Jump to content

AMD CrossFireX VS NVIDIA SLI


Recommended Posts

ავტორი - ber0

შესავალი

ყველანაირ სფეროში ხალხისთვის ყოველთვის დიდ ინტერეს წარმოადგენს რა უფრო ძლიერი ან "მაგარია" - ეს თვისება ადამიანს თავიდანვე ფესვებში აქვს გამჯდარი. პროცესორების წარმადობა იზომება მეგაჰერცებში, ვიდეოდაფების კი ტერაფლოპსებში - თუ რომელს უფრო მეტი FPS აქვს და ა.შ. დღევანდელ დღეს კი ბრძოლა სხვადასხვა სახის პროდუქტებს შორის გაცდა საზღვრებს, ახლა ამ უკანასკნელნის გამძლეობის, სიცოცხლისუნარიანობის და ტექნოლოგიების შედარება/დადგენისთვის საჭიროა მთელი სისტემები.

ჩვენ ვაგრძელებთ "დიდ რბოლებს" და $#^#(|დებით დავადგინოთ სხვაობა ვიდეოსისტემებს შორის, რომლებიც შედგებიან რამოდენიმე ვიდეოდაფისგან - AMD CrossFireX, NVIDIA SLI და 3-WAY SLI. სანამ შევუდგებით ტესტებს წარმოგიდგენთ ტესტირების მონაწილეებს.

ზოგადი განხილვა

NVIDIA Graphic Cards

NVIDIA-ს მხრიდან წარმოგვიდგება სამი ერთნაირი ვიდეოდაფა - Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition.

244ef0c28a74.jpg

დებიუტანტი მოთავსებულია მკვეთრი ფერების კარდონის ყუთში. დიდი ხანია ტრადიციად იქცა ვიდეოდაფების

შეფუთულობაზე ფენტეზი გმირების გამოსახვა, იქნება ეს ლამაზი ქალი თუ ურჩხული. კომპანია Zotac-მაც არ

უღალატა ტრადიციებს და დებიუტანტის ყუთის წინა მხარეს "დაახატა" დრაკონი, რომელიც პირიდან ცეცხლს

უშვებს. გვერდით კი, გამოსახულია ვიდეოდაფის ზოგადი მახასიათებლები.

9f99ec29430c.jpg

გარე შეფუთვის უკანა მხარეს კი, თქვენ შეხვდებით ვიდეოდაფის დეტალურ მახასიათებლებს.

aeaf4075cada.jpg

დებიუტანტის კომპლექტში შედის:

* მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინსტრუქცია;

* CD-დისკი დრაივერებისთვის;

* გადამყვანი DVI> HDMI;

* გადამყვანი DVI> D-Sub;

* 6-პინიანი ორი გადამყვანი კვების ბლოკთან დასაკავშირებლად;

* აუდიო (S / PDIF);

* თამაშის Race Driver: GRID_ის დისკი.

239678a4f319.jpg

უკვე ცნობილი გულკეთილი დრაკონის სისტემური გაგრილება:

9c49e9166bf6.jpg

თვითონ გაგრილების სისტემა არის ორსლოტიანი და ფარავს ზემოთნახსენებ დაფას ყველა მხრიდან. ვიდეოდაფის

ზედა ნაწილიდიან გამოდის MIO გამომავალი, რომელიც შემდეგში შესაძლებლობას მოგვცემს გავაერთიანოთ სამი

ასეთივე გრაფიკული ადაფტერი 3-WAY SLI_ში.

9a0e522dd001.jpg

ზედა ნაწილში განლაგებულია ასევე, კვების ბლოკთან მაკავშირებლები (6 და 8-პინიანი).

aa16be2cbcc7.jpg

გრაფიკული ადაფტერი Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition აღჭურვილია ორი DVI-I პორტით და ერთი

S-Video გამომავლით. Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition თავისთავად წარმოადგენს დაჩქარებულ ვერსიას,

რადგან ორიგინალისგან განსხვავებით მისი სიხშირეები ასე გამოიყურება: 700, 1400 და 2300 MHz

(Core/Shader/Memory), როცა რეფერენსული მონაცემები ასეთია 600, 1300 და 2200 MHz.

