Jump to content

SSD- სიახლეები,განხილვა,დახმარება


Shopen

Recommended Posts

მოკლედ ამ თემაში განვიხილოთ, გავუზიაროთ ცოდნა და ვურჩიოთ ინფორმაციის მატარებლის ერთ-ერტი ტიპზე SSD-ზე, ვინც არ იცით იხილეთ სტატია

SSD FAQ(ავტორი ჯამბო)

თემის

1) რა არის SSD(SOLID STATE DRIVE)? 
Solid_State_Drive.jpg
ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. 

2)რა განსხვავებაა SSD-სა და USB FLASH DRIVE (ეგრეთწოდებული "ფლეშკა")-ს შორის?!
ocz-slate-ssd-expresscard-size-compare.j
SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC(შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია,საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში Fლეშზე)
ეს ფუნქციები "ფლეშკას" არ გააჩნია 
3)რა პლიუსები და მინუსები აქვს მას?
დავიწყოთ რაღათქმა უნდა პლიუსებით :
ა) SSD-ები არ გამოცემენ ხმას
ბ) არ აქვს მოძრავი ნაწილები და შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე,რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე)
გ) ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის და ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს ენერგომოხმარებაზე
დ) ძებნის დროს გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებით
ე) არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით ( biggrin.gif ) 

გადავიდეთ მინუსებზე: 
ა) SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს , ის იწყებს ცუდად მუშაობას 
ბ) ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა ჩვენდა სასიხარულოდ smile.gif)

4) რას ნიშნავს SLC და MCL და რა განსხვავებაა მათ შორის ? 
samsung-flex-onenand.jpg
SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება , SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები)
SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი(ასე უფრო გასაგები იქნება biggrin.gif ) და გაზრდილია ენერგომოხმარება , აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის)
SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი)
დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება
5) რა ტემპერატურას უძლებს SSD მოწყობილობები? 
მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში (რათქმა უნდა სავალდებულოა ისინი დაცული იყვნენ კონდესატისაგან) 
6) შესაძლებელია თუ არა SSD-ებს ქონდეთ BAD sector-ები (დაზიანებული სექტორები) მსგავსად HDD-სი?
შესაძლებელია. SSD-ების შემთხვევაში მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში , რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას.
არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს.
7) რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის მოწყობილობის შეძენისას?
ყველაზე მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ :
ა) I/O ოპერაცია წამში. აქ მოქმედებს მარტივი წესი: რაც მეტია მით უკეთესია . ამ მაჩვენებელს შეუძლია არც თუ მცირე რამ გვითხრას პერფორმანსზე .მაგალითისთვის: ინტელის x25-E გააჩნია 35000 I/O ოპერაცია წამში კითხვის შემთხვევაში და 3300 ჩაწერის , რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია
ბ) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. იგი მოცემულია მეგაბაიტების რაოდენობით წამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ მონაცემად წაკითხვისათვის ითვლება მინიმუმ 150 მეგაბაიტი/წამში , ხოლო ჩაწერისათვის 80+ . საუკუთესო მოდელებს ამ მოწყობილობისა რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე გააჩნიათ დაახლოებით 250მბ/წმ წაკითხვა და 200მბ/წმ ჩაწერა (რათქმა უნდა ნაგულისხმები არაა SSD-ები რომლებიც რაიდშია...)

ocz-summit-ssd_10637.jpg

______________
კრიტიკას არ ვართ, ისედაც თვალები მტკივა უკვე biggrin.gif
მერე დავამატებ კიდე რაღაცეებს smile.gif

By mischaia88
SSD კონტროლერი 

ხშირად მესმის ხოლმე SSD-ს მთელი მუღამი ისაა, რომ კონტროლერი აქვსო. ჰოდა გადავწყვიტე გამერკვია რა არის ეს კონტროლერი და რას აკეთებს.

