Jump to content

ცნობილი პროგრამისტები


Recommended Posts

შესავალი
XXI საუკუნეში კომპიუტერი უდიდეს როლს თამაშობს ადამინის ცხოვრებაში და საქმიანობაში, მიუხედავად იმისა რომ ის თავდაპირველად შეიქმნა სამეცნიერო და სამხედრო მიზნებისთვის როგორც გამომთვლელი მოწყობილობა. გავიდა დრო და დღესდღეობით მას იყენებს ნებისმიერი ასაკის ადამინი სასურველი მიზნისთვის აქედან გამომდინარე უკვე გამოიკეთა ორი ძირითადი ჯგუფი: 1)პროგრამისტი(Programmers) 2) მომხმარებელი(Users).
სანამ უშუალოდ პროგრამირებაზე დავიწყებდეთ საუბარს მოკლედ გადავავლოთ თვალი ამ ორ ჯგუფს:

  • პროგრამისტი- პიროვნება რომელიც ქმნის კომპიუტერის პროგრამულ ნაწილს სხვადასხვა მეთოდებით( კოდებით, ბრძანებებით),სწორედ მათი წყალობით გვაქვს და ვსარგებლობთ კომპიუტერს როგორც არა მხოლოდ გამომთვლელ მანქანას არამედ გასართობ და შემეცნებითი შინაარსის მქონე პროდუქტს.
  • მომხმარებელი- პიროვნება რომელიც სარგებლობს დეველოპმერების მიერ შექმნილ პროდუქტს, აფასებს მას ასევე დიდი წვრილი მიუძღვის მის განვითარებაში. მაგრამ ამ ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილს ხანდახან მცდარი წარმოდგენები აქვთ პროგრამისტებსა და პროგრამირებაზე.

პროგრამირება(programming)- კომპიუტერული პროგრამების შექმნის პროცესი.
ისტორია
ძველ საბერძნეთში ანტიკურ ხელსაწყოებს მიეკუთვნებოდა გამომთვლელიც რომელიც სხდასხვა სახის იყო და სხვადასხვა ხერხებით ითვლიდნენ, მაგალითად იყენებდნენ მზის და მთვარის კალენდარს. პირველი პროგრამირებადი მანქანა-ჰუმანოიდი შექმნა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ალ ჯაზარმა(al-Jazarī)
1206 წელს მის მექანიზმს ჰქონდა დამჭერები,ბერკეტები და "მუხლები" მისი დახმარებით გადაჰქონდა ხის ყუთები ერთი ადგილიდან მეორეზე რაც ძალიან მოსახერხებელი იყო.
პირველი პროგრამირებადი გამომთვლელი მოწყობილობა შეიმუშავა ჩარლზ ბებიჯმა(მაგრამ მისი შექმნა ვერ შეძლო). 1843 წლის 19 ივლისს გრაფინია ადა ავგუსტა ლავლეისმა დიდი ინგლისელი პოეტის ჯორჯ ბაირონის შვილმა პირველად დაწერა ისტორიაში პროგრამა ანალიტიკური მანქანისთვის.
პროგრამირების ენები
პროგრამისტების დიდი ნაწილი მუშაობის უმეტეს ნაწილს უთმობს და ანდომებს source კოდების წერას. სხვადასხვა პროგრამირების ენებს აქვთ სხვადასხვა სტილი პროგრამირების. დღესდღეობით შეგვიძლია გამოვყოთ ორი ჯგუფი: ვებ პროგრამირება და სისტემური პროგრამირება. ვებ პროგრამირებაში შედის შემდეგი ენები:HTML, PHP, ASP, ASPX, Perl, SSI, XML, DHTML, XHTML,Python, Ruby,JavaScript,VBScript,ActionScript,Java
15aee2fca81ce204de6fd79d2799de2c.png

სისტემურ პროგრამირებაში კი შედის:c,c#,c+,c++,Pascal,Visual Basic (vb) და სხვა.
645a6112e92f103be991d14cbedcb82b.png



ეხლა კი გადავიდეთ ზოგადად პროგრამისტებზე, მოგეხსენებათ 21-ე საუკუნე ითვლება ტექნოლოგიურ ხანად აქედან გამომდინარე ცნობილ ადამიანებს განეკუთვნებიან პროგრამისტებიც რომლებიც დიდ როლს თამაშობენ Hi-Tech სამყაროში.

