სხვა ლინუქსის დისტრიბუტივებისთვისაც. გიზიარებთ ჩემს მწირ გამოცდილებას და იმედი მაქვს თქვენც დაამატებთ საინტერესო ინფორმაციას/პროგრამებს.


თემას დავყოფ თავებად:


1. ბრაუზერები.
2. ედიტორი/IDE.
3. გრაფიკა.
4. FTP პროგრამა.
5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin)


მაშ დავიწყოთ :)



1. ბრაუზერები



ბრაუზერების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმენათ უბუნტუზე, შეგიძლიათ დააყენოთ Firefox - ი, Chrome - ი, Opera...

როგორც იცით Firefox - ი ჩაშენებულია უბუნტუში Chrome - ის დასაყენებლად შევდივართ ამ საიტზე ხოლო ოპერას დასაყენებლად ტერმინალში ვწერთ:
 

sudo sh -c 'echo "deb http://deb.opera.com/opera/ stable non-free" >> /etc/apt/sources.list.d/opera.list'

sudo sh -c 'wget -O - http://deb.opera.com/archive.key | apt-key add -'

sudo apt-get update

sudo apt-get install opera




ახლა რაც შეეხება ჩვენს საყვარელ IE - ს, ყველას კარგად მოგეხსებათ, რომ IE იყო და არის Front-End დეველოპერების დიდი თავის ტკივილი, შესაბამისად ლინუქსზე გვჭირდება ეს "ბრაუზერი" რომ დავტესტოთ ჩვენი დაწერილი კოდი... IE - ს დაყენებას ჩვენ შევძლებთ პროგრამით PlayOnLinux. ამისთვის ვიწერთ და ვაყენებთ პროგრამას აქედან

შემდეგ კი მარტივად შევძლებთ დავაყენოთ IE - ს 1,2,3,4,5,6,7,8 ვერსიები.




2. ედიტორი/IDE.



დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ედიტორით Sublime Text - ით. ესაა Cross Platform ედიტორი რომელიც იდეალურია HTML,CSS,PHP,JS და სხვა კოდებთან სამუშაოთ. სტაბლირ მეორე ვერსიას ვიწერთ აქედან


შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ Aptana Studio ესაა eclipse ზე დაფუძნებული IDE, ჩაშენებული ftp კლიენტით და სხვა მრავალი სიკეთით. გადმოსაწერად ეწვიეთ მის ოფიციალურ საიტს


Adobe Dreamweaver - ის მშვენიერი ალტერნატივა ლინუქსე არის KompoZer - ი, ესაა WYSIWYG - ი საკმაოდ დახვეწილი და მდიდარი ფუნქციონალით. ვიწერთ აქედან



3. გრაფიკა



მარქაფისთვის PSD ფაილების დასაჭრელად Photoshop - ის ალტერნატივა ლინუქსე არის მშვენიერი უფასო პროგრამა GIMP - ი. მას ვაინსტალირებთ ტერმინალიდან ბრძანებით:
 

apt-get install gimp



4. FTP პროგრამა


FTP სთან სამუშაოთ გთავაზობთ პროგრამას filezilla, ვაინსტალირებთ ტერმინალიდან:
 

sudo add-apt-repository ppa:adabbas/1stppa
sudo apt-get update
sudo apt-get install filezilla




5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin)



ახლა კი გადავიდეთ ვებ სერვერზე :)


ტერმინალში პოვიპოვოთ რუთის უფლებები
 

sudo su


და დავიწყოთ.


5.1 ვაინსტალირებთ MySQL-ს

ტერმინალში ვწერთ:
 

apt-get install mysql-server mysql-client


მოგთხოვთ პაროლს, შეიყვანეთ სასურველი პაროლი აირჩიეთ ოკ, შემდეგ დაატასტურეთ პაროლი და MySQL - ი დაყენებულია.

5.2 ვაინსტალირებთ Apache-ს

ტერმინალში ვწერთ:
 

apt-get install apache2


და დაინსტალირების შემდეგ შესამოწმებლად შევდივართ http://192.168.0.100 ან http://localhost/ თუ დაგვიწერა It works! ბლა,ბლა,ბლა ე.ი ყველაფერი რიგზეა. ხოლო apache იმყოფება /var/www დირექტორიში. კონფიგურაციის ფაილი კი არის აქ /etc/apache2/apache2.conf

5.3 ვაინსტალირებთ PHP5-ს

ტერმინალში ვწერთ:
 

apt-get install php5 libapache2-mod-php5


და გადავტვირთავთ apache - ს:
 

/etc/init.d/apache2 restart


ახლა კი შევამოწმობთ მუშაობს თუ არა ჩვენი პიეჩპი, ამისთვის /var/www/ დირექტორიში ვქმნით რაიმე php ფაილს მაგალითად info.php და ვწერთ:

 

<?php
phpinfo();
?>


შემდეგ კი ვაკითხავთ ამ ფაილს http://localhost/info.php თუ გამოიტანა php - ის შესახებ ინფო ე.ი ყველაფერი რიგზეა.