024cbcc4edd2.jpg

AMD's Graphic Cards

თუ NVIDIA SLI ტექნოლოგიამ შემოგვთავაზა ჩვენ სამი ერთნაირი

Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition, მაშინ AMD CrossFire შესა-

ძლებლობას გვაძლევს ვაფუნქციონიროთ, სხვადასხვა კომპანიის

სხვადასვა პროდუქტი ერთად, ამ შემთხვევაში კი ASUS-ის და Gigabyte-ის

ნაწარმები. ტანდემი CrossFire შედგება, ზემოთნახსენები კომპანიების

ორბირთვიანი ვიდეოდაფისგან HD 4870X2. ამას გარდა, მასშტაბურობის

და შედეგის ნათლად დანახვისთვის, ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო

Palit-ის Radeon HD4870 1 Gb Sonic Dual Edition_მა.

Palit Radeon HD4870 1 Gb Sonic Dual Edition

386c0c1662d4.jpg

ეტალონური Radeon HD4870_გან განსხვავებით Palit_ის ვიდეოდაფებს გააჩნიათ ქარხნული დაჩქარება - გრაფი-

კული ბირთვის და მახსოვრობის, ტაქტური სიხშირით - 750/3800 MHz (Core/Memory) რეჟიმში Normal და

775/4000 MHz რეჟიმში Turbo (რეჟიმების გადართვა/გადმორთვა ხდება Smart Switch გადამრთველის დახმარებით).

c5411fbb773e.jpg

ეს კიდევ ყველაფერი არ არის. Radeon HD4870 1 Gb Sonic Dual Edition - დასახალებიდან გამომდინარე დები-

უტანტი რეფერენსულისგან განსხვავდება GDDR5 ტიპის 1Gb ვიდეომახსოვრობით.

0566888c9560.jpg

პორტირების მხრივ კი წარმოდგენილს გააჩნია "ბებერი" D-Sub, განსხვავებით ორიგინალისგან, რომელსაც

ორი DVI-I გააჩნია, ხოლო DisplayPort_ის მაგივრად დამატებული აქვს HDMI.

Gigabyte Radeon HD4870X2

131f9c2d10d3.jpg

f3a041b01ffb.jpg

bc715249726c.jpg

ვიდეოდაფა Gigabyte Radeon HDHD4870X2 არის ზუსტი კოპია ორიგინალი დაფის - HD 4870X2.

გვერდზენახსენების მონაცემები, სიხშირეები და სხვა მახასიათებლები ზუსტად ემთხვევა ეტალონურ

AMD Radeon HD4870X2_ს.

ASUS Radeon EAH4870X2

9db30650cfa6.jpg

ვიდეოდაფის შეფუთვა/გაფორმება სტანდარტულია.

ae9928d371c3.jpg

ASUS Radeon EAH4870X2 შეფუთვის უკანა ნაწილზე ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ აღწერა - ინოვაციური

სისტემური გაგრილების, რომელიც შედგება სამი პროპელერისგან.

cc332ba54b87.jpg

ASUS Radeon EAH4870X2_ის კომპლექტში შედის:

* მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინსტრუქცია;

* CD-დისკი დრაივერებისთვის;

* გადამყვანი DVI> HDMI;

* გადამყვანი DVI> D-Sub;

* გადამყვანი S-video > Component out;

* 6-პინიანი ორი გადამყვანი კვების ბლოკთან დასაკავშირებლად;

* ტყავის პორთველი, კომპაქტური-დისკებისთვის;

* CrossFire მაკავშირებელი (ან ხიდი);

ASUS_ის კომპლექტში ჩვენ ვერ ვნახულობთ რაიმე თანამედროვე თამაშს, სამაგიეროდის არის პორთველი

კომპაქტური-დისკებისთვის და დამატებითი გადამყვანები.

c8dccb529610.jpg

ვიდეოდაფა ASUS Radeon EAH4870X2 აღჭურვილია ორსლოტიანი Tri-Fansink გაგრილებით - სამი ძლიერი

ფენითურთ. შემქმნელების თქმით იგი რეფერენსული ქულერისგან განსხვავებით 24 ცელსიუს-გრადუსით დაბლა

წევს ტემპერატურას. ამ მხრივ ბრუნვების შედეგად წარმოქმნილი ხმაური არ აღემატება 29 db_ს.