  • დონალდ კნუტი

e803d59606445aab95892b443e19c463.jpgდონალდ ერვინ კნუტი(Donald Ervin Knuth) ამერიკელი მეცნიერი,სტენდფორტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ასევე რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყანაში, პროგრამირების მასწავლებელი და იდეოლოგი,19 მონოგრაფიის ავტორი(მათ შორის მთელი რიგი წიგნები პროგრამირების შესახებ) და 160 სტატიამდე ავტორი.ავტორი ალგორითმების მათემატიკური გამოთვლების და ასევე TEXდაMETAFONT-ის შემქმნელი. დაიბადა 1938 წლის 10 იანვარს ამერიკაში. მას ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის პროგრამირების დარგში, მის განვითარებასა და გავრცელებაში.

  • მაცუმოტო იუკიხორო

823c6da31f02389fcf075adb4f556ccc.jpgმაცუმოტო იუკიხორო(ასევე ცნობილია როგორც Matz) დაიბადა 1965 წლის 14 აპრილს. ცნობილია როგორც პროგრამირების ენის Ruby-ის შემქნელი. "Japan Inc-თან" ინტერვიუში ის აღნიშნავს რომ პროგრამირება ჯერ კიდევ სკოლაში როდესაც იყო მაშინ ისწავლა, დაამთავრა უნივერსიტეტი იაპონიაში ქალაქ ცუკუბში. სახელი გაითქვა ახალი პროგრამირების ენის შექმნით.

  • დენის რიტჩი

63215432cc2cfc3732f1ad7add31b89e.jpgდენისი დაიბადა 1941 წლის 9 სექტემბერს ნიუ-იორკშI ამერიკაში,გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევოლუციაში UNIX-ის. მად დაამატა ახალი სინტაქსები კენ ტომპსონის ენაშI "B" სწორედ ესე წარმოიშვა ახალი პროგრამირების ენა "С" რომელიც გახდა ფუნდამენტი UNIX ოპერაციული სისტემისა ეს მოხდა 1942 წელს კენისა და დენისი ერთობლივი მუშაობის შემდეგ როდესაც UNIX გადაწერეს "С" ენაზე.

  • ვირტ ნიკლაუსი

74fb0008faa588fc8da372f07a99b42a.jpg დაიბადა 1934 წლის 15 თებერვალს შვეიცარიაში, ბავშვობაში ავიამოდელიზმი იტაცებდა, 1954 წელს ჩააბარა შვეიცარიის ფედერალურ ტექნიკურ უნივერსიტეტში(ETH) სადაც მიიღო ბაკალავრი ელექტროტექნიკაში. მან და მისმა პერსონალმა შემნა პროგრამირების ენა Pascal რაც შემდეგ პოპულარული ნეა გახდა. ასევე ის ცნობილია როგორც PL360, ALGOL W, Euler, Modula-2, Oberon, Oberon-2 და Lola-ს შემქნელი.

  • ჯეიმს გოსლინგი

b91d3d2794012c2e4b40e4ef48ab8596.jpgჯეიმსი დაიბადა 1955 წლის 19 მაისს კანადაში. ავტორი და შემქნელი ობიექტზე ორიენტირებული და კროს-პლატფორმული პროგრამირების ენის Java-ს. ასევე ითვლება NeWS-ის და GoslingEmacs-ის ავტორი. 1977 წელს დაამთავრა კალგარის უნივერსიტეტი ინფორმატიკის ბაკალავრის სტატუსით. 2011 წლის 28 მარტს დაიწყო მუშაობა ინტერნეტ-გიგანტ კომპანიაში გუგლში(google) ხოლო 2011 წლის ბოლოს ცნობილი გახდა რომ დატოვა გუგლი და გადავიდა სტარტაპში.