5.4 PHP - ის ვაძლევთ MySQL - ის საფორთს

ტერმინალში ვწერთ:
 

apt-cache search php5


შემდეგ:
 

apt-get install php5-mysql php5-curl php5-gd php5-intl php-pear php5-imagick php5-imap php5-mcrypt php5-memcache php5-ming php5-ps php5-pspell php5-recode php5-snmp php5-sqlite php5-tidy php5-xmlrpc php5-xsl


გადავტვირთავთ apache - ს:
 

/etc/init.d/apache2 restart


 მივდივართ მისამართზე http://localhost/info.php და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ უნდა გამოჩენილიყო ახალი ბლოკები მათ შორის MySQL - ის ბლოკიც.

5.5 ვაინსტალირებთ phpMyAdmin - ს

ტერმინალში ვწერთ:
 

apt-get install phpmyadmin


კითხვაზე Web server to reconfigure automatically: ვირჩევთ  apache2 ხოლოდ კითხვაზე Configure database for phpmyadmin with dbconfig-common? ვირჩევთ No, ამის შემდეგ კი მივდივართ მისამართზე http://localhost/phpmyadmin/



ესეც ასე იდეაში ყველაფერია რაც ვებ დეველოპერს დასჭირდენა, თქვენგანაც ველი გამოცდილების გაზიარებას.


რაც შეეხება საავტორო უფლებებს, პირველ ოთხ თავში დაწერილი ინფორმაცია მეკუთვნის მე, რომელიც დავწერე პირადი გამოცდილების ხარჯზე, ყველა პროგრამა ჩაწერილი და დატესტილი მაქვს ჩემს სისტემაზე, რაც შეეხება ბოლო თავს და მის ქვეთავებს ინფორმაცია ავიღე აქედან და ასევე ჩაწერილი და დატესტილია ჩემს ლინუქსზე.

 

საჭირო ბმულები:


 Mozilla Firefox: http://www.mozilla.org/en-US/firefox/new/
 Google Chrome: https://www.google.com/intl/en/chrome/browser/
 Opera: http://www.opera.com/
 PlayOnLinux: http://www.playonlinux.com/en/

 Sublime Text: http://www.sublimetext.com/
 Aptana: http://www.aptana.com/
 KompoZer: http://www.kompozer.net/

 GIMP: http://www.gimp.org/

 FileZilla: https://filezilla-project.org/download.php

 Apache: http://httpd.apache.org/
 PHP: http://www.php.net/
 MySQL: http://www.mysql.com/
 Ubuntu: http://www.ubuntu.com/
 phpMyAdmin: http://www.phpmyadmin.net/

 

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა

sublime text-ზე გეთანხმები საუკეთესოა ჩემი აზრით
ide-ს რაც შეეხება მე phpstorm-ს ვხმარობ და საერთოდ jetbrains-ის ყველა პროდუქტს))

Link to comment
Share on other sites

კარგი და გამოსადეგარი თემაა  :thumbsup:

 

აი მესმის ძმაო!

 

თენქ :)

 

 

კარგი თემაა

sublime text-ზე გეთანხმები საუკეთესოა ჩემი აზრით

ide-ს რაც შეეხება მე phpstorm-ს ვხმარობ და საერთოდ jetbrains-ის ყველა პროდუქტს))

 

არვიცი, phpstorm - ი არ გამომიყენებია მე, ისე მომეწონა სქრინები, ვნახავ.

Link to comment
Share on other sites

ხო არ ყოფილა :D

 

submile-იც არაფრით ჩამოუვარდება.

Link to comment
Share on other sites

ხო არ ყოფილა :D

 

submile-იც არაფრით ჩამოუვარდება.

 

რას Notepad++ სს? Notepad++ / DreamWeaver - ს ერთად აღებულს მირჩევნია Sublime Text - ი :D

Link to comment
Share on other sites

მეც მირჩევნია, მაგრამ მიჩვეული ვარ dw-ს. ხანდახან ვხმარობ ხოლმე

Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

Notepad++ / DreamWeaver

ეს კომენტარი წამიშალეთ :D

 

მაშინ ST ახალი დაგემოვნებული მქონდა და არ ვიყენებდი ხშირად, ახლა უამისოდ სიკვტილი მირჩევნია  :D

ისე რა ხდება 3 ვერსია ბეტაზეა უკვე 1 წელი მგონი, ამბობენ Jon Skinner-მა მიატოვა st-ს დეველოპმენტი და მართალია? :(

Link to comment
Share on other sites

ეს კომენტარი წამიშალეთ :D

 

მაშინ ST ახალი დაგემოვნებული მქონდა და არ ვიყენებდი ხშირად, ახლა უამისოდ სიკვტილი მირჩევნია  :D

ისე რა ხდება 3 ვერსია ბეტაზეა უკვე 1 წელი მგონი, ამბობენ Jon Skinner-მა მიატოვა st-ს დეველოპმენტი და მართალია? :( 

 

კანფეტია  :D 

1 წელი არაა,მაგრამ, 18 დეკემბრის მერე სიჩუმეა. აგერ http://www.sublimetext.com/forum/viewtopic.php?f=2&t=15477&p=58951#p58951 აქ დარდობენ მიჭებიც :D ხოდა რავი, ისე ძალიან დიდი დრო არ გასულა მგონი რავიცი.