უკვე კარგად იცით რას წარმოადგენს DRAM ტიპის მეხსიერება. ის საკმაოდ სწრაფი გახლავთ. მათზე ჩაწერა-წაშლა ნანოწამებში ხდება, ფაქტობრივად CPU-ს ტაქტთან შეწყობით. უპირატესობა HDD-სთან შედარებით შთამბეჭდავია. HDD-ს ხომ ფიზიკური დრაივი აქვს, დისკები, მაგნიტური წამკითქველი, მოკლედ მექანიკური ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, ამას კი დრო სჭირდება...აი, მაგალითად ყველაზე სწრაფი HDD 7 მილიწამს ხარჯავს დისკიდან ინფორმაციის წაკითხვაში მაშინ, როცა CPU-ს ამ დროში ასი ათასი ოპერაციის ჩატარება შეუძლია...სხვაგვარად რომ ვთქვათ, HDD CPU-სთვის მეტისმეტად ნელია. აქაა DRAM-ის მთავარი პლიუსი - სისწრაფე, მაგრამ DRAM-ს აქვს უარყოფითი მხარეც - თუკი მასში შენახულ ინფორმაციას პერიოდულად არ გაუკეთდება განახლება (refresh), იგი იკარგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც DRAM მოწყობილობას გამორთავთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მასში ინახება, დაიკარგება. 
NAND ფლეშ მეხსიერება "ოქროს შუალედია", ის სწრაფიცაა და არც მონაცემებს "აორთქლებს". ეს მეხსიერება შედგება სპეციალური ტრანზისტორ MOSFET-ისგან (MOSFET - metal–oxide–semiconductor field-effect transistor), მასში მუხტის გატარების შემდეგ აღარაა საჭირო refresh-ი - ინფორმაცია აღარ იკარგება. ერთი MOSFET-ი მხოლოდ ერთ ბაიტ ინფორმაციას "აკავებს", ასე რომ NAND ჩიპებს მწკრივებად განლაგებული მილიონობით მოსფეტი აქვთ, რომლებიც შემდეგ ჯგუფებადაა დაყოფილი. ამ ჯგუფებს page (პეიჯი რა). თანამედროვე page 4KB ზომისაა. მოსფეტში ინფორმაციის ჩაწერა მარტივია, მაგრამ ინფორმაციის წაშლისას ერთი მოსფეტის გასუფთავება შეუძლებელია, სუფთავდება მოსფეტების მთელი ბლოკები. NAND ჩიპის ბლოკი ძირითადად 128 პეიჯისგან შედგება (ანუ 512KB). ანუ თუკი მე მინდა ამ ბლოკში ერთი page-ს წაშლა (4KB), ამისათვის დანარჩენი 127 page-ც უნდა წავშალო (508KB). ხშირი წაშლა-ჩაწერა კი ჩიპისთვის საზიანოა, 10000 ციკლის შემდეგ იგი უკვე შეცდომებს უშვებს.

ჰოდა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთსადაიმავე ბლოკში ხშირი წაშლა-ჩაწერა და ნაადრევად არ გამოვიყვანოთ იგი მწყობრიდან, საჭიროა კონტროლერი. კონტროლერი არის მოწყობილობა, რომელიც ყველა ბლოკზე თანაბრად ანაწილებს ჩაწერის და წაშლის ციკლებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლერის წყალობით ჩვენ არ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერების რომელიმე ნაწილი 2 დღეში, არამედ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერება, ოღონდ, მაგალითად 2 წელიწადში tongue.gif.
გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ჩიპია, სურათზე - ზედა მარცხენა

82cba78ca66a.jpg

კონტროლერი იმახსოვრებს, რომელი ბლოკია წაშლილი, რომელი - ჩაწერილი, რომელი ცარიელი და რომელი - წასაშლელი (ასეთად მიიჩნევა ბლოკი, რომელშიც ყველაზე მეტი "ნაგავია"). ყველაფერი ეს აადვილებს ძებნასაც და ასწრაფებს SSD-ს მუშაობას, მაგრამ საკუთარ მეხსიერებაში ქექვისთვის კონტროლერს რათქმაუნდა გარკვეული დრო ეხარჯება. დრო, რომელსაც ლატენტურობა ეწოდება და უკვე კარგად იცით რას ნიშნავს tongue.gif. ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ ზოგიერთი SSD-ს კონტროლერის საშუალო ლატენტურობას მილიწამებში

6b5f3be165a5.jpg

როგორც ხედავთ საშუალო ლატენტურობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ მაქსიმალური ლატენტურობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია, აი ასე:

1780dfe7d5b3.jpg

კონტროლერს შეუძლია ინფორმაცია დაყოს და სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად ჩაწეროს ან წაშალოს. დაახლოებით ისე, როგორც სურათზეა. შედეგი - უფრო მეტი სისწრაფე. SSD იგებს.

