Shoti Posted October 18, 2013 Share Posted October 18, 2013 გამარჯობა, ამ თემაში მინდა გესაუბროთ იმ აუცილებელ პროგრამებზე რაც დაგჭირდებათ Web Development - ში Ubuntu - ზე. იდეაში პოსტი სამართლიანი იქნება სხვა ლინუქსის დისტრიბუტივებისთვისაც. გიზიარებთ ჩემს მწირ გამოცდილებას და იმედი მაქვს თქვენც დაამატებთ საინტერესო ინფორმაციას/პროგრამებს. თემას დავყოფ თავებად:1. ბრაუზერები.2. ედიტორი/IDE.3. გრაფიკა.4. FTP პროგრამა.5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) მაშ დავიწყოთ 1. ბრაუზერები ბრაუზერების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმენათ უბუნტუზე, შეგიძლიათ დააყენოთ Firefox - ი, Chrome - ი, Opera... როგორც იცით Firefox - ი ჩაშენებულია უბუნტუში Chrome - ის დასაყენებლად შევდივართ ამ საიტზე ხოლო ოპერას დასაყენებლად ტერმინალში ვწერთ: sudo sh -c 'echo "deb http://deb.opera.com/opera/ stable non-free" >> /etc/apt/sources.list.d/opera.list' sudo sh -c 'wget -O - http://deb.opera.com/archive.key | apt-key add -' sudo apt-get update sudo apt-get install opera ახლა რაც შეეხება ჩვენს საყვარელ IE - ს, ყველას კარგად მოგეხსებათ, რომ IE იყო და არის Front-End დეველოპერების დიდი თავის ტკივილი, შესაბამისად ლინუქსზე გვჭირდება ეს "ბრაუზერი" რომ დავტესტოთ ჩვენი დაწერილი კოდი... IE - ს დაყენებას ჩვენ შევძლებთ პროგრამით PlayOnLinux. ამისთვის ვიწერთ და ვაყენებთ პროგრამას აქედან შემდეგ კი მარტივად შევძლებთ დავაყენოთ IE - ს 1,2,3,4,5,6,7,8 ვერსიები.2. ედიტორი/IDE. დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ედიტორით Sublime Text - ით. ესაა Cross Platform ედიტორი რომელიც იდეალურია HTML,CSS,PHP,JS და სხვა კოდებთან სამუშაოთ. სტაბლირ მეორე ვერსიას ვიწერთ აქედან შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ Aptana Studio ესაა eclipse ზე დაფუძნებული IDE, ჩაშენებული ftp კლიენტით და სხვა მრავალი სიკეთით. გადმოსაწერად ეწვიეთ მის ოფიციალურ საიტს Adobe Dreamweaver - ის მშვენიერი ალტერნატივა ლინუქსე არის KompoZer - ი, ესაა WYSIWYG - ი საკმაოდ დახვეწილი და მდიდარი ფუნქციონალით. ვიწერთ აქედან3. გრაფიკა მარქაფისთვის PSD ფაილების დასაჭრელად Photoshop - ის ალტერნატივა ლინუქსე არის მშვენიერი უფასო პროგრამა GIMP - ი. მას ვაინსტალირებთ ტერმინალიდან ბრძანებით: apt-get install gimp 4. FTP პროგრამა FTP სთან სამუშაოთ გთავაზობთ პროგრამას filezilla, ვაინსტალირებთ ტერმინალიდან: sudo add-apt-repository ppa:adabbas/1stppa sudo apt-get update sudo apt-get install filezilla 5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) ახლა კი გადავიდეთ ვებ სერვერზე ტერმინალში პოვიპოვოთ რუთის უფლებები sudo su და დავიწყოთ.5.1 ვაინსტალირებთ MySQL-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install mysql-server mysql-client მოგთხოვთ პაროლს, შეიყვანეთ სასურველი პაროლი აირჩიეთ ოკ, შემდეგ დაატასტურეთ პაროლი და MySQL - ი დაყენებულია.5.2 ვაინსტალირებთ Apache-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install apache2 და დაინსტალირების შემდეგ შესამოწმებლად შევდივართ http://192.168.0.100 ან http://localhost/ თუ დაგვიწერა It works! ბლა,ბლა,ბლა ე.