Jump to content

Recommended Posts

როგორც მოგეხსენებათ, გეიმინგში ფრიად გავრცელებულია მრავალ ვიდეოდაფიანი სისტემები. Nvidia-ს მხრიდან ეს გახლავთ SLI, ხოლო ATI-ს შემთხვევაში - CrossFire. რათქმაუნდა ტექნოლოგია საზიზღარი და დაუნდობელია როგორც ვიდეოდაფების, ასევე კეისში მყოფი სხვა კომპონენტების მიმართ როგორც ტემპერატურული, ასევე ელექტრული ზეგავლენის გამო, მაგრამ იგი მაინც საკმაოდ გავრცელებულია. რათქმაუნდა ყველამ იცით, რომ გეიმინგ სეგმენტის ლიდერი გახლავთ (ჰოი "ყოვლისშემძლე" s050.gif) ჯ-ვიდია. სამწუხაროდ მისი ვიდეოდაფები საკმაოდ ძვირია მეორეადგილოსანი ATI-სგან განსხვავებით. ადამიანი შეიძლება შუაზე გაიხლიჩოს იმის ფიქრში, Nvidia ავიღო თუ ATI-ო. საბედნიეროდ კომპანია Lucid-ის მზრუნველმა ინჟინრებმა ბევრი იღვაწეს იმისთვის, რომ ატისა და ენვიდიას შორის არჩევნის გაკეთება აღარ დაგჭირვებოდათ (და არც ფსიქიატრიულში მოხვედრილიყავით ზოგ-ზოგიერთი ძალად-ფანატი) და გამოიგონეს ჩიპი Hydra 200, რომელიც შემდგომში ნელ-ნელა გამოცოცხლებულმა კომპანია მიკროსტარმა (MSI) "აიყვანა შეიარაღებაზე" და გამოუშვა დედადაფა MSI Big Bang Fuzion, რომელსაც უდგას ზემოხსენებული მითიური მრავალთავიანი გველეშაპის სახელის მქონე ჩიპი.

,L-V-235363-3.jpg

ცხადია მწვანე ურჩხული წინ აღუდგა მიკრო-სტარის მამაცურ გადაწყვეტილებას და საკმაო ხნით შეაფერხა ჰიდრას დედადაფის გაყიდვაში გამოსვლა, შემდეგ კი უსინდისოდ სთქვა "არა კაცო, მე რა შუაში ვარო", მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ ტყუის და ვინ არა? :spiteful: მოკლედ ჯ-ვიდიას ლანძღვა არაფერში წაგვადგება და უმჯობეს არს ჰიდრას მივხედოთ... თვით "ტრინერჯი" ასე გამოიყურება:

fuzion%20board%20shot.jpg

დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს ჰიდრას, პროცესორის მარცხნივ (ანუ ქვემოთ). იგი "სულ რაღაც" 300$ ეღირება (ან 350) და მთელი სიძვირე ჰიდრას ბრალია. მწარმოებლის განცხადებით იგი რევოლუციური ტექნოლოგიის მატარებელია (თეორიულად ეს მართლაც ასეა). იდეაში ATI-სა და Nvidia-ს წარმოების ორ სხვადასხვა ვიდეოდაფას ერთად საკმაოდ საინტერესო დუეტის ჩამოყალიბება შეუძლიათ. ATI-ს CrossFire-ს თამაშისას გამოსახულების შექმნის სამი სხვადასხვა მეთოდის გამოყენება შეუძლია: 1. კადრგამოშვებითი რენდერინგი, როდესაც "ლუწი" კადრი ერთი დაფის მიერ რენდერდება, ხოლო "კენტი" - მეორე დაფის მიერ; 2. მიყოლებითი რენდერინგი, როდესაც მთელი დისპლეი იყოფა 32x32 პიქსელის ზომის კვადრატებად და კვადრატების ნახევარს ერთი დაფა არენდერებს, მეორე ნახევარს - მეორე დაფა; 3. ე.წ. "მაკრატლის" რეჟიმი, როდესაც დისპლეი გეომეტრიულად ტოლ ორ ნაწილად იყოფა და ერთ ნაწილს ერთი GPU არენდერებს, მეორეს - მეორე. ეს უკანასკნელი რეჟიმი არ არის კარგი იმიტომ, რომ GPU-ებზე სხვადასხვა დატვირთვა ხდება. გარდა ამისა გადამუშავებული "ნახევარკადრი" ვიდეოდაფის მეხსიერებაში ინახება, ტვირთავს თვით მეხსიერებას და ასევე ცუდად მოქმედებს მეხსიერების გამტარობაზე, ამიტომ ვიდეოდაფა თქვენი ყიამყრალი ქართულით რომ ვთქვათ, იტ*ვნება :SNEMOTICON13: .