  • ბერნ სტრაუნსპურტ

straustrup.jpg დაიბადა 1950 წლის 30 დეკემბერს დანიაში, ავტორი C++ პროგრამირებისა. სწავლობდა დანიაში არხუსკის უნივერსიტეტში შემდეგ კი კემბრიჯში. 2002 წლიდან მუშაობს AT&T (Computer Science Research Center of Bell Telephone Laboratories) კომპანიაში. ცნობილი გახდა С++ წყალობით მან დაწერა წიგნი "С++ პროგრამირების ენა" და "დიზაინი და ევოლუცია С++". ბერნი გახდა დასახელებული ჟურნალ"Fortune magazine" მიერ ერთ-ერთი 20 საუკეთესო ამერიკელ მოსწავლეთა შორის.

  • სიდ მეიერი

3681.jpgსიდი დაიბადა 1954 წლის 24 თებერვალს ამერიკაში, გაითქვა სახელი თამაშაშების დეველოპინგში. ჩააბარა მიჩიგანის უნივერსიტეტში. 1982 წელს დააარსა კომპანია MicroProse Software, Inc. და გამოუშვა პირველი თამაშები პერსონალური კომპიუტერისთვის Commodore 64,Apple II და Atari 800. 1996 წლიდან მუშაობდა დირექტორად Firaxis Games კომპანიაში. ამავე წელს მოამზედა პროექტი Dinosaurs რომელის რეალიზებაც ვერ მოხერხდა.

  • ალან კეი

3289.jpgდაიბადა 1940 წლის 17 მაისს-ამერიკელი მეცნიერი და ერთ-ერთი პიონერი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების და გრაფიკული ინტერფეისის. შეიმუშავა Smalltalk პროგრამირების ენა სადაც პირველად იყო მიმართული ობიექტზე ორიენტირება. 2003 წელს ლაურენტი იყო ტიურენგის პრემიის. არის ერთ-ერთი One Laptop Per Child პროექტის შემქნელებისგან. სახელი გაითქვა სწორედ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ჩამოყალიბებისთვის.

  • მარტინ ფლაუერი

4402.jpgდაიბადა ინგლისში 1944 წელს, არის ავტორი პროგრამული უზრუნველყოფის, ობიექტზე ორიენტირებული ანალიზის და ასევე UML პროგრამირების ენის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წვრილი. დაწერილი აქვს მრავალი წიგნი პროგრამირებაზე და მის ენებზე, აღწერილი აქვს 70 გზაზე მეტი რეფაქტორნიგის.
 

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

სად ვარ მე :D

 

 

 

 

 

 

ისე შოპ ესენი ჩაასწორე მაინც :)...

 :HTML, PHP, ASP, ASPX, Perl, SSI, XML, DHTML, XHTML,PHP, Perl, Python, Ruby,JavaScript,VBScript,ActionScript,Java

ორჯერ გიწერია php და perl...

 

და დონალდ კნუტის ბოლო ხაზზე "წვრილი მიუძღვის" :D

Link to comment
Share on other sites

სად ვარ მე :D

 

 

 

 

 

 

ისე შოპ ესენი ჩაასწორე მაინც :)...

ორჯერ გიწერია php და perl...

 

და დონალდ კნუტის ბოლო ხაზზე "წვრილი მიუძღვის" :D

გმადლობ

 

მას ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის პროგრამირების დარგში, მის განვითარებასა და გავრცელებაში.

 

ჩემი თვალები ვერ აღიქვამს შეცდომას :D

მითხარი ჩავასწორებ თუ რამე ^^)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Richard Stallman რატომ დამიჩაგრეთ? :)
კაცი პროგრამისტი,კაცი ფილოსოფოსი, კაცი Freedom Fighter :sa:

GNU, FSF და რავიცი კიდევ რამდენი პროექტის შექმნა/განვითარებაში მიუძღვის წვლილი.