ი ყველაფერი რიგზეა. ხოლო apache იმყოფება /var/www დირექტორიში. კონფიგურაციის ფაილი კი არის აქ /etc/apache2/apache2.conf5.3 ვაინსტალირებთ PHP5-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install php5 libapache2-mod-php5 და გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart ახლა კი შევამოწმობთ მუშაობს თუ არა ჩვენი პიეჩპი, ამისთვის /var/www/ დირექტორიში ვქმნით რაიმე php ფაილს მაგალითად info.php და ვწერთ: <?php phpinfo(); ?> შემდეგ კი ვაკითხავთ ამ ფაილს http://localhost/info.php თუ გამოიტანა php - ის შესახებ ინფო ე.ი ყველაფერი რიგზეა.5.4 PHP - ის ვაძლევთ MySQL - ის საფორთს ტერმინალში ვწერთ: apt-cache search php5 შემდეგ: apt-get install php5-mysql php5-curl php5-gd php5-intl php-pear php5-imagick php5-imap php5-mcrypt php5-memcache php5-ming php5-ps php5-pspell php5-recode php5-snmp php5-sqlite php5-tidy php5-xmlrpc php5-xsl გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart მივდივართ მისამართზე http://localhost/info.php და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ უნდა გამოჩენილიყო ახალი ბლოკები მათ შორის MySQL - ის ბლოკიც.5.5 ვაინსტალირებთ phpMyAdmin - ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install phpmyadmin კითხვაზე Web server to reconfigure automatically: ვირჩევთ apache2 ხოლოდ კითხვაზე Configure database for phpmyadmin with dbconfig-common? ვირჩევთ No, ამის შემდეგ კი მივდივართ მისამართზე http://localhost/phpmyadmin/ ესეც ასე იდეაში ყველაფერია რაც ვებ დეველოპერს დასჭირდენა, თქვენგანაც ველი გამოცდილების გაზიარებას. რაც შეეხება საავტორო უფლებებს, პირველ ოთხ თავში დაწერილი ინფორმაცია მეკუთვნის მე, რომელიც დავწერე პირადი გამოცდილების ხარჯზე, ყველა პროგრამა ჩაწერილი და დატესტილი მაქვს ჩემს სისტემაზე, რაც შეეხება ბოლო თავს და მის ქვეთავებს ინფორმაცია ავიღე აქედან და ასევე ჩაწერილი და დატესტილია ჩემს ლინუქსზე. საჭირო ბმულები: Mozilla Firefox: http://www.mozilla.org/en-US/firefox/new/ Google Chrome: https://www.google.com/intl/en/chrome/browser/ Opera: http://www.opera.com/ PlayOnLinux: http://www.playonlinux.com/en/ Sublime Text: http://www.sublimetext.com/ Aptana: http://www.aptana.com/ KompoZer: http://www.kompozer.net/ GIMP: http://www.gimp.org/ FileZilla: https://filezilla-project.org/download.php Apache: http://httpd.apache.org/ PHP: http://www.php.net/ MySQL: http://www.mysql.com/ Ubuntu: http://www.ubuntu.com/ phpMyAdmin: http://www.phpmyadmin.net/ 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted October 18, 2013 Share Posted October 18, 2013 კარგი და გამოსადეგარი თემაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted October 18, 2013 Share Posted October 18, 2013 აი მესმის ძმაო! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted October 20, 2013 Share Posted October 20, 2013 კარგი თემაა sublime text-ზე გეთანხმები საუკეთესოა ჩემი აზრით ide-ს რაც შეეხება მე phpstorm-ს ვხმარობ და საერთოდ jetbrains-ის ყველა პროდუქტს)) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted October 20, 2013 Author Share Posted October 20, 2013 კარგი და გამოსადეგარი თემაა აი მესმის ძმაო! თენქ კარგი თემაა sublime text-ზე გეთანხმები საუკეთესოა