რაც შეეხება Nvidia-ს SLI-ს, მას გამოსახულების გამოყვანის ორგვარი მეთოდი აქვს არსენალში - გაჭრილი კადრის რენდერინგი, რომელიც ატის "მაკრატელა"-ს იდენტურია და კადრგამოშვებითი რენდერინგი.

თემას ავცდი... მოკლედ, ლუსიდის ინჟინრებმა დაისახეს მიზანი: არაიდენტური GPU-ების ერთ სქემაში მუშაობა, მათი სტაბილურობა და სქემაში ბრიჯის არარსებობა. ბრიჯის ნაცვლად ვიდეოდაფებს ერთმანეთთან ჰიდრა აკავშირებს. იგი იღებს GPU-ს მიერ შესასრულებელ DirectX/OpenGL ბრძანებებს და ანაწილებს ვიდეოდაფებს შორის. GPU-ების მიერ გადამუშავებული კადრის ფრაგმენტები შემდეგ ე.წ. "interop layer"-ში ხვდება და იქიდან გადაეცემა ერთ-ერთ ვიდეოდაფას, რათა იგი ეკრანზე გამოიყვანოს. რთულია? კი და არა. "არა" იმიტომ, რომ ყველაფერი ასე ხდება:

q7ac8zkawr6er15v2w7.jpg

და როგორც ხედავთ ჰიდრას მუშაობაში ჩართულია ვიდეოდაფის დრაივერი, მაიკროსოფტი, ლუსიდის დრაივერი... ხოლო "კი" იმიტომ, რომ ლამერისთვის ეს ყველაფერი ამ დონემდე დაიყვანება:

40or7uom122035vbgjqm.jpg

რაც შეეხება თვით ჩიპს, Hydra 200 გახლავთ ჩვეულებრივი ASIC (application-specific integrated circuit), ანუ "ვიწროპროფილიანი" ჩიპი, რომელიც ერთი კონკრეტული საქმის შესასრულებლადაა შექმნილი. იგი 65nm-იანი ტექნოლოგიითაა დამზადებული და 5.5 ვატ ენერგიას მოიხმარს. რაც შეეხება მის მიკროარქიტექტურას, იგი ასე გამოიყურება:

rcrl14kv241u1384tb9h.jpg

ძალიან გთხოვთ გულდასმით დაუკვირდეთ გრაფიკს, აქ რთული არაფერი არ არის და მის აღსაქმელად იმაზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ, ვიდრე მე მის გასაქართულებლად დამჭირდა.

თვით OS-ში ჰიდრას საკმაოდ მარტივი პანელი აქვს, სადაც მონიშნავთ, სისტემის ჩართვა გნებავთ თუ გამორთვა:

li3ya4tauz2n24hd7jca.jpg

ხოლო შემდეგ მიუთითებთ, რომელ პროგრამასთან გნებავთ, რომ ჰიდრამ იმუშაოს:

5wmz3og8uq7e7fa5who.jpg

აქ ცოტათი დავკონკრეტდები, ჰიდრას აქვს პროგრამების წინასწარმომზადებული სიები და მუშაობის სამი რეჟიმი:

X-Mode - Nvidia-სა და ATI-ს დაფები ერთად;

N-Mode - Nvidia-ს რეჟიმი, მიხვდით ალბათ, ჯ-ვიდიას დაფების ტანდემისთვის;

A-Mode - იგივე, ოღონდ ATI-სათვის.

თუკი სისტემაში უკვე გავერკვიეთ, გადავხედოთ ბენჩმარკებს...

სატესტო სისტემა:

CPU - Intel Core i7-870 @ 2.93GHz

MoBo - MSI Big Bang Fuzion (LGA 1156) P55/LucidLogix Hydra engine

Asus Maximus III Formula (LGA 1156) P55, BIOS 1202

RAM - 4GB (2 x 2 GB) DDR3-1600 7-7-7-20 @ DDR3-1333

HDD - Intel SSDSA2M160G2GC 160 GB SATA 3 Gb/s

V-Card - 2 x BFG GeForce GTX 285 1GB

2 x ATI Radeon HD 5870 1GB

PSU - Cooler Master UCP 1100W

OS - Windows 7 Ultimate 64-bit

DirectX - DirectX 11

Graphics Driver - Catalyst 9.12/GeForce 195.62

როგორც ხედავთ კარგი შესაძლებლობა გვეძლევა გამოვცადოთ ჰიდრა Dx11-ზე, AMD-ATI-ს ახალ, მეხუთე სერიის ვიდეოდაფაზე და 9.12 კატალისტზე.