0c85c034d0bd.jpg

ვიდეოდაფა მთლიანად მოქცეულია შავ ფერებში.

c38b5913fd36.jpg

ზემოდან კარგად ჩანს ძლიერი რადიატორები, რომლებიც აგრილებენ გრაფიკულ პროცესორებს. 8- და 6-პინიანი

გამომავლები განთავსებულია ასევე ვიდეოდაფის ზედა მხარეს.

082f208ce771.jpg

ASUS Radeon EAH4870X2 აღჭურვილია სტანდარტული: ორი DVI-I გამომავლით - მაღალი გაფართოების

მხარდაჭერით და S-Video პორტით. რაც შეეხება სპეციფიკურ მახასიათებლებს, იგი მთლიანად იდენტურია ორიგინალი

AMD Radeon HD4870X2_ის.

b3ce2d3d3977.png

ტესტირება

ტესტირების მონაწილე ვიდეოდაფის ზუსტი მახასიათებლები მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

af818ffb4c89.jpg

სატესტო სტენდი კი ასე გამოიყურება:

efa9d3907ab8.jpg

პროცესორი Intel Core i7 965 Extreme 3.2 GHz_დან დაჩქარებული იყო 3.8 GHz_მდე. ამ

სიხშირემდე მისაღწევად ბაზური სიხშირე BCLK აწეული იქნა, ნომინალური 133 MHz_დან 160

MHz_მდე, ხოლო VCore 1,42 V_მდე, რადგან QPI სიხშირეების სალტე და ინტეგრირებული

პროცესორის მახსოვრობის "კონტროლერი" დამოკიდებულია ბაზურ სიხშირეებზე, BCLK შეცვლის

შემდეგ, ზემოთნახსენებულის მახასიათებლებიც გაიზარდა.

0672b7e6f085.jpg

მანამდე არცეთი "ჩიპსეთი" არ ითავსებდა SLI და CrossFire ტექნოლოგიას ერთდროულად, ამიტომ AMD-ს და

NVIDIA-ს ვიდეოსისტემების შედარება არ შეგვეძლო ერთიდაიგივე სისტემებზე. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც

გამოჩნდა Intel X58 Express "ჩიპსეთი". ეხლა კი ამ უკანასკნელის დახმარებით შესაძლებლობა გვეძლევა, ამოვი-

რჩიოთ, რომელიმე ჩვენთვის სასურველი ზემოთნახსენები ტექნოლოგია და ვაფუნქციონიროთ X58 Chipset_ის

მქონე დედა-პლატაზე. ჩვენს სატესტო სტენდს კი განეკუთვნება, დედა-პლატა Gigabyte GA-EX58-UD5 - სამი

PCI Express v2.0 x16 და ექვსი DIMM სლოტის თავსებადობით, სტანდარტული DDR3 ოპერატიული მეხსიე-

რებების განთავსებისთვის.

5b6601e724d3.jpg

49bd575cedca.jpg

Corsair Dominator_ის სამი მოდული DDR3 სტანდარტის - თითოეული

ითვლის 2 Gb_ს და მუშაობენ 1600 MHz სიხშირეზე 8-8-8-25 თაიმინგებით.

fc50cd8537fa.jpg

009c3360144c.jpg

ყურადღებას იმსახურებს ასევე RAID 0 ტიპის ორი ხისტი დისკი: Samsung HD103UJ (SATA II,

7200 RP/M), მოცულობით 1 Tb თითოეული. ქვემოთ კი მოცემულია ამ უკანასკნელის HD Tune Pro 3.10

Utility ტესტები. სიჩქარემ, როგორც წაკითხვის, ასევე ჩაწერის შეადგინა 200 Mb/S.

