Jump to content

Asus Maximus VI Hero - მიმოხილვა


Recommended Posts

Asus Maximus VI Hero — MotherBoard Intel Z87 (Socket 1150)

 

Maximus სერიის პირველი დედადაფა, Asus-მა წარადგინა 2007 წელს, რომელიც განკუთვნილი იყო ენთუზიასტებისთვის და მოთამაშეებისთვის. ისინი რა თქმა უნდა იყვნენ ერთერთი ყველაზე თანამედროვე და სასურველი დედადაფები, თუ საქმე დგებოდა მაქსიმალური წარმადობის მისაღებად და რეკორდების დამყარებაზე.

 

წელს მომხმარებლებმა გაიცნეს, ცნობილი ბრენდის, უკვე მეექვსე თაობის პროდუქტი. 

ახალ LGA1150 პლატფორმაზე, ამჟამად წარდგენილია R.O.G. Maximus სერიის ხუთი დედადაფა.

ძველ Maximus VI Extreme-ს აქვს მხარდაჭერა ოთხი ვიდეობარათის კონფიგურაციის, სამართავი პანელი OC Panel და სხვა ტექნოლოგიების, რომელიც საჭიროა რეკორდების დასამყარებლად.

 

მიუხედავად ამისა, მას ჩამოართვეს SupremeFX და GameFirst II, რომელიც არც ისეთი საჭიროა მაქსიმალური აჩქარების შემთხვევაში. Maximus VI Formula, მას შეუძლია იამაყოს, პროცესორის ენერგიის მართვის სისტემის რადიატორების (CrossChill)წყლის გაგრილების სისტემის მხარდაჭერით და დამატებით დაცვითი ელემენტით ROG Armor, რომელიც წააგავს თამაშების სერიას TUF (The Ultimate Fighter). 

 

R.O.G. სერიის მოთავსება mATX ფორმატში მოთავსების გადაწყვეტილება უკვე შეგვხვდა წინა თაობაში. Maximus VI Gene მწარმოებლისგან აღწერილი იყო, როგორც საუკეთესო, მაღალი წარმადობის დაფა, კომპაქტური სათამაშო სისტემებისთვის. მწარმოებელი ამას არ დასჯერდა და ამ წელს წარადგინა R.O.G. სერიის გადაწყვეტილება miniATX-ისთვის Maximus VI Impact.

 

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საუბარი გვექნება სხვა ახალბედაზე.

 

p01s.jpg

 

მიმოხილვაში ჩვენ გავიცნობთ ახალ მოდელს - Maximus VI Hero.

ATX ფორმატის პროდუქტს, გააჩნია R.O.G. სერიის ძირითადი მახასიათებლები - ფერადი სქემა, მაღალი ხარისხის კომპონენტები, ენერგომომარაგება Extreme Engine Digi+ III, სამართავი პანელის მხარდაჭერა OC Panel, ხმის რეგულატორი SupremeFX და ქსელის ადაპტერი GameFirst II.

 

ყველაფერთან ერთად, ის გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულებით, წინამორბედ პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ ასევე არ შეიძლება ჩავთვალოთ იგი ხელმისაწვდომად.

მწარმოებელმა აღნიშნა ახალი გადაწყვეტილები მოთამაშეებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის და საიმედო გადაწყვეტილება რეალურ ფასად.

 

დედადაფის ფუნქციები

 

დაფა არის ATX ფორმატის, სტანდარტული ზომები - 304×244 მმ და სამონტაჟო ცხრა ხრახნები.

გარეგნულად Maximus VI Hero დიდად არ გამოირჩევა მისი ძმებისგან. შესაძლოა შევამჩნიოთ მხოლოდ mPCIe Combo II სლოტის არქონა. ყველა დანარჩენი მახასიათებლები თან ახლავს: შავ-წითელ ფერთა გამა, შავი ფერის გაგრილების სისტემის რადიატორები, ჩამრთველი და გადამტვირთავი ღილაკები, წითელი მანათობელი დიოდები, გამოყოფილი აუდიო რეგულატორის ბლოკი.

 

p04s.jpg

 

პროდუქტი განკუთვნილია მეოთხე თაობის Intel-ის პროცესორებთან სამუშაოდ, სოკეტზე LGA1150. ასევე კომპანია Intel-ის რეკომენდაციით, დაფას გააჩნია საჭირო სივრცე, იმისათვის რომ დამონტაჟდეს გაგრილების სისტემა პროცესორისთვის. სტანდარტული 95x95 მმ ადგილის გარდა, შეგვიძლია გამოვთვალოთ დამატებითი სივრცე ოპერატიული მეხსიერების მიმართულებით და დიდი ადგილი ვიდეო ბარათის მხარეს.

 

p08s.jpg

 

დიდი დრო გავიდა რაც მეხსიერების სლოტების კონფიგურაცია არ შეცვლილა, იზრდება მხოლოდ სიხშირეები. ასერომ ოთხი სლოტი DDR3 მაქსიმალური რაოდენობით 32GB, დღესდღეობით არის სტანდარტული ვარიანტი. ოფიციალურად პროცესორებს ახალ პლატფორმებზე აქვთ მხარდაჭერა 1600 MHz მოდულების, მაგრამ დიდი რაოდენობის მწარმოებლები იძლევიან მაღალ სიხშირეზე მუშაობის საშუალებას. მოცემულ პროდუქტზე სიხშირეები გამოცხადებულია 2800 MHz-მდე, მისი ჩათვლით. რათქმაუნდა ასევე პარამეტრების კონტროლისთვის აქვს XMP პროფილის მხარდაჭერაც.