3DMark Vantage

3DMark%20Vantage%20Overall.png

3DMark%20Vantage%20GPU.png

3DMark%20Vantage%20CPU.png

როგორც ხედავთ, 5870 და GTX 285 ერთად იმაზე ნაკლებ ქულას იღებს ვენტიჯში, ვიდრე "ობოლი" 5870, მაგრამ მეორეს მხრივ, ჰიდრას "A-რეჟიმში" (არ მკითხოთ რა არის) 2 ცალი 5870 იმაზე მეტ ქულას აგროვებს, ვიდრე იგივე დაფები CrossFireX რეჟიმში.

S.T.A.L.K.E.R.: Call Of Pripyat

Stalker%20NoAA.png

Stalker%204xAA.png

ეს თამაში არ გახლავთ ჰიდრას სიაში (თუმცა STALKER - Clear Sky არის "A" რეჟიმით გათვალისწინებული), მისი ჩამატება ხელით მოუხდათ მტესტავებს და სწორედ ამიტომ X-რეჟიმმა აჩვენა უმდაბლესი ქულები და საერთოდაც, ამ თამაშთან ჰიდრამ მაგრად ჩაისვარა როგორც ატისთან, ისე ენვიდიასთან.

Crysis

Crysis%20NoAA.png

Crysis%204xAA.png

არც კრიზისი გახლავთ ჰიდრას სიაში შეყვანილი, მაგრამ ჩამატების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.

DiRT2

DiRT2%20NoAA.png

DiRT2%208xAA.png

არც ეს თამაშია ჰიდრას სიაში, მაგრამ მისი შეყვანის შემდეგ N-რეჟიმში უკეთესი წარმადობაა, ვიდრე Nvidia SLI-ში.

Call Of Duty: Modern Warfare 2

Call%20of%20Duty%20NoAA.png

Call%20of%20Duty%204xAA.png

აქ SLI მაინც ჯაბნის ყველა დანარჩენს. X-რეჟიმმა კვლავ არ გაამართლა.

Batman: Arkham Asylum

Batman%20NoAA.png

Batman%20PhysX.png

აქ PhysX-ის გარეშე ყველაფერი ჯერ კიდევ ნორმალურადაა, მაგრამ მისი ჩართვის შემდეგ რადეონებს ინფარქტი დაემართათ. რაც შეეხება Nvidia-ს, N-რეჟიმმა SLI-ს ვერ აჯობა.

დასკვნა

როგორც ხედავთ, ჰიდრას ეფექტურობა ჯერ კიდევ საკმაოდ საეჭვოა, ლუსიდის ინჟინრებს ალბათ კიდევ მოუწევთ შრომა იმისათვის, რომ "Fuzion"-ის შემდეგი თუ არა, შემდეგის შემდეგი დედაპლატა მაინც გამოვიდეს იმდენად კარგი, რომ დაჯაბნოს CrossFire და SLI და თავისკენ გადაიბიროს მომხმარებლები, ან თუნდაც X-რეჟიმში აჩვენოს დამაკმაყოფილებელი შედეგები ჩავარდნების გარეშე. დღესდღეობით კი MSI Big Bang Fuzion ერთი დიდი კრახია და ვგონებ მალევე მოხსნიან წარმოებიდან... აბა სადაც 350 დოლარის გადახდას მთხოვენ ამ დედაპლატაში, წავალ ვიყიდი DFI-ს 140 დოლარიან დედაპლატას და დარჩენილ 210 დოლარს მივამატებ ვიდეოდაფის ფულს. ასე უფრო მომგებიანია :ugly_wink:

სამწუხაროდ მართალი იყო ენვიდიას უფროსი, ჯენ-სუ ჰუანი, როდესაც ხელებს (და ალბათ ფეხებსაც) პარჭყავდა "ჰიდრა საშინელებააო"... კაციშვილი რომ არ ვუსმენდით... მრცხვენია :user:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

LucidLogix Hydra About to Be Axed http://guru3d.com/news/-lucidlogix-hydra-about-to-be-axed/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.