5aad90385a1e.gif

ტესტირება მოხდა ოპერაციულ სისტემაზე Windows Vista Ultimate Edition SP. AMD_ს

ვიდეოდაფებისთვის გამოყენებული იქნა დრაივერი - ATI Catalyst 8.12, ხოლო NVIDIA_ს გრაფიკული

ადაფტერებისთვის - ForceWare180.48 WHQL.

ATI Catalyst Sriver Settings:

* Wait for vertical refresh: Always Off

* Anti-Aliasing: use application settings/4x

* Anisotropic Filtering: use application settings/16x

* Other settings: default

NVIDIA GeForce driver settings:

* Vertical sync: Force off

* Anti-Aliasing: use application settings/4x

* Anisotropic Filtering: use application settings/16x

* Other settings: default

3D Mark Vantage სინთეთიკურ ტესტებში AA და AF გამოირთო რეჟიმში "use application settings", რადგან ამ რეჟიმში ტესტების ოპციები, ავტომატურად იცვლება. დანარჩენ პროგრამებში, ანუ თამაშებში ჩვეულებრივ ჩართული იყო 4xAA და 16xAF.

თამაშებში გრაფიკის ხარისხი ყველანაირად იქნა გამოწურული სამ გაფართოებაზე: 1280х1024, 1600х1200 და 1920х1200. ტესტები შედგებოდა ხუთი თამაშისგან და ერთი სინთეთიკური პროგრამისგან:

* 3Dmark Vantage (Direct3D 10) - v1.0.1, profiles «Performance», «High» და «Extreme» (სრული ციკლური ტესტი, GPU + CPU);

* Crysis (Direct3D 10) - თამაშის ვერსია 1.2, the profile settings «High» and «Very High», გამოიყენეს GPU Bench Island;

* Far Cry 2 (Direct3D 10) - თამაშის ვერსია 1.01, profile settings, «Ultra High» (plus it exhibited anti-aliasing, AA 4x), ციკლური ტესტი «Ranch Small» Dough Far Cry 2 Benchmark Tool (v1.0.0.1);

* Call of Juarez - თამაშის ვერსია 1.1.0.0, სატესტოდ გამოყენეს SmartFPS (version 1.9);

* GRID - თამაშის ვერსია 1.2 (VSync off, Multisampling 4XMSAA), სატესტოდ გამოყენეს FRAPS;

* Need for speed: Undercover - თამაშის ვერსია 1.1, სატესტოდ გამოყენეს FRAPS;

თამაშები Crysis და Call Of Juarez ტესტები ჩატარდა ორჯერ, FarCry 2_ში - სამჯერ, ხოლო რბოლებში Race Driver: GRID და NFS: Undercover - თითო გზაზე გაიარეს ორჯერ - FPS ცდომელების შესამცირებლად. საბოლოო რეზულტატებზე კი გამოსახულია, ყველა ტესტიდან საუკეთესო შედეგები.

AMD_ს და NVIDIA_ს ფლაგმანებს შორის სამართლიანი ტესტების ჩასატარებლად, Riva Tuner Utility_ს დახმარებიტ Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition_ის სიხშირეები დაყვანილი იქნა ნომინალურ მნიშვნელობემდე: 600, 1300 და 2200 MHz (Core/Shader/Memory).

როგორც უკვე გითხარით ვიდეოდაფა Radeon HD4870 1Gb Sonic ქარხნულად არის დაჩქარებული. გაურკვეველი მიზეზების გამოვა, ვერ მოხდა ვიდეოდაფის სიხშირეების დაწევა რეფერანსულ დონემდე, მაგრამ ამან საბოლოო რეზულტატებზე SLI_ს და CrossFire_ს შორის, დიდი გავლენა ვერ მოახდინა.