 

p07s.jpg

 

BIOS

 

პროდუქტში გამოიყენება BIOS მხარდაჭერით UEFI, შემუშავებული AMI ბაზაზე. მისი გაფორმებისთვის შერჩეულია R.O.G. სერიის ფერები - წითელი, შავი და თეთრი. აქვს რამოდენიმე ენის მხარდაჭერა და  შესაძლებელია თაგვით ("მაუსით") მუშაობა.

 

bios1.jpg

 

ბევრჯერ შევხვედრივართ ისეთ BIOS-ებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გამარტივებული პარამეტრების რეჟიმი. EZ Mode-ში მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ სისტემის მდგომარეობა (პროცესორის მოდელი, ტემპერატურები, ფანების მუშაობის სისწრაფე), XMP მეხსიერების მოდულებისთვის, ფანების მუშაობის რეჟიმის დამონტაჟება, ჩამტვირთავი მოწყობილობის არჩევა. წარმადობაზე გავლენას ახდენს ასევე ერთი საერთო სამ მდგომარეობაში გადამრთველი: Power Saving, Normal, Asus Optimal.

 

bios2.jpg

 

BIOS-ის პარამეტრების პროგრამების სრული ვერსია შედგება ექვსი ჯგუფისგან და My Favorites გვერდისგან, რომელშიც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის საჭირო პუნქტები.

შემცველობა ჯგუფებში:

  • Extreme Tweaker: მთავარი განყოფილება, რათა აირჩიოთ პროცესორის და მეხსიერების მუშაობის რეჟიმი (ასევე სიხშირეები და ძაბვა);
  • Main: ინფორმაცია დაფაზე, პროცესორზე და ოპერატიულ მეხსიერებაზე, თარიღის შექმნა, დრო და ენა, წვდომის კონტროლი;
  • Advanced: პროცესორის მუშაობის პარამეტრები, ჩიპსეტის პარამეტრები და პერიფერიული რეგულატორები, რომელიც გამორთავს მანათობელ დიოდებს;
  • Monitor: ძაბვის კონტროლი, ტემპერატურების, ფანების, ფანების მუშაობის რეჟიმის პარამეტრები;
  • Boot: ჩატვირთვის პარამეტრები, მოწყობილობის არჩევა;
  • Tool: განახლების უტილიტი BIOS EZ Flash 2, SSD გასუფთავების მოდული, პროფილების პარამეტრებთან მუშაობა, ინფორმაცია SPD მეხსიერების მოდულებიდან, პანელის სეთინგები ROG OC Panel.

ჯამში Asus-ს გამოუვიდა BIOS, რომელიც ასევე მოერგება დამწყებ მომხმარებლებსაც, რომლებმაც საკმარისია მხოლოდ ჩართონ სტანდარტული პარამეტრები და აირჩიონ ჩამტვირთავი მოწყობილობა. ექსპერტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების პარამეტრების ტუნინგის ფართო შესაძლებლობის საშუალებით, გახსნან თავიანთი აპარატული კონფიგურაციის პოტენციალი.

 

bios3.png

bios4.png

bios5.png

bios6.png

 

 

ფუნციონალობა

 

დედადაფის შესაძლებლობების ჩამონათვალი:

 

  • 6 შიდა პორტი SATA 6 GB / ჩიპსეტის ბაზაზე;
  • 2 შიდა პორტი SATA 6 GB / ASMedia ASM1061 ბაზაზე;
  • 6 ჩიპსეტის პორტი USB 3.0: 4 უკანა პანელზე, 2 შიდა შემაერთებელზე;
  • 8 ჩიპსეტის პორტი USB 2.0: 4 უკანა პანელზე, 2 - 2 შიდა შემაერთებლებზე;
  • Gigabit Ethernet რეგულატორი Intel WGI217V მიკროსქემის ბაზაზე;
  • ხმის რეგულატორი SupremeFX HDA-კოდეკის ბაზაზე Realtek ALC1150 ფორმატი 7.1, ოპტიკური ციფრული გამავალით დაფის უკანა და შიდა პანელზე;
  • უნივერსალური პორტი PS/2 უკანა პანელზე.

 

მცირე სიის მიუხედავად, უმეტესი კონფიგურაცია სრულიად საკმარისი იქნება, ასევე მაღალი წარმადობის სათამაშო სისტემისთვის. 

 

აჩქარების შესაძლებლობა

 

სტანდარტული პარამეტრებით, დაფა იყენებდა სატესტო პროცესორს Intel Core i7-4770K,

რომელიც იყო 3.9 GHz რეჟიმზე, დატვირთულ მდგომარეობაში. ფუნქცია 4-Way Optimization, Ai Suite III-ში ითვლება როგორც ოთხი ბლოკი ერთი სამართავი პროფილით - პროცესორის აჩქარება, ენერგიის ეკონომია, სისტემის კვების და ფანების მუშაობის მართვა. მისი დახმარებით შესაძლებელია პროცესორის სიხშირის გაზრდა 4.2, 4.4 და 4.6 GHz-მდე და ოპერატიული მეხსიერების მუშაობის რეჟიმის მართვა - 2133 MHz-ზე.

 

4way.jpg

 

manual.jpg

 

ai2.jpg

 

 

ამჟამად პროდუქტის საშუალო ფასი გახლავთ - 200$

 

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.