Shopen Posted October 9, 2013 Posted October 9, 2013 კორპორაცია Asus-მა ერთი დღით ადრე წარადგინა 12 ახალი ვიდეო ბარათი Radeon R9 და Radeon R7-ის ხაზის, მათ შორის არის Matrix R9 280X (Matrix-R9280X-3GD5) და Matrix R9 280X Platinum (Matrix-R9280X-P-3GD5) რომლებიც განეკუთვნებიან Asus-ის საფირმო ხაზს Republic of Gamers. გამართლდა ის ინფორმაცია რო ტოპ მოდელს ექნება Matrix HD 7970 Platinum-ის დიზაინი- 20 ფაზიანი კვების სისტემა(16 ფაზა GPU-სთვის) და სამ სლოტიანი ქულერი ხუთი სპილენძს სითბური მილაკით 8მმ დიამეტრი და ორი 100მმ ვენტილიატორით. ჭორები იმის შესახებ რო მოდელი იმუშავებს შედარებით დაბალ სიხშირეზე დადასტურდა, Matrix-R9280X-3GD5-ს ექნება 1000MHz ბირთვის 6000MHz კი მეხსიერების სიხშირე, პლატინის ვერსია Matrix-R9280X-P-3GD5 კი 1100/6400MHz-ით აღიჭურვება. როგორც მათ აღწერაშია მოცემული ახალ მოდელებს ექნებათ VGA Hotwire(ძაბვის კონტროლი),TweakIt(ოვერქლოქის პანელი),Turbo Fan Activator(ღილაკი ფანების მაქსიმალური ბრუნვის გასააქტიურებლად) და GPU Tweak(უტილიტი ოვერქლოქინგისთვის) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალი ბარათები გაყიდვაში ჩაეშვება ამ თვის ბოლოს. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.