Jump to content

Need for Speed: Hot Pursuit - განხილვა


Recommended Posts

2t8y9q23jfokj7x29aps.jpg

EA-მ რიგი ცდებისა და ძიების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებოდა Hot Pursuit-ის ნაცად კონცეფციას, 1998 წელში ხომ პირველი თამაში მსგავსი შემადგენლობით, ნამდვილ ხიტად იქცა. ახალი Need for Speed: Hot Pursuit თავისუფალი იქნება გვიანდელი შემოქმედებითი იდეების გროვისგან და დაუბრუნდება იდეას, რომელითაც თავის დროზე აღნიშნული სერია შეიძრა. ჩვენ კვლავ ვიხილავთ პეწიან სპორტ-მანქანებს, სვლას მაქსიმალურად შესაძლო სიჩქარეზე და დაძაბულ დევნებს.

lru9zrt14mo5lx14l2ze.jpg

Need for Speed: Hot Pursuit-ის წარმობით დაკავებულია სტუდია Criterion, რომელიც ცნობილია იმით, რომ "გამოადნო" Burnout-ის სერია. როგორც შემქმნელები აცხადებენ, ისინი აპირებდნენ დაბრუნებოდნენ ფესვებს, იმდენად, რამდენადაც თვით მათ პირველ NFS-ებზე გაიზარდნენ. რას უნდა ჩაეცხრო გაუთელელი სიამოვნება, მიღებული სისწრაფის ტრასებზე გადარეული ადრენალური სვლით, როცა კუდზეა გააფთრებული პოლიციელები? სახელწოდება Need for Speed: Hot Pursuit სრულიად ახასიათებს თამაშის ძირითად მნიშვნელობას: აქ იქნება სისწრაფეც, და დევნებიც.

avrjwexvdqeafrjo5f8.jpg

როგორც ორიგინალში, ვითამაშებთ ორ მხარეზე: მანიაკ-რბოლერთა და პოლიციელთა მხარეზე, რომლებიც ცდილობენ აღკვეთონ სტრიტრეისინგული თარეში. მოქმედება გათამაშებულ იქნება ღია სამყაროში და, თანაც, დავიწყებას მიეცემა აუტანელი საღებავები და დეკოლები, - ესოდენ საყვარელი მოზარდი ახალგაზრდებისთვის, - რომელიც თავის სარბოლო გზას გლამურო-ნეონური გასეირნებით იწყებდა Underground-ში. ასე რომ, ამჯერად, ძვირადღირებულ ფერარის გვერდზე შეუძლებელი იქნება ვარდისფერი ფისოს მიკვრა. რბოლის სვლა მკაცრად მიბმული არ იქნება ტრასაზე, ამიტომ დევნები უფრო განუზომელი იქნება, ხოლო მანქანები უფრო რეალისტურად დაიმტვრევა. ზუსტად ეს უკანასკნელი კომპონენტი უნდა გამოუვიდეთ განსაკუთრებით Criterion-ს, Burnout-ში დაზიანებების მათი ბრწყინვალე მოდელირების გათვალისწინებით.

g2wmxiy77sg49qfzuxtf.jpg

რაც შეეხება სიუჟეტს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ასეთ თამაშებს იმდენად სჭირდება, რამდენადაც თხას აკორდეონი, აქ (პირველად სერიაში) იქნება ორი კამპანია - ერთი ყოველ მხარეზე. შემქმნელებს დასცდათ რამოდენიმე სიტყვა, რომ პროექტში იქნება რაღაც იარაღი, რომლითაც შეაშინეს ორიგინალური კონცეფციის ოლდსკულერი მომხრეები. თუმცა აქვე დამშვიდდით: იარაღში ისინი სულაც არ გულისხმობდნენ ავტომატებსა თუ რაკეტებს. ყოველ მხარეს ექნება ოთხი ხელსაწყო, რომლებიც მათ მიეცემათ ბონუსის სახით ან წარმატებული დადევნებისთვის, ან პოლიციისგან დაღწევისთვის. პოლიციას შეეძლება საგზაო კედლის აღმართვა, დალურსმული ჯაჭვის დაგება და ვერტმფრენის გამოძახება, რომელიც, ასევე ჩამოუგდებს ცხვირთან ოპონენტს, მსგავს დამაბრკოლებელ მოწყობილობებს. ხოლო, განსაკუთრებით გაბოროტებული დამრღვევებისთვის დესერტად კი, პოლიციელებს შემონახული აქვთ ელექტრომაგნიტური აფეთქება, რომელიც აინვერტირებს მართვას - ასეთი ფოკუსის შემდეგ, რბოლერი თავისით მიძუნძულდება უკანსვლით კანონის მცველთა ხელებში. ამ ყველა თავდასხმის მოსაგერიებლად, სისწრაფის მოყვარულებს აღჭურვენ რადიოგადაცემის "ჩამახშობლებით", ნიტროგაზითა და სუპერ-ნიტრო-გაზით. კიდევ მათ შეეძლებათ თავიანთი მანქანის ფანტომის შექმნა, რათა პოლიციელები გზას ააცდინონ

btywtdbq74ernbhigjll.jpg

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ქსელში თამაშსაც. არარსებობაში იძირება რეჟიმი "გაყოფილი ეკრანი". მის შეცვლაზე მოდის ფუნქცია Autolog, რომელიც რეკომენდაციას გაგვიწევს, რომელ რბოლაში ღირს მონაწილეობის მიღება. მისი დახმარებით მეგობრების მიღწევებზე თვალის დევნება უადვილესი იქნება. ხოლო თუ ვინმე ეცდება და მოხსნის თქვენს რეკორდს, ამის თაობაზე უმალვე გეცნობებათ, რათა ოპერატიულად გაუსწორდეთ მწყენინებელს და აჩვენოთ, ვის ხელს უჭირავს საჭე უფრო ძლიერ

d927jlse0knyzr8uhcav.jpg

ისეთი შემქმნელით, როგორიცაა Criterion, რომელიც, თანაც, უშუალოდ Need for Speed: Hot Pursuit-ის შექმნაზე იყო კონცეტრირებული, შეგვიძლია ას პროცენტიანი დარწმუნებით ვთქვათ, რომ სერია ღირებულ გაგრძელებას მიიღებს.

წყარო: GamesZone.ge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კაი ნიუსია: ) მომეწონა მანქანები :ugly_wink: კაი რული დახატავდა ამათ : (

Link to comment
Share on other sites

ვაკო, შემდეგში რევიუებზე თემის გახსნისას, გაითვალისწინე სათაური როგორ უნდა გაუკეთო, ჩემი ჩასწორებების მაგალითზე! :)

Link to comment
Share on other sites

კაი რევიუა :) საკუთარ რევიუები და საკუთარი შეფასება დაგვხატავდა, როგორც უცხოურზეა ; )

აგრუს სიმკაცრე და დაუნდობლობა მონაგონი უნდა გავხადო :D

Link to comment
Share on other sites

დავხურავ ამ თამაშს ალბათ, მითუმეტეს AA დაემატა უკვე, მეორე პაჩიც გამოვა და კარგი რამე იქნება უკვე მინიმალური ბაგებით

Link to comment
Share on other sites

საიდან დაემატა AA ვიდეოს დრაივერს გულისხმობ თუ რამე პაჩი გამოვიდა?

Link to comment
Share on other sites

ვიდეოდრაივერს

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.