2649b2c723c7.png

ყველაზე პატარა ინფორმაცია, რისი დაყოფაც საჭირო არაა, 4KB სიდიდისაა.

e4f3bb800c35.png

ხოლო თუკი გვაქვს ცარიელი ბლოკები, ინფორმაცია იყოფა თანაბარ ნაწილებად და ისე იწერება ბლოკებში (რომ ისინი რიგრიგობით არ გაფუჭდეს, ამაზე ზევით ვილაპარაკე).

d7edeb54288d.png

ფაილის წაშლისას კი ხდება შემდეგი:

e72c100cc38f.png

ან თუკი ფაილი უფრო მცირე ზომისაა:

805a716b0da5.png

იმედია ცოტა მაინც გაერკვიეთ იმაში, თუ რა არის SSD-ს მეხსიერების კონტროლერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას SSD-ს სიცოცხლის გახანგრძლოვებისთვის. 
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი, მიხეილ რ.

 

 

SSD-ს ოპტიმიზაცია(ავტორი მიშა)

თემის

პირველ რიგში, გავერკვეთ კონტროლერებში, რადგან მყარ მატარებელში საქმის 50 პროცენტი სწორედ კონტროლერებზეა დამოკიდებული (დანარჩენი 50 - ჩიპებზე). დღესდღეობით ბაზარზე რამდენიმე სახის კონტროლერია გავრცელებული.

Intel X25-M. კომპანია Intel-ის მიერ წარმოებულ მყარ მატარებლებს ამავა სახელწოდების კონტროლერი აქვთ (ასე ვთვლი, რადგან სხვაგვარი ინფორმაცია ვერსაც ვიპოვე). X25-M ბაზრის "მეინსტრიმ" კატეგორიას იჭერს. დღესდღეობით უკვე იყიდება "მეორე თაობის" X25-ები, რომლებსაც Windows 7-ში "TRIM"-ის მხარდაჭერა აქვთ (TRIM - ბრძანება, რომლის დახმარებითაც OS "გრძნობს", თუ რომელი ბლოკებია გამოყენებისთვის გამოუსადეგარი და მათ "შლის" სისტემიდან). ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ სამწუხაროდ Intel-ის მეორე თაობის SSD-ები მხოლოდ 80/160GB ტევადობისაა და შესაბამისად 280/530$ ღირს.

qm630d2s8or5j3evcw.jpg

Indilinx Barefoot. კონტროლერების ყველაზე დიდი მწარმოებელი ალბათ კომპანია Indilinx-ია. დღესდღეობით იგი სამი მოდელის კონტროლერს ამზადებს. ერთ-ერთი მათგანაი Indilinx Barefoot. ეს ოთხარხიანი კონტროლერია, რომელსაც TRIM ფუნქცია მიკროპროგრამულ (firmware) დონეზე აქვს ჩანერგილი, ანუ რა SSD-საც უნდა ჩაუდგათ Barefoot, ყველას ექნება Trim. გარდა ამისა მიკროპროგრამა მუდმივად უმჯობესდება და მისი განახლება ძლიერ წააგავს დედადაფის BIOS-ის დაფლეშვას. ასე რომ "უცხო" არაფერი გელით. ამ კონტროლერებით ძირითადად OCZ-ს წარმოების მყარი მატარებლებია აღჭურვილი.

Indilinx Barefoot ECO - ეს კონტროლერი G.Skill-ის "საკუთრებაა", რადგან მის გარდა დღეისთვის არავინ იყენებს ECO-ს. "ეკოს" და "უეკოოს" შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ "ეკოს" აქვს 40nm-ზე ნაკლები ტექპროცესის მქონე ჩიპების მხარდაჭერა (34nm მაგალითად). ეს ჩიპები დასამზადებლად იაფია, ასე რომ თეორიულად ECO სჯობს Barefoot-ს.