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ რამეს მაინც არ დაწერდა ამ ხნის განმავლობაში? ვაბშე ცოცხალია?? აღარ ვმუშაობო მაინც დაეწერა :D

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ რამეს მაინც არ დაწერდა ამ ხნის განმავლობაში? ვაბშე ცოცხალია?? აღარ ვმუშაობო მაინც დაეწერა :D

 

რას გაუგებ პროგრამისტ კაცს :D :D

P.S. ისე საბლაიმი ერთ თემას კი იმსახურებს. გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, საინტერესო პლაგინებს და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

ეგ sublime რა პონტია, ნავაროჩენი ტექსტური რედაქტორია რამე?

"Sublime Text is a sophisticated text editor for code, markup and prose.

You'll love the slick user interface, extraordinary features and amazing performance."

ქროს პლათფორმული ედიტორია პროგრამისტებისთვის, მიდის როგორც ვინდოუსზე ასევე ლინუქსზე და ოს იქსზე, არის ძალიან მსუბუქი და სწრაფი და აქვს ძალიან,ძალიან მაგარი ფუნქციები, ასევე აქვს ძალიან დიდი პეკიჯების ბაზა და ცოტა დრო თუ დაუთმე ისე გამართავ შენს გემოზე, რომ უამრავ დროს დაგიზოგავს და მაქსიმალურად სასიამოვნოს გაგიხდის კოდის წერას. სხვა რაგითხრა, უნდა სცადო...

ოფიციალური საიტი: http://www.sublimetext.com/ 

პეკიჯები :                        https://sublime.wbond.net/

კარგი ტუტორიალები ტუტსპლუსზე: http://code.tutsplus.com/categories/sublime-text

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

და რო გავხსნი მარტო გრაფიკული ვერსიაა ეს? ტერმინალში არაა?

 

გავხსენი desktop-დან subl 123 ბრძანებით და ჩავწერე ტექსტი დავხურე არც შენახვა მოუთხოვია და არც ვიცი სად შეინახა, მარა იგივე subl 123 ს რო ვკრეფ იგივე ფაილს მიხსნის. ისევ vim-ს ვიხმარ ტერმინალშიცაა და დახურვისას იქ ინახება შექმნილი ფაილი სადაც გავხსენი.

Link to comment
Share on other sites

და რო გავხსნი მარტო გრაფიკული ვერსიაა ეს? ტერმინალში არაა?

 

გავხსენი desktop-დან subl 123 ბრძანებით და ჩავწერე ტექსტი დავხურე არც შენახვა მოუთხოვია და არც ვიცი სად შეინახა, მარა იგივე subl 123 ს რო ვკრეფ იგივე ფაილს მიხსნის. ისევ vim-ს ვიხმარ ტერმინალშიცაა და დახურვისას იქ ინახება შექმნილი ფაილი სადაც გავხსენი.

subl 123 - ით შენ შექმენი Playn Text ფაილი რომელიც შეინახა საბლაიმის კეშში, მიუხედავად იმისა, რომ შენ არ შეინახე, ეგ ძალიან კარგი ფუნქცია... წარმოიდგინე კოდს წერ და დენი ჩაგიქრა... ან ედიტორი შემთხვევით ისე დახურე რომ არ შეინახე... არაფერიც არ წაგეშლება კეშში იქნება და ვსო. შენახვა თუ გინდა ჩვეულებრივ ctrl + s და შეინახე სადაც გინდა.

ტერმინალში მე რასაც ვიყენებ ესაა subl file ფაილის გასახსნელად და subl . დირექტირიის გასახსნელად, გახსნი პაპკას და საბლაიმიდანვე აკეთებ ახალი ფაილის შექმნას, წაშლას, სახელის შეცვლას...

VIM - ს რაც შეეხება რავი კაია ვიმიც, ვი-ც, ლესიც ქათიც... მეც ხშირად ვიყენებ, მაგრად გააჩნია რისი გაკეთება გინდა, როდესაც დიდ პროექტზე მუშაობ ჩემი აზრით ვიმით გაგიჭირდება...

Link to comment
Share on other sites

ხო მე უბრალოდ გრაფიკულად არ მინდოდა მოხმარება. ანუ როგორც vim-ია რა ტერმინალიდანვე რო აკეთებ vim 123 ბრძანებით სიტყვაზე და ტერმინალშივე წერ ეგ მინდოდა.

 

ეგ მართლაც ძალიან მაგარი რამეა ქეშში რომ ინახავს.

Link to comment
Share on other sites

ჩემტან ჩვეულებრივ ინახავს ავტომატურად თუ დაიქრაშა ან გაითიშა ან რამე მოხდა. არაფერი გამიკეთებია მაგისთვის

Link to comment
Share on other sites

ჩემტან ჩვეულებრივ ინახავს ავტომატურად თუ დაიქრაშა ან გაითიშა ან რამე მოხდა. არაფერი გამიკეთებია მაგისთვის

დეფაულტადაა მასე ხო.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.