ჩემი აზრით ide-ს რაც შეეხება მე phpstorm-ს ვხმარობ და საერთოდ jetbrains-ის ყველა პროდუქტს)) არვიცი, phpstorm - ი არ გამომიყენებია მე, ისე მომეწონა სქრინები, ვნახავ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted October 21, 2013 Share Posted October 21, 2013 Notepad++ / DreamWeaver Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted October 21, 2013 Author Share Posted October 21, 2013 Notepad++ / DreamWeaver არც ერთია ლინუქსზე და არც მეორე :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted October 21, 2013 Share Posted October 21, 2013 ხო არ ყოფილა submile-იც არაფრით ჩამოუვარდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted October 21, 2013 Author Share Posted October 21, 2013 ხო არ ყოფილა submile-იც არაფრით ჩამოუვარდება. რას Notepad++ სს? Notepad++ / DreamWeaver - ს ერთად აღებულს მირჩევნია Sublime Text - ი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted October 21, 2013 Share Posted October 21, 2013 მეც მირჩევნია, მაგრამ მიჩვეული ვარ dw-ს. ხანდახან ვხმარობ ხოლმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ilia uneli Posted June 13, 2014 Share Posted June 13, 2014 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 13, 2014 Author Share Posted June 13, 2014 რაიყო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted June 14, 2014 Share Posted June 14, 2014 Notepad++ / DreamWeaver ეს კომენტარი წამიშალეთ მაშინ ST ახალი დაგემოვნებული მქონდა და არ ვიყენებდი ხშირად, ახლა უამისოდ სიკვტილი მირჩევნია ისე რა ხდება 3 ვერსია ბეტაზეა უკვე 1 წელი მგონი, ამბობენ Jon Skinner-მა მიატოვა st-ს დეველოპმენტი და მართალია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 15, 2014 Author Share Posted June 15, 2014 ეს კომენტარი წამიშალეთ მაშინ ST ახალი დაგემოვნებული მქონდა და არ ვიყენებდი ხშირად, ახლა უამისოდ სიკვტილი მირჩევნია ისე რა ხდება 3 ვერსია ბეტაზეა უკვე 1 წელი მგონი, ამბობენ Jon Skinner-მა მიატოვა st-ს დეველოპმენტი და მართალია? კანფეტია 1 წელი არაა,მაგრამ, 18 დეკემბრის მერე სიჩუმეა. აგერ http://www.sublimetext.com/forum/viewtopic.php?f=2&t=15477&p=58951#p58951 აქ დარდობენ მიჭებიც ხოდა რავი, ისე ძალიან დიდი დრო არ გასულა მგონი რავიცი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted June 15, 2014 Share Posted June 15, 2014 ხო მაგრამ რამეს მაინც არ დაწერდა ამ ხნის განმავლობაში? ვაბშე ცოცხალია?? აღარ ვმუშაობო მაინც დაეწერა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 15, 2014 Author Share Posted June 15, 2014 ხო მაგრამ რამეს მაინც არ დაწერდა ამ ხნის განმავლობაში? ვაბშე ცოცხალია?? აღარ ვმუშაობო მაინც დაეწერა რას გაუგებ პროგრამისტ კაცს :D P.S. ისე საბლაიმი ერთ თემას კი იმსახურებს. გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, საინტერესო პლაგინებს და ა.