Indilinx Jetstream. ინდილინქსის მესამე კონტროლერი სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში და ექნება SATA 6G-ს მხარდაჭერა  :spiteful: . მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი და მგონი არც მეტი ცვლილება იქნება ახალ კონტროლერში. 

qiekctq9xovd4ralyv0.jpg

SandForce 1200 / 1500. სენდფორსი კონტროლერების ორ მოდელს უშვებს. 1200 რვაარხიანი გახლავთ, ხოლო 1500 - 16-არხიანი. იგი საოცრად სწრაფია, მაგრამ ძვირიც. ხუმრობა ხომარაა თექვსმეტი არხი... კონტროლერებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ SATA 3G-ს მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისია.

opjzpty7ktfmao4lwv4o.jpg

Marvell. "ყოვლისმომცველი" კომპანია, რომელსაც ფეხი აქვს ჩადგმული "ARM" პროცესორების, ქსელის ადაპტერების, უკაბელო ქსელის მოწყობილობების და სხვა მრავალი ჩიპის წარმოებაში, მყარი მატარებლის კონტროლერებსაც აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ახალ მოდელს SATA 6G-ს მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ კონტროლერით არის აღჭურვილი Crucial RealSSD C300. კონტროლერების გაცნობას მოვრჩით, ამიტომ ახლა პროგრამულ მხარეს მივხედოთ.

---------------------------------------------------

Intel Rapid Storage Technology

ორი თვის წინ Intel-მა გამოუშვა ახალი დრაივერი, რომლის დახმარებითაც TRIM ფუნქციით სარგებლობა საუთბრიჯის გავლითაც შეიძლება და სხვათაშორის, RAID-შიც მოქმედებს ეს TRIM  :ugly_wink: . ახლა მავანი იტყვის "რაღა დროს საუთბრიჯია, ან Intel-ს რა ხელი აქვს სხვა კონტროლერების დრაივერებთანო", მაგრამ თურმე კარგი დროსია საუთბრიჯი და ინტელს სწორედ რომ მიუწვდება ხელი ამ ყველაფერზე. დრაივერს "Rapid Storage Technology 9.6" ჰქვია და თი ვინიცობაა დაგჭირდეთ,მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ. ეს დრაივერი იმითიცაა კარგი, რომ ყველა SATA კონტროლერს ერგება. 

SSD Tweak Utility 

ეს მარტივი პროგრამაა, რომელიც თავსებადია Windows 2000/XP/Vista/7-ის როგორც 32, ასევე 64-ბიტიან ვერსიებთან. მისი საშუალებით შეგიძლიათ დატვიკოთ:
• Windows Indexing Service 
• System Restore 
• Windows Defrag 
• Use Large System Cache 
• NTFS Memory Usage 
• Disable 8.3 Filenames 
• Disable Date Stamping 
• Disable Boot Tracing 
• Windows Prefetcher 
• Windows Vista Superfetch 
გადმოსაწერო ბმული აქ არის განთავსებული.

t52ryphioovqkivvynbh.jpg

როგორც ხედავთ, პროგრამას აქვს როგორც ავტოტვიკინგის, ასევე "გაუმჯობესებული ტვიკინგის" შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყველაფრის თქვენით გაკეთება მოგიწევთ. 

yni218yt73tb7pwvulq4.jpg

ჯერ-ჯერობით "გაუმჯობესებული ტვიკინგის" მენიუ არც ისე სავსეა, მაგრამ დროთა განმავლობაში, პროგრამის ახალ ვერსიებთან ერთად, ისიც შეივსება. მენიუ საშუალებას გაძლევთ ერთი დაწკაპუნებით ჩართოთ ან გამორთოთ ესა თუ ის ფუნქცია. 

pbj1l4liqcq26sh9j4.gifpbj1l4liqcq26sh9j4.gif Windows 7 God Mode onu1dn8wp36ygqtqczbg.gifonu1dn8wp36ygqtqczbg.gif

jpykfcx67ftqtrii9gge.png

ეს საკმაოდ საინტერესო რამ გახლავთ. უბრალოდ ქმნით ახალ საქაღალდეს, აკოპირებთ ამ ტექსტს:
GodMode.{ED7BA470-8E54-465E-825C-99712043E01C}
არქმევთ ახალ საქაღალდეს ამ სახელს და იგი ჩვეულებრივი საქაღალდიდან ფუნქციების მოსაწესრიგებელ ღილაკად იქცევა. ახლავე შეგიძლიათ სცადოთ  :ugly_wink: 

ჩაწერის ქეშირების ჩართვა

6h1vu0fx5k4mrcv7oc4.png

სურათზე ნაჩვენებია SSD-ს "properties" მენიუ, რომელიც Device Manager-იდანაა "ამოყვანილი". მასში აღნიშნული სანიშნების ჩართვა აასწრაფებს თქვენს მყარ მატარებელს. 