ასე გამოიყურება სატესტო სტენდი სამი Zotac GeForce GTX 280 AMP! Edition 3-WAY SLI_ში:

14bbb5f47f0e.jpg

8807c3f8f283.jpg

და CrossFire ორ ვიდეოდაფას შორის:

e0859135b230.jpg

776187b2935b.jpg

ტესტების შედეგები

3DMark Vantage

74ed84d4226c.jpg

6c40e9cd24c4.jpg

79639cb0350e.jpg

3DMark Vantage ტესტებში, ვიდეოდაფებს შორის არსებული წარმადობა ერთმანეთისგან განსხვავდება

დაახლოებით 20 %_ით, მაგრამ აბსოლუტურ გამარჯვებული ტესტის სამივე რეჟიმში 3-WAY SLI_ში გა-

ერთიანებული სამი GeForce GTX 280 ითვლება. დარჩენილ ოთხბირთვიან CrossFire RV770_ს არანაირი

შანსი არ აქვს პირველობის და მეორე ადგილს ჯერდება.

Crysis

0d84edbdd075.png

Crysis High რეჟიმში აშკარად ლიდერობს NVIDIA, რადგან ორი Radeon HD4870X2_ს არ შეუძლია გაუ-

მკლავდეს 3-WAY SLI_ს, მაგრამ დიდ გაფართოებაზე იცვლება სიტუაცია და ახალა ბრძოლა უკვე

CrossFire Radeon HD 4870X2 და GeForce GTX 280 SLI_შორის ყალიბდება, სადაც განსხვავება მინიმუმია.

6c1ce9b28d16.png

რეჟიმში Very High სიტუაცია იცვლება, განსაკუთრებით კი 1920x1200 გაფართოებაზე, აქ საერთო

სურათი 3DMark Vantage_ის ტესტებს ემსაგავსება. პირველობა კი ისევდაისევ GeForce GTX 280 3-WAY SLI_ს

რჩება, მას მოსდევს CrossFire Radeon HD 4870X2. შეიძლება ითქვას, რომ სამართლიან ბრძოლაში "ერთი ერთზე"

NVIDIA-ს ოჯახის ნებისმიერი წარმომადგენელი, ადვილად ამარცხებს მოწინააღმდეგეს.

Far Cry 2

5f8ef4be0e5a.png

თამაში Far Cry 2 უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე "დაუნდობელი" Crysis. მაქსიმალურ ოპციებზე,

ვიდეოდაფები კარგ წარმადობას აჩვენებენ - დიდ გაფართოებაზეც კი. ნუ GeForce GTX 280 3-Way SLI

როგორც ყოველთვის ლიდერობს, მას კი მოსდევს ორი HD4870X2 CrossFire რეჟიმში.

Call of Juarez

2b66925ec5e8.png

თამაშმა Call of Juarez როგორც იქნა გაახარა AMD_ს ფანატები და მოუტანა დიდხანს ნალოდი რევანში!

3-WAY SLI კონფიგურაციის სამმა GeForce GTX 280_მა დაკარგა ჩემპიონის ტიტული და ახლა ეს უკანასკნელი

CrossFire HD 4870X2_მა მოირგო. მას მოსდევს HD 4870X2, ხოლო ერთბირთვიანი HD4870 თავისუფლად

ჯობნის GeForce GTX 280_ს.

Race Driver: GRID

59a64faecae8.png

ამ თამაშს AMD-ს ფანატები "ძირს ჩამოყავს" და ნაცნობი ძველი სიტუაცია მეორდება, მაგრამ იგი ცოტათი

მაინც განსხვავდება: ვიდეოდაფა HD4870 ისევ უსწრებს GeForce GTX 280_ს - არც თუ ისე დიდად. შეი-

ძლება ითქვას, რომ Race Driver: GRID კომფორტული თამაშისთვის, სამივე რეჟიმში, სულაც არ მოითხოვს

ორ, სამ ან კიდევ ოთხ ბირთვს. ამ შემთხვევაში, წარმადობის გაზრდა არაპროპორციულია ბირთვების გაზრდასთან.