 

 

 

 

P.S

ისე ცუდად არ გამიგოს თემის ავტორმა,მაგრამ

 

 

 

ვებ პროგრამირებაში შედის შემდეგი ენები:HTML, PHP, ASP, ASPX, Perl, SSI, XML, DHTML, XHTML,Python, Ruby,JavaScript,VBScript,ActionScript,Java

 

 

 

ამ სიიდან HTML,DHTML,XHTML რომ ამოგვეღო და ცალკე გვეთქვა ორი სიტყვა მარკირების ენებზე ცუდი არ იქნებოდა.

HTML,XHTML თავისთავად მარკირების ენებს განეკუთვნება და არა პროგრამირების, DHTML კი, ანუ Dynamic HTML,
თავის თავში მოიაზრებს  Document Object Model (DOM) ,Scripts,Cascading Style Sheets (CSS),XHTML, რაც მარკირების სფეროს უფრო ეკუთვნის ვიდრე პროგრამირების.

 

ასევე ვერსად ვნახე DB პროგრამირება,იგივე ბაზების პროგრამირება,

რაც არც თუ ისე უმნიშვნელო განხრაა დღესდღეობით. რამდენიმე სიტყვით ამასაც რომ შევხებოდით ცუდი არ იქნებოდა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Richard Stallman რატომ დამიჩაგრეთ? :)

კაცი პროგრამისტი,კაცი ფილოსოფოსი, კაცი Freedom Fighter :sa:

GNU, FSF და რავიცი კიდევ რამდენი პროექტის შექმნა/განვითარებაში მიუძღვის წვლილი.

 

 

 

 

P.S

ისე ცუდად არ გამიგოს თემის ავტორმა,მაგრამ

 

 

 

ამ სიიდან HTML,DHTML,XHTML რომ ამოგვეღო და ცალკე გვეთქვა ორი სიტყვა მარკირების ენებზე ცუდი არ იქნებოდა.

HTML,XHTML თავისთავად მარკირების ენებს განეკუთვნება და არა პროგრამირების, DHTML კი, ანუ Dynamic HTML,

თავის თავში მოიაზრებს  Document Object Model (DOM) ,Scripts,Cascading Style Sheets (CSS),XHTML, რაც მარკირების სფეროს უფრო ეკუთვნის ვიდრე პროგრამირების.

 

ასევე ვერსად ვნახე DB პროგრამირება,იგივე ბაზების პროგრამირება,

რაც არც თუ ისე უმნიშვნელო განხრაა დღესდღეობით. რამდენიმე სიტყვით ამასაც რომ შევხებოდით ცუდი არ იქნებოდა.

ვისწავლი პროგრამირებას და შემდეგ ჩემ მიერ დაწერილს(არა გადათარგმნილს) შემოგთავაზებთ :D

 

Link to comment
Share on other sites

ასევე ვერსად ვნახე DB პროგრამირება,იგივე ბაზების პროგრამირება,

რაც არც თუ ისე უმნიშვნელო განხრაა დღესდღეობით. რამდენიმე სიტყვით ამასაც რომ შევხებოდით ცუდი არ იქნებოდა.

ეგ შენ რაც გაგიგია იმას წერ მაგრამ ყველაფერი რაც არის საჭირო და მნიშვნელოვანი ყველაფერს ერთი გვერდი ვერ დაიტევს.

შოპენას რაც აინტერესებდა ის დაწერა.. შენც გახსენი სხვა თემა თუ გინდა, კარგი იქნებოდა, ფორუმსაც გამოადგება

Link to comment
Share on other sites

ეგ შენ რაც გაგიგია იმას წერ მაგრამ ყველაფერი რაც არის საჭირო და მნიშვნელოვანი ყველაფერს ერთი გვერდი ვერ დაიტევს.

შოპენას რაც აინტერესებდა ის დაწერა.. შენც გახსენი სხვა თემა თუ გინდა, კარგი იქნებოდა, ფორუმსაც გამოადგება

 

ვერ დაიტევს და ნუ დაიტევს,ძალიან სამწუხაროა.

მე თუ მომინდება თემის გახსნა როდესმე ვეცდები რომ დავატიო.

 

 

 

 

ვისწავლი პროგრამირებას და შემდეგ ჩემ მიერ დაწერილს(არა გადათარგმნილს) შემოგთავაზებთ :D

 

:) წარმატებები.

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.