ინდექსირების გათიშვა

8cp3opjxwmrype22crnf.png

ეს კი ჩვეულებრივი "C", "D" ან "ჭ" დრაივის "properties" მენიუა, სადაც სულ ქვემოთ განთავსებულია ინდექსირების სანიშნი. ჩართული ინდექსირება ძებნას ასწრაფებს, მაგრამ რადგან SSD-ებს ისედაც საკმაოდ სწრაფი წვდომის დრო აქვთ, ინდექსირება შეგიძლიათ გამორთოთ. 

დეფრაგმენტაციის გათიშვა

spj7mozhffhxzvqmmnda.png

უბრალო ვინჩესტერებს დეფრაგმენტაცია ფაილების მოსაწესრიგებლად სჭირდებათ, თუმცა SSD-ები ფაილებს ჩაწერისას თავადვე აწესრიგებენ, ასე რომ მათთვის დეფრაგმენტაცია უაზრო და არასასურველიც კია (რადგან ზედმეტი ჩაწერა/წაკითხვის ციკლს ასრულებს). როგორც წესი, Windows 7 თავადვე უთიშავს SSD-ებს დეფრაგმენტაციას, მაგრამ კარგი იქნება, თუკი გადაამოწმებთ ნაღდად გათიშულია თუ არა.

სისტემის აღდგენის გათიშვა

y6tik7rqpvbxqcbhh2r.png

სისტემის აღდგენის ფუნქციის გათიშვა საშუალებას მოგცემთ აასწრაფოთ ინფორმაციის მატარებელი და გაათავისუფლოთ მასზე ადგილი, მაგრამ ამასთანავე, თუკი სისტემა მოიშლება, ყველა მნიშვნელოვან ფაილს დაკარგავთ (იმედია ასეთ ფაილებს C დისკზე არ შეინახავთ  :xelitavi: ).

სუპერფეჩის გათიშვა  :givi:

7utlqm5efhzqcihv03r9.png

სუპერფეჩი, უფრო სწორად, სუპერფეჩი არის ფუნქცია, რომელიც ხშირად გამოყენებადი ფაილების ქეშირებას ახდენს, რათა მათი სწრაფი გამოძახება შესძლოთ. SSD-ების რეაგირების დროის სიმცირის გამო სუპერფეტჩი შეგიძლიათ გათიშოთ. გათიშვის მენიუ Services-ში შეგიძლიათ ნახოთ (Computer - manage - services - superfetch).

პრეფეტჩის გათიშვა

fiy7zrrjo7abs55lv9be.png

პრეფეტჩი არის ფუნქცია, რომელიც პროგრამის ფაილებს RAM-ში ინახავს. Windows 7-ის "სისწრაფე" დიდად არის პრეფეტჩის დამსახურება და ბევრმა მომხმარებელმა ეს ამბავი არც კი იცის. რათქმაუნდა პრეფეტჩი ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას ზრდის. 

მისი გათიშვა ხდება რეგისტრის (რეესტრის) რედაქტორიდან, ანუ regedit.exe-დან. მისი ჩართვის შემდეგ უნდა მოძებნოთ:
HKEY_LOCAL_MACHINESYSTEMCurrentControlSetControlSession ManagerMemory ManagementPrefetchParameters 

იპოვოთ "enable prefetcher", დაკლიკოთ მარჯვნივ და აირჩიოთ "modify", შემდეგ კი რიცხვი "3" შეცვალოთ რიცხვ "0"-ით და დააჭიროთ "ok"-ს. იმისათვის, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, საჭიროა კომპიუტერის გადატვირთვა.

---------------------------------------------------

აი, სულ ეს არის, რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება... გონიერი მომხმარებელი ამ მეთოდებიდან რამდენიმეს არამხოლოდ SSD-ს, არამედ HDD-ს ოპტიმიზაციისთვისაც გამოიყენებს... სხვა საქმეა, რამდენად ააჩქარებს ეს ყველაფერი თქვენს მყარ დისკს... 

წარმატებას გისურვებთ და გმადლობთ ყურადღებისთვის.