NFS Undercover

6b509c4fac08.png

თამაში Need For Speed: Undercover თავიდანვე დემონსტრირება გაუკეთა იმას, რომ ვერ შეეწყო ვიდე-

ოდაფის სიძლიერეს და მის "ბირთვებს" - ამის გამო იგი ამოღებული იქნა ტესტებიდან, რადგან რაიმე კო-

ნკრეტული დასკვნის გამოტანა ამ შემთხვევაში შეიძლება უაზროდაც კი ჩაითვალოს.

AMD CrossFireX და NVIDIA SLI მასშტაბურობა

ჩვენ მოვსინჯეთ უკვე ეს ტექნოლოგიები სხვადასხვა თამაშებში, ეხლა კი ვნახოთ, თუ რომელი უფრო

ეფექტურია.

დავიწყოთ AMD CrossFireX_ით: ერთეულად ავიღოთ ერთი Radeon DH 4870 1 Gb. გასაგებია, რომ

თეორიულად მეორე გრაფიკული პროცესორის დამატებისას წარმადობა იზრდება, როგორც მაქსიმუმ

ორი ასეთი. ანალოგიური იქნება ოთხბირთვზე. ეხლა კი ვნახოთ, თუ რამდენად გაამართლებს თეორიას

პრაქტიკა:

783f9b9321d6.png

როგორც მოსალოდნელი იყო რეზულტატებს შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა. ვიდეოდაფის

Radeon HD 4870X2 1.4-1.7_ჯერ კარგ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე Radeon HD 4870. ცოტათი უფრო

მეტი მატება შეინიშნება თამაში Call of Juarez, რომელიც ჩვეულებივ მაქსიმალურად იყენებს AMD_ს

ვიდეოპროცესორებს, მაგრამ ამ შემთხვევაში HD 4870X2_ის თეორიული მაქსიმუმი შესამჩნევად მცირეა,

რადგან მას 2-ჯერ უფრო მეტი წარმადობა უნდა ეჩვენებინა, ვირე Radeon HD 4870_ს. Call of Juarez

გამონაკლისია ამ შემთხვევაში.

შემდეგ დიაგრამაზე გამოსახულია NVIDIA SLI_ს მაშტაბურობა. ანალოგიურად, აქაც ერთეულად ავიღებს

ერთ GeForce GTX 280_ს.

436b067313a1.png

როგორც ვხედავთ GeForce GTX 280 SLI წარმადობა თამაშებში საშუალოდ იზრდება 1.6-1.8 ჯერ, რაც

უკეთესი შედეგია Radeon HD 4870X2_თან შედარებით. GeForce GTX 280 3-WAY SLI კი, პროპორციულ

შედეგებს აჩვენებს, რაც 3-WAY SLI_ს ტექნოლოგიურ მასშტაბურობაზე მეტყველობს.

დასკვნა

ეპოქური ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა. AMD-ს ოთხმა გრაფიკულმა პროცესორმა ვერ შეძლო დაემა-

რცხებინა 3-WAY SLI_თ დაკავშირებული სამი GeForce GTX 280. ამ უკანასკნელმა დამაჯერებელი გამა-

რჯვება მოიპოვა და დაამარცხა ორი HD 4870X2 - გაერთიანებული CrossFireX_ით.

რაც შეეხება მეორე ხარისხოვან საკითხებს, Radeon HD 4870X2 ღირს უფრო იაფი ვიდრე ორი

Radeon HD 4870. CrossFire_ით ორი Radeon HD 4870X2_ის დაკავშირება, საშუალოდ იაფი ჯდება,

ვიდრე ორი GeForce GTX 280 და კიდევ უფრო იაფი სამი ასეთივე ვიდაოდაფის გაერთიანება 3-WAY SLI_ში,

მაგრამ სამაგიეროდ როგორი გრაფიკა!!!

წყარო: 3DNews.ru

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.