შ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 16, 2014 Share Posted June 16, 2014 ეგ sublime რა პონტია, ნავაროჩენი ტექსტური რედაქტორია რამე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 17, 2014 Author Share Posted June 17, 2014 ეგ sublime რა პონტია, ნავაროჩენი ტექსტური რედაქტორია რამე? "Sublime Text is a sophisticated text editor for code, markup and prose. You'll love the slick user interface, extraordinary features and amazing performance." ქროს პლათფორმული ედიტორია პროგრამისტებისთვის, მიდის როგორც ვინდოუსზე ასევე ლინუქსზე და ოს იქსზე, არის ძალიან მსუბუქი და სწრაფი და აქვს ძალიან,ძალიან მაგარი ფუნქციები, ასევე აქვს ძალიან დიდი პეკიჯების ბაზა და ცოტა დრო თუ დაუთმე ისე გამართავ შენს გემოზე, რომ უამრავ დროს დაგიზოგავს და მაქსიმალურად სასიამოვნოს გაგიხდის კოდის წერას. სხვა რაგითხრა, უნდა სცადო... ოფიციალური საიტი: http://www.sublimetext.com/ პეკიჯები : https://sublime.wbond.net/ კარგი ტუტორიალები ტუტსპლუსზე: http://code.tutsplus.com/categories/sublime-text 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 17, 2014 Share Posted June 17, 2014 და რო გავხსნი მარტო გრაფიკული ვერსიაა ეს? ტერმინალში არაა? გავხსენი desktop-დან subl 123 ბრძანებით და ჩავწერე ტექსტი დავხურე არც შენახვა მოუთხოვია და არც ვიცი სად შეინახა, მარა იგივე subl 123 ს რო ვკრეფ იგივე ფაილს მიხსნის. ისევ vim-ს ვიხმარ ტერმინალშიცაა და დახურვისას იქ ინახება შექმნილი ფაილი სადაც გავხსენი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 17, 2014 Author Share Posted June 17, 2014 და რო გავხსნი მარტო გრაფიკული ვერსიაა ეს? ტერმინალში არაა? გავხსენი desktop-დან subl 123 ბრძანებით და ჩავწერე ტექსტი დავხურე არც შენახვა მოუთხოვია და არც ვიცი სად შეინახა, მარა იგივე subl 123 ს რო ვკრეფ იგივე ფაილს მიხსნის. ისევ vim-ს ვიხმარ ტერმინალშიცაა და დახურვისას იქ ინახება შექმნილი ფაილი სადაც გავხსენი. subl 123 - ით შენ შექმენი Playn Text ფაილი რომელიც შეინახა საბლაიმის კეშში, მიუხედავად იმისა, რომ შენ არ შეინახე, ეგ ძალიან კარგი ფუნქცია... წარმოიდგინე კოდს წერ და დენი ჩაგიქრა... ან ედიტორი შემთხვევით ისე დახურე რომ არ შეინახე... არაფერიც არ წაგეშლება კეშში იქნება და ვსო. შენახვა თუ გინდა ჩვეულებრივ ctrl + s და შეინახე სადაც გინდა. ტერმინალში მე რასაც ვიყენებ ესაა subl file ფაილის გასახსნელად და subl . დირექტირიის გასახსნელად, გახსნი პაპკას და საბლაიმიდანვე აკეთებ ახალი ფაილის შექმნას, წაშლას, სახელის შეცვლას... VIM - ს რაც შეეხება რავი კაია ვიმიც, ვი-ც, ლესიც ქათიც... მეც ხშირად ვიყენებ, მაგრად გააჩნია რისი გაკეთება გინდა, როდესაც დიდ პროექტზე მუშაობ ჩემი აზრით ვიმით გაგიჭირდება... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 17, 2014 Share Posted June 17, 2014 ხო მე უბრალოდ გრაფიკულად არ მინდოდა მოხმარება. ანუ როგორც vim-ია რა ტერმინალიდანვე რო აკეთებ vim 123 ბრძანებით სიტყვაზე და ტერმინალშივე წერ ეგ მინდოდა. ეგ მართლაც ძალიან მაგარი რამეა ქეშში რომ ინახავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted June 18, 2014 Share Posted June 18, 2014 ჩემტან ჩვეულებრივ ინახავს ავტომატურად თუ დაიქრაშა ან გაითიშა ან რამე მოხდა. არაფერი გამიკეთებია მაგისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shoti Posted June 18, 2014 Author Share Posted June 18, 2014 ჩემტან ჩვეულებრივ ინახავს ავტომატურად თუ დაიქრაშა ან გაითიშა ან რამე მოხდა. არაფერი გამიკეთებია მაგისთვის დეფაულტადაა მასე ხო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.