 

 

 

Best SSDs For The Money: August 2013 ( tomshardware.com )

 

 

რამდენი SSD-ს ბენჩმარკი( წყარო )

 

ssd%20bench%201-580-90.jpg

 

ssd%20bench%202-580-90.jpg

ssd%20bench%203-580-90.jpg

 

 

ssd%20bench%204-580-90.jpg

 

 

ssd%20bench%205-580-90.jpg

 

ssd%20bench%206-580-90.jpg

 

 

 

საუკეთესო SSD ფასის მიხედვით (hardware-revolution.com-ის დაყრდნობით)

განახლებულია 4 ოქტომბერს,2013წ Link

 

 

$75-მდე

51wPt84-KCL._SY150_.jpgADATA USA Premier Pro 64GB

 

$100

41WIo3WwI4L._SL300_.jpgSamsung 840 EVO 120GB

$130

41yhL6UiSOL._SY300_.jpgSamsung 840 Pro 128GB

$180

41WIo3WwI4L._SL300_.jpgSamsung 840 EVO 250GB

$225

41yhL6UiSOL._SY300_.jpgSamsung 840 Pro 256GB

 

 

 

 

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
  • 1 month later...
  • 3 weeks later...
  • 1 month later...
ბიჭებო რა მინდა გკითხოთ
ე.ი მაქვს OCZ 128GB Vertex 4
რომელსაც ვიყენებდი მაკზე, შესაბამისად ჩაწერილია მაკოესი
ეხლა ეს სსდ ამოღებული მაქვს და ელოდება მომავალ პერსონალურ კომპიუტერს, რო ჩავწერო ვინდოუს 8
როგორ მოვიქცე,
როცა ჩავაყენებ ამ სსდ-ს ახალ სისტემაში, ვინდოუსის ინსტალირებისას მივცე ქუიქ ფორმატი?
საკმაოდ დიდი დილემის ქვეშ მოვყევი, ტვინი ამერია ზოგი რას წერს უცხოურ ფორუმებზე ზოგი რას
 
როგორ იქნება სწორი მოქმედება ჩემი მხრიდან, რას მირჩევთ
Link to comment
Share on other sites

Xzibit, და პრობლემას რაში ხედავ? წაშლი დისკს, შექმნი ახლიდან(ფორმატი თავისთავად) და დააყენებ სისტემას 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Xzibit, და პრობლემას რაში ხედავ? წაშლი დისკს, შექმნი ახლიდან(ფორმატი თავისთავად) და დააყენებ სისტემას 

უცხოურ ფორუმებზე ვნახე რო არ არის კარგი პირდაპირ ფორმატიო, უნდა გამოიყენო შესაბამისი პროგრამაო რო უსაფრთხო ირეისი გაუკეთოო
ანუ არასწორად ვგებულობ?
Link to comment
Share on other sites

Xzibit, ვინდოუსი თვითონვე ართმევს მაგ საქმეს იდიალურად თავს (თუ რათქმაუნდა რაიმე დაზიანება არაა) და ყველაზე უსაფრთხოცაა, დამატებითი პროგრამები საჭიროა მაშინ როდესაც დისკს პრობლემა ექმნება ან ვირუსი ეჭრება და ამ დროს ვინდოუსი ვერ ან არ ყენდება :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked, pinned and unlocked this topic
  • 7 months later...

Samsung-ი M.2 SSD-ებს ანახლებს, წლის მეორე ნახევარში SM961 და PM961 გამოვლენ.

3000-3200 მბ/წმ ექნებათ წაკითხვის სიჩქარე :) მალე PCI-Express x4 აღარ ეყოფა SSD-ებს ლოლ :D მოგვიწევს x8 სლოტის შეჭმა.

http://www.anandtech.com/show/10168/samsung-shows-off-sm961-and-pm961-ssds-oem-drives-get-a-boost

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

bichebo maqvs eseti problema  maqvs kingston 120 gb SSD 6gb         da  dedaplatas   aqvs sata 3gb  mokled sashualo sickqares write  read   170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs  da  arsebobs saqartveloshi magazia sadac  PCI adapters davitrevs  anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit?

eseti minda

716X99-EScL._SL1500_.jpg

Link to comment
Share on other sites

29 minutes ago, gogli325 said:

bichebo maqvs eseti problema  maqvs kingston 120 gb SSD 6gb         da  dedaplatas   aqvs sata 3gb  mokled sashualo sickqares write  read   170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs  da  arsebobs saqartveloshi magazia sadac  PCI adapters davitrevs  anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit?

eseti minda

716X99-EScL._SL1500_.jpg

ეს რა კარგი რაღაც ვნახე,ზუსტად ის არის ჩემს მაზერს რაც ჭირდება :)

Link to comment
Share on other sites

http://www.sybausa.com/productInfo.php?iid=1195&currentPage=1

ამის დრაივერები მგონი არარი ვინ10-ზე და იმუშავებს 7-ის დრაივერებით?

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On 6/7/2016 at 7:57 PM, gogli325 said:

bichebo maqvs eseti problema  maqvs kingston 120 gb SSD 6gb         da  dedaplatas   aqvs sata 3gb  mokled sashualo sickqares write  read   170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs  da  arsebobs saqartveloshi magazia sadac  PCI adapters davitrevs  anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit?

eseti minda

716X99-EScL._SL1500_.jpg

ნაგავია ეგ კინგსტონი და არაფერი არ უშველის, სატა 7-ზეც რო დააერთო იგივე სიჩქარე ექნება, სატა 2 რო ალიმიტებდეს 170 კი არ იქნებოდა არმერდ 300 რამეთუ მაგდენი აქვს გამტარობა სატა 2-ს

Link to comment
Share on other sites

SYBA SD-PEX40049 Flex-2-port SATA III 6Gbps PCIe Card SATA-3 2 ports to Desktop

ეს დავაყენე ჩემს მაზერზე და მშვენივრად ამუშავდა,200 კითხვიდან 400-მდე ავიდა,საკმარისია რაც არის :)

სდსდ.JPG

Link to comment
Share on other sites

ეს crystal disk mark  რამდენ გიგაბაიტს წერს თურმე სსდ-ზე,გავგიჟდი,5-6 ჯერ გავატარე და 40გიგამდე მოემატა ჩაწერა,მეტს აღარ გავატარებ,ვსიო :)

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Samsung_მა პირველი UFS 1.0 სპეციფიკაციის კარტების პრეზენტაცია გააკეთა.

UFS 1.0 სპეცის კარტები დებენ SATA სსდ-ების დონის წარმადობას მიკროსდ-ს ზომაში :D

http://www.anandtech.com/show/10475/samsung-rolls-out-its-first-ufs-cards-ssd-performance-in-card-formfactor

UFS.jpg

ufs_card_presentation_1.png

ufs_card_presentation_2.png

ufs_card_presentation_3.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

4 TB-იანი Samsung 850 EVO გამოდის როგორც ჩანს :)

http://www.tomshardware.com/news/samsung-850-evo-4tb-ssd,32220.html

ადორამაზეც დაიდო: http://www.adorama.com/ssgmz75e4tb.html?gclid=CjwKEAjw-_e7BRDs97mdpJzXwh0SJABSdUH0ZIlcZyooiIbPZiWHQIpgSj9jJSpE_Y1aVwMoW49sSxoC2Svw_wcB

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

11 minutes ago, Power_VANO said:

4 TB-იანი Samsung 850 EVO გამოდის როგორც ჩანს :)

http://www.tomshardware.com/news/samsung-850-evo-4tb-ssd,32220.html

ადორამაზეც დაიდო: http://www.adorama.com/ssgmz75e4tb.html?gclid=CjwKEAjw-_e7BRDs97mdpJzXwh0SJABSdUH0ZIlcZyooiIbPZiWHQIpgSj9jJSpE_Y1aVwMoW49sSxoC2Svw_wcB

კაი ინფოა, მაგრამ კაი მოყოლაც ეღირება :D 

Link to comment
Share on other sites

ხო ნამეტარი ძვირია ჯერ ეგეთი მოცულობის სსდ-ი და საერთოდ არ ამართლებს ფასი წამრადობით დიდი მოცულობის ფაილების შესანახათ

Link to comment
Share on other sites

ჰო, ჯერჯერობით ისიც საკმარისია, რომ ტექნოპროცესი დახვეწეს იმ დონეზე, რომ მაგ ზომის სსდ-ები სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება უკვე. ფასის დაწევა უკვე დროის და კონკურენციის